newstudio Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 [“ინტერპრესნიუსი“]ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მინიმალური ასაკი, სავარაუდოდ, 5 წელი გახდება. აღნიშნულ საკითხს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურზე სწავლების დაწყების მინიმალური ასაკი 6 წელია. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, კანონპროექტს საგაზაფხულო სესიის დასრულებისთანავე მიიღებენ თუ, საშემოდგომო სესიისთვის გადაიწევს. http://presa.ge/index.php?text=news&i=11892 პ.ს. რეალურად 6 წლის ასაკში სწავლის დაწყებაც ნამეტანი ადრეა...ახლა კიდე 5 წლისაო...ბარემ აკვნიდან წაიყვანონ ბავშვები ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 რატომ არის ადრე?? პირიქით,....აქამდე უნდა ყოფილიყო ეგ ასაკი,,შენ თუ გინდა შვილს 6 წლისას მიიყვან სკოლაში, მაგრამ ბავშვმა თუ მანამდე ისწავლა წერა კითხვა, ცოდოა და ჯობია ბარემ მივიდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 machkatelaრატომ არის ადრე?? პირიქით,....აქამდე უნდა ყოფილიყო ეგ ასაკი,,შენ თუ გინდა შვილს 6 წლისას მიიყვან სკოლაში, მაგრამ ბავშვმა თუ მანამდე ისწავლა წერა კითხვა, ცოდოა და ჯობია ბარემ მივიდესბავშვა წერა კIთხვა და ელემენტარული არითმეტიკა თამაშით უნდა ისწავლოს და არა სასკოლო კლასებში...ასე გაცილებით ადვილად ითვისებს მასალას. შესაბამისად საბავშვო ბაღებში უნდა ისწავლებოდეს წერა კIთხვა 5-6 წლის ასაკში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 რა მნიშვნელობა აქვს ბაღში ასწავლი თუ სკოლაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლე შესაძლოა სკოლის სასარგებლო შრომით დასაჯონ20:00 05-07-2010სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლე შესაძლოა სკოლის სასარგებლო შრომით დასაჯონ. შესაბამისი ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის.კანონპროექტის მიხედვით, გაწერილი იქნება ის ზომები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლის მიმართ გატარდება. ეს ზომები კი შეიძლება იყოს გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, სკოლის სასარგებლო შრომის დაკისრება, სკოლიდან გარიცხვა და ა. შ.კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა. მე ეს მომწონს ძალიან http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/139454-skolis-shinaganatsesis-darghvevisthvis-mostsavle-shesadzloa-skolis-sasargeblo-shromith-dasajon.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) მარტო წერა-კითხვა ხომ არ არის? სკოლაში როცა მიდის ბავშვს ელემენტარული ქცევის წესები და სასკოლო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. 5 წლის ბავშვის გაჩერება გაკვეთილზე ძნელი იქნება, მას დედიკო და მამიკო უნდა გარდა ამისა როგორც ვიცი სასკოლო ასაკი ანუ 6-7 წელი ფსიქოლოგების მიერ არის განსაზღვრული და ეს მიშა რეებს იგონებს. Edited July 6, 2010 by dariala Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 darialaმარტო წერა-კითხვა ხომ არ არის? სკოლაში როცა მიდის ბავშვს ელემენტარული ქცევის წესები და სასკოლო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. 