planetanews Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 დღეს, ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივის“ მაუწყებლობა ტალღაზე FM 101,4 მთელი 40 წუთით გაითიშა. საეთერო სტუდიაში ტექნიკური პრობლემა რეჟისორებს არ დაუფიქსირებიათ. მაუწყებლობის გათიშვა ანძიდან მოხდა. გაზიარება[19:01 05-07-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDIB1EWlamI/AAAAAAAAD5I/B7IHd9CaFQs/s200/obieqtivu.gifმაშინ, როდესაც ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ეთერი ახალი დასრულებული იყო. ინაშვილის გადაცემაში 1 საათის მანძილზე 50-ზე მეტმა რადიომსმენელმა დარეკა, როგორც პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, ისე ეთერის დასრულების შემდეგ. საუბარი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების თემას შეეხო. გადაცემაში ითქვა, რომ ამერიკამ საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ ფაქტობრივად დათმო და ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. აღმოჩნდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მკვეთრად უარყოფითადაა განწობილი არა მარტო რუსული, არამედ ამერიკული პოლიტიკისადმი. „ობიექტივი“ თბილისის მასშტაბით ზუსტად სამი თვეა მაუწყებლობს. ერთ-ერთი ფარული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაკვეთით ტარდება, რადიოებს შორის „ობიექტივმა“ რეიტინგის უმაღლესი მაჩვენებელი მოხსნა. შეგახსენებთ, რომ „ობიექტივმა“ უკვე სექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. ტალღაზე FM 101,4 ყოველკვირეულად ეთერს 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ექსპერტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და ყველა სტუდენტური მოძრაობის ლიდერი უძღვება.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts