Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ავსტრიის გამოძიება ქართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg

დევიდ კროუფორდი

ორგანიზებულ დამნაშავეთა წრეს მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ადანაშაულებენ; ითქვა, რომ ყოფილი მინისტრი ამაში 1 მილიონ დოლარს იხდიდა

 

ბერლინი –  ავსტრიის პოლიცია იმ მტკიცებულებებს იძიებს, რომელთა თანახმად ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ოპერაციებს  მთელს ევროპაში ატარებდა, საქართველოში შარშან  საპროტესტო აქციებს აფინანსებდა. ამ აქციების მიზანი ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამხობა იყო.    

 

2010 წლის დასაწყისში ვენის პოლიციის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც The Wall Street Journal–მაც მიმოიხილა, დანაშაულში ბრალდებული ორგანიზაცია საქართველოში ფუნქციონირებს და ფინანსდება პირველ რიგში დასავლეთ ევროპაში ქურდობის, შანტაჟისა და ფულის გათეთრების საშუალებით.     

 

დასკვნაში ნათქვამია, რომ ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ფულს აგროვებდა, რომელსაც 2009 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციების დაფინანსებისთვის იყენებდნენ.  

 

2009 წლის აპრილში, ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში საპროტესტო აქციები გამართეს, რომლებიც პერმანენტულ ხასიათს ატარებდა და მათში ათობით ათასი ადამიანი მონაწილობდა. დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, მიაჩნიათ თუ არა გამომძიებლებს, რომ ეს სწორედ ის აქციები იყო, რომელსაც მათ მიერ დადანაშაულებული ჯგუფი გეგმავდა.      

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯგუფს სააკაშვილის მთავრობის დამხობით სურდა „კორუფციითა და დაშინებით საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე გავლენის მოპოვება და სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლება“ ამ ქვეყანაში.

 

თბილისის 2009 წლის საპროტესტო ქციებმა მშვიდობიანად ჩაიარა და სააკაშვილმა განაცხადა, რომ დემონსტრაციებს დემოკრატია მოაქვს. დემოკრატიის განმტკიცება მომავალ კვირას საქართველოში ჩასული სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის დღის წესრიგშიც შედის.

 

შარშანდელი საპროტესტო აქციები 2007 წლის დემონსტრაციებს არ გავდა, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ქართულმა პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ხელკეტებით დაარბია.            

 

მაშინ აქციების დროს ქართველმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ სინამდვილეში გადატრიალება იგეგემებოდა, რომლის ორგანიზატორიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყო. საქართველოს მთავრობამ ფარულად ჩაწერა პატარკაციშვილის თანაშემწე, რომელიც  2007 წლის გადატრიალებისთვის   შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის გადაბირებას ცდილობდა.

 

მაშინ ბატონმა პატარკაციშვილმა დაადასტურა, რომ ის 100 მილიონი დოლარის სახით ქრთამს ძალადობის თავიდან აცილებისთვის იხდიდა. პატარკაციშვილი 2008 წელს გარდაიცვალა. ავსტრიულ დოკუმენტში ბატონი პატარკაციშვილი ნახსენები არ არის და არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ მას და შარშან სავარაუდოდ დაგეგმილი გადატრიალების ორგანიზატორებს შორის რაიმე კავშირი არსებობდა.  

 

2009 წლის აქციებთან დაკავშირებული გეგმები – პოლიციის უფრო დიდი 46 გვერდიანი დასკვნის ნაწილია, სადაც მოთხრობილია ჯგუფის აქტივობებზე და სადაც მოხსენიებულია „ქართული ორგანიზებული დანაშაულის ორგანიზაცია“. დოკუმენტი, რომელიც ბოლოდროინდელი,  წლის ამბების დეტალებსაც მოიცავს და ნათქვამია, რომ ეყრდნობა სატელეფონო ჩანაწრებით მოპოვებულ ცნობებს, ამტკიცებს, რომ ჯგუფის ფესვები საქართველოშია, დევნილი  ხელმძღვანელობა საბერძნეთში, ხოლო კუდები – ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში.

 

ავსტრიის ფედერალური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ მარტში ევროპის მასშტაბით ჯგუფის უფრო ფართო საქმიანობის გამო პოლიციამ 48 ეჭვმიტანილი დააკავა. მისი კომენტარი დაპატიმრებებთან და ანგარიშთან დაკავშირებით ამით ამოიწურა.         

 

ავსტრიულ ანგარიშზე კომენტარს არც ვაშინგტონში საქართველოს საელჩო აკეთებს.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯგუფის ერთ–ერთი მოკავშირე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძეა, რომელმაც საქართველო დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა 1995 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა განხორციელდა.

 

საქართველოს ხელისუფლებამ გიორგაძის წინააღმდეგ საქმე ტერორიზმის ბრალდებით აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა, ნათქვამია ანგარიშში.

 

ბატონ გიორგაძეს, რომლიც ბრალდებებს უარყოფს, პარასკევს კომენტარისთვის ვერ დავუკავშირდით.

 

პოლიციის დასკვნის თანახმად, შარშან, საქართველოში გადატრიალების ორგანიზებისთვის, ჯგუფის წევრებმა გიორგაძეს სავარაუდოდ დაახლოებით 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს. შემდეგ გიორგაძემ პოლიციის მხრიდან ძალადობის პროვოცირებისთვის დემონსტრაციების ორგანიზება მოახდინა. ეს იმ მღელვარების პრელუდია უნდა გამხდარიყო, რასაც სააკაშვილის მთავრობის დამხობა უნდა მოჰყოლოდა.      

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამომძიებლები სავარაუდო გადატრიალების მცდელობით დაინტერესებულები იმის გამო არიან, რომ 1 მილიონი დოლარი, რომელიც ქართული ორგანიზაციის სავარაუდო წევრმა რუდიკო გოგუაძემ შეაგროვა ვენის პრესტიჟულ უბანში ქართულ რესტორანს, „ტიფლის“ ფლობს.      

 

პოლიციის ანგარიშის თანახმად, გოგუაძემ სავარაუდოდ აიძულა ერთ–ერთი ქართველი ბიზნესმენი მისთვის რედისონის სასტუმრო „ივერიის“ აქციები ესესხებინა. ჯგუფმა ეს აქციები ერთ–ერთი ამოუცნობი თურქული ბანკიდან 1 მილიონი დოლარის კრედიტის გამოტანისთვის გირაოს სახით გამოიყენა. შემდეგ ამ ფულით ისინი დემონსტრაციებს აფინანსებდნენ, ნათქვამია დასკვნაში.      

 

როდესაც ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბატონი „მიტო“ (სახელი ასე ჟღერს სატელეფონო ჩანაწერებში) 2009 წლის სექტემბერში საკუთარი აქციების წილის დაბრუნება მოინდომა, მის წინააღმდეგ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრები თბილისში ვენიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან ჩაფრინდნენ, ნათქვამია დოკუმენტში.

 

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ შეკრებილმა განგსტერებმა ბიზნესმენს არაოფიციალური სასამართლო მოუწყვეს და ამ ერთი მილიონის კონფისკაცია „მიუსაჯეს“ იმის გამო, რომ მან განგსტერების კანონი დაარღვია, როდესაც საქმის პოლიციისთვის გადაცემით დაიმუქრა.  

 

სატელეფონო საუბარში, ვენაში რესტორნის მფლობელი გოგუაძე ბრალდებებს უარყოფს. მას არ უთქვამს ოფიციალურად ბრალი როდის წაუყენეს, მაგრამ განაცხადა, რომ პროცესს ავსტრიულ სასამართლოში სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს ელოდება. „აქ ყველაფერი ნელა ვითარდება, შესაძლოა ეს სექტებერში ან ოქტომბერში მოხდეს“, – თქვა მან მოახლოებული პროცესის შესახებ.

 

მან უარყო სასტუმროს აქციების მიღებისა და თურქეთში კრედიტის გამოტანის ფაქტი. „არ ვიცი მან ეს რატომ თქვა“, – ამბობს გოგუაძე „მიტოზე“. მან უარყო ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის დასამხობად 1 მილიონი დოლარი გაიღო, მაგრამ სიცილით აღნიშნა: „ერთი მილიონი დოლარი ძალიან დიდი ფულია ისეთ ადამიანზე დახარჯვისთვის, რომელიც არ გიყვარს“.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...