Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კლინტონი მხარს უჭერს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg

 

რობერტ ბერნსი

 

თბილისი, საქართველო – ორშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდემ კლინტონმა ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსული ინტერვენციის შემდეგ აღდგენის პროცესშია და საკუთარი დემოკრატიის კონსოლიდაციას ცდილობს, მხარდაჭერა აღუთქვა

 

რამდენიმე ასეულ ქალბატონთან შეხვედრისას, რომლებიც უფლებადამცველ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, კლინტონმა განაცხადა რომ შეერთებული შტატები ქართული დემოკრატიის გაძლიერების საქმეში „თქვენს გვერდით დგას“. მას არ უხსენებია რუსეთი ან მისი ინტერვენცია, ვიდრე კითხვა აუდიტორიიდან არ გაჩნდა.

 

ინტერვენცია მოსკოვს და ვაშინგტონს შორის უთანხმოების საგანია და ართულებს საქართველოსთან აშშ-ს ურთიერთობებს.

 

ერთ-ერთმა ქალბატონმა იკითხა, აქვს თუ არა ობამას ადმინისტრაციას საქართველოსთვის „რეალური დემოკრატიული პროგრამა“. მან განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფართოდ ირღვევა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან ამას არანაირი ყურადღება არ ექცეოდა.

 

„შეერთებულ შტატებს ყოველთვის აქვს დემოკრატიული პროგრამა“ – უპასუხა კლინტონმა – „დემოკრატიის მუდმივად გაუმჯობესება ნებისმიერი ქვეყნის (როგორც მისი მთავრობის, ასევე მოქალაქეების) მთავარი ამოცანაა“. ის მიესალმა ბოლოდროინდელ პროგრესს საქართველოში, თუმცა დასძინა რომ ადმინისტრაცია „როგორც მეგობარი“ გამოსთქვამს მის წუხილს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ სერიოზულად ვუდგებით დემოკრატიისთვის წარმოქმნილ საფრთხეებს, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს“ – სთქვა კლინტონმა – „ასე რომ ჩვენ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერას განვაგრძობთ“.

 

მოგვიანებით კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

 

უფლებადამცველ ჯგუფებთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა ქალბატონმა კლინტონს კითხვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების გახანგრძლივებულ ოკუპაციაზე დაუსვა.

 

„შეერთებული შტატები შოკირებული იყო და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“ რუსული ინტერვენცია – განაცხადა მან – „მე არ ვაპირებ ახლა თქვენთან იმაზე საუბარს, რომ ეს მარტივი პრობლემაა, რადგან ეს ასე არ არის“.

 

მისი თქმით, საქართველოსთვის წინსვლის გასაღები საკუთარი დემოკრატიის, მისი საშინაო პრობლემების და ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებაშია.

 

„ეს არის საკითხია, რომელიც არავისთვის სადაო არ არის“ – სთქვა მან. მას პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა როგორც სჩანს იმას გულისხმობდა, რომ საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ ცდუნებას, რომელიც უკავშირდება შეიარაღებული ძალების განახლებას რუსეთთან პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტის მიზნით.

 

კლინტონის თქმით, საქართველომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს მისცემს საბაბს განამტკიცოს ოკუპაცია და მისი კონფრონტაციული მიდგომა.

 

„ვფიქრობ წარსულზე კონცენტრირება შეცდომაა“ – განაცხადა მან, მიანიშნა რა იმ ბრაზზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ინტერვენციის გამოა შემორჩენილი.

 

ობამას ადმინისტრაცია ცდილობს დაიცვას ბალანსი რუსებზე ზეწოლას – გაიყვანოს ძალები აჯანყებული ქართული ტერიტორიებიდან სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან – და საქართველოს მთავრობის დარწმუნებას შორის, რომ მისი შეიარაღებული ძალების აღდგენა პრობლემის გადაწყვეტის გზა არ არის.

 

რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების ცენტრში მოსკოვის ძალისხმევაა გააძლიეროს რეგიონში მისი გავლენა, რასაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი „პრივილეგირებული ინტერესების“ ზონას უწოდებს.

 

შეერთებული შტატები უარს ამბობს რუსეთის გავლენის სფეროს აღიარებაზე.

 

საქართველო კლინტონის ტურის ბოლო პუნქტი გახლდათ. მისი მოგზაურობა ხუთშაბათს უკრაინაში ვიზიტით დაიწყო და პოლონეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაგრძელდა.

 

ორშბათს, უფრო ადრე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში კლინტონმა უფლებადამცველ აქტივისტებს განუცხადა, რომ სომხეთის ლიდერებმა მას განუცხადეს, რომ გახსნილები არიან იმ კანონის ლიბერალიზაციისთვის, რომლითაც ტელე-რადიო ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები დაწესდა.

 

კლინტონმა განაცხადა, რომ ეს გარანტია მან პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრის დროს მიიღო.

 

ერევნის ხელოვნების ცენტრში უფლებადამცველ ჯგუფებთან შეხვედრისას კლინტონმა განაცხადა, რომ მას სურს ისინი სირთულეების და იმ იმედგაცრუების დაძლევის საქმეში წაახალისოს, რომელიც მათ მთავრობის მიმართ გააჩნიათ, რომელსაც ვერ აიძულებენ სრულად სცეს პატივი გამოხატვის თავისუფლებას.

 

მანამდე, კლინტონმა პატივი მიაგო ოტომანთა იმპერიის უკანასკნელ დღეებში დაღუპული 1.5 მილიონი სომეხის ხსოვნას, რომელსაც მსოფლიოს დიდი ნაწილი გენოცდის უწოდებს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...