planetanews Posted July 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/NewsImg.aspx-300x213.jpgუბედური შემთხვევა მახინჯაურში. რკინიგზის სადგურის მიმდებარე სანაპიროზე 11 წლის გოგიტა გუნდაძე დაიხრჩო. თვითმხილველთა თქმით, მოზარდი სანაპიროზე დასთან და დედასთან ერთად მივიდა, წყალში ჩაყვინთა და მოულოდნელად გაუჩინარდა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მოზარდმა ცურვა არ იცოდა. ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ მაშველების დროულად მისვლის შემთხვევაში, ბავშვის გადარჩენა შესაძლებელი იყო. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ჯგუფი 10 წუთში გამოცხადდა და ცხედარიც რამდენიმე წუთში ამოიყვანეს, მაგრამ გარდაცვალების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდი აკრძალულ ტერიტორიაზე ჩავიდა საბანაოდ, სადაც სამაშველო საგუშაგო არ არის. მაშველები მოუწოდებენ დამსვენებლებს, აკრძალულ ტერიტორიებზე ბანაობისგან თავი შეიკავონ. წყარო: 1 არხი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts