planetanews Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 http://image.geotorrents.com/images/pahkjbvvz6qqamhce1g.jpg ყველა ლივერპულის ფანს აინტერესებს როგორ ითამაშებს როის გუნდი, როგორი იქნება ლივერპული როის ხელმძღვანელობით. ყველას აინტერესებს რა სტილს აირჩევს ეს ადამიანი. როგორც თავად აცხადებს ეს ის სტილი იქნება რომელსაც ლივერპული ძველ დროში თამაშობდა და მსოფლიოს აოცებდა თავისი თამაშით, “პასი და ჩქარი გახსნა” სწორედაც ეს იქნება მისი ტაქტიკა. ახლად არჩეული მწრთვნელი როი ჰოჯსონი ფიქრობს რომ იმის ცქერა და ყურება თუ როგორი იყო ლივერპული ძველ დროში მაგალითად 1970 წელს მას ძალიან ბევრ რამეში დაეხმარება. ეს ის წლებია სადაც ლივერპული უდავოდ იყო პლანეტის ყველა ძლიერი კლუბი. ის აპირებს ზუსტად იმ ფანტასტიური სტილით ათამაშოს ლივერპულის რომლითაც ეს კლუბი ძველ დროში თამაშობდა და მწვერვალებს იპყრობდა. ენფილდზე ახალი ერა იწყება. როი:“ყველაფერი მომწონდა რასაც ლივერპული ძველ დროში აკეთებდა ეს იყო საოცარი თამაში და შესანიშნავი სპექტაკლი”. “პასი და შემდეგ გახსნა ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან სწრაფად და შემდეგ ასევე სწრაფად საკუთარ პოზიციაზე დაბრუნება”. “ეს ის სტილი იყო რომელიც ლივერპული თავის საუკეთესო წლებში აჩვენებდა”. “მე მიზიდავს თამაში სადაც პასები კეთდება ძალიან სწრაფად, მიზიდავს თამაში სადაც ფეხბურთელები შრომობენ იმაზე ბევრს ვიდრე საჭიროა, მიყვარს თამაში როდესაც ფეხბურთელები ზუსტად თავის პოზიციებზე მოძრაობენ”. “ფეხბურთელებს მოვუწოდებ და ვთხოვ ყველაფერი გაითვალისწინონ, მათ ბევრი მუშაობა მოუწევთ, რადგანაც ასეთი სტილით თამაში არ იქნება ადვილი”. “ასევე არსენალი 1970-1971 წლებში საოცარი იყო, ასევე ითქმის ლონდონის ჩელსზე, მაგრამ ლივერპული ყოველთვის უძლიერესი და გამორჩეული იყო”. “არიან ბევრი კლუბები რომლებსაც ახალგაზრდა მწრთვნელები ყავთ, და ისინი უდიდეს წარმატებებს აღწევენ, მე მათ სტილს ვაკვირდები და ბევრ რამესაც ვსწავლობ”. “მე ყოველთვის ვამბობდი არასდროს არ აქვს ერთ მწრთვნელს მეორესთან დუელი, დუელი აქვთ საფეხბურთო კლუბებს ერთმანეთთან”. “ნებისმიერ კლუბს შევებრძოლებით თუნდაც იმ კლუბებს რომლებიც ყოველ წელს იგებენ ტიტულებს”. “ბრძოლა ეს ჩვენი სტილი იქნება”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts