Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge აშშ: ჩვენ საქართველოსთვის იარაღზე ემბარგო არ დაგვიწესებია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

ჯოშუა კუცერა

 

როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ხვალ თბილისს ვიზიტით ეწვევა, იქცევა თუ არა დისკუსიების ერთ-ერთ თემად  საქართველოსთვის ”იარაღზე დე-ფაქტო ემბარგოს” დაწესების საკითხი? ვიზიტის წინ აშშ-ს უმაღლესმა დიპლომატმა ევროპის საკითხებში ფილიპ გორდონმა ჩაატარა პრეს-კონფერენცია, სადაც მას ჰკითხეს დართავს თუ არა  აშშ საქართველოს ამერიკული საწარმოებიდან იარაღის შესყიდვის ნებას?

 

რუსეთის შესახებ – საქართველოს ოფიციალური პირები დრო და დრო აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ M-4 შაშხანების გამოყენება და არც მათი კონტიგენტის მომარაგება ავღანეთში. დადგება თუ არა შეიარაღების ემბარგოს საკითხი სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებების დროს და გახდება თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი Humvees და M-4, რომლებზეც ისინი მუდმივად ჩივიან ჩემნაირ რეპორტიორებთან?

 

სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: ნება დამრთეთ განვმარტო ის, რომ ჩვენ საქართველოსთვის შეიარაღებაზე ემბარგო არ დაგვიწესებია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას. ქართველებმა ავღანეთში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ. ქართველები ავღანეთში ბრწყინვალედ მსახურობენ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ მათ მისიისთვის გაწვრთნაში ვეხმარებით, ასე რომ ჩვენ საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში ვთანამშრომლობთ. მე უკვე ვახსენე, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ არა გვაქვს ემბარგო საქართველოში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას ევროპაში და ნებისმიერ სხვა ადგილას აქვს თავდაცვისა და სურვილისამებრ ალიანსებში გაწევრიანების უფლება და მესამე მხარეს არ უნდა შეეძლოს ამაზე ვეტო-ს დადება.

 

რას იტყვით M-4-ზე?

 

სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: ამ საკითხზე პასუხი არა მაქვს, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ…

 

შეუძლია აშშ-ს მათ M-4 მიყიდოს? ამას ვგულისხმობდი.

 

სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: M-4-თან დაკავშირებით პასუხი არა მაქვს. თქვენ უნდა ელაპარაკოთ და დარწმუნებული ვარ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ პასუხი პენტაგონთან, მაგრამ გეუბნებით, რომ საქართველოსთვის შეირაღებაზე ემბარგო არ დაწესებულა.

 

მაგრამ საქმე ისაა, რომ შეერთებულ შტატებს ეს ბოლო ორი წელია არ შეუსრულებია იარაღთან დაკავშირებული საქართველოს არც ერთი შეკვეთა.

 

სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით 2008 წლის ზაფხულის ომზე საქართველოში და ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით დაძაბულობის შემცირებაზე, ვცდილობდით მიგვეღწია მეტი ტრანსპარენტულობისთვის, ვცდილობდით მიგვეღწია იმისთვის რომ პირველ რიგში, რუსებს გაეყვანათ ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე და მეორე რიგში, პატივი ეცათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთოდ არ ჰყოლოდათ ჯარი საქართველოში.

 

ამისთვისაა მოწოდებული ჟენევის პროცესი: დაძაბულობის მინიმიზაციისთვის, ისეთი მექანიზმების შექმნისთვის, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ პრობლემების  კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რათა მათი დემოკრატია და კეთილდღეობა განვავითაროთ იმიტომ, რომ გვჯერა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა საქართველოში არ იქნება სამხედრო ძალა, რომელიც ეფუძნება ამა თუ იმ სახის სამხედრო აღჭურვილობის შეძენას. სამხედრო გზით პრობლემა ვერ გადაწყდება. ეს საქართველოს ამოცანაა, გადაიქცეს უფრო მტკიცე დემოკრატიად და უფრო წარმატებულ ქვეყნად, ისეთად რომ სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის მკვიდრნი თანახმა იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნაზე. აი ამაზე ვიყავით ფოკუსირებულები. ამაზე იქნება ფოკუსირებული ვიზიტიც  და ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა  ისეთი სიტუაციისკენ მიმავალი გზაა, რომლის მიღწევასაც ჩვენ საქართველოში ვცდილობთ.

 

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: როგორც კითხვაში გაჟღერდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ს არ მიუყიდია საქართველოსთვის შეიარაღება, ე.ი. სამხრეთ-ოსეთთან ომის შემდეგ, ე.ი. ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის დროიდან, ე.ი. დიდი ხნით ადრე რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვამდე”, რასაც ქართველი ოფიციალური პირები ”ემბარგოს” მიზეზად ასახელებენ.

 

როგორც გორდონმა სთქვა, ემბარგო, როგორც ასეთი დაწესებული არ არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რაღაც სახის არაფორმალური პოლიტიკა, რომლის გამოც აშშ ბლოკავს გაყიდვებს საქართველოსთვის. მე ამას თვალს ვადევნებ…

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...