planetanews Posted July 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 3, 2010 "დაიცავი საქართველოს" პრესსამსახურმა ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი გაავრცელა, რომელიც მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ეხება. გაზიარება[18:33 03-07-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TC8YVbZZPBI/AAAAAAAAD4A/rxrAGGuWMYk/s200/levani.jpgლევან გაჩეჩილაძის კომენტარს უცვლელად გთავაზაობთ: "ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის მზად ვარ, წავიდე მოსკოვში პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებთან შესახვედრად; ამ დღეებში იყო ჩემი მოსკოვში წასვლის შესაძლებლობა, თუმცა ვერ ვახერხებ წასვლას, მაგრამ მომავალში რუსეთში ვიზიტისათვის მზად ვარ", - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.ხუთშაბათს "ინტერპესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე რუსეთში მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან ჩასვლას გეგმავდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ ნოღაიდელია იმ შეხვედრების ორგანიზატორი, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე რუსულ პოლიტიკურ წრეებთან აპირებს. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან ლევან გაჩეჩილაძის თანაგუნდელები თავს იკავებდნენ. როგორც სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე აცხადებდნენ, ამის შესახებ არაფერი იციან. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რიგით მერვე ვიზიტით მოსკოვში 28 ივნისს გაემგზავრა და საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელს შეხვედრები აქვს "ედინაია რასიასა" და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან."ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts