Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მოგზაურობის ბოლოს კლინტონი სააკაშვილს მხარდაჭერას აღუთქვამს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მოგზაურობას  საქართველოში სტუმრობით დაასრულებს. 

 

ხუთდღიანი ტურის დროს ის უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს უკვე ესტუმრა.

 

ქალბატონი კლინტონი მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ეტყვის, რომ მას კვლავ აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

 

აშშ მუშაობს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე რუსეთთან, რომელიც ორი წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ ომში იბრძოდა.

 

დავა

 

ქალბატონი კლინტონი საქართველოს, ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტიდან 12 თვის შემდეგ ეწვევა.

 

მაშინ სააკაშვილმა აშშ–ს უფრო განვითარებული შეიარაღების მიწოდება სთხოვა – თხოვნა, რომელზეც აშშ–მ უარი თქვა.

 

წელს ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ შედის.     

 

აზერბაიჯანსა და სომხეთში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკებები გამართა მთიანი ყარაბახის ხანგრძლივი დავის დასრულების წინადადების ირგვლივ.

 

კლინტონმა, რომლის ვიზიტიც ამ ორ ქვეყანაში ერთი დღის განამავლობაში განხორციელდა, მათ განუცხადა, შეერთებული შტატები მზადაა მათ მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს.

 

ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული დავა 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ გრძელდება. ამ დოკუმენტმა დაასრულა სამწლიანი ომი, რომელსაც 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

 

ქალბატონმა კლინტონმა ასევე მოუწოდა თურქეთს სომხეთთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...