planetanews Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/hillari-clinton_big-300x197.jpgეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰილარი კლინტონისა და ლიდერი ქართველ ქალების შეხვედრა დასრულდა .შეხვედრის დასაწყისში ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს მათი საქმიანობისთვის, ასევე, საქართველოს პირველ ლედის, სანდრა რულოვსს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. როგორც კლინტონმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც სანდრა რულოვსი ჯანდაცვის სფეროში აკეთებს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “მე ვიყავი პირველი ლედი და ვიცი, ეს როგორი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა. ვაფასებ იმას, რასაც ჯანდაცვის სფეროში ქალთა უფლებების დაცვისთვის აკეთებთ”, – მიმართა კლინტონმა საქართველოს პირველ ლედის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს ასეულობით წლების ისტორია აქვს და სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი, დემოკრატიის შუქურა იყოს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ვარდების რევოლუციამდე ქვეყანა მძიმე ვითარებაში იყო. მას შემდეგ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, მოხდა ქვეყნის ოკუპაცია. მომავალში ცვლილებები ერთიანი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა კლინტონმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ იცის, საქართველოში ისტორიულად ქალებს სახელმწიფოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “მე დიდ პატივს ვცემ თამარ მეფეს, რომელიც ასეულობის წლის წინ ქვეყნის მონარქი იყო. იგი ოქროს ხანაში მართავდა საქართველოს და თქვენც შეგიძლიათ, დღეს, 21-ე საუკუნეში შექმნათ ოქროს ხანა აქ, საქართველოში. თქვენ მოგიწევთ ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება და მოგიწევთ დიდი ბრძოლა დემოკრატიისთვის. თქვენ ეს ქვეყნის სიყვარულმა და მომავლის რწმენამ უნდა გაგაკეთებინოთ”, – განაცხადა კლინტონმა. მან მოუწოდა ლიდერ ქალებს, არ დაიღალონ, იბრძოლონ სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ერთიანობისთვის.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “აშშ თქვენს გვერდზეა. ჩვენ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. შედეგები კარგია, თუმცა არის ბევრი პრობლემაც, რომელიც, ძირითადად, ადამიანური სისუსტეების ბრალია. თქვენ ამის შეცვლასაც უნდა მიაღწიოთ”, – განაცხადა კლინტონმა. შეხვედრაზე 10 შეკითხვა დაისვა. შეკითხვები დასვეს და თავისი აზრი გამოხატეს სანდრა რულოვსმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, პარლამენტარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ოპოზიციიდან – თინა ხიდაშელმა და ეკა ბესელიამ, საზოგადოების წარმომადგენლებიდან – შორენა შავერდაშვილმა მანანა ღურჭუმელიძემ და სხვებმა. შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ საათს გაგრძელდა. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts