Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები


Recommended Posts

http://www.wallpapers-football.net/national-teams-wallpapers/Spain/Spainwallpaper4.jpg

 

პეპე რეინას და ფერნანდო ტორესის ესპანეთი რომელიც წლევანდელი მუნდიალის ნახევარფინალში თამაშობს საკმაოდ ფართო ისტორია აქვს. მე მინდა წარმოდგენა შეგიქმნათ ესპანეთის საფეხბურთო ისტორიაზე.

 

<p style="text-align: center">ესპანეთი

 

http://images.wikia.com/openserving/sports/images/5/58/Spain.png

 

ზედმეტსახელები- La selección, La Furia Española, La Furia, La Roja

ასოციაცია- ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია(Real Federación Española de Fútbol)

კონფედერაცია- უეფა

მწვრთვნელი- ვისენტე დელ ბოსკე (2008-დან)

კაპიტანი- იკერ კასილასი

მაქს. დარტყმა-ანდონი სუბისარეტა (126)

წამყვანი მეგოლე- რაული (44)

საუკეთესო ადგილი ფიფას რეიტინგში- 1(2008 წლის ივლისი)

ყველაზე დაბალი ადგილი- 24(1998 წლის მარტი)

მიმდინარე პოზიცია- 1

პირველი საერთაშორისო მატჩი- ესპანეთი 1 – 0 დანია

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება- ესპანეთი 13 – 0 ბულგარეთი

ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება- იტალია 7 – 1 ესპანეთი, ინგლისი 7 – 1 ესპანეთი

 

 

მსოფლიო ჩემპიონატი

გამოჩენა -12 (პირველად 1934)

საუკეთესო შედეგი – 4 ადგილი 1950

 

 

ევროპის ჩემპიონატი

გამოჩენა- 7(პირველად 1964)

საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1964, 2008)

კონფედერაციის თასი

გამოჩენა- პირველად ( 2009 )

საუკეთესო შედეგი- 3 ადგილი ,2009

 

 

ისტორია

 

http://medias.cafebabel.com/5922/thumb/545/-/5922.jpg

 

 

პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს 1920 წლის 28 აგვისტოს, დანიის წინააღმდეგ. მატჩი ესპანელების გამარჯვებით, პატრისიოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დასრულდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო : სამორა, სამიტიერი, სასუმაგა, ოტერო, არატე, ბელაუსტე, პიჩიჩი, ასედო, ეგისაბალი, პატრისიო და პაგასა.

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს დებიუტი 1920 წელს, ბელგიის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა. მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს. პირველი საშინაო მატჩი ესპანეთის ნაკრებმა 1921 წელს ჩაატარა ბელგიასთან, ბილბაოში და 2-0 გაიმარჯვა.1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლები მოიპოვეს დაამარცხეს რა კამპ ნოუზე გამართულ მატჩში პოლონეთი ანგარიშით 3-2 .2000 წელს, სიდნეიში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი მათ მხოლოდ კამერუნელებთან დათმეს შეხვედრა პენალტების სერიაში და ესპანელები მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ…

ესპანეთის ნაკრებს არ მიუღია 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი დებიუტი 1934 წელს მოხდა, სადაც მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს და იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში, 1-0 და 1-1. ესპანეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გამო, ესპანეთს 1950 წლამდე არ მიუღია მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა.

 

 

http://www.lfchistory.net/images/Finals/league/league64%20(3)x520.jpg

 

ბრაზილიაში 1950 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს და ეს შედეგი, ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესოდ რჩება დღემდე. 1964 წელს კი გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი, მოიგეს რა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ესპანეთში გაიმართა და სადაც მათ ფინალურ შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 2-1. ეს იყო ესპანელებისთვის პირველი ტიტული რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთადერთი იყო ესპანელებისთვის. ამ წლის შემდეგ ესპანური ფეხბურთი დიდად დაქვეითდა. 12 წლის მანძილზე ესპანეთის ნაკრებმა სამ ევროპის და ორ მსოფლიო ჩემპიონატში ვერ მიიღეს მონაწილეობა

 

http://4.bp.blogspot.com/_aZZHHFanjGc/SgU0q7IlZqI/AAAAAAAAAOY/HxZMIU9wgv4/s400/liverpool1984joy.jpg

 

 

1984 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ესპანელმა ვარსკვლავებმა გაიელვეს მაგრამ მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდნენ. მათ მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებთან 2-0 დასთმეს შეხვედრა . ეს იყო ესპანელი ვარსკვლავების შანსი რომლის ვარსკვლავები მსოფლიოს აზანზარებდნენ.

შემდეგი 26 წლის განმავლობაში ესპანეთმა ნახევარფინალამდეც კი ვერასოდეს მიაღწია, 1992 წელს კი გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. 21–ე საუკუნეში კი ესპანეთის ნაკრებმა კვლავ დიდი გრანდის ტიტული დაიბრუნა მაგრამ მცირე წარმატებასაც ვერ მიაღწია.

ესპანეთის ნაკრებმა თავისი 500 თამაში ჩაატარა 2004 წელს, მადრიდში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო მინიმალური ანგარიშით 1-0.

ესპანეთს სხვადასხვა სახის ფორმაციის ნაკრები ჰყავდა რომლებიც საკლუბო ფეხბურთში გამოჩენილად თამაშობდნენ მაგრამ, ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხეს რასაც ესპანელები ჯერ მწვრთნელებს შემდეგ კი უიღბლობას და მსაჯებს აბრალებდნენ. ესპანეთის ნაკრებს ჰყავდა ფეხბურთელები რომლებიც ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილები, მაგრამ ესპანეთის ისტორიას თავიანთი კარიერის მანძილზე ვერცერთი ტიტული ვერ შესძინეს, ამანსიოს და დისტეფანოს ეპოქაში რომ არ წავიდეთ, თანამედროვე ფეხბურთესო ერთ–ერთი საუკეთესო ვარსკვლავი რაული რომელმაც რეალ მადრიდთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, სანაკრებო დონეზე კი ნახევარფინალსაც ვერ გამოკრა ხელი,ესპანელების მთავარ უიღბლობად ძირითადად მაინც იმას აბრალებდნენ რომ ქვეყანა რამოდენიმე ადმინისტრაციულ მხარედ იყო დაყოფილი რომლებსაც ერთმანეთი სამკვდრო სასიცოცხლოდ სძულდათ ეს მტრობა კი როგორც ჩანს ფეხბურთსაც ეხებოდა, 2008 წელს კი ყველა აღიარებს რომ ლუის არაგონესმა ეს მტრობა გუნდში დასძლია და საკმაოდ შეთამაშებული ნაკრები წარუდგინა ევროპას, ესპანეთმა ნახევარსაუკუნოვანი ლოდინის შემდეგ შექმნეს საკმაოდ ძლიერი ფორმაციის ნაკრები რომელმაც ევროპის ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვეს, ეხლა კი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ ფინალში იმყოფება სადაც ცდილობს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონობა და ნაკრების ისტორიას ოქროს ვარსკვლავი დაადგას თავზე.

 

 

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატებზე:

 

 

1930-არ მიუღია მონაწილეობა

1934- მეხუთე ადგილი

1938-არ მიუღია მონაწილეობა

1950- მეოთხე ადგილი

1954-არ მიუღია მონაწილეობა

1958-არ მიუღია მონაწილეობა

1962- 13 ადგილი

1966- 10 ადგილი

1970-არ მიუღია მონაწილეობა

1974- არ მიუღია მონაწილეობა

1978- 10 ადგილი

1982-12 ადგილი

1986- 7 ადგილი

1990- 12 ადგილი

1994- 8 ადგილი

1998- 17 ადგილი

2002- 5 ადგილი

2006- 9 ადგილი

 

 

ევროპის ჩემპიონატი

 

 

1960- არ მიუღია მონაწილეობა

1964- ჩემპიონი

1968- არ მიუღია მონაწილეობა

1972-არ მიუღია მონაწილეობა

1976-არ მიუღია მონაწილეობა

1980- 7 ადგილი

1984- 2 ადგილი

1988- 6 ადგილი

1992-არ მიუღია მონაწილეობა

1996- 6 ადგილი

2000- 5 ადგილი

2004- 10 ადგილი

2008 – ჩემპიონი

 

 

ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს ესპანეთის ნაკრების მაისურით:

 

 

1. ანდონი სუბისარეტა-126

2.იკერ კასილასი – 103

3. რაულ გონსალესი-102

4. ფერნანდო იერო-89

5. ხოსე ანტონიო კამაჩო-81

6. რაფაელ გორდილიო-75

7. ემილიო ბუტრაგენიო-69

8. ლუის არკონადა-68

9. ხოსე ლუის გონსალეს მარტინი-66

10. ლუის ენრიკე მარტინესი-62

 

 

ნაკრების ბომბარდირები:

 

 

1. რაულ გონსალეს ბლანკო -44

2.ფერნანდო იერო 29

3. ფერნანდო მორიენტესი – 27

4.ემილიო ბუტრაგენიო – 26

5. ალფრედო დი სტეფანო -23

6. ხულიო სალინასი – 23

7. ხოსე ლუის გონსალეს მარტინი – 21

8. ტელმო სარაონაინდია(სარა) – 20

9. ფერნანდო ტორესი-23

10. დავიდ ვილია – 17

 

 

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელები

 

 

1. ფრანსისკო ბრუ

2. ხულიან რუიტე

3. ხოსე ანხელ ბერაონდო

4. მანუელ კასტრო გონსალესი

5. ხოსე მარია მატეოსი

6. სალვადორ დიას ირაოლა

7. ლუის არგუელიო ბრაგე

8. პედრო პარაგესი

9. ხოსე გარსია სერნუდა

10. ლუის კოლინა ალვარესი

11. ხოსე როსიჩ რუბიერა

12. ხულიან ოლავე ვიდეა

13. ფერნანდო გუტიერესი

14. რიკარდო კაბოტ მონტალტი

15. ესექიელ მონტერო რომანი

16. ამადეო გარსია სალასარი

17. ედუარდო ტეუს ლოპესი

18. ხასინტო კინკოსესი

19. ლუის კასას პასარინი

20. პაბლო ერნანდეს ცორონადო

21. გილიერმო ეისაგიერე

22. ფელიქს კესადა

23. ლუის ისერა

24. პაულინო ალკანტერა

25. რიკარდო სამორა

26. პედრო ესკარტინი

27. ლუის ირიბარენ კავანილიესი

28. რამონ მელკონ ბარტოლომე

29. ხასე ლუის დელ ვალიე

30. ემილიო ხიმენეს მილიასი

31. ხუან ტუსონ ხურხო

32. მანუელ მეანა

33. ხოსე ლუის კოსტა

34. ხოსე ლუის ლასპლასასი

35. რამონ გაბილონდო

36. ხოსე ვილიალონგა

37. დომინიკო ბალმანია

38. ედუარდო ტობა

39. ლუის მოლოვნი

40. სალვადორ არტიგას

41. მიგელ მუნიოსი

42. ლადისლაო კუბალა

43. ხოსე სანტამარია

44. ლუის სუარესი

45. ვისენტე მეირა

46. ხავიერ კლემენტე

47. ხოსე ანტონიო კამაჩო

48. ინიაკი საესი

49. ლუის არაგონესი

50. ვისენტე დელ ბოსკე

 

 

ლეგენდები

 

 

ალფრედო დისტეფანო

 

http://www.wikinoticia.com/images/espaciodeportes.com/espaciodeportes.com.wp-content.di-stefano.jpg

 

 

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი;ოქროს ბურთის მფლობელი-1957;1959 წლები

ვერცხლის ბურთის მფლობელი-1956 წელი

არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირი-1947 წელი

კოლუმბიის ჩემპიონატის ბომბარდირი- 1951;1952 წლები

ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი- 1954;1956;1957;1958;1959 წლები.

კოპა ამერიკის გამარჯვებული-1947 წელი

ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი-1956;1957;1958;1959;1960 წლები

კონტინენტთაშორისი თასის მფლობელი-1960 წელი

კოლუმბიის ჩემპიონი-1949;1951;1952 წლები

ესპანეთის ჩემპიონი-1954;1955;1957;1958;1961;1962;1963;1964 წლები

კოლუმბიის თასის მფლობელი-1953 წელი

ესპანეთის თასის მფლობელი-1962 წელი

როგორც მწყრთნელის, მისი მონაპოვარი ასე გამოიყურება

თასის მფლობელთა თასი-1980 წელი

არგენტინის ჩემპიონი-1969;1980 წლები

ესპანეთის ჩემპიონი-1971 წელი

ესპანეთის ვიცეჩემპიონი-1972;1983;1984 წლები.

ესპანეთის თასის ფინალისტი-1971;1972;1983 წლები.

 

 

2004 წელს იგი გახდა “Golden Foot”-ის მფლობელი, როგორც ბოლო 50 წლის მანძილზე, ერთერთი საუკეთესო მოთამაშე ესპანეთის ჩემპიონატში.

IFFHG-ს ვერსიით დი სტეფანო მეოთხეა XX-საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.

ალფრედო დი სტეფანო დაიბადა ბუენოს აირესის ერთ ერთ რაიონ ბარაკასში 1926 წლის 4 ივლისს. ბარაკასი საპორტო რაიონია და ზუსტად აქედან წასულმა ინგლისელმა მეზღვაურებმა გაავრცელეს ფეხბურთი მთელ ქვეყანაში. ალფრედოს ბაბუა მიკელე იყო პირველი დი სტეფანო რომელიც წამოვიდა იტალიიდან არგენტინაში, მამამისი დონ ალფრედო კი დაქორწინდა ელეილ ლოლა ჟილმონზე, ირლანდიურ-ფრანგული წარმოშობის ქალზე. მათ ყავდათ სამი შვილი: ალფრედო, ტულიო და ნორმა.

