planetanews Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/hillary-clinton-food-security-300x200.jpgაშშ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების ყოფნას არ ეთანხმება . როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ერევანში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რუსეთან ურთიერთობაზე საუბრისას კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოსკოვს ყველა საკითხში არ ეთანხმება.”არ ვეთანხმებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარების ყოფნას. საქართველო გააგრძელებს საკუთარი ინტერესების დაცვას და ჩვენ ამას მივესალმებით. აშშ და რუსეთი მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში ეუთო-ს მინსკის ჯგუფში თანამშრომლობენ, მაგრამ საქართველოს საკითხზე რუსეთთან შეთანხმებას ვერ ვახერხებთ”, – განაცხადა კლინტონმა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში აშშ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ არის განწყობილი. ”ამის ბევრი დადასტურება არსებობს, მაგალითად, აშშ-რუსეთის თანამშრომლობა ირანის, ავღანეთისა და სხვა საკითხებში”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოდის და აღმოსავლეთევროპულ ტურნეს დაასრულებს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts