Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მოკლედ ქვა მიდევს წინ და ვერ გადამიგორებია.

 

მოგეხსენებათ პროფესიას ვეძებ. არა, დიპლომი მაქვს, მაგრამ პროფესიას ვეძებ. აი ისეთს, სადაც არ უნდა რომ მოვხვდე და ყველგან რომ შემეძლოს თქმა - ეს ვიცი მეთქი.

 

16-17 წლის რომ ვიყო, სხვა საქმეა, ვიცი სადაც წავიდოდი და რასაც ვისწავლიდი, მაგრამ დღეს ეგ უკვე დაგვიანებულია. 4 და 5 წელი სწავლის დრო აღარა მაქვს, ოჯახი მყავს შესანახი.

 

არის შანსი, რომ დავკლა კატა, გავსკდე შუაზე, გავაჩალიჩო სტიპენდია და ორწლიანი ოფიციალური სამაგისტრო კურსი (ბარჯკუზა კოლეჯის კურსებში არ შეგეშალოთ) გავიარო ფრიად მჭექარე დასახელების ფაკულტეტზე.

 

მაგრამ ეს მაგისტრატურა ეხება საგანს, რომელიც მე თითქმის აღარ მაინტერესებს და ძალიან დიდი მონდომება და ენერგია სჭირდება ჩემს კვლავ დაინტერესებას.

 

ჰოდა რა ვქნა მითხარით ეხლა, სვარკა და პლადურის გაკვრა ვისწავლო და ოჯახს მივხედო თუ, მაგისტრატურაში ჩავაბარო?

 

 

 

ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პრობლემაა, დილემასაც რომ ვერ უწოდებ კაცი, მაგრამ აბა კარგად დაფიქრდით, ასეა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ეს მაგისტრატურა ეხება საგანს, რომელიც მე თითქმის აღარ მაინტერესებს და ძალიან დიდი მონდომება და ენერგია სჭირდება ჩემს კვლავ დაინტერესებას.

რთულია, რჩევის მოცემაც კი.

ტუ ინტერესი არ გაქვს აზრი არ აქვს სწავლას კი არადა ტყიულუბრალოდ სიარულს.

საკუთარ გამოცდილებიდან გეტყვი რომ ტყულუბრალოდ დროს დაკარგავ.

მაგრამ მაგისტრატურაზე ბევრი საინტერესო რამ უნდა იყოს, იქნებ უკეთ გაეცნო რას და როგორ ასწავლიან და ისევ გაგიჩნდეს სურვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

მაგრამ მაგისტრატურაზე ბევრი საინტერესო რამ უნდა იყოს, იქნებ უკეთ გაეცნო რას და როგორ ასწავლიან და ისევ გაგიჩნდეს სურვილი

საინტერესო იქნება, ორი აზრი არაა, ბასკეთის პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, მაგრამ ძალიან ბევრს ვრისკავ, თუ არ გამომივიდა დაჭეჭყილი ბატარიასავით გადასაგდები ვიქნები :)

მეორე საითხია, როგორ გამოვიყენებ მაგ ცოდნას, რომც ვისწავლო და დავინტერესდე, მაგისტრატურა გამოცდილების გარეშე ძალიან რთული საკიტხია დასაქმების მხრივ. მაგრამ მეორე მხრივ სრულუფლებიანი იურისტი ვხდები მთელი ევროკავშირის ფარგლებში ფაქტიურად და სამსახური თუ კიდევ პრობლემა გამიხდა, მართლა თოხი უნდა ვეძიო მერე....

 

თან არ მინდა წყალში გადავყარო ჩემი არასაფუძვლიანი და არამტკიცე, მაგრამ მაინც ცოდნა და მცირე გამოცდილება...

 

მოკლედ ვფიქრობ ჯერ, დრო მაქვს კიდევ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გითხრა ალბათ სწავლა უნდა განაგრძო

როგორც ვიცი ესპანეთში ხარ და მანდ არცერთი პროფესიის პროფესიონალს არ უნდა გაუჭირდეს სამსახურის შოვნა(მითუმეტეს შენნაირს)

ისეთ ასაკში არ ხარ რომ ძალდატანებით ისწავლო რამე

ალბათ მაინც უნდა მოინდომო და სწავლის დამტავრების შემდეგ სამსახურსაც იშოვნი

თუ საქართველოში დაბრუნებას აპირებ რაიცი მინისტრობასაც სეიძლება გამოკრა ხელი:D

 

 

თუ არა და მაშინ პარიკნახერობა ისწავლე ერთმა პარიკმახერმა ასე თქვა სანამ ადამიანს თავი ებმება მანამდე იქნება საჭირო ჩემი პროფესიაო

 

 

 

ისე მე მთლად ნუ დამიჯერებ აქეთ დასარიგებელი ვარ:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

si señor.. :read:

მე კიდე მიშისტი მეგონე :D

 

 

მერე იურისტებს საქმეს რა გამოულებს შე კაცო?

განსაკუთრებიტ თუ გარედან იფიქრებ გურჯების უფლებების დაცვაზე რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

არ ვიცი ჯერ, ხარშვის პროცესში ვარ. სტიპენდიის საქმე თუ თითქმის 100% გავარკვიე, ალბათ გავრისკავ. გარდა ამისა ენის რეპეტიტორთანაც უნდა მივიდე, ეგეც ხარჯია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი ჯერ, ხარშვის პროცესში ვარ. სტიპენდიის საქმე თუ თითქმის 100% გავარკვიე, ალბათ გავრისკავ. გარდა ამისა ენის რეპეტიტორთანაც უნდა მივიდე, ეგეც ხარჯია...

რა ენაზე გინდა რომ გააკეთო?

ინგლისური თუ ესპანური?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

ეეჰ, მაგისტრატურას ისევ სვარკა სჯობს. სამუშაო მაინც გექნება

ვიცი, მაგიტომ ვორჭოფობ :)

 

უცხო_პლანეტელი

ესპანური. ის ესპანური მე რომ ვიცი, სასწავლებლად არ გამომადგება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანური. ის ესპანური მე რომ ვიცი, სასწავლებლად არ გამომადგება :)

კი, იურისტობას მოქნილი ენა ჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეჰ, მაგისტრატურას ისევ სვარკა სჯობს. სამუშაო მაინც გექნება :(

მაგისტრატურა რატომ არის "სვარკა"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

რა თქმა უნდა მაგისტრატურა და "სვარკა" სხვადასხვა რამეა, მაგრამ მე ჩემი გამოცდილების მიხედვით დავწერე. მაგისტრატურა უმაღლესი შეფასებებით დავხურე, სამაგისტრო კი არა ლამის სადისერტაციო ნაშრომი მქონდა. მერე? რა? არც არაფერი. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ როცა კაცს ოჯახი ყავს სარჩენი მაგისტრობას "სვარშჩიკობა" ურჩევნია. მე ჩემს აზრს გამოვთქვამ უბრალოდ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

მართალი ხარ, ამიტომ ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია, მაგრამ მე ესპანეთში ვარ, სადაც კარგი მაგისტრატურისა და მონდომების შემდეგ არ ვიცი რამდენჯერ უფრო დიდი შესაძლებლობებია ვიდრე საქართველოში :)

 

 

 

თუმცა ჩემზეა ალბათ ძალიან ბევრი დამოკიდებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...