Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ილიას იდენტიფიკაცია

1937 წელს სტალინის უშუალო მითითებით საქართველო ზეიმობს ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეს. გამოიცემა მისი ნაწარმოებები, იდგმება ძეგლები, მისი სახელი ერქმევა ქუჩებსა და დაწესებულებებს. იქმნება იმ პიროვნების კულტი, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში მენშევიკური მთავრობის დიდი მეცადინეობით თითქმის დავიწყებას მიეცა, საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში საერთოდ აიკრძალა და რომლის მკვლელობაც თავადაზნაურობის წინააღმდეგ ჩაგრული მუშურ-გლეხური კლასის სამართლიან ბრძოლად მოინათლა.

რა მიზანი ამოძრავებდა სტალინს ილიას მკვდრეთით აღდგენისას უცნობია. შესაძლოა ეს ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში ჩაწვენილ ყრმად საკუთარი თავის დანახვის სურვილი იყო ან ხელების დაბანის მცდელობა, საპასუხო ნაბიჯი ქართული ემიგრანტული პრესის მიერ ილიას მკვლელობის შესახებ მამხილებელი მასალების გამოქვეყნებაზე. ასეა თუ ისე, ილია ჭავჭავაძის პირველი საკრალიზაცია შედგა. სტალინისეული ილია მუშათა და გლეხთა დამცველად, ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლად, სოციალისტური იდეების მოქადაგედ, თითქმის ბოლშევიკად მოგვევლინა.

1987 წელს საქართველოში ძალას იკრებს ეროვნული მოძრაობა. ახლადგაჩენილი არაფორმალური ორგანიზაციების დიდი მეცადინეობით წმინდა სინოდი “ქართველი ერის წინაშე დიდი ღვაწლისთვის და დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით” იღებს გადაწყვეტილებას ილიას წმინდანად შერაცხვის თაობაზე. ჩნდება ახალი ილია – წმინდა ილია მართალი, რომელსაც საერთო აღარაფერი აქვს სტალინის ილიასთან. ის ნაციონალისტია, ტრადიციების დამცველი, სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის ბრძოლას შეწირული ადამიანი.

სახელმწიფო დაწესებულებებსა და ჩინოვნიკების კაბინეტებში ილიას სურათები ნელ-ნელა ანაცვლებს ლენინის გამოსახულებებს. კვლავ იდგმება მისი ძეგლები, მისი სახელი ისევე, როგორც 50 წლის წინ, ერქმევა ქუჩებს და სასწავლო დაწესებულებებს. ამ ახალ ილიას სლოგანიც აქვს - კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები, რომლებიც 23 წლის სტუდენტმა რუსი პოეტის, კოზლოვის, უნიჭო ქართულენოვანი თარგმანის კრიტიკისას გამოიყენა - “ენა, მამული, სარწმუნოება”. დროთა განმავლობაში, ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად, ხსენებულ სლოგანში ბოლო ადგილზე მყოფი სიტყვა ძირითად დატვირთვას იძენს და მისი ავტორიც მყარად ეწერება იმ ნახევრადტაბუირებულ პირთა კატეგორიაში, რომელთა შესახებ საუბარიც მხოლოდ სათანადო დისტანციის დაცვით არის შესაძლებელი.

ახლა კი ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს ორი ილია და ვისაუბროთ სრულიად სხვა პიროვნებაზე - ლიბერასტზე (“ეს ლიბერალი, ბურთივით მრგვალი”), ათეისტების და სექტანტების მფარველზე (“სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”), ტრადიციებთან მებრძოლზე (“რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო; ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ”), მკრეხელზე (“ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა”), ქართველი ერის მოძულეზე (“ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”) და დედა-ეკლესიის მტერზე (“ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა, ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს, ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვერ იცლიან”). ამას დავუმატოთ სიმპატიები მასონ გარიბალდის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოსახვაში ავადსახსენებელი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის თუ არა, მინიმუმ მისი რომელიმე თანამოაზრის პორტრეტი დაიხატება.

ამგვარად მივიღეთ სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი. სოციალისტი, როგორადაც ის ჩემს თაობას სკოლაში შეასწავლეს, ეროვნული მოძრაობის მიერ საკუთარ იდეოლოგად გამოცხადებული ნაციონალისტი, რომელიც ახალი საუკუნის დასაწყისიდან საზოგადოებრივ ცნობიერებაში მართლმადიდებლობის დამცველ მითოლოგიურ პერსონაჟად ტრანსფორმირდა და სეკულარული ღირებულებების დამცველი, პროგრესისტი ლიბერალი. შეგვიძლია გამოვიყენოთ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების უპირატესობა და თავად ავირჩიოთ ილიას სასურველი ვერსია.

არასდროს გიფიქრიათ, რას გააკეთებდა ილია დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა? გასაგებია, რომ ყველა ეპოქას თავის გმირები ჰყავს, მაგრამ მოვუხმოთ ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ სწავლის დასრულების შემდეგ უცხოეთიდან დამოუკიდებელ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ჭავჭავაძე.

დაკვირვებული იქნებით, როგორი კერპაყვანისმცემლური დამოკიდებულებაა ჩვენს საზოგადოებაში უცხოეთში ნასწავლი ადამიანების მიმართ. საზღვარგარეთ მიღებული ნებისმიერი მეორეხარისხოვანი სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი ხომ ყველაზე უფრო რთულ სფეროშიც კი წარმატებული მუშაობის გარანტიად ითვლება. ამის მიზეზი ალბათ ჩვენი კარჩაკეტილობაა. ჩვენ ხომ არასდროს გვყოლია მოგზაურები, რომლებიც გარე სამყაროდან ახალ ინფორმაციას შემოიტანდნენ. შედეგად, საქართველოში სიახლე ძირითადად დამპყრობლების საშუალებით შემოდიოდა. ცივილიზებულ მსოფლიოს და ჩვენს შორის შუამავლები ბერძნები, სპარსელები, არაბები, თურქები და რუსები იყვნენ, რომლებიც დროდადრო ახალი ცოდნით და ახალი სიტყვებით გვამარაგებდნენ.

ქართული სუფრის და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებიც ხომ გარკვეულწილად ჩვენი ინფორმაციული შიმშილის შედეგია. საკუთარ სახლ-კარში გამოკეტილი ჩვენი წინაპრებისთვის სტუმარი ახალი ამბების შემოტანის ერთადერთ წყაროს წამოადგენდა. ამიტომაც უხაროდათ სტუმრის მოსვლა. დასხდებოდნენ, დაისხამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ. რაც უფრო მეტად შეზარხოშდებოდა სტუმარი, მით უფრო მეტ ინფორმაციას დასტყუებდა მასპინძელი და პირიქით, ამიტომაც ფასობდა თანამეინახის დათრობის უნარი.

თუმცა დავანებოთ თავი ეთნოფსიქოლოგიას და დავუბრუნდეთ ილიას. გასაგებია, რომ სამშობლოში ჩამოსვლისთანავე მთავრობაში რომელიმე მინისტრის პორტფელს შესთავაზებდნენ. ისიც გასაგებია, რომ მისი ნონკონფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში თანამდებობიდან ხმაურით წამოვიდოდა და როგორც ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რომელიმე კერძო ბიზნესს მოჰკიდებდა ხელს. ალბათ ბანკს გახსნიდა ან მას-მედიაში სცდიდა ბედს. შემდეგ, მორიგი არჩევნების წინ, ბიზნესის შევიწროვების გამო, საზოგადოებრივ აქტივობაში ჩაერთვებოდა. ერთდროულად დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას, ოპოზიციას, ეკლესიას, რუსეთს, ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს და მე-19 საუკუნის შემდეგ უცვლელ ქართულ საზოგადოებას.

სტატიისთვის გამოყოფილ სიტყვათა ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო, მოკლედ დავასრულებ. ეჭვი მაქვს, ამჯერად სიბერემდეც არ აცლიდნენ, ახალგაზრდობაშივე კიდევ ერთხელ მოუწევდა შეყვირება “არ მესროლოთ, ილია ვარ …

ლექსო მაჭავარიანი

"ტაბულა" #17

http://rekuzo.blogspot.com/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნწუნწუნწუ...რა დღეშია რეკუსო? :D

ძალიან საინტერესო სტატიაა. :)

სამივე ილია ერთ ილიაში არსებობდა და ამაში არაფერია გასკვირი ან გასარკვევი. განა ჩვენს შორის ცოტაა ისეთი ერთდროულად წელსზევით შიშველს ყანწით დალევაც რომ უყვარს და ჯაზის მოსმენაც? ქორწილში რომ ჩოხას იცვამს და ქუჩაში დახეულ ლევისებს?

რაც უფრო ჭკვიანია და ადამიანი და რაც უფრო ფართო თვალსაწიერი აქვს, მით უფრო მეტი ადამიანი სახლობს მასში და განწყობისა თუ სურვილის მიხედვით წარმოჩინდება თითოეული. :)

ზემოთ რომ ყანწისა და ჯაზის, ჩოხისა და ჯინსების ამბავი მოვიტანე, ის სულაც არ არის გოიმობა და არაბუნებრივი, თუ ადამიანს გული და გონება სთხოვს მას იმ წუთში. გოიმობა საერთოდ თვალისმომჭრელია და ბზინავს ეგრევე, ანუ როცა ადამიანი რაღაცას სხვის დასანახად აკეთებს და არა თავისთვის, "იწვება".

მოკლედ იმისი თქმა მინდა, რომ ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანი იყო ილია და სურდა საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც საუკეთესო (ან რაც მას მიაჩნდა საუკეთესოდ) ამოეკრიფა და გამოეტანა წინა პლანზე მემარცხენე თუ მემარჯვენე, კონსერვატიული თუ ლიბერალური იდეოლოგიებიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიბერასტულ მამხილებელ სტილში დაწერილი სტანდარტული სტატიაა, ბენდუქიძე გვახარიას სტილში,

საინტერესოა, ილიას რომელი ნაწარმოებები აქვს წაკითხული,

მე პირადად ოთარაანთ ქვრივი, გლახის ნაამბობი და კაცია ადამიანი, ნუ რაღAც ლექსები და მგზავრის წერილები,

არა მგონია რეკურსოს ამაზე მეტი ჰქონდეს წაკითხული, იმჰო :018:

რაღაც ციტატები ან ვიღაცამ ამოუკრიფა ან სადღაც იპოვა და განაზოგადა, დასკვნებს საშუალო ლიბერასტის

შესაფერისს აკეთებს :givi:

ათეისტების და სექტანტების მფარველზე (“სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”),

მე მაპატიეთ და.... :nekro:

გარიბალდისადმი ილიას დამოკიდებულების რეკურსისოებული ხედვაც

ეგზომ ლიბერასტული... :givi:

მძღ.. ჩარეცხვის დრო ჯერ არ მოსულა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილიას იდენტიფიკაცია

1937 წელს სტალინის უშუალო მითითებით საქართველო ზეიმობს ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეს. გამოიცემა მისი ნაწარმოებები, იდგმება ძეგლები, მისი სახელი ერქმევა ქუჩებსა და დაწესებულებებს. იქმნება იმ პიროვნების კულტი, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში მენშევიკური მთავრობის დიდი მეცადინეობით თითქმის დავიწყებას მიეცა, საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში საერთოდ აიკრძალა და რომლის მკვლელობაც თავადაზნაურობის წინააღმდეგ ჩაგრული მუშურ-გლეხური კლასის სამართლიან ბრძოლად მოინათლა.

რა მიზანი ამოძრავებდა სტალინს ილიას მკვდრეთით აღდგენისას უცნობია. შესაძლოა ეს ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში ჩაწვენილ ყრმად საკუთარი თავის დანახვის სურვილი იყო ან ხელების დაბანის მცდელობა, საპასუხო ნაბიჯი ქართული ემიგრანტული პრესის მიერ ილიას მკვლელობის შესახებ მამხილებელი მასალების გამოქვეყნებაზე. ასეა თუ ისე, ილია ჭავჭავაძის პირველი საკრალიზაცია შედგა. სტალინისეული ილია მუშათა და გლეხთა დამცველად, ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლად, სოციალისტური იდეების მოქადაგედ, თითქმის ბოლშევიკად მოგვევლინა.

1987 წელს საქართველოში ძალას იკრებს ეროვნული მოძრაობა. ახლადგაჩენილი არაფორმალური ორგანიზაციების დიდი მეცადინეობით წმინდა სინოდი “ქართველი ერის წინაშე დიდი ღვაწლისთვის და დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით” იღებს გადაწყვეტილებას ილიას წმინდანად შერაცხვის თაობაზე. ჩნდება ახალი ილია – წმინდა ილია მართალი, რომელსაც საერთო აღარაფერი აქვს სტალინის ილიასთან. ის ნაციონალისტია, ტრადიციების დამცველი, სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის ბრძოლას შეწირული ადამიანი.

სახელმწიფო დაწესებულებებსა და ჩინოვნიკების კაბინეტებში ილიას სურათები ნელ-ნელა ანაცვლებს ლენინის გამოსახულებებს. კვლავ იდგმება მისი ძეგლები, მისი სახელი ისევე, როგორც 50 წლის წინ, ერქმევა ქუჩებს და სასწავლო დაწესებულებებს. ამ ახალ ილიას სლოგანიც აქვს - კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები, რომლებიც 23 წლის სტუდენტმა რუსი პოეტის, კოზლოვის, უნიჭო ქართულენოვანი თარგმანის კრიტიკისას გამოიყენა - “ენა, მამული, სარწმუნოება”. დროთა განმავლობაში, ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად, ხსენებულ სლოგანში ბოლო ადგილზე მყოფი სიტყვა ძირითად დატვირთვას იძენს და მისი ავტორიც მყარად ეწერება იმ ნახევრადტაბუირებულ პირთა კატეგორიაში, რომელთა შესახებ საუბარიც მხოლოდ სათანადო დისტანციის დაცვით არის შესაძლებელი.

ახლა კი ცოტა ხნით დავივიწყოთ ეს ორი ილია და ვისაუბროთ სრულიად სხვა პიროვნებაზე - ლიბერასტზე (“ეს ლიბერალი, ბურთივით მრგვალი”), ათეისტების და სექტანტების მფარველზე (“სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”), ტრადიციებთან მებრძოლზე (“რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო; ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ”), მკრეხელზე (“ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა”), ქართველი ერის მოძულეზე (“ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”) და დედა-ეკლესიის მტერზე (“ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა, ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს, ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვერ იცლიან”). ამას დავუმატოთ სიმპატიები მასონ გარიბალდის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოსახვაში ავადსახსენებელი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის თუ არა, მინიმუმ მისი რომელიმე თანამოაზრის პორტრეტი დაიხატება.

ამგვარად მივიღეთ სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი. სოციალისტი, როგორადაც ის ჩემს თაობას სკოლაში შეასწავლეს, ეროვნული მოძრაობის მიერ საკუთარ იდეოლოგად გამოცხადებული ნაციონალისტი, რომელიც ახალი საუკუნის დასაწყისიდან საზოგადოებრივ ცნობიერებაში მართლმადიდებლობის დამცველ მითოლოგიურ პერსონაჟად ტრანსფორმირდა და სეკულარული ღირებულებების დამცველი, პროგრესისტი ლიბერალი. შეგვიძლია გამოვიყენოთ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების უპირატესობა და თავად ავირჩიოთ ილიას სასურველი ვერსია.