5 წლის ბავშვის გაჩერება გაკვეთილზე ძნელი იქნება, მას დედიკო და მამიკო უნდა გარდა ამისა როგორც ვიცი სასკოლო ასაკი ანუ 6-7 წელი ფსიქოლოგების მიერ არის განსაზღვრული და ეს მიშა რეებს იგონებს. სოფლებში და რაიონებში ბავშვები კილომეტრობით მანძილზე დადიან სკოლაში ფეხით, ყინვასა და წვიმაში. 5 წლის ბავშვი როგორ ივლის. ერთი ბავშვი მგელმაც კი დაგლიჯა რომელიღაც სოფელში. ამდენი სიგიჟის მოგონებას დაანებონ თავი ბოლოსდაბოლოს. მეტი საქმე არა აქვთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ჩემი ბავშვები სწავლობენ მალტაზე ინგლისურ კერძო სკოლაში..აქაც 5 წლიდან მიყავთ ბავშვები,რაც ძალიან მომწონს..ჩემი მეორე ბავშვიც 5 წლიდან დადის სკოლასში და არანაირი პრობლემა არ ჰქონია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bigrupensex Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 machkatelaრა მნიშვნელობა აქვს ბაღში ასწავლი თუ სკოლაში დიდ განსხვავებაა... ძალიან დიდი... სკოლის რეჟიმი და ბაღის რეჟიმი რომ სხვადასხვაა ეს შენ პირველად გაიგე? მაგრამ გეტყობა შენ ასკეტისმის და ბავშვების სპარტანულად აღზრდის მომხრე ხარ!!! :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) ჩვენ საერთოდ რა გვინდა ვერ გავიგე..თუ გვინდა დასავლური სისტემა,გეუბნევით რომ ინგლისში სკოლა იწყება 5 წლის ასაკიდან..და მე აქ არ მინახია სწავლისგან თავგასიებული და გადაღლილი ბავშვი.. ეხლა ეს საქართველოში როგორ შესრულდება,სხვა საკითხია.. თქვენ რა გგონიათ აქ 5 წლის ბავშვს გაკვეთილებს აძლევენ და გრუზავენ..მთელი პირველი წელი აფერადებდნენ რაღაც კუბიკებს და სამკუთხედებს..უხაროდა სკოლაში სიარული.. Edited July 6, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ჩემი ბავშვები სწავლობენ მალტაზე ინგლისურ კერძო სკოლაში..აქაც 5 წლიდან მიყავთ ბავშვები,რაც ძალიან მომწონს..ჩემი მეორე ბავშვიც 5 წლიდან დადის სკოლასში და არანაირი პრობლემა არ ჰქონია.. ბავშვებს წაართვით ბავშობა და გიხაროდენ. ჩეხებს ერთი ცუდი, არა საშინელი წესი აქვთ, ამათმა პირველმა პრეზიდენტმა შემოტანა. დილის 5 საათზე ქალაქი იღვიძებს. დედები მიათრევენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბავშვებს საბავშვო ბაღებში. 3 წლის ბავშვი ნახევრად მძინარე მისდევს დედას.საშინელი პრობლემები მქონდა მაგალითად სავადმყოფოში. 6 საათზე ყველამ უნდა გაიღვიძოს, 8 საათზე ექიმები აკეთებენ შემოვლას. სულ დედა ვაგინე, მეთქი ციხეში არ ვარ და კეთილი ინებოს ექიმმა 12 მომინახულოსთქო. ხო და ასეც აკეთებდნენ ჩემს შემთხვევაში. შემდეგ მოვა ბავშვებზე მშობლების დაბეზღების სწავლება. სკოლის ფსიქიატრი ეკითხება, მშობელი ხომ არ სცემს, ან სექსუალურად ხომ არ ეთამაშება და ეგეთი დედმოხნულობა. სახელმწიფო იმდენად იწყებს ოჯახის ცხოვრებაში ჩარევას, რომ ვერ გაარჩევ სად არის დაწესებულება და სად ოჯახი. კიდევ ცოტახანი და კამერებსაც დააყენებენ სახლებში. ბავშვს ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს. ის რომ ნაადრევად ისწავლა წერა-კითხვა სულ არ ნიშნავს იმას, რომ სკოლაში ნაადრევად მოჰკლას ბავშვობა. როგორი ერუდირებული არ უნდა იყოს 5 წის ბავშვი, ჯერ ბავშვია და თამაში უნდა თოჯინებთან და ა.შ. ყველა ასაკს თავისი გარკვეული განუმეორებელი პერიოდი აქვს და საშინელ შეცდომას უშვებენ ის მშობლები, ვინც ბავშვებეს ამ სიამოვნებას პირდაპირი მნიშვნელობით ჰპარავენ."ჩემი შვილი უკვე სკოლაში დადის" და ასეთი ბლა, ბლას გულისათვის ბავშვს ბავშობას უმახინჯებენ.ბევრს არ ესმის ის რომ ნაადრევ ასაკში გონიერი მომწიფება უმეტეს შემთხვევაში 10-12 წლის ასაკში მუხრუჭდება და ის გვიან გონებ გახსნილი ბავშვი ასწრებს ხოლმე იმ ბავშვებს ვისაც ნაადრევად ჰქნდა ეს "სიამოვნება". ამ შემთხვევაში კი ის 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესული უბრალოდ ჩამორჩენას იწყებს და ა.შ.ბავშვის სკოლიაში შესვლის ასაკი არის 7 წელი. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის რომ ბავშმა დაიწყოს სამყაროს წიგნებით სკოლის მერხიდან გაცნობა. ამ ასაკიდან ბავშვის თანაწლოვანი მეგობრებიც +- ერუდირებულნი არიან და ყველაფერი ზომიერ ფარგლებში მმდინარეობს. კიდევ რაც შეეხება დასავლეთის საგანმათლებლო სიტემას. ძალიან ცალმხვრივია და უფრო როელიმე მიმართლებითაა ვიდრე საშუალო. აქაური უმაღლესდამთავრებულთა 70%- თავისი საქმის სპეციალისტია, მაგრამ საერთო ჯამში "ტუპოი". მოკლედ რობოტი რომელიც ოდნავ სხვა სიტუაციაში რომ ჩააყენო ბრინჯივით დაიბნევა. პედაგოგიური მაქვს დამთავრებუი და ეს ისეთ ფროფესორებთან ამათ რომ არ დასიზმრებია. აქ მინდოდა სკოლაში მქონოდა საათები, მაგრამ...... ნუ ამ ტუპიაკებს თავი მცოდნე ხალხათ მოაქვთ. ჩემმა შვილებმა კომპიუტერი მასწავლებელზე კეთიცოდნენ, ხო და შევთავაზე რამოდენმე სკოლას უფასოდ ვასწავლი მეთქი კვირაში ერთხელ, მაგრამ გაგონილა.12 წელია ჩეხეთში და ეს არა მარტო ჩეხეთში ვიცი სხვა ქვეყნების საგანმათლებლო სისტემებიც არის რობოტიზირებული ადამიანის შექმნის საამქრო.ამედნ ხანი აქ ვარ და გეტყვით იმას, რმ იმ ჩვენს ძველ საგანმათლებლო სიტემასთან ესენი ჯერ ახლოსაც ვერ მივლენ. ბავშვებს ბავშობა არ მოჰპაროთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ბასკეთში 3-4 წლიდან იწყება ჩამოყალიბებული პროგრამების მიხედვით ბავშვზე ზრუნვა. წერა-კითხვა და ლექსების დაზეპირება არ ნიშნავს მხოლოდ სწავლის დაწყებას. სწავლობენ წესრიგს, მოკლე ლექსებს, სიმრერებს, ცეკვებს, აფრეადებენ, დაჰყავთ მაღაზიებში, სხვა და სხვა ადგილებზე, სწავლობენ გათვლას და დათვლას ცოტას, მეგობრობას და ა.შ... აყურებინებენ რაღაც სპეციალურ მულტფილმებს და არჩევენ შემდეგ ჯგუფურად... რავი, მე ვიტყოდი, რომ 3 წლიდან იწყებენ აქ სწავლას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) babuagiorgiბავშვებს წაართვით ბავშობა და გიხაროდენ.+100მაგას ჰქვია სწორედ ადამიანის ახალი ჯიშის გამოყვანა და ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დაწესება! asesino_141ბასკეთში 3-4 წლიდან იწყება ჩამოყალიბებული პროგრამების მიხედვით ბავშვზე ზრუნვა. წერა-კითხვა და ლექსების დაზეპირება არ ნიშნავს მხოლოდ სწავლის დაწყებას. სწავლობენ წესრიგს, მოკლე ლექსებს, სიმრერებს, ცეკვებს, აფრეადებენ, დაჰყავთ მაღაზიებში, სხვა და სხვა ადგილებზე, სწავლობენ გათვლას და დათვლას ცოტას, მეგობრობას და ა.შ... აყურებინებენ რაღაც სპეციალურ მულტფილმებს და არჩევენ შემდეგ ჯგუფურად... რავი, მე ვიტყოდი, რომ 3 წლიდან იწყებენ აქ სწავლას. მაგას საქართველოში ბაღებშიც ასწავლიან და თანაც დიდის წარმატებით... მაგრამ ბაღისა და სკოლის რეჟიმსა და სიმკაცრეს შორის რამხელა განსხვავებაა ალბათ ხბდები თვითონ! Edited July 6, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) კიდევ რაც შეეხება დასავლეთის საგანმათლებლო სიტემას. ძალიან ცალმხვრივია და უფრო როელიმე მიმართლებითაა ვიდრე საშუალო. აქაური უმაღლესდამთავრებულთა 70%- თავისი საქმის სპეციალისტია, მაგრამ საერთო ჯამში "ტუპოი". მოკლედ რობოტი რომელიც ოდნავ სხვა სიტუაციაში რომ ჩააყენო ბრინჯივით დაიბნევა.საბჭოეთიდან გერმანიაში გადმოსახლებულები ყველა მაგას ამბობენ რომ საბჭოეთში სწავლა უფრო მაღალ დონეზე იყო და მოსწავლე უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე აქ გერმანიაში! თუნდაც ისეთ სპეციალიზირებულ საგნებში როგორიცაა მათემატიკა ანდაც ფიზიკა... საბჭოეთის 5 კლასის მოსწავლემ უფრო მეტი იცოდა და იცის მაგალითად მათემატიკაში ვიდრე გერმანელმა 7 კლასის მოსწავლემ... Edited July 6, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 dariala სოფლებში და რაიონებში ბავშვები კილომეტრობით მანძილზე დადიან სკოლაში ფეხით, ყინვასა და წვიმაში. 5 წლის ბავშვი როგორ ივლის. ერთი ბავშვი მგელმაც კი დაგლიჯა რომელიღაც სოფელში. ამდენი სიგიჟის მოგონებას დაანებონ თავი ბოლოსდაბოლოს. მეტი საქმე არა აქვთ?აუ, ეგ საშინელება მეც მაქვს გამოცდილი. მოგეხსენებათ ჭიათურაში ერთერთი სატრანსპორტო საშუალება არის საბაგირო გზა. ჩემი სახლი ზედ საბაგირო გზის წინაა ამიტომ თუ საბაგირო გზით წავიდოდი სკოლაში მაშინ ვუნდებოდი 20 წუთს, თუ ფეხით მაშინ ზუსტად საათნახევარს, იმიტომ რომ სამი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ხოდა მე უბედურს ისეთ დროს მომიწია სკოლის დამთავრება როცა არც დენი იყო, არც გაზი და საერთოდ არაფერი. მთელი უბნის ბავშვები ფეხით დავდიოდით, ისეთი დაქანცულები მივდიოდით სკოლაში, რომ გაკვეთილის მოყოლის თავი აღარ გვქონდა. გზაში დაწყებული წიგნის ბოლომდე წაკითხვასაც კი ვასწრებდი. გზაში გაკვეთილებიც კი გვისწავლია პ.ს. მე "ვაფშე" შვიდი წლის შევედი ისე სკოლაში http://img384.imageshack.us/img384/500/georgiatschiaturaseilba.jpg Uploaded with ImageShack.usაი წერტილივით რომ სჩანს იქ ვიჯექი ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.