Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

6 ივლისს, 09:45 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საერთაშორისო კონფერენციას გახსნის, რომელიც სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარებას მიეძღვნება.

სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში~

 

6 ივლისს, 10:30 საათზე, მეტროს სადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების პირველ ნაკადს, მათ შორის აფხაზ ბავშვებს ბათუმის სამშვიდობო ბანაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გააცილებს.

 

6 ივლისს, 11.00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

 

6 ივლისს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია გონიოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

თემა: “საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები”.

შეკრების ადგილი – გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია

 

6 ივლისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ის II კორპ., 135-ე აუდიტორია (მცირე საკონფერენციო დარბაზი)

 

6 ივლისს, 11:00 საათზე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე რუსთავის პროფესიული გადამზადების ცენტრში პრობაციონერებს შეხვდება, სადაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით 3 პრობაციონერი გადამზადების კურსს გადის.

მის: ქ. რუსთავი, შარტავას ქ. #4 (ყოფილი III პროფსასწავლებლის, ახლანდელი `მოდუსის~ შენობა)

 

6 ივლისს, 12:00 საათზე, ,,ხალხის პარტიის” პოლიტიკური მდივანი ალეკო შალამბერიძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ჩუბინაშვილის ქ. #20(`ხალხის პარტიის~ ოფისი)

თემა: “ჰილარი კლინტონის ვიზიტი და საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა რეალობაში”.

 

6 ივლისს, 12.00 საათზე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “ღია წერილი, რომელიც თბილისში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს გადაეცა”.

მის: გალაკტიონის ქ. #20(“კავკასიური სახლი”)

 

6 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

6 ივნისს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგები”.

 

6 ივნისს, 13.00 საათზე, ორგანიზაცია “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე ბრიფინგს გამართავს. მის: გამრეკელის ქ. #19

 

6 ივნისს, 13.00 საათზე, რუსთაველის თეატრში 131-ე სეზონის დახურვასთან დაკავშირებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა და მმართველი ზაალ ჩიქობავა პრესკონფერენციას გამართავენ.

 

6 ივლისს, 13.00 საათზე, `ბილაინის~ გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი ვაჟა-ფშაველაზე აბონენტთა მომსახურების ახლად გახსნილ ოფისში, საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს.

თემა: “6 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით `თბილისის ბავშვთა სახლისთვის~ საქველმოქმედო აქცია _ “ნათელი ფერები ბავშვებს” ჩატარდება.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #26/28

 

6 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრება.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33 (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)

 

6 ივლისს, 14.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა აშშ-ში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელს ნიკო თოფურიას შეხვდება.

 

6 ივლისს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტთან და წევრებთან შეხვედრას გამართავს.

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი”

 

6 ივლისს, 14:00 საათზე, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც “საქართველოს საგადასახადო კოდექსს” განიხილავენ.

საკონფერენციო დარბაზი

 

6 ივლისს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

 

6 ივლისს, 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

6 ივლისს, 15:00 საათზე, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

6 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

 

6 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი სტუდენტებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

მის: ვაჟა ფშაველას გამზ. #29, III სასწავლო კორპუსი, V სართული, მცირე დარბაზი

 

6 ივლისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პირველ კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტების გამოფენა გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, #101 აუდიტორია

 

6 ივლისს, 19.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია “სამართლიანობისთვის”" ორგანიზებით, “ევროპის სახლის” საგამოფენო დარბაზში მუდმივგანახლებადი მუზეუმი, სახელწოდებით “მეხსიერების ბიბლოთეკა” გაიხსნება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...