planetanews Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 30 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრად გამოცხადებულ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაზიარება[ილია ჩაჩიბაია. 22:32 23-06-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDDT7b53IhI/AAAAAAAAD4w/RBslCYBYSho/s200/vaxanias+ganacheni.gifქუთაისელმა მოსამართლეებმა მარინა სირაძემ, მარინა იმერლიშვილმა და მურთაზ კაპანაძემ მას მხოლოდ 6 თვით შეუმცირეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრებიას და მოწმეების მტკიცებით კი, ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვახანიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახანიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არც ერთხელ არ დასთანხმდნენ. უახლოეს მომავალში საქმე თბილისის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება."ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 ამ კაცმა რა დააშავა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 lasha_aloამ კაცმა რა დააშავა?ნაცებს შეეწინააღმდეგა ჰილარის რომ კითხო კიდე, დემოკრატიაში პროგრესი ფცაქვს დიდი ნაბიჯებით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.