planetanews Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif პიტერ რათლენდი აშშ–რუსეთის ურთიერთობები, რომელმაც ხანმოკლე აღმასვლა განიცადა პრეზიდენტების ბარაკ ობამას და დიმიტრი მედვედევის ცოტახნისწინანდელი „ჩიზბურგერების სამიტის“ დროს, შპიონური სკანდალის გამო კვლავ დაღმასვლა დაიწყო. თუმცა, იმავდროულად ისიც ჩანს, რასაც ამ ორი ქვეყნის ლიდერებმა გასული თვის ბოლოს, შეხვედრისას მიაღწიეს: რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ურთიერთვალდებულება. როგორც ობამამ განაცხადა: „ეს კარგია რუსეთისთვის, კარგია ამერიკისთვის, კარგია მსოფლიო ეკონომიკისთვის“. მართლაც კონფუზია ის, რომ რუსეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ეკონომიკა აქვს და ვაჭრობის მოცულობით 15–ე ადგილზეა, „დიდი ოცეულის“ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ არის, ორგანიზაციის, რომელიც 153 სახელმწიფოს აერთიანებს. ჩინეთი, რომელიც ინტელექტუალური პირატობის და დასავლური კომპანიებისთვის პრობლემების შექმნის თვალსაზრისით რუსეთისგან შორს არ დგას, ამ ორგანიზაციაში 2001 წლიდან შედის. 2008 წელს მსო–ში უკრაინაც კი გაწევრიანდა, ხოლო რუსეთის „ოდისეა“ გაწევრიანების გზაზე მეჩვიდმეტე წელია გრძელდება. თუმცა ზეიმის დრო ჯერ არ დამდგარა. პოლიტიკურ ფრონტზე მთავარი დაბრკოლება საქართველოა. ორგანიზაციის ცალკეულ წევრ ქვეყანას ახალი წევრის მიმართ ვეტოს უფლება აქვს. თბილისმა მისი თანხმობა რუსეთის კანდიდატურაზე 2006 წელს გამოითხოვა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მის ტერიტორიაზე ქართულ ღვინის შეტანა აკრძალა; ხოლო 2008 წლის ომმა საქართველოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცა. საეჭვოა, ვაშინგტონმა უბრალოდ უბრძანოს საქართველოს მის პრეტენზიებზე უარის თქმა. ბარიერები ამერიკაშიც არსებობს და დიდწილად ეს ჯექსონ–ვენიკის შესწორებას უკავშირდება. ამ კანონმა 1974 წელს ვაჭრობის წესები რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენა, რათა ეიძულებინა ის გაემარტივებინა ემიგრაცია საკუთარი მოქალაქეებისთვის. მოსკოვისთვის ჯექსონ–ვენიკის შესწორების გაუქმება იმის სიგნალი გახდებოდა, რომ რუსეთს „ცივი ომის“ მეტოქედ აღარ აღიქვამენ. თუმცა, პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, აშშ–ს კანონები გაუქმებას არ ექვემდებარება და საეჭვოა, რომ რესპუბლიკელები ამ რეჟიმის შეცვლას ერთხმად დათანხმდნენ. თუმცა, ეკონომიკის სფეროში ყველაზე სერიოზული ბარიერები შენარჩუნებულია, და ისინი, კონკრეტულად თავად რუსეთისგან მოდის. მსო–ში გაწევრიანება შეამცირებდა დაბრკოლებებს რუსული ექსპორტისთვის, გაზრდიდა კონკურენციას და უცხოურ ინვესტიციებს. დევის ტარას და ნატალია ვოლჩკოვას (მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელი) ცოტახნისწინანდელ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ წინასწარი შეფასებებით, მსო–ში გაწევრიანებას რუსული მშპ–ს წლიურად 3,3 %–ით და შესაძლოა 11%–ით გაზრდაც კი მოჰყვეს. თუმცა ამ შემოსავლის დიდი ნაწილი კონკურენციის და არა ექსპორტის გაზრდის შედეგი გახდება. მიზეზი ის არის, რომ ნავთობი და გაზი, რაც რუსული ექსპორტის ორ–მესამედს შეადგენს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებში არ ექცევა. გარდა ამისა, შემოსავლის ნაწილი მოხვდებოდა უცხოელი ინვესტორების ჯიბეებში და ეს რუსული ბიზნესის ხარჯზე მოხდებოდა, რომელიც ჯერ–ჯერობით ქვეყნის შიგნით საბანკო და სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე დომინირებს. ეს კომპანიები რუსეთის მსო–ში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან. ტარა და ვოლჩკოვა იმასაც აღიარებენ, რომ მსო–ში გაწევრიანებამ შეიძლება დააზიანოს რუსეთის მხრიდან ეკონომიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. შედარებითი სარგებლის კანონებს მოჰყვება ის, რომ რუსეთი უფრო მეტად გახდება დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე, მაშინ როდესაც მსო–ს წესები შეზღუდავს მის შესაძლებლობებს დაიცვას წარმოების მოძველებული დარგები და განვითარებული ტექნოლოგიების ბაზაზე წარმოების გაფართოებისთვის აქტიური ინდუსტრიული პოლიტიკა გამოიყენოს. თუმცა, რუსული საზოგადოება, იმავდროულად, ამ თემის მიმართ გულგრილია. ლევადა–ცენტრის უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ რესპოდენტების მხოლოდ 49%–ს მიაჩნია, რომ რუსეთის მსო–ში გაწევრიანება რუსეთის ინტერესებში შედის. იმავდროულად, კრემლი ერიდება კოზირი მისცეს კომუნისტურ–ნაციონალისტურ ოპოზიციას, რომელიც უმალ დაადანაშაულებს მთავრობას იმაში, რომ ის დასავლელი კაპიტალისტების ინტერესებს მიეყიდა. ის, რომ რუსეთმა ძველებურად არ იცის, რა იღონოს, მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის მისი განაცხადის განხილვის პროცესის გახანგრძლივებას. 2006 წელს აშშ–მ რუსეთის კანდიდატურას წინასწარი თანხმობა მისცა, თუმცა მოგვიანებით პროცესი გაიხლართა ფინანსურ სამსახურებთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების ორგანიზებასა და კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის სამსახურებთან დაკავშირებული რეგულირების დაუსრულებელ დეტალებში. 2009 წლის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ წლის ბოლომდე პროცედურა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მომდევნო თვეში რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთთან და ბელორუსთან საბაჟო კავშირის შექმნის შესახებ განაცხადა, რაც, ცხადია, რუსეთის მსო–ში გაწევრიანებაზე განაცხადს აუქმებდა. 2010 წლის იანვარში რუსეთმა დამატებით გააუარესა სიტუაცია, როდესაც აშშ–დან ქათმის ხორცის იმპორტი აკრძალა. თუმცა, ამ წლის აპრილში რუსეთმა განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის მიუხედავად, ის მსოფლიო ორგანიზაციაში ინდივუდუალურ საფუძველზე გაწევრიანდება. გარდა ამისა, ვაშინგტონის შეხვედრაზე მიღებულ იქნა ქათმის ხორცის შემოწმების ახალი პროცედურები, რამაც როგორც ჩანს მოლაპარაკებების წარმოებას გზა გაუხსნა. თუმცა სიტუაცია საბოლოდ არ გადაწყდება მანამ, სანამ არ მოხდება რუსული საქმიანი ელიტის, მათ შორის, შესაძლოა, თავად პუტინის იმაში დარწმუნება, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიაციაში გაწევრიენება როგორც ქვეყნის, ასევე მათ პირად ინტერესებშიც შედის. პიტერ რათლენდი – უესლიანის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰარვარდის უნივერსიტეტში რუსული და ევრაზიული კვლევების დევისის ცენტრის თანამშრომელი.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts