planetanews Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 საქართველოში ვიზიტისას ჰილარი კლინტონი მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ეტყვის, რომ შეერთებული შტატები კვლავ მხარს უჭერს, - ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება. გაზიარება[14:09 05-07-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDGveGw3LzI/AAAAAAAAD44/D0bclnUTmOY/s200/hilari+klintoni.gifტელეკომპანიის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მოგზაურობას საქართველოში სტუმრობით დაასრულებს. ხუთდღიანი ტურის დროს იგი უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს უკვე ესტუმრა. ამასთან, აშშ მუშაობს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე რუსეთთან, რომელიც ორი წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ ომში იბრძოდა.კლინტონი საქართველოში, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტიდან 12 თვის შემდეგ ჩავიდა. "ბაიდენის ვიზიტისას სააკაშვილმა აშშ–ს უფრო განვითარებული შეიარაღების მიწოდება სთხოვა, რაზეც აშშ–მ უარი თქვა. წელს ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ შედის", - იუწყება ტელეკომპანია BBC. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისს დღესვე, 18:00 საათზე დატოვებს.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts