Jump to content
Planeta.Ge

ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ მიმართ ზეწოლების ახალი ტალღა დაიწყო!


Recommended Posts

მას შემდეგ, რაც ტელეკოპანია „თრიალეთმა“ ,,მაესტროს“ გადაცემების რეტრანსლირება დაიწყო, ყოველდღიურად მიმდინარეობს ზეწოლები, როგორც ჟურნალისტებზე, ასევე ტელეკომპანიის ხელმძღვანელებზე.

 

დღესაც მორიგი ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა. ამჯერად ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ დაფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილს გორში საპატრულო პოლიცია აჩერებს და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ჯერ სიმთვარალის ტესტზე ამოწმებენ ხოლო მას შემდეგ რაც ნასვამობა არ დაუდასტურდა უკვე ავტომობილის საბუთებით ინტრერესდებიან, როგორც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ვინმე ალთუნაშვილმა და ასლანიშვილმა, ნანეტაშვილს განუცხადეს თითქოს მისი ავტომანქანა მონაცემთა ბაზაში არ იმყოფება და გადამოწმება მიმდინარეობს.

 

ნანეტაშვილს აღნიშნული ავტომანქანა უკვე წლებია რაც ჰყავს და დღემდე ამ მიმართულებით პრობლემები არ შექმნია,

 

დაახლოებით 45 წუთში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წერიგშია.

 

ამ პერიოდის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მხრიდან ნანეტაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლისა და დამცირების ფაქტებს. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიცია ბრძანებას ასრულებდა, რომელიც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელისგან ვლადიმერ ჯუღელისგან მიიღეს.

 

ამასთანავე, სამართალდამცველებს განსაკუთრებული ყურადღება აქვს გამახვილებული „თრიალეთის“ თანამშრომლებზე და სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან სპეც სამსახურების მანქანები, რაც ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე.

 

ტელეკოპანია „თრიალეთის“ ეთერში ,,მაესტროს“ გაშვების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტელეკომანია ,,თრიალეთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან პირველი ზეწოლის შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ, სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს მოხდა, როდესაც ტელეკომანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილსა და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმაინობაში ხელი შეუშალეს, კამერა წაართვეს, გადაღებული მასალა წაუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომანია ,,თრიალეთმა“ გორის საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, ამ დრომდე, არც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და არც გამოძიება დაიწყო.

 

აღნიშნულ ქმედებებს, ტელეკომანია ,,თრიალეთი“ ,,მაესტროს“ ეთერში გაშვებას უკავშირებს.

 

მივმართავთ მხარდაჭერისთვის, ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, სხადასხვა ქვეყნის საელჩოებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 

განსაკუთრებული იმედი გვაქვს ამერიკის საელჩოს, უშუალოდ, ელჩის ბატონ ჯონ ბასის მხარდაჭერის, რომელმაც თანადგომა „თრიალეთის“ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზეც გამოგვიცხადა,

 

მოვითხოვთ მოგვეცეს საშუალება, რომ ობიქეტურად და სამართლიანად შევასრულოდ პროფესიული საქმიანობა. გვინდა რომ ჩვენი ტელევიზია ემსახურებოდეს თავისუფლალ სიტყვას, სიმართლეს, მაგრამ ვთვლით, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ვართ დაუცველი, რადგან გვებრძვის უზარმაზარი ძალა და არსებობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საშიშროვება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მას შემდეგ, რაც ტელეკოპანია „თრიალეთმა“ ,,მაესტროს“ გადაცემების რეტრანსლირება დაიწყო, ყოველდღიურად მიმდინარეობს ზეწოლები, როგორც ჟურნალისტებზე, ასევე ტელეკომპანიის ხელმძღვანელებზე.

ამასთანავე, სამართალდამცველებს განსაკუთრებული ყურადღება აქვს გამახვილებული „თრიალეთის“ თანამშრომლებზე და სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან სპეც სამსახურების მანქანები

ტელეკოპანია „თრიალეთის“ ეთერში ,,მაესტროს“ გაშვების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტელეკომანია ,,თრიალეთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.

მე ის კი არ მიკვირს ზეწოლა რომ არის, არამედ მიუხედავად ზეწოლისა...ხალხი რომ მაინც მუშაობს და არ ნებდება გარემოებებს...

 

პ.ს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ ჟურნალისტებისთვის სამართალდამცავები , როგორც მტრები ისე არ არიან ფსიქოლოგიურად აღქმულები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ის კი არ მიკვირს ზეწოლა რომ არის, არამედ მიუხედავად ზეწოლისა...ხალხი რომ მაინც მუშაობს და არ ნებდება გარემოებებს...

 

პ.ს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ ჟურნალისტებისთვის სამართალდამცავები , როგორც მტრები ისე არ არიან ფსიქოლოგიურად აღქმულები!

 

 

ეს გაპოლიტიზირებული სამართალ დამცავები საქართველოს პრობლემა იყო და ჯერ იქნება ალბათ. ან კიდევ რა სამართალმდაცავებია როდესაც პოლიტიზირებულნი არიან.

ალბათ ოდესმე მოგვიწევს საერთოდ შსს გაუქმება და თავიდან ჩამოყალიბება.

 

პ.ს. ვიცი ეხლა სატურნი დასწერს რომ ეს ასე არაა და წინასწარ გავცემ პასუხს. თვით სატურნს თუ დავაკვირდებით პოლიტიზირებულზე პოლიტიზირებულია. :givi:

 

პ.ს. რა სჭირს ფორუმს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ალბათ ოდესმე მოგვიწევს საერთოდ შსს გაუქმება და თავიდან ჩამოყალიბება.

მიშამაც ასე დაიწყო, მარა შემდეგ ისევ ძველი კადრებით გამოტენა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მიშამაც ასე დაიწყო, მარა შემდეგ ისევ ძველი კადრებით გამოტენა ...

 

100% სტრუქტურის დაშლა არარეალურია, მაგრამ ძირლად არი შესაცვლელი მაღლი ეშელონები. ამასთან ერთდა მისაღებია კანონი და ყოველგვარი "მიშას გაუმარჯოს" არის დასასჯელი და ეს მკაცრად.

უნდა გამოძიებულ იქნას და სისხის სამართლის პასუხგებაშია მისაცემი ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა.

მოკლედ ერთხელ არის გასაკეთებელი ის რაც არასოდეს გაკეთებულა, რომ მომავალში არასოდეს არ განმეორდეს ასეთი რამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...