არასდროს გიფიქრიათ, რას გააკეთებდა ილია დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა? გასაგებია, რომ ყველა ეპოქას თავის გმირები ჰყავს, მაგრამ მოვუხმოთ ფანტაზიას და წარმოვიდგინოთ სწავლის დასრულების შემდეგ უცხოეთიდან დამოუკიდებელ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ჭავჭავაძე.

დაკვირვებული იქნებით, როგორი კერპაყვანისმცემლური დამოკიდებულებაა ჩვენს საზოგადოებაში უცხოეთში ნასწავლი ადამიანების მიმართ. საზღვარგარეთ მიღებული ნებისმიერი მეორეხარისხოვანი სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი ხომ ყველაზე უფრო რთულ სფეროშიც კი წარმატებული მუშაობის გარანტიად ითვლება. ამის მიზეზი ალბათ ჩვენი კარჩაკეტილობაა. ჩვენ ხომ არასდროს გვყოლია მოგზაურები, რომლებიც გარე სამყაროდან ახალ ინფორმაციას შემოიტანდნენ. შედეგად, საქართველოში სიახლე ძირითადად დამპყრობლების საშუალებით შემოდიოდა. ცივილიზებულ მსოფლიოს და ჩვენს შორის შუამავლები ბერძნები, სპარსელები, არაბები, თურქები და რუსები იყვნენ, რომლებიც დროდადრო ახალი ცოდნით და ახალი სიტყვებით გვამარაგებდნენ.

ქართული სუფრის და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებიც ხომ გარკვეულწილად ჩვენი ინფორმაციული შიმშილის შედეგია. საკუთარ სახლ-კარში გამოკეტილი ჩვენი წინაპრებისთვის სტუმარი ახალი ამბების შემოტანის ერთადერთ წყაროს წამოადგენდა. ამიტომაც უხაროდათ სტუმრის მოსვლა. დასხდებოდნენ, დაისხამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ. რაც უფრო მეტად შეზარხოშდებოდა სტუმარი, მით უფრო მეტ ინფორმაციას დასტყუებდა მასპინძელი და პირიქით, ამიტომაც ფასობდა თანამეინახის დათრობის უნარი.

თუმცა დავანებოთ თავი ეთნოფსიქოლოგიას და დავუბრუნდეთ ილიას. გასაგებია, რომ სამშობლოში ჩამოსვლისთანავე მთავრობაში რომელიმე მინისტრის პორტფელს შესთავაზებდნენ. ისიც გასაგებია, რომ მისი ნონკონფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში თანამდებობიდან ხმაურით წამოვიდოდა და როგორც ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რომელიმე კერძო ბიზნესს მოჰკიდებდა ხელს. ალბათ ბანკს გახსნიდა ან მას-მედიაში სცდიდა ბედს. შემდეგ, მორიგი არჩევნების წინ, ბიზნესის შევიწროვების გამო, საზოგადოებრივ აქტივობაში ჩაერთვებოდა. ერთდროულად დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას, ოპოზიციას, ეკლესიას, რუსეთს, ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს და მე-19 საუკუნის შემდეგ უცვლელ ქართულ საზოგადოებას.

სტატიისთვის გამოყოფილ სიტყვათა ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო, მოკლედ დავასრულებ. ეჭვი მაქვს, ამჯერად სიბერემდეც არ აცლიდნენ, ახალგაზრდობაშივე კიდევ ერთხელ მოუწევდა შეყვირება “არ მესროლოთ, ილია ვარ …

ლექსო მაჭავარიანი

"ტაბულა" #17

http://rekuzo.blogspot.com/

ილია იყო უდიდესი პატრიოტი, ლიბერალი, ადამიანის უფლებათა დამცველი ქართველი ერის გადაგვარების უდიდესი ჭირისუფალი. ეხლა თქვენ გნებავთ ნაციონალისტი უწოდეთ, გნებავთ სოციალისტი ( სოციალისტის ილიასთვის წოდება განსაკუთრებით სისულელეა ) და გნებავთ ფაშისტი.

