Nukriko Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 მაინტერესებს რა არის ქრისტიანული კულტურა თუ კი მას განყენებულად დავაყენებთ. ანუ არანაირი სეკულარისტული თუ საერო კულტურა. უბრალოდ ქრისტიანული კულტურა, თავის ეკლესიითურთ, ლიტერატურითურთ, ფილოსოფიითურთ და ა.შ და რაც ყველაზე მთავარია, მისი როლი კაცობრიობის ისტორიაში. მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქრისტიანული კულტურა ეს ეკლესიაა უპირველესყოვლისა. ეკლესიის როგორც სოციალური ორგანიზმის როლი საზოგადოებაში. რა მისცა მან საზოგადოებას დადებითი და უარყოფითი. როგორ შეცვალა საზოგადოება ქრისტიანულმა რელიგიამ. შევადაროთ ანტიკური საზოგადოება ქრისტიანულ შუა საუკუნეებრივ საზოგადოებას. მოკლედ და კონკრეტულად ქრისტიანული კულტრაა თქვენს წინაშე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 Nukrikoქუჩურად რომ ვთქვათ, ქრისტიანულმა რწმენამ ერთი სიახლე მოუტანა კაცობრიობას - გაათანაბრა ადამიანი და ღმერთი. ამის მერე ნელ-ნელა დაიწყეს იმის გათავისება, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ღირებულია თავისთავად. მანამდე ასე არ იყო. ამ პროცესის ლოგიკური შედეგი იყო მაგნა კარტა, რამაც თანამედროვე ადამიანს ჩაუყარა საფუძველი. http://en.wikipedia.org/wiki/Magna_Carta ეს წაიკითხე, ძალიან საინტერესოა - ევროსაბჭოს ფოიეში არის უზარმაზარი მოზაიკა, სადაც შუასაუკუნეების ხალხია გამოსახული ხელში ეტრატით, რომელსაც აწერია 'მაგნა კარტა' Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 (edited) აუ პოლიტიკაში გამიხსნია თემა, არა და რელიგიაში ან ისტორიაში ვაპირებდი გამეხსნა, შემთხვევით, მომივიდა Grigქუჩურად რომ ვთქვათ, ქრისტიანულმა რწმენამ ერთი სიახლე მოუტანა კაცობრიობას - გაათანაბრა ადამიანი და ღმერთი. ამის მერე ნელ-ნელა დაიწყეს იმის გათავისება, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ღირებულია თავისთავად. მანამდე ასე არ იყო. ქრისტიანულ კულტურისთვის დამახასიათებელია იერარქია. გარკვეულწილად შუა საუკუნეებში გლეხები ცოდვილებად ითვლებოდნენ და ამიტომ უნდა ემუშავათ (ადამის ცოდვა)ხოლო ღვთისნიერი მეფე და ბარონები კი უცოდველები იყვნენ.. მეორე მომენტია იცი რა, რატომ გახდა საჭირო რენესანსის ეპოქაში ანტიკურობასთან დაბრუნება? პ.ს მოდერატორებს ვთხოვ, რელიგიაში გადაიტანონ ეს თემა Edited July 4, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 ამის მერე ნელ-ნელა დაიწყეს იმის გათავისება, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ღირებულია თავისთავად. მანამდე ასე არ იყო.დასვლურ კულტურას გულისხმობ ალბათ, მაგრამ ქრისტიანობის ისტორიას თუ გადავხედავთ არც მას სემეგ არ ქონია ადამინის სიცოცხლეს დიდი ფასი. ინდუსტრიალიზაციის შემეგ კიდევ შეიცვალა სიტუაცია, ამას დაემატა დარვინის თეორია და მისი პოლით-სოციალური გავლენა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 აუ პოლიტიკაში გამიხსნია თემა, არა და რელიგიაში ან ისტორიაში ვაპირებდი გამეხსნა, შემთხვევით, მომივიდა Grig ქრისტიანულ კულტურისთვის დამახასიათებელია იერარქია. გარკვეულწილად შუა საუკუნეებში გლეხები ცოდვილებად ითვლებოდნენ და ამიტომ უნდა ემუშავათ (ადამის ცოდვა)ხოლო ღვთისნიერი მეფე და ბარონები კი უცოდველები იყვნენ.. მეორე მომენტია იცი რა, რატომ გახდა საჭირო რენესანსის ეპოქაში ანტიკურობასთან დაბრუნება? პ.ს მოდერატორებს ვთხოვ, რელიგიაში გადაიტანონ ეს თემასასწაული პირდაპირ, სასწაული, სახარების თანახმად ყველა ქრისტიანი თანსწორია ეროვნების და სოც. მდგომარეობის მიუხედავად, ეს საერთოდ რასაც წერ არაქრისტიანული, უფრო ძველ აღთქმისეულ აზროვნებას ჰგავს, იმ პერიოდში სიმდიდრე ღვთის წყალობა იყო, ხოლო სიღარიბე ღვთის სასჯელი,ახალ აღთმაში საპირისპირო შEხედულებებიც კია გამოთქმულივთქვათ აქლემი ნემსის ყუნწში უფრო იოლად გაძვრება ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში,ქრისტი თავის მოწაფეებს ფეხებს ბანს და ეუბნება ვინც იქნება თქვენს შორის დაბალი ის იქნება მაღალი,ჯობია წაიკითხოთ სახარება, წაიკითხეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 სასწაული პირდაპირ, სასწაული, სახარების თანახმად ყველა ქრისტიანი თანსწორია ეროვნების და სოც. მდგომარეობის მიუხედავად, ეს საერთოდ რასაც წერ არაქრისტიანული, უფრო ძველ აღთქმისეულ აზროვნებას ჰგავს, იმ პერიოდში სიმდიდრე ღვთის წყალობა იყო, ხოლო სიღარიბე ღვთის სასჯელი,ახალ აღთმაში საპირისპირო შEხედულებებიც კია გამოთქმულივთქვათ აქლემი ნემსის ყუნწში უფრო იოლად გაძვრება ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში,ქრისტი თავის მოწაფეებს ფეხებს ბანს და ეუბნება ვინც იქნება თქვენს შორის დაბალი ის იქნება მაღალი,ჯობია წაიკითხოთ სახარება, წაიკითხეთ შუა საუკუნეებს როგორც ქრისტიანულ კულტურის ნაწილს გამორიცხავ? ჩვენ ვმსჯელობთ ის რაც იყო და არა ის რაც "უნდა" ყოფილიყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 უცხო_პლანეტელიდასვლურ კულტურას გულისხმობ ალბათ, მაგრამ ქრისტიანობის ისტორიას თუ გადავხედავთ არც მას სემეგ არ ქონია ადამინის სიცოცხლეს დიდი ფასი. ინდუსტრიალიზაციის შემეგ კიდევ შეიცვალა სიტუაცია, ამას დაემატა დარვინის თეორია და მისი პოლით-სოციალური გავლენა. დასავლური კულტურა ქრისტიანობის ნაყოფია. რატომ არ განვითარდა ეს იდეები აღმოსავლეთ ქრისტიანობაში, ამაზე ძალიან კარგი ნაშრომები აქვს მე-19 საუკუნის რუს თეოლოგს ვლადიმირ სოლოვიოვს. (ადრეც დავპოსტე ამაზე.) მაგ., გირჩევ გადაიკითხო მისი "Восточный Вопрос" და სხვა ნაწარმოებებიც, რა თქმა უნდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 Grigდასავლური კულტურა ქრისტიანობის ნაყოფიათუ ანტიკურობის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 დასავლური კულტურა ქრისტიანობის ნაყოფიადღევანდელიც და შუა საუკუნეების სამყარო ორივე ქრისტიანული კულტურის ნაყოფია? წიგნის ბეჭვდასთან ერთად რომ შეიცვალა ბევრი რამ ეს ტუ შეგიმჩნევია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 (edited) Nukrikoთუ ანტიკურობის? ორივესი, მაგრამ აქ საუბარი რელიგიაზეა. რელიგიური და მსოფლმხედველური კუთხით - უფრო ქრისტიანობის. სიღრმისეულ საკითხებს ვგულისხმობ. ჩემი იდეები არ არის ეს. Edited July 5, 2010 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 უცხო_პლანეტელიდღევანდელიც და შუა საუკუნეების სამყარო ორივე ქრისტიანული კულტურის ნაყოფია? წიგნის ბეჭვდასთან ერთად რომ შეიცვალა ბევრი რამ ეს ტუ შეგიმჩნევია? ქრისტიანობა ვითარდებოდა ნელ-ნელა. მან მოიტანა რეფორმაცია მე-15-16 საუკუნეებში. 'ახალი ადამიანი' სწორედ რეფორმაციის, უფრო სწორად - პროტესტანტული მრწამსის, პირმშოა. დაწყებული თმის ვარცხნილობით (რაც ინგლისელი პურიტანი 'რაუნდჰედებისგან' მოდის) და დამთავრებული შრომის ეთიკით. არც ეს არის ჩემი აღმოჩენა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 მოდი განვმარტოთ თუ რა არის ქრისტიანული კულტურა 325 წელს ნიკეის კრებით ქრისტიანობა ოფიციალურად რელიგიად გამოცხადდა ანტიკურ კულტურას ანაცვლებს ქრისტიანული კულტურა რენესანსი ეს არის აღორძინება "ანტიკურობის აღორძინება" რენესანსი როგორ შეიძლება იყოს ქრისტიანული კულტურის ნაწილი, იმის მიუხედავად რომ ემსახურებოდა მას? რენესანსი არის პირდაპირ საწინააღმდეგო ქრისტიანულ კულტურისა. რელიგიური და მსოფლმხედველური კუთხით - უფრო ქრისტიანობის. სიღრმისეულ საკითხებს ვგულისხმობ. ამ ღირებულებების წინააღმდეგ მოხდა გალაშქრება განმანათლებლობისა და საფრანგეთის დიდ რევოლუციის დროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 მოკლედ ჰიტლერი რომ ქრისტიანი ყოფილიყო ებრაელების ჰოლოკოსტსაც ქრისტიანობას დააბრალებდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 (edited) Nukrikoრენესანსი როგორ შეიძლება იყოს ქრისტიანული კულტურის ნაწილი, იმის მიუხედავად რომ ემსახურებოდა მას? რენესანსი არის პირდაპირ საწინააღმდეგო ქრისტიანულ კულტურისა. ვაიმეეე, არც კი მჯერა... აქ ნამდვილად ვთანხმდებით... ;) ოღონდ შეიძლება რენესანსის გაჩენის მიზეზებზე ვიდავოთ... მაგრამ ახლა ძალიან მეძინება და მერე კაი? პ.ს. აი ეს ციტირების გაკეთება როგორ ვერ ვისწავლე რა... Edited July 5, 2010 by gruzian_ka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 Nukrikoრენესანსი ეს არის აღორძინება "ანტიკურობის აღორძინება" რენესანსი როგორ შეიძლება იყოს ქრისტიანული კულტურის ნაწილი, იმის მიუხედავად რომ ემსახურებოდა მას? რენესანსი არის პირდაპირ საწინააღმდეგო ქრისტიანულ კულტურისა. აქ მოგდის ძირეული შეცდომა. საქმე იმაშია, რომ რელიგია ქმნის კულტურას და ახდენს ადამიანზე გავლენას იმისდა მიუხედავად, რელიგიურია იგი თუ არა, მორწმუნეა თუ არა. მეტიც, კონკრეტული ადამიანის რწმენას აქვს ნულოვანი მნიშვნელობა ამ საკითხში. ანუ, მიქელანჯელო მორწმუნე იყო თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ის იყო კათოლიკური რწმენის მიმდევარი თავის მსოფლმხედველობით. ზუსტად ასევეა რუსთაველიც ჩვენთან. ეს არის კულტუროლოგიის ანი და ბანი. ანუ, რისი თქმა მინდა, ანტიკურობა კი არ გააცოცხლეს, უბრალოდ 'გაიხსენეს' და ბაძავდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.