ალფერდო იყო იტალიურ-ფრანგულ-ირლანდიური წარმოშობის, მაგრამ იგი თავს არგენტინელად თვლიდა. ”ირლანდიური სისხლი ნიშნავს რომ ჩემში არის რაღაც ბრიტანული, ინგლისმა კი იმდენი რამ მისცა ფეხბურთს და აგრძელებს მიცემას. ფეხბურთის და ინგლისელების დამსახურებაა, რომელთაც ეს სპორტი გამოიგონეს რომ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს დღეს ფეხბურთით. ფეხბურთელები, გუნდები, ჟურნალისტები, აგენტები, მწვრთნელები… მთელი საზოგადოება”- ამბობდა

ალფრედოდი სტეფანოს მისი თქმით ჰქონდა ბედნიერი ბავშვობა. ბაბუამისი წარმატებული ვაჭარი იყო და ჰქონდა კარგი ფინანსური მდგომარეობა. ისინი ცხოვრობდნენ ბუენოს აირესის რაიონ ბოკასთან ახლოს, სადაც მოღვაწეობდა საფეხბურთო გუნდი ”ბოკა ხუნიორსი”, მაგრამ ალფრედოს ოჯახის გული ყოველთვის ”რივერ პლეიტს” ეკუთვნოდა. ალფრედო-უფროსი თავის დროზე თამაშობდა ”რივერში”,მაგრამ ტრამვამ არ მისცა კარიერის გაგრძელების საშუალება. შვილი ოცნებობდა არა მარტო იმაზე რომ გაყოლოდა მამის გზას არამედ მიეღწია იმისათვის რაც ვერ შეძლო მამამისმა.

ალფრედო გაიზარდა ქუჩაში ფეხბურთის მოთამაშე ბიჭებთან ერთად. ისინი თამაშობდნენ ნაკუწებისაგან შეკერილი ბურთით რომელიც 2 სენტაო ღირდა. მის პირველ გუნდს ერქვა ”უნიდოს & ვესერმოს”. მისი პირველი საფეხბურთო მეტსახელი იყო ”მინელიტა”, რივერ პლეიტში მოთამაშე მინელის საპატივცემულოდ, რომელიც ალფრედოსავით ქერა იყო. მინელი იყო შესანიშნავი ფეხბურთელი და ”რივერის” ერთ-ერთი ლიდერი 30-იან წლებში.

”ჩემს რაიონში იყო 40-ამდე ბავშვი რომელიც ჩემზე უკეთ თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ ზოგი მათგანი სწავლობდა, ზოგიც სამუშაოდ წავიდა, ზოგსაც კი ფეხსაცმლის საყიდელი ფულიც არ ჰქონდა” – იხსენებს მრავალი წლის შემდეგ ალფრედო

დი სტეფანოს ოჯახი 1940 წელს გადავიდა ბუენოს აირესის გარეუბანში, რაიონ ”ლოს კარდალესში”. მამამისი ეწეოდა მიწათმოქმედებას, ალფრედომ კი მიატოვა სწავლა რათა დახმარებოდა ოჯახს. ეს შეიძლება გამხდარიყო მისი მომავალი, რომ არა მისი საფეხბურთო ტალანტი. ახალგაზრდა დი სტეფანო აგრძელებდა თამაშს ”უნიონ პროგრესიტაში”, კამპინას რაიონულ ლიგაში.

კვირაობით ის და მისი ძმა ტულიო თამაშობდნენ ადგილობრივ გუნდში და ცოცხლად უყურებდნენ რივერ პლეიტის თამაშს. დი სტეფანოს თამაშის სტილი აღაფრთოვანებდა ყველას ვინც მას თამაშის დროს ნახავდა. მისი ტალანტი არ შეიძლება იგნორირებული ყოფილიყო. დედამისმა მას რეკომენდაცია გაუწია რივერ პლეიტის ერთ-ერთ სკაუტთან და 1944 წელს იგი გახდა ”რივერის” წევრი. დი სტეფანო დარწმუნებულია იმაში რომ, დედამისის არ ყოფნის შემთხვევაში იგი იქნებოდა აგრონომი”.

მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა სამხრეთ ამერიკიდან ფეხბურთელების ევროპაში გადასვლა. არგენტინის ჩემპიონატი ნელ-ნელა ძალებს იკრებდა. ამის დიდი დამსახურებაა ის რომ არგენტინის ფეხბურთის ისტორიის ამ პერიოდში ვითარდებოდა ლეგენდარული ”რივერ პლეიტი”, რომლის შემადგენლობაშიც უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი ირიცხებოდა. დადგა დი სტეფანოს დრო.

18 წლის ასაკში მას დებიუტი ჰქონდა მეოთხე დივიზიონში, შემდეგ დაიწყო აღმასვლა. მისი დებიუტი ”რივერ პლეიტის” პირველ გუნდში შედგა 1945 წელს ”ურაკანის” წინააღმდეგ, რომელშიც ალფრედო გაანათხოვრეს შემდეგ წელს, რადგან იგი ძირითადად სათადარიგო სკამზე იჯდა, მწვრთნელები კი ძირითად ფორვარდად ალფრედო პედერნერას თვლიდნენ. ”ურაკანის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ერთადერთი იყო 1945 წელს დი სტეფანოსათვის, მომდევნო წელს იგი იჯარის წესით გადავიდა ”ურაკანში”. მიიღო რა სათამაშო დრო, ალფრედოს ვარსკვლავი მაშინვე გამოჩნდა ჰორიზონტზე, ეს ვარსკვლავი არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენოდათ ”რივერის” ხელმძღვანელობას, ისინი ყველაფრისთვის მზად იყვნენ თავისი ფეხბურთელის უკან დასაბრუნებლად.

დი სტეფანო ”რივერში’ დაბრუნდა 1947 წელს და მაშინვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 27 გოლით. მას დებიუტი არგენტინის ნაკრებში ამავე წელს ჰქონდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, რომელიც ეკვადორში იმართებოდა. ამ ტურირზე დი სტეფანომ 6 გოლი გაიტანა. მალე მას შეარქვეს ”თეთრი ისარი” არაჩვეულებრივი სისწრაფის გამო.

”რივერ პლეიტს” იმ დროს ეძახდნენ ”la maquina”-ს (მანქანა). ეს გუნდი შედგებოდა შესანიშნავი მოთამაშეთაგან როგორებიც იყვნენ: უგო რეიესი, ხოსე მორენო, ალფრედო დი სტეფანო, ანხელ ლაბრუნი, ალფრედო პედერნერა და სხვები.

ალფრედო თავისი გუნდის საუკეთესო პერიოდში სწავლობდა თამაშს სხვადასხვა პოზიციაზე. ერთხელ ის მეკარეც იყო 14 წუთი, ”ბოკა ხუნიორსთან” დერბის დროს.

საერთო კრიზისმა შეაჩერა არგენტინული ფეხბურთის განვითარება და ალფრედოც გადავიდა კოლუმბიურ ”მილიონარიოსში”, რომელიც თავისი ქვეყნის საუკეთესო გუნდი იყო. ”ლურჯი ბალეტის” ( ასე ეძახდნენ მილიონარიოსს) დიდმა წარმატებამ ოკეანის მეორე მხარესაც გააღწია. ალფრედომ ”მილიონარიოსში” ითამაშა 294 მატჩი და გაიტანა 267 გოლი.

პირველი მატჩი ესპანეთში მან ითამაშა ”მადრიდის რეალის” 50 წლის იუბილეზე 1952 წელს. ის მოეწონა მადრიდულ პუბლიკას და მალე ნათელი გახდა რომ დი სტეფანოს ”რეალში” გადასვლა მხოლოდ დროის ამბავი იყო. ალფრდოც დაინტერესებული იყო კარიერის ესპანეთში გაგრძელებით ამიტომაც იგი ჩავიდა ბარსელონაში.

დი სტეფანომ ნახა განადგურებული ქვეყანა. ესპანეთი იმ დროს ცდილობდა აღდგენას სამოქალაქო ომის შემდეგ და იზოლირებული იყო დანარჩენი ევროპისაგან. ქვეყანაში ბატონობდა შიმშილი. ასეთი იყო დი სტეფანოს პირველი შთაბეჭდილება ესპანეთზე…

40-50 წლების მიჯნაზე აღსანიშნავია უნგრეთის წარმატება ევროპაში, გამოსარჩევია მათი გამარჯვება ინგლისელებთან უემბლიზე. ამ პერიოდში ესპანური ფეხბურთიც დგება ფეხზე, ესპანეთის რუკაზე გამოჩნდა შესანიშნავი სტადიონები, აშენდა ”ჩამარტინი”, მალე გამოჩნდება ”კამპ ნოუც”. თვით ფეხბურთი თანდათანობით გადადიოდა ნახევრადსამოყვარულო დონიდან პროფესიონალურ დონეზე. დი სტეფანომ ახალ საფეხურზე ასულ ესპანურ ფეხბურთში დაიკავა მისთვის კუთვნილი ადგილი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა – პირველი ადგილი. იგი მადრიდში ჩავიდა იმისათვის რომ გამხდარიყო ფეხბურთის პირველი მეფე.

1952 წელს იგი ”მილიონარიოსთან” ერთად იმყოფებოდა მადრიდში და დააბმრმავა მადრიდული პუბლიკა თავისი თამაშით. მისი ყიდვა პრიორიტეტული გახდა არა მარტო რეალისათვის არამედ ბარსელონასთვისაც.

ერთი შეხედვით ბარსელონას შეტევაში პრობლემები არ ჰქონდა, წინა ხაზზე მათი ლიდერი იყო უნგრელი ლადისლავ კუბალა და გაუგებარი იყო რაში ჭირდებოდათ მათ დი სტეფანო. მაგრამ ბარსელონას წარმატებული 1952/1953 წლის სეზონის შემდეგ, რომელშიც იგი ერთი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე, კუბალას აღმოუჩინეს ტუბერკულოზი. დაიწყო გაუთავებელი სიარული ექიმებთან, ანალიზები და კონსულტაციები. 4 თვის გასვლის შემდეგ ბარსელონას რამდენიმე დირექტორმა კუბალას სპორტულ კარიერას ჯვარი დაუსვა. მთელი ბარსელონა გაოცებული იყო. იმისათვის რომ შეენარჩუნებინთ წინა წელს მიღწეული შედეგი, აუცილებელი გახდა ახალი ლიდერის პოვნა, რომელიც არც თამაშით ჩამოუვარდებოდა კუბალას და არც შედეგიანობით. ბარსელონას პრეზიდენტ ენრიკე მარტიმ დაავალა ჟოზეფ სამატიერს ეპოვნა სუპერმოთამაშე რათა შეევსოთ კუბალას დაკარგვით გამოწვეული დანაკლისი. სამატიერმა დი სტეფანოსთან გააფორმა კონტრაქტი, რომელმაც განუმარტა მას სიტუაცია. იგი 1954 წლის 15 ოქტომბრამდე კონტრაქტით ეკუთვნოდა ”მილიონარიოსს”, 1955 წლის 1 იანვრიდან კი ”რივერ პლეიტის” მოთამაშე იქნებოდა. სამატიერი გაემართა ბუენოს აირესში და 4 მილიონ პესეტად გამოისყიდა დი სტეფანოზე უფლებები რომელიც 1955 წლის 1 იანვრიდან იწყებოდა.

ჩემპიონატისა და ქვეყნის თასის მოგების შემდეგ ბარსელონა მიწვეუილი იქნა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე. ენრიკე მარტიმ გადაწყვიტა ესარგებლა სამხრეთ ამერიკაში ყოფნით და ბოლომდე გამოესყიდა დი სტეფანოზე უფლებები ”მილიონარიოსიდანაც”. მაგრამ მოლაპარაკებები ”მილიონარიოსის” პრეზიდენტ ალფონოს სენორსა და ენრიკე მარტის შორის უშედეგოდ დასრულდა. ”მილიონარიოსი” 27 000 დოლარს (1 350 000პესეტი) ითხოვდა რაც ბარსელონას პრეზიდენტს ეძვირა. შესაძლებელია სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა ალფონსო სენორი მადრიდელებს. სანტიაგო ბერნაბეუმ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და ინიციატივა საკუთარ ხელში აეღო. რეალის ვიცე პრეზიდენტ ალფრედო ბუსტამანტემ გაგზავნა რაიმუნდო საპორტა ბოგოტაში საჭირო კეისით, რომელშიც იდო 27 000 დოლარი. კლუბების წარმომადგენლებმა ხელი ხელს დაჰკრეს.

გამოვიდა რომ დი სტეფანო 1954 წლის 15 ოქტომბრმდე რეალს ეკუთვნოდა. საპორტა გაეშურა ბუენოს აირესში რათა გამოესყიდა რივერ პლეიტისაგან დი სტეფანოზე უფლებები მაგრამ მან იქ გაიგო, რომ არგენტინელები უკვე შითანხმებულნი იყვნენ ბარსელონასთან. თვითონ დი სტეფანო ბარსელონაში იმყოფებოდა და რამდენიმე მატჩის გამართვაც მოესწრო. საპორტა ჩავიდა ბარსელონაში და ფეხბურთელს აცნობა რომ იგი მადრიდის რეალის საკუთრება იყო. ამის შემდეგ დაიწყო სკანდალი ორ კონტინენტზე.

პრესაში შეთანხმდნენ ვერსიაზე რომლის თანახმად დი სტეფანო უნდა დარჩენილიყო ბარსელონაში მაგრამ მისთვის უნდა მიეცათ ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია. სიტუაცია იყო ასეთი: ”რივერ პლეიტის” თანხმობის გარეშე დი სტეფანო ვერ ითამაშებდა რეალში და ”მილიონარიოსის” თანხმობის გარეში ვერ ითამაშებდა ბარსელონაში. მხარეთაგან არცერთი არ აპირებდა უკან დახევას და ამიტომ ამ საქმეში ჩაერია გარეშე მხარე ეს იყო – ფიფა.

ამ ჩახლართულ საქმეში ფიფამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – ფეხბურთელი მიაკუთვნა ორივე კლუბს ერთდროულად. 4 წლის განმავლობაში არგენტინელს 2 წელი რეალში უნდა ეთამაშა ორიც ბარსელონაში. პირველი ორი წელი მას უნდა გაეტარებინა მადრიდში რადგან მას ”მილიონარიოსში” ჰქონდა კიდევ სათამაშო 2 წელი.

ბარსელონამ უარი თქვა თავის უფლებებზე ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ. კატალონიელებს შეტევაში არ ჰქონდათ პრობლემები, თან ბარსელონაში არ იყვნენ აღფრთოვანებულნი არგენტინელის ფორმით რადგან საწყისი მატჩები ალფრედომ ვერ ჩაატარა სათანადო დონეზე, ასევე ბარსელონას დაუბრუნდა ვლადისლავ კუბალა რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებდა. საინტერესოა რომ თვითონ კუბალაც იყო ორი გუნდის სამიზნე რამდენიმე წლის წინ და ცხადია ამბიციური სანტიაგო ბერნაბეუ ვერ მისცემდა თავს იმის უფლებას რომ დამარცხებულიყო ბარსელონასთან მეორედ ფეხბურთელისათვის ბრძოლაში. ბერნაბეუმ გადაწყვიტა მოეგვარებინა ყველა ფორმალური საკითხი და პასუხი გაეცა ყველა შეკითხვაზე. მან ბარსელონას გადაუხადა კომპენსაცია 4 მილიონი პესეტის სახით და კიდევ 1,5 მილიონი მილიონარიოსს. ამის შემდეგ ბარსელონას მესვეურებს ალბათ თმები ყალყზე უდგებოდათ როდესაც დი სტეფანოს თამაშს უყურებდნენ მადრიდის რეალის შემადგენლობაში. ენრიკე მარტი ერთი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, მას ბარსელონას მიერ წინა წელს შესრულებულმა დუბლმაც ვერ უშველა.

მადრიდში სიხარულით მიიღეს დი სტეფანოს ტრანსფერი. იქ მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. კლუბმა ახლახან გადაიხადა 50 წლის იუბილე, დიდი ფული იქნა დახარჯული ცერემონიაზე და სტადიონის მშენებლობაზე რომელიც 6 წლით ადრე აშენდა და მალე ნამდვილი ”მადრიდიზმის” ტაძარი გახდება. მაგრამ გუნდი დიდი ხანი ვერ იგებდა ჩემპიონატს, ევროთასები კი მაშინ არ არსებობდა. 21 წელი არ უზეიმიათ მადრიდელებს ჩემპიონობა. იმ 12 წლის განმავლობაში რომელიც გავიდა სამქალაქო ომის შემდეგ ბარსელონა 5ჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, მადრიდის ატლეტიკო – 4, სევილია, ბილბაოს ატლეტიკი და ვალენსია კი თითოჯერ.

ბერნაბეუ ცდილობდა აესრულებინა თავისი ოცნება და შეექმნა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. ამ პროექტში კი დი სტეფანოს უნდა შეესრულებინა ქვაკუთხედის როლი. ვინ იცის იქნებოდა რეალი ის რეალი რომელიც დღეს ჩვენ ვიცით, რომ არ ყოფილიყო დი სტეფანო თავის დროზე მისი წევრი… ალფრედოსთან ერთად გუნდში მოვიდნენ: ახალგაზრდა ჰენტო, მატეოსი და პერეს პაია., რომელთაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გუნდში.

”რას ნიშნავს რეალი მის გარეშე?… ჩემთვის ნათელია რომ როგორც საფეხბურთო სუპერკლუბი რეალი ჩამოაყალიბა ალფრედო დი სტეფანომ…” – ბრაიან გლენვილი 1965 წელი.

მადრიდში დი სტეფანოს ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ. მის ტრანსფერთან დაკავშირებულ არეულობის გამო მას 2-3 თვე არ უვარჯიშია. 10:30 იგი მატარებლით ჩავიდა მადრიდში, დატოვა იჯახი სასტუმრო ”ემპერატისში” და 15:30 იგი უკვე მოედანზე იყო რეალის ფორმით.

დი სტეფანო უკვე აღარ იყო ახალგაზრდა, ის 27 წლის იყო. მაგრამ მას კოლუმბიაში გატარებული 4 წლის შემდეგ მონატრებული ჰქონდა ნამდვილი ფეხბურთის თამაში. მადრიდში ჩასვლისას იგი იყო 82კგ, მაგრამ რამდენიმე კვირის თავდაუზოგავი ვარჯიში და ის ისევ ფორმაში იყო. დი სტეფანო ყოველთვის მკაცრად იცავდა სპორტულ რეჟიმს. ძალას მხოლოდ ფეხბურთისთვის ხარჯავდა.

1953 წლის 23 სექტემბერს დი სტეფანომ ჩაატარა პირველი მატჩი ”ჩამარტინზე”. ეს იყო ამხანაგური მატჩი ”ნანსის” წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა რომ რეალმა წააგო 4-2 დი სტეფანომ მაინც შეძლო თავის გამოჩენა და გაიტანა მატჩში ბოლო გოლი. ის არ იყო კმაყოფილი თავისი დებიუტით, მიუხედავად იმისა რომ მან ჩემპიონატის 7 ტურში გაიტანა 3 გოლი იგი მაინც ვერ ავლენდა თავის შესაძლებლობებს ბოლომდე.

1953 წლის ოქტომბერში მთელი მადრიდი ელოდებოდა დაპირისპირებას ერერის ბარსელონასთან. დი სეფანომ არ დააღალატა გუნდი და მატჩის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, მანვე დასვა წერტილი მატჩში გაიტანა რა მე-5 გოლი. საერთო ჯამში რეალმა 5-0 გაიმარჯვა. უნდა ითქვას რომ 10 წლით ადრე როდესაც დი სტეფანო ჯერ კიდევ ურაკანში თამაშობდა, ასევე გადაუხადა სამაგიერო რივერ პლეიტს გაუტანა რა გადამწყვეტი გოლი. სწორედ ეს გოლი გახდა გადამწყვეტი მისი რივერში დაბრუნებისთვის.

”იშვიათია ფეხბურთში ისეთი საღამო როგორიც იყო წინა კვირას ”ჩამარტინზე” – წერდა ”მარკა” მატჩის შემდგომ – სავსე ტრიბუნები, შესანიშნავი ამინდი და მოედანი, ორი შესანიშნავი გუნდი. ბარსელონა ჩამოვიდა მადრიდში როგორც მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი, თითქმის დაუმარცხებელი გუნდი.რეალის გამარჯვება ანგარიშით 5-0 ეს ნამდვილი მიღწევაა.”

რეალმა გაიმარჯვა ელ კლასიკოში 5-0 და ასე დაიწყო ლეგენდა რომელმაც შექმნა 50 წლიანი ისტორია არამარტო კლუბისთვის არამედ მთლიანად ფეხბურთისათვის. დი სტეფანო ამბობდა რომ ეს არ იყო მარტო მისი დამსახურება. ”ჩვენს გუნდში არ იყო ადგილი ინდივიდუალურობისათვის. ეს იყო ლეგენდარული გუნდი.თუ ჩვენ ვიგებდით ამდენ ჯილდოს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვთამაშობდით როგორც ერთი მთლიანობა. ჩვენ გვყავდა შესანიშნავი ფეხბურთელები, ნამდვილი შემსრულებლები, საუკეთესო მათ შორის ვინც მე მოედანზე მინახავს.” – ამბობდა ალფრედო. მაგრამ გამოირჩეოდე საუკეთესოებს შორის ნიშნავს იყო მართლაც დიდებული.

მისი შრომისმოყვარეობით და თამაშით არ შეიძლება არ აღფრთოვანებულიყავი, იმიტომ რომ იგი წარმოადეგენდა საფეხბურთო თვისებების სრულყოფილ კომპლექტს: სწრაფი, ტექნიკური, დინამიური, ნამდვილი გოლეადორი და ქარიზმატული ლიდერი. ასეთი ფეხბურთელები დედამიწაზე ბევრი არ არიან. იგი არ იყო მორიდებული, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი იყო ყველაზე კარგი რჩევა რომელიც მან მიიღო მადრიდში ჩამოსვლის შემდეგ, მან უპასუხა: ”მე არ მჭირდება რჩევები”.

რეალმა მიიღო შესანიშნავი ფეხბურთელი, მაგრამ დი სტეფანომაც მიიღო შესანიშნავი ფეხბურთი. ”ევროპაში მე მივაღწიე იმას რისკენაც გაუაზრებლად მივილტვოდი უკვე დიდი ხანია – მეთამაშა ინტელექტუალური ფეხბურთი… ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა პრინციპისა ”დაარტყი – გაიქეცი”. ეს თამაშია სადაც ყველა გოლი და კარისკენ დარტყმა მომზადებულია კომბინაციური თამაშით და ეს კომბინაცია მიმდინარეობს მოედნის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ფეხბურთელის შესრულებით. მათი მოქმედება დამყარებულია არა ბრმა გამართლებაზე ან ფიზიკურ მომზადებაზე, არამედ ზუსტ გამოთვლებზე და სათამაშო ეპიზოდების ლოგიკურ განვითარებაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ ეს თამაში მოითხოვს ფეხბურთელისაგან მაღალ სათამაშო ინტელექტს”. – აცხადებს ალფრედო

ის იყო არა მარტო ფორვარდი რომელსაც გაჰქონდა გოლი მეტოქის კარში. მისი სათამაშო დიაპაზონი იყო მთელი მოედანი. ”ჩემი ფუნქცია შეიძლება ასე შეფასდეს – დისპეჩერი მოქმედების ფართო დიაპაზონით.” – აცხადებდა დი სტეფნო. იგი თავისივე პირველივე სეზონში ესპანეთში გახდა ”პიჩიჩი” გაიტანა რა 28 მატჩში 27 გოლი, რეალმა კი დიდი ხნის შემდეგ კვლავ მოიგო ლა ლიგა. მისი თანამედროვე ჟურნალისტი ხილერა ასე აღწერს მის თვისებებს: ” დი სტეფანო არის შეუდარებელი ფეხბურთელი, ადამიანი რომელსაც შეუძლია გაგზავნოს ბურთი მიზანში, გაუკეთოს ორგანიზება თამაშს და მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი. ალფრედო დი სტეფანი იყო საუკეთესო ”ადამიანი – ორკესტრი”, რომელმაც იცოდა ფეხბურთი. ის იყო მსახიობიც და მუშაც, მოცარტიც და ინსტრუმენტების გადამზიდავიც”.

ვისაც უნახავს მისი თამაში უყვებოდა შვილიშვილებს, რომ ის იყო საუკეთესო. მისი თამაშის სანახავად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა, ამიტომ 1955 წელს სანტიაგო ბერნაბეუს მოუწია გაეზარდა სტადიონის ტევადობა 100 000-მდე.

შავ-თეთრი ეკრანის ოქროს მოთამაშე. პირველადდაბადებული მეფე, გენიოსი, რომელმაც გაუკვალა გზა მომავალ მეფეებს – პელეს, კრუიფს, მარადონას… თავისი გოლებით, გადაცემებით, თამაშით ის დგამდა სპექტაკლს, მან შექმნა რეალის ახალი ერა. ახლა მის საპატივცემულოდ კლუბმა თავის თვითმფრინავს უწოდა ”la saeta rubia“ (ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს), ეს რა თქმა უნდა მეტაფორაა მაგრამ სწორედ დი სტეფანო იყო ”los blancos“-ის პილოტი და სწორედ მან აიყვანა რეალი სხვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე.

 

 

ანდონი სუბისარეტა

 

http://www.somosche.com/media/galeria/56/3/8/1/7/n_valencia_varios-57183.jpg

 

 

ტიტულები

 

 

ჩემპიონთა ლიგა – 1991/92

თასების მფლობელთა თასი – 1988/89

ევროპის სუპერ თასი1992

ესპანეთის ჩემპიონატი– 1990/91, 91/92, 92/93, 93/94

ესპანეთის თასი – 1987/88, 89/90

ესპანეთის სუპერ თასი – 1991, 1992

კატალონიის თასი – 1990/91, 92/93

 

 

ზუბიზარეტა (ვიქტორია, 1961) ერთ–ერთი საუკეთესო მეკარე იყო „ბარსელონას“ ისტორიაში და ესპანურ ფეხბურთში.

მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, მოიგო რა 126 საერთაშორისო მატჩი სანაკრებო დონეზე, მან ითამაშა ასევე 4 მსოფლიო ჩემპიონატზე და 2 ეუროზეც. გარდა ამისა, მას რეკორდი აქვს მოხსნილი ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, „ატლეტიკის“, „ბარსასა“ და „ვალენსიას“ რიგებში(588).

მას ბევრი მაღალი დონის თვისება ჰქონდა, მეთაურობისა და ძელებს შორის პოზიციის შერჩევის ჩათვლით. 1986 წელს ის შეუერთდა „ბარსას“ ლეგენდარული ურუტის შესაცვლელად. ზუბიზარეტა „ოცნების გუნდის“ საყრდენი ძალა და „უემბლის“ ფინალის გმირი იყო კუმანთან ერთად, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე სეივი შეასრულა. ცნობილი როგორც „ზუბი“, ის ასევე გუნდის კაპიტანი იყო რამდენიმე სეზონი და შემჩნეული იყო მისი მუდმივი სიმშვიდე და ფსიქოლოგიოური ბალანსი მოედანსა და მის გარეთაც. თამაშისას ეს თვისებები სხვა ფეხბურთელებზეც ვრცელდებოდა, რაც საშუალებას აძლევდა გუნდს ადვილად ეპოვათ გამოსავალი რთულ თამაშებში.

 

 

რაულ გონსალეს ბლანკო

 

http://i011.radikal.ru/0911/07/6b637f999c93.jpg

 

 

დაბადების თარიღი: 27 ივნისი, 1977

დაბადების ადგილი: მადრიდი, ესპანეთი

სიმაღლე: 6′ (1.80სმ.)

წონა: 73 კგ.

ამპლუა: თავდამსხმელი

ქვეყანა: ესპანეთი

ნომერი მაისურზე (ნაკრები): 7

თამაშების რაოდენობა ნაკრებში: 106

გოლების რაოდენობა ნაკრებში: 44

კლუბი: მადრიდის რეალი

ნომერი მაისურზე (კლუბი) 7

მეტსახელები: რაულიტო, მადრიდის ანგელოზი

 

 

მიღწევები

 

 

5 ლა ლიგა _ 1994-1995, 1996-1997, 2000-2001, 2002-2003, 2006-2007

3 ესპანეთის სუპერ თასი _ 1997, 2001, 2003

3 ჩემპიონთა ლიგა _ 1997-1998, 1999-2000, 2001-2002

1 ევროპის სუპერ თასი _ 2002

2 კონტინენტთა შორია თასი _ 1998, 2002

2 ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1998-1999, 2000-2001

2 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1999-2000, 2000-2001

1 ვერცხლის ბურთი _ 2001

2 ბრინჯაოს ბუცი _ 1999, 2001

საუკეთესო ბომბარდირი IFFHS ვერსიით _ 1999

პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი 2007-2008

ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

 

 

რაულ გონსალეს ბლანკო დაიბადა 1977 წლის 27 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ხალხი მას იცნობს როგორც რაული, იგი ამპლუით ფორვარდია და მან მთელი საკლუბო კარიერა მადრიდის ”რეალს” მიუძღვნა, ასევე რაული სამეფო კლუბის კაპიტანიცაა. გონსალეს ბლანკო ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი 1996 წლიდან გახლავთ და 44 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

რაული 2001 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამეზე, ხოლო ევროპის საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზე გავიდა, ასევე იგი 1999 და 2001 წლებში ”ფიჩიჩი” გახდა. აგრეთვე ესპანელი ”ESM”-ის მიერ დასახელებულ წლის სიმბოლურ კლუბში მოხვდა 1996/97, 1998/99 და 1999/00 წლების სეზონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ გონსალეს ბლანკო ”FIFA”-ის მიერ დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაც მოხვდა.

ბლანკო დაოჯახებულია და მას 4 ვაჟი, უგო, ხორხე, მატეო და ექტორი და 1 ქალიშვილი მარია ჰყავს. მარია სულ ახლახანს 2009 წლის 4 დეკემბერს მოევლინა სამყაროს, ხოლო ხორხესა და უგოს რაულმა სახელები ხორხე ვალდანოსა და უგო სანჩესის საპატივცემულოდ დაარქვა. ესპანელს ძალზე უყვარს წიგნების კითხვა, კერძოდ კი ის არტურო პერეს როვერტეს შემოქმედებეს ეცნობა, ასევე რაული ესპანურ მუსიკას უსმენს.

რაულმა მისი ახალაგზრდული საკლუბო კარიერა 1988 წელს ”სან კრისტობალში” დაწიყო, როდესაც გონსალეს ბლანკო სულ რაღაც 11 წლის გახლდათ. თუმცა ესპანელის მამა დონ პედრო მაშინ მადრიდის ”ატლეტიკოში” მუშაობდა და რაულიც 1990 წელს სწორედ ”ატლეტიკოში” გადავიდა 13 წლის ასაკში, სადაც მან 2 წელი დაჰყო. 15 წლის რაული უკვე მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი გახდა და ამის შემდეგ აგერ უკვე მე-18 წელია სამეფო კლუბის ღირსებას იცავს.

1992-დან 1994 წლამდე რაული ”რეალის” ახალაგზრდულ კლუბში გამოდიოდა, ხოლო 1994 წლის დასაწყისში კი ესპანელმა ჯერ სამეფო კლუბის მე-3, შემდეგ მე-2, ხოლო ბოლოს კი უკვე პირველი გუნდის მაისური მოირგო. ”რეალ მადრიდ ც”-ში ყოფნის დროს გონსალეს ბლანკომ 9 თამაშში საკმაოდ ბევრი 16 გოლის გატანა მოასწრო, ხოლო რაც შეეხება რაულის მადრიდის ”რეალის” მეორე გუნდში გამოსვლას, აქ მან 1 მატჩი გამართა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

რაულის სადებიუტო ლა ლიგა 1994/95 წლებში შედგა და ასევე ესპანელმა სამეფო კლუბის მაისურით პირველ მადრიდულ დერბიში ატლეტიკოსთან გოლის გატანაც მოახერხა. ამავე სეზონში გონსალეს ბლანკომ ”რეალთან” ერთად ლა ლიგაც მოიგო, რომელიც პირველი საკლუბო ტიტული გახდა მის კარიერაში. რაულმა მის სადებიუტო სეზონში პრიმერაში 28 მატჩი გამართა და 9 გოლიც გაიტანა, ამას მან ესპანეთის თასზე 2 თამაში და 1 გოლი მიუმატა და საერთო ჯამში გამოვიდა, რომ 1994/95 წლებში ”რეალის” მომავალმა კაპიტანმა 30 ოფიციალურ თამაშში 10 გოლი შეაგდო.

მომდევნო 1995/96 წლებში რაულმა ვერანარ საკლუბო წარმატებას ვერ მიაღწია რაიმე ტიტულის მოგებით, სამაგიეროდ ლა ლიგაში გამართულ 40 თამაშში 19, ხოლო ევროტურნირებზე ჩატარებულ 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ამ სეზონში რაულ გონსალეს ბლანკომ სამეფო კლუბის მაისურით 50 ოფიციალური თამაში გამართა და მისი ნახევარი რაოდენობის, 25 გოლი შეაგდო.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ რაულმა მადრიდულ კლუბთან ერთად 1996/97 წლების სეზონში კვლავ იმარჯვა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში და სეზონის დასრულების შემდეგ პრიმერაში პირველობის გამო გასამართ ესპანეთის სუპერ თასზეც შეძლო გამარჯვების მოპოვება. გონსალეს ბლანკოსისათვის რიგით მესამე ლა ლიგაში გამარჯვების გარდა, მან 42 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 21-ჯერ მეტოქის კარის დალაშქვრაც მოახერხა. ამას მან კოპა დელ რეიზე 5 თამაშში გატანილი 1 გოლი მიუმატა და საერთო ჯამში რაულისათვიდ მესამე სეზონის ბოლოს 47 ოფიციალურ თამაშში მის ანგარიშზე 22 გოლი იყო.

1997/98 წლებში რაულმა ვერ მოახერხა პრიმერა დივიზიონში კვლავ პირველობის მიღწევა, სამაგიეროდ მან მის საკლუბო კარიერაში პირველი უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში იტალიური ”იუვენტუსის” დამარცხების მეშვეობით. ამ სეზონში რაულმა ლიგაზე 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ლა ლიგაზე კი მაყურებელს თავი 10-ჯერ დაამახსოვრა 35 ჩატარებულ თამაშში. ამ წელს გონსალეს ბლანკომ კოპა დელ რეის ერთ თამაშშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამ მატჩში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

1998 წლის მიწურულს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ესპანელმა საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო, მაგრამ მომდევნო სეზონში 1998/99 წლებში რაული ტიტულის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია ამ სეზონისაგან იამაყოს, ვინაიდან სწორედ ამ წელს გახდა რაული პირველად ლა ლიგის ბომბარდირი 25 გოლით, რომელიც ესპანელმა 37 თამაშში გაიტანა. ამავე სეზონში რაულმა ევროტურნირებზეც შეძლო 8 მატჩში 3 გოლის გატანა.

მე-20 საუკუნის ბოლო სეზონი რაულისათვის კვლავ წარმატებული გამოდგა, ვინაიდან მან მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა და საუკუნის მიწურულს საკონტინენტთაშორისო თასი და უეფას სუპერ თასიც მოიგო. ასევე ბლანკომ ამ სეზონში მისი საკლუბო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი 54 ოფიციალური თამაში გამართა ერთ წელიწადში და 28 გოლი გაიტანა.

მე-20 საუკუნის პირველი პრიმერა კვლავ მადრიდის ”რეალმა” მოიგო და რაულ გონსალეს ბლანკო უკვე მეორედ გახდა ”ფიჩიჩი” 34 მატჩში გატანილი 23 გოლით. ასევე მან ამ სეზონში ევროტურნირზეც შეძლო 12 გამართულ მატჩში 7 გოლის გატანა და წელიწადის მიწურულს ესპანეთის სუპერ თასიც მოიგო.

მომდევნო 2001/02 წლების სეზონში უკვე მესამედ ერთწლიანი პაუზების შემდეგ რაულმა კვლავ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ანუ ჩემპიონთა ლიგა, სადაც მან მოცემულ სეზონში 13 თამაშში 6 გოლი გაიტანა. რაულმა ლიგის ფინალშიც შეძლო გოლის გატანა ”ვალენსიას” კარში, როდესაც ”თეთრებმა” მოცემული მატჩი გამანადგურებელი სხვაობით 3-0 მოიგეს. ამავე წელს გონსალეს ბლანკომ კოპა დელ რეიზე 6 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო პრიმერაში კი 35 თამაშში 14-ჯერ შეარხია მეტოქეტა კარის ბადე. 2001/02 წლებში რაულმა საერთო ჯამში 54 ოფიციალურ მატჩში 26 გოლი შეაგდო.

2002/03 წლების სეზონში რაული სამეფო კლუბთან ერთად ისევ პრიმერა დივიზიონს და წლის მიწურულს ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა. უხვგოლიანი გამოდგა გონსალეს ბლანკოსისათვის ამ წელს უეფას ჩემპიონთა ლიგა, სადაც ესპანელმა 12 თამაშში 9-ჯერ მოახერხა გოლის აღნიშვნა, ხოლო ლა ლიგაში კი 31 თამაში გამართა და 16 გოლის გატანა შეძლო. ამ წელს ვერცერთხელ ვერ გამოიჩინა თავი ესპანელმა ქვეყნის სამეფო თასზე.

მომდევნო 3 სეზონი 2003/04, 2004/05 და 2005/06 რაულისათვის უტიტულო გამოდგა და ამჯერად მან ვერც ლა ლიგაში ვერ შეძლო ბომბარდირობა. ამ 3 სეზონიდან ესპანელმა ყველაზე შედეგიანად მაინც 2004 წელი დაასრულა, როდესაც რაულს წლის ბოლოს 51 ოფიციალურ თამაშში 19 გოლი ჰქონდა გატანილი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ 2003 წელს, როდესაც კლუბი ფერნანდო იერომ დატოვა, მადრიდის ”რეალის” კაპიტანი რაულ გონსალეს ბლანკო გახდა.

აღსანიშნავია 2005 წელიც, კერძოდ კი 28 დეკემბერი, როდესაც რაულმა ”ოლიმპიაკოსს” მისი 50-ე გოლი გაუტანა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ ”თეთრებმა” 2-1 იმარჯვეს, ხოლო გონსალეს ბლანკო კი პირველი ფეხბურთელი გახდა ვინც 50 გოლიან ზღვარს გადააბიჯა უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე.

ამ ყველაზე დიდი პაუზის შემდეგ რაულის საკლუბო კარიერის ისტორიაში 2006/07 წლების სეზონში მან კვალვ მოიგო სამეფო კლუბთან ერთად ქვეყნის შიდა ჩემპიონატი. თუმცა ეს წელიწადი მისთვის არც ისე უხვგოლიანი გამოდგა, ვინაიდან პრიმერაში მხოლოდ 7, ლიგაზე 5, ხოლო ესპანეთის თასზე კი ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა, რამაც საბოლოოდ ის შედეგი მოგვცა, რომ ”რეალის” კაპიტნის ანგარიშზე სეზონის ბოლოს 42 ოფიციალურ თამაშში 12 გოლი იყო.

მომდევნო 2007/08 წლების სეზონში რაულმა კიდევ 2 ტიტული მოიგო მე-6 პრიმერა დივიზიონის და მე-4 ესპანეთის სუპერ თასის სახით. ეს ორი ტიტული ”ელ კაპიტანოსათვის” ჯერჯერობით უკანასკნელია. მოცემულ სეზონში რაულმა ესპანეთის ჩემპიონატში 37 მატჩი გამართა და 18 გოლის გატანაც შეძლო. ხოლო ლიგაზე კი 8 თამაში ჩაატარა და 5-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის დარაჯების დამწუხრება. საერთო ჯამში 2008 წლის ბოლოს რაულის მიერ გამართულ 46 ოფიციალურ თამაშში ესპანელის ანგარიშზე 26 გოლი გახლდათ.

რაული შემდეგ 2008/09 წლებში კვლავ უტიტულოდ დარჩა და ლა ლიგაში წინა წლის ანალოგიურად 37 თამაშში 18 გოლი გაიტანა, სამაგიეროდ კოპა დელ რეიზე 1 მატჩში ”რეალ უნიონის” წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო და სწორედ ამ თამაშში იზეიმა რაულმა სამეფო კლუბის რიგებში მისი რიგით მე-300 გოლი. საერთო ჯამში სეზონის ბოლოს 45 ოფიციალურ მატჩში რაულის ანგარიშზე 24 გოლი იყო. სამეფო კლუბის კაპიტანი წლვენადელ სეზონშიც ”რეალის” ღირსებას იცავს და ესპანეთის თასიდან გამოვარდნილი ყველანაირად ეხმარება კლუბს პრიმერაში და ევროტურნირზე წარმატების მიღწევაში. ჯერჯერობით რაულმა წლევანდელ 2009/10 წლების სეზონში 24 თამაში ჩაატრა და 5-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რაულ გონსალეს ბლანკოსის საკლუბო კარიერა მადრიდის ”რეალის” ფარგლებს არ გასცდენია, მან ლა ლიგაში სულ 533 თამაში ჩაატარა და 226 გოლის გატანა შეძლო. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რაულს 134 მატჩი აქვს ჩატარებული და 60 გატანილი გოლით დაიკვეხნის, ხოლო ესპანეთის სამეფო თასზე 37 გამართულ თამაშში კაპიტანის ანგარიშზე 18 გოლია. ასევე აღნიშვნის ფაქტია ესპანელის მიერ ქვეყნის სუპერ თასზე 8, უეფას სუპერ თასზე 1 და საკონტინენტთაშორისო თასზე გატანილი 2 გოლი. საერთო ჯაშმი ”რეალის” მაისურით რაულს 729 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული და მეტოქეთა კარი 321-ჯერ აიღო.

რაულს ესპანეთის 18 წლამდე ნაკრებში 2 თამაში აქვს ნათამაშები და მეტოქეთა კარის დარაჯები 4-ჯერ დაამწუხრა, ხოლო რაც შეეხება გონსალეს ბლანკოსის ესპანეთის 20 წლამდე ნაკრებში გამოსვლას, აქ რაულმა 5 მატჩში 3 გოლი შეაგდო. ასევე რაულს ”ფურია როხას” ახალგაზრდულ ანუ 21 წლმადე ნაკრებში 9 შეხვედრა აქვს გამართული და ესპნელმა 9-ჯერ შეძლო მეტოქეების კარის ბადის შერხევა, ხოლო ესპანეთის 23 წლამდე ნაკრებში რაულმა 4 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

რაულ გონსალეს ბლანკომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა 1996 წელს დაიწყო, ხოლო უკანასკნელად მინდორზე ”ფურია როხას” მაისურით 2006 წელს გამოვიდა, მაგრამ არსებობს იმის შანსები, რომ რაული 2010 წლის მუნდიალზე ვიხილოთ. ესპანელი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 44 გოლით, ხოლო ჩატარებული მატჩებით მას მხოლოდ ანტონი სუბისარეტა უსწრებს 126 გამართული მატჩით, ხოლო რაულმა კი 102 მატჩში მიიღო მონაწილეობა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით.

რაულს ეროვნულ ნაკრებთან ერთად არც მსოფლიო და არც ევროპის ჩემპიონატი არ აქვს მოგებული, მაგრამ მას ”ფურია როხას” მაისურით ერთხელ აქვს ერთ თამაშში 4 გოლი გატანილი, ხოლო ერთხელაც კი 3. ერთ მატჩში 4 გოლი რაულმა აუსტრიის ნაკრებს გაუტანა, როდესაც ესპანეთმა მეტოქე 9-0 სძლია, ხოლო ჰეთ-ტრიკი ბლანკომ კი სან მარინოსთან შეასრულა, მაშინ ესპანელებმა მეტოქე 6-0 დაამარცხეს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...