სხვათა შორის უდიდესი ადამიანები იყვნენ ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაძინი, ეს ისე ვინც არ იცის მათ შესახებ, ასე რომ ასე იოლად ნუ წამოკრავთ მათ ხელს და არ გირჩევთ იტალიელებთან მათზე გადაბრუნებული სიტყვის თქმას

Edited by shamili

ილია იყო უდიდესი პატრიოტი, ლიბერალი, ადამიანის უფლებათა დამცველი ქართველი ერის გადაგვარების უდიდესი ჭირისუფალი. ეხლა თქვენ გინდათ ნაციონალისტი ეძახეთ, გინდათ ფაშისტი და სოციალისტი ( სოციალისტი სილიასთვის წოდება განსაკუთრებით სისულელეა ).

სხვათა შორის უდიდესი ადამიანები იყვნენ ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაძინი, ეს ისე ვინც არ იცის მათ შესახებ, ასე რომ ასე იოლად ნუ წამოკრავთ მათ ხელს და არ გირჩევთ იტალიელებთან მათზე გადაბრუნებული სიტყვის თქმას

ეს რაც შეეხება ილიას როგორც პიროვნებას, მაგრამ მე მეცინება როცა ქართველები ილიას როგორც მწერალს, როგორც პოეტს და როგორც შემოქმედს უდიდეს შემოქმედს უწოდებენ.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ლოგიკა და დასკვნები გაქვს უნიკალური... :))

რეკურსო თუ გახსოვს ფორუმ ჯიდან, იმის ნახელავია :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკიდურესად ანტიმართლმადიდებლურად განწყობილი, მიშისტი,

7 ნოემბრის და ცხინვალის ომის გამმართებელი :pupuza:

იტოგში, კაცია კაცური რაააა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სახელმწიფო დაწესებულებებსა და ჩინოვნიკების კაბინეტებში ილიას სურათები ნელ-ნელა ანაცვლებს ლენინის გამოსახულებებს. კვლავ იდგმება მისი ძეგლები, მისი სახელი ისევე, როგორც 50 წლის წინ, ერქმევა ქუჩებს და სასწავლო დაწესებულებებს. ამ ახალ ილიას სლოგანიც აქვს - კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები, რომლებიც 23 წლის სტუდენტმა რუსი პოეტის, კოზლოვის, უნიჭო ქართულენოვანი თარგმანის კრიტიკისას გამოიყენა - “ენა, მამული, სარწმუნოება”. დროთა განმავლობაში, ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად, ხსენებულ სლოგანში ბოლო ადგილზე მყოფი სიტყვა ძირითად დატვირთვას იძენს და მისი ავტორიც მყარად ეწერება იმ ნახევრადტაბუირებულ პირთა კატეგორიაში, რომელთა შესახებ საუბარიც მხოლოდ სათანადო დისტანციის დაცვით არის შესაძლებელი.

ენა მამული სარწმუნოება ილიას რომ არ ეკუთვნოდეს ეს ქართველებს უნდა გამოეგონათ და გამოიგონებდნენ კიდეც... ასე რომ ლიბერასტების გამო ეკლესიაზე უარს არავინ იტყვის... :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილიას იდენტიფიკაცია

და

მიშას უპირატესობა ანაც ულტიმატუმი გვაკლია კიდევ...

:))

ისე ყველაზე მაგარი იცი რა არის, რა არგუმენტიც არ უნდა დადო, "რწმენას გვართმევენს!" იქით ვერაფერს უპირისპირებენ :))

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...