Jump to content
Planeta.Ge

5 წლის მოსწავლე? ახალი რეფორმა


Recommended Posts

[“ინტერპრესნიუსი“]

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მინიმალური ასაკი, სავარაუდოდ, 5 წელი გახდება.

 

აღნიშნულ საკითხს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურზე სწავლების დაწყების მინიმალური ასაკი 6 წელია.

 

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, კანონპროექტს საგაზაფხულო სესიის დასრულებისთანავე მიიღებენ თუ, საშემოდგომო სესიისთვის გადაიწევს.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11892

 

პ.ს. რეალურად 6 წლის ასაკში სწავლის დაწყებაც ნამეტანი ადრეა...ახლა კიდე 5 წლისაო...ბარემ აკვნიდან წაიყვანონ ბავშვები ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

machkatela

სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლე შესაძლოა სკოლის სასარგებლო შრომით დასაჯონ 20:00 05-07-2010 სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლე შესაძლოა სკოლის სასარგებლო შრომით დასაჯონ. შესაბამისი

dariala

მარტო წერა-კითხვა ხომ არ არის? სკოლაში როცა მიდის ბავშვს ელემენტარული ქცევის წესები და სასკოლო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. 5 წლის ბავშვის გაჩერება გაკვეთილზე ძნელი იქნება, მას დედიკო და მამიკო უნდა

Bigrupensex

machkatela დიდ განსხვავებაა... ძალიან დიდი... სკოლის რეჟიმი და ბაღის რეჟიმი რომ სხვადასხვაა ეს შენ პირველად გაიგე?   მაგრამ გეტყობა შენ ასკეტისმის და ბავშვების სპარტანულად აღზრდის მომხრე ხარ!!! :018:

რატომ არის ადრე?? პირიქით,....აქამდე უნდა ყოფილიყო ეგ ასაკი,,შენ თუ გინდა შვილს 6 წლისას მიიყვან სკოლაში, მაგრამ ბავშვმა თუ მანამდე ისწავლა წერა კითხვა, ცოდოა და ჯობია ბარემ მივიდეს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

რატომ არის ადრე?? პირიქით,....აქამდე უნდა ყოფილიყო ეგ ასაკი,,შენ თუ გინდა შვილს 6 წლისას მიიყვან სკოლაში, მაგრამ ბავშვმა თუ მანამდე ისწავლა წერა კითხვა, ცოდოა და ჯობია ბარემ მივიდეს

ბავშვა წერა კIთხვა და ელემენტარული არითმეტიკა თამაშით უნდა ისწავლოს და არა სასკოლო კლასებში...ასე გაცილებით ადვილად ითვისებს მასალას. შესაბამისად საბავშვო ბაღებში უნდა ისწავლებოდეს წერა კIთხვა 5-6 წლის ასაკში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლე შესაძლოა სკოლის სასარგებლო შრომით დასაჯონ

20:00 05-07-2010

სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლე შესაძლოა სკოლის სასარგებლო შრომით დასაჯონ. შესაბამისი ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, გაწერილი იქნება ის ზომები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის მოსწავლის მიმართ გატარდება. ეს ზომები კი შეიძლება იყოს გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, სკოლის სასარგებლო შრომის დაკისრება, სკოლიდან გარიცხვა და ა. შ.

კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

 

მე ეს მომწონს ძალიან :pupuza:

 

http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/139454-skolis-shinaganatsesis-darghvevisthvis-mostsavle-shesadzloa-skolis-sasargeblo-shromith-dasajon.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო წერა-კითხვა ხომ არ არის? სკოლაში როცა მიდის ბავშვს ელემენტარული ქცევის წესები და სასკოლო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. 5 წლის ბავშვის გაჩერება გაკვეთილზე ძნელი იქნება, მას დედიკო და მამიკო უნდა :yes:

გარდა ამისა როგორც ვიცი სასკოლო ასაკი ანუ 6-7 წელი ფსიქოლოგების მიერ არის განსაზღვრული და ეს მიშა რეებს იგონებს.

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

მარტო წერა-კითხვა ხომ არ არის? სკოლაში როცა მიდის ბავშვს ელემენტარული ქცევის წესები და სასკოლო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. 5 წლის ბავშვის გაჩერება გაკვეთილზე ძნელი იქნება, მას დედიკო და მამიკო უნდა

გარდა ამისა როგორც ვიცი სასკოლო ასაკი ანუ 6-7 წელი ფსიქოლოგების მიერ არის განსაზღვრული და ეს მიშა რეებს იგონებს.

სოფლებში და რაიონებში ბავშვები კილომეტრობით მანძილზე დადიან სკოლაში ფეხით, ყინვასა და წვიმაში. 5 წლის ბავშვი როგორ ივლის. ერთი ბავშვი მგელმაც კი დაგლიჯა რომელიღაც სოფელში. ამდენი სიგიჟის მოგონებას დაანებონ თავი ბოლოსდაბოლოს. მეტი საქმე არა აქვთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ბავშვები სწავლობენ მალტაზე ინგლისურ კერძო სკოლაში..აქაც 5 წლიდან მიყავთ ბავშვები,რაც ძალიან მომწონს..ჩემი მეორე ბავშვიც 5 წლიდან დადის სკოლასში და არანაირი პრობლემა არ ჰქონია..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

რა მნიშვნელობა აქვს ბაღში ასწავლი თუ სკოლაში

დიდ განსხვავებაა... ძალიან დიდი... სკოლის რეჟიმი და ბაღის რეჟიმი რომ სხვადასხვაა ეს შენ პირველად გაიგე?

 

მაგრამ გეტყობა შენ ასკეტისმის და ბავშვების სპარტანულად აღზრდის მომხრე ხარ!!! :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ საერთოდ რა გვინდა ვერ გავიგე..

თუ გვინდა დასავლური სისტემა,გეუბნევით რომ ინგლისში სკოლა იწყება 5 წლის ასაკიდან..და მე აქ არ მინახია სწავლისგან თავგასიებული და გადაღლილი ბავშვი..

 

ეხლა ეს საქართველოში როგორ შესრულდება,სხვა საკითხია..

 

თქვენ რა გგონიათ აქ 5 წლის ბავშვს გაკვეთილებს აძლევენ და გრუზავენ..მთელი პირველი წელი აფერადებდნენ რაღაც კუბიკებს და სამკუთხედებს..უხაროდა სკოლაში სიარული..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ბავშვები სწავლობენ მალტაზე ინგლისურ კერძო სკოლაში..აქაც 5 წლიდან მიყავთ ბავშვები,რაც ძალიან მომწონს..ჩემი მეორე ბავშვიც 5 წლიდან დადის სკოლასში და არანაირი პრობლემა არ ჰქონია..

 

ბავშვებს წაართვით ბავშობა და გიხაროდენ. :)

 

ჩეხებს ერთი ცუდი, არა საშინელი წესი აქვთ, ამათმა პირველმა პრეზიდენტმა შემოტანა. დილის 5 საათზე ქალაქი იღვიძებს. დედები მიათრევენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბავშვებს საბავშვო ბაღებში. 3 წლის ბავშვი ნახევრად მძინარე მისდევს დედას.

საშინელი პრობლემები მქონდა მაგალითად სავადმყოფოში. 6 საათზე ყველამ უნდა გაიღვიძოს, 8 საათზე ექიმები აკეთებენ შემოვლას. სულ დედა ვაგინე, მეთქი ციხეში არ ვარ და კეთილი ინებოს ექიმმა 12 მომინახულოსთქო. ხო და ასეც აკეთებდნენ ჩემს შემთხვევაში.

 

შემდეგ მოვა ბავშვებზე მშობლების დაბეზღების სწავლება. სკოლის ფსიქიატრი ეკითხება, მშობელი ხომ არ სცემს, ან სექსუალურად ხომ არ ეთამაშება და ეგეთი დედმოხნულობა. სახელმწიფო იმდენად იწყებს ოჯახის ცხოვრებაში ჩარევას, რომ ვერ გაარჩევ სად არის დაწესებულება და სად ოჯახი. კიდევ ცოტახანი და კამერებსაც დააყენებენ სახლებში.

 

ბავშვს ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს. ის რომ ნაადრევად ისწავლა წერა-კითხვა სულ არ ნიშნავს იმას, რომ სკოლაში ნაადრევად მოჰკლას ბავშვობა. როგორი ერუდირებული არ უნდა იყოს 5 წის ბავშვი, ჯერ ბავშვია და თამაში უნდა თოჯინებთან და ა.შ. ყველა ასაკს თავისი გარკვეული განუმეორებელი პერიოდი აქვს და საშინელ შეცდომას უშვებენ ის მშობლები, ვინც ბავშვებეს ამ სიამოვნებას პირდაპირი მნიშვნელობით ჰპარავენ.

"ჩემი შვილი უკვე სკოლაში დადის" და ასეთი ბლა, ბლას გულისათვის ბავშვს ბავშობას უმახინჯებენ.

ბევრს არ ესმის ის რომ ნაადრევ ასაკში გონიერი მომწიფება უმეტეს შემთხვევაში 10-12 წლის ასაკში მუხრუჭდება და ის გვიან გონებ გახსნილი ბავშვი ასწრებს ხოლმე იმ ბავშვებს ვისაც ნაადრევად ჰქნდა ეს "სიამოვნება".

ამ შემთხვევაში კი ის 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესული უბრალოდ ჩამორჩენას იწყებს და ა.შ.

ბავშვის სკოლიაში შესვლის ასაკი არის 7 წელი. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის რომ ბავშმა დაიწყოს სამყაროს წიგნებით სკოლის მერხიდან გაცნობა. ამ ასაკიდან ბავშვის თანაწლოვანი მეგობრებიც +- ერუდირებულნი არიან და ყველაფერი ზომიერ ფარგლებში მმდინარეობს.

 

კიდევ რაც შეეხება დასავლეთის საგანმათლებლო სიტემას. ძალიან ცალმხვრივია და უფრო როელიმე მიმართლებითაა ვიდრე საშუალო. აქაური უმაღლესდამთავრებულთა 70%- თავისი საქმის სპეციალისტია, მაგრამ საერთო ჯამში "ტუპოი". მოკლედ რობოტი რომელიც ოდნავ სხვა სიტუაციაში რომ ჩააყენო ბრინჯივით დაიბნევა.

 

 

პედაგოგიური მაქვს დამთავრებუი და ეს ისეთ ფროფესორებთან ამათ რომ არ დასიზმრებია. აქ მინდოდა სკოლაში მქონოდა საათები, მაგრამ...... ნუ ამ ტუპიაკებს თავი მცოდნე ხალხათ მოაქვთ. ჩემმა შვილებმა კომპიუტერი მასწავლებელზე კეთიცოდნენ, ხო და შევთავაზე რამოდენმე სკოლას უფასოდ ვასწავლი მეთქი კვირაში ერთხელ, მაგრამ გაგონილა.12 წელია ჩეხეთში და ეს არა მარტო ჩეხეთში ვიცი სხვა ქვეყნების საგანმათლებლო სისტემებიც არის რობოტიზირებული ადამიანის შექმნის საამქრო.

ამედნ ხანი აქ ვარ და გეტყვით იმას, რმ იმ ჩვენს ძველ საგანმათლებლო სიტემასთან ესენი ჯერ ახლოსაც ვერ მივლენ.

 

ბავშვებს ბავშობა არ მოჰპაროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

 

ბასკეთში 3-4 წლიდან იწყება ჩამოყალიბებული პროგრამების მიხედვით ბავშვზე ზრუნვა. წერა-კითხვა და ლექსების დაზეპირება არ ნიშნავს მხოლოდ სწავლის დაწყებას. სწავლობენ წესრიგს, მოკლე ლექსებს, სიმრერებს, ცეკვებს, აფრეადებენ, დაჰყავთ მაღაზიებში, სხვა და სხვა ადგილებზე, სწავლობენ გათვლას და დათვლას ცოტას, მეგობრობას და ა.შ... აყურებინებენ რაღაც სპეციალურ მულტფილმებს და არჩევენ შემდეგ ჯგუფურად...

 

რავი, მე ვიტყოდი, რომ 3 წლიდან იწყებენ აქ სწავლას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ბავშვებს წაართვით ბავშობა და გიხაროდენ.

+100

მაგას ჰქვია სწორედ ადამიანის ახალი ჯიშის გამოყვანა და ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დაწესება! :yes:

 

asesino_141

ბასკეთში 3-4 წლიდან იწყება ჩამოყალიბებული პროგრამების მიხედვით ბავშვზე ზრუნვა. წერა-კითხვა და ლექსების დაზეპირება არ ნიშნავს მხოლოდ სწავლის დაწყებას. სწავლობენ წესრიგს, მოკლე ლექსებს, სიმრერებს, ცეკვებს, აფრეადებენ, დაჰყავთ მაღაზიებში, სხვა და სხვა ადგილებზე, სწავლობენ გათვლას და დათვლას ცოტას, მეგობრობას და ა.შ... აყურებინებენ რაღაც სპეციალურ მულტფილმებს და არჩევენ შემდეგ ჯგუფურად...

 

რავი, მე ვიტყოდი, რომ 3 წლიდან იწყებენ აქ სწავლას.

მაგას საქართველოში ბაღებშიც ასწავლიან და თანაც დიდის წარმატებით...

 

მაგრამ ბაღისა და სკოლის რეჟიმსა და სიმკაცრეს შორის რამხელა განსხვავებაა ალბათ ხბდები თვითონ!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ რაც შეეხება დასავლეთის საგანმათლებლო სიტემას. ძალიან ცალმხვრივია და უფრო როელიმე მიმართლებითაა ვიდრე საშუალო. აქაური უმაღლესდამთავრებულთა 70%- თავისი საქმის სპეციალისტია, მაგრამ საერთო ჯამში "ტუპოი". მოკლედ რობოტი რომელიც ოდნავ სხვა სიტუაციაში რომ ჩააყენო ბრინჯივით დაიბნევა.

საბჭოეთიდან გერმანიაში გადმოსახლებულები ყველა მაგას ამბობენ რომ საბჭოეთში სწავლა უფრო მაღალ დონეზე იყო და მოსწავლე უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე აქ გერმანიაში! თუნდაც ისეთ სპეციალიზირებულ საგნებში როგორიცაა მათემატიკა ანდაც ფიზიკა... საბჭოეთის 5 კლასის მოსწავლემ უფრო მეტი იცოდა და იცის მაგალითად მათემატიკაში ვიდრე გერმანელმა 7 კლასის მოსწავლემ... :what:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

 

სოფლებში და რაიონებში ბავშვები კილომეტრობით მანძილზე დადიან სკოლაში ფეხით, ყინვასა და წვიმაში. 5 წლის ბავშვი როგორ ივლის. ერთი ბავშვი მგელმაც კი დაგლიჯა რომელიღაც სოფელში. ამდენი სიგიჟის მოგონებას დაანებონ თავი ბოლოსდაბოლოს. მეტი საქმე არა აქვთ?

აუ, ეგ საშინელება მეც მაქვს გამოცდილი. მოგეხსენებათ ჭიათურაში ერთერთი სატრანსპორტო საშუალება არის საბაგირო გზა. ჩემი სახლი ზედ საბაგირო გზის წინაა ამიტომ თუ საბაგირო გზით წავიდოდი სკოლაში მაშინ ვუნდებოდი 20 წუთს, თუ ფეხით მაშინ ზუსტად საათნახევარს, იმიტომ რომ სამი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ხოდა მე უბედურს ისეთ დროს მომიწია სკოლის დამთავრება როცა არც დენი იყო, არც გაზი და საერთოდ არაფერი. მთელი უბნის ბავშვები ფეხით დავდიოდით, ისეთი დაქანცულები მივდიოდით სკოლაში, რომ გაკვეთილის მოყოლის თავი აღარ გვქონდა. გზაში დაწყებული წიგნის ბოლომდე წაკითხვასაც კი ვასწრებდი. გზაში გაკვეთილებიც კი გვისწავლია :D

პ.ს. მე "ვაფშე" შვიდი წლის შევედი ისე სკოლაში :D

 

http://img384.imageshack.us/img384/500/georgiatschiaturaseilba.jpg

 

Uploaded with ImageShack.us

აი წერტილივით რომ სჩანს იქ ვიჯექი ხოლმე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...