Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კასილასი:”რეინა ფენომენალურია”


Recommended Posts

http://3.bp.blogspot.com/_Bh-pxhxdImY/SGRoEPT0rgI/AAAAAAAAAao/K8gcg-yLhbo/s400/casilas.jpg

 

გუშინ შაბათს გაიმართა მატჩი ესპანეთსა და პარაგვაის შორის, ამ მატჩში კასილასმა ოსკარ კარდოზოს მიერ დარტყმული პენალტის მოგერიება შეძლო მისი თქმით ამაში ყველაზე დიდი როლი ლივერპულის მეკარეს პეპ რეინას მიუძღვის.

 

ესპანეთმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა, მეტიც რეინას კარგად რომ არ ეთამაშა და პენალტი არ მოეგერიებინა შესაძლებელი იყო ესპანეთი დამარცხებულიყო. ესპანელებმა გოლის გატანა მატჩის მიწურულს შეძლეს კონკრეტულად ეს კი ესპანეთის საუკეთესო ფორვარდმა დავიდ ვილიამ გააკეთა. სანამ კარდოზო პენალტს დაარტყავდა კასილასს რეინა ელაპარაკა, რეინამ კარდოზოს დარტმული პენალტი ვერ მოიგერია ევროპის ლიგაზე ლივერპულსა და ბენფიკას დაპირისპირების დროს.

 

კასილასი:“პეპემ მითხრა თუ საით დაარტყავდა კარდოზო, რეინა უმაღლესი კლასია შესანიშნავი მეკარეა იგი ფენომენალური მოთამაშეა”.

 

ესპანელებმა გერმანელებს 2008 წელს ევროპის ჩემპიონატში ფინალში სძლიეს მინიმალური ანგარიშით 1:0, გოლის გატანა ლივერპულის ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა შეძლო. კასილასმა დაამატა.

 

კასილასი:“გერმანია უმაღლესი დონის ნაკრებია და მათ ძალიან შორს წასვლა შეუძლიათ”. “ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად მათ წინააღმდეგ და პატივი უნდა ვცეთ ჩვენ მეტოქეს ამ შემთხვევაში კი გერმანელებს”.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...