planetanews Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა ქართველი ჩინოვნიკები ჩვიან, რომ ისინი აშშ–ს მხრიდან „შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს“ ექვემდებარებიან და 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ მათი გადაიარაღება იბლოკება. Jane’s Defence Weekly–ში (პუბლიკაცია ინტერნეტით მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი) გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო, რომელსაც იმედი აქვს, რომ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და საკომუნიკაციო აღჭურვილობას გააუმჯობესებს, აშშ–ს მხრიდან იბლოკება: „თუმცა, თბილისში ბაზირებული ნატოს და აშშ–ს პერსონალის თანახმად, არცერთი ამ სისტემის შეძენაზე ქართველებს ხელი არ მიუწვდებათ. ეს ინფორმაცია კომპანია Eurosatory–ის ამერიკელმა და ისრაელელმა წამომადგენლებმაც დაადასტურეს. შეიარაღების გამოფენაზე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც საკომუნიკაციო აღჭურვილობის წამყვანი ამერიკულ კომპანიაში მუშაობს, Jane’s–ს განუცხადა: „ამ კომპანიისთვის წლების განმავლობაში ვმუშაობ და ყველა მათი პროდუქციის, მთელი მათი ტექნოლოგიის შესახებ ვიცი. და მაინც, როდესაც ჩვენ ახალი ევროპული ოფისი გავხსენით, მე იმის უფლებაც კი არ მომცეს გახსნას დავსწრებოდი ან მენახა ის რაც შიგნით იყო – ყველაფერი კი ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო ხდება, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის შეიარაღების მიყიდვის გაგრძელების წინააღმდეგია. „ვერავის გაუგია რა მიზანს ისახავს აშშ–ს მთავრობა, რომელიც ამ გაყიდვებს ბლოკავს. რადიოები და რადარები შეტევითი შეიარაღება არ არის“, – ამბობს თბილისში ბაზირებული კონტრაქტორი, რომლის კომპანიაც საქართველოს არმიის ნატოს სტანდარტებით მომზადებაშია ჩართული. „ქართველებმა დაკარგეს ასევე მათი საჰაერო–თავდაცვითი რადარები რუსეთთან კონფლიქტის დროს და ახლა მათი ჩანაცვლების საშუალება არ აქვთ – მათ არც რაკეტების „დედამიწა–ჰაერის“ შევსება შეუძლიათ, რომლითაც ისინი რუსეთის ავიაციას იგერიებდნენ“. სხვა ქართველი ჩინოვნიკები სიტუაციით იმედგაცრუებულები არიან და აცხადებენ: „აშშ ჩვენთვის ფუჭი საბრძოლო მასალის მიყიდვასაც კი კრძალავს, რომლებიც წრთვნების დროს გამოიყენება. როგორც ჩანს რუსეთთან „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები“. მართლაც მოქმედებს თუ არა ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ? რეალურად არა. EurasiaNet–ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, საქართველოს შეიარაღების შეძენის მხრივ პრობლემები გააჩნია, თუმცა აშშ–ს პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს: (ევრაზიის თავდაცვის ექსპერტის კოლ ჯონ) ჩიკის თქით, პრობლემა ის არის, რომ აშშ–ს აღჭურვილობა ძალიან ძვირია და ტექნოლოგიურად იმაზე ბევრად განვითარებული ვიდრე ეს საქართველოს სჭირდება. საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის რუსული აღჭურვილობა უფრო ადეკვატურია, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებსაც ამ აღჭურვილობით მომარაგების შესაძლებლობა აქვთ, დიდწილად აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია, რომლებიც რუსულ ზეწოლას უფრო ექვემდებარებიან. „არ ვიცი მოქმედებს თუ არა ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას თავად ქართველები ამტკიცებენ, მაგრამ თუკი ისინი შეეცდებიან თავდაცვითი შეიარაღების შეძენას (საჰაერო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო და მსგავსი აღჭურვილობა), ხოლო მიმწოდებელი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ მათ ეს არ მიყიდონ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს უსაფრთხოება, თუკი ისინი თავდაცვას ვერ შეძლებენ?“ კითხულობს ჩიკი. შეიარაღებით ვაჭრობაზე კონტროლის ორგანიზაცია SIPRI–ს ინფორმაციით საქართველომ ახლახანს გარკვეული შეიარაღება შეიძინა: თურქეთისგან 70 Ejder–ის ჯავშანმანქანა და 32 ტანკი უკრაინისგან, 20 T-72 და 12 T-84. ასე რომ პრობლემა ის არის, რომ აშშ არ აძლევს საქართველოს არანაირ შეიარაღებას. ახლა თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ აშშ უნდა იყოს უფრო მონდომებული იმაში, რომ საქართველომ შეძლოს გადაიარაღება, მაგრამ ამას და ემბარგოს შორის დიდი სხვაობაა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts