Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაობას შეუდგა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/vardzelasvili-ladd-1_big.jpgსპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლადო ვარძელაშვილი მუშაობას შეუდგა . ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა დღეს წარუდგინა. როგორც პრემიერმა განაცხადა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ფაქტობრივად, გუშინ ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ცალკე სამინისტროს შექმნა სწორი გადაწყვეტილება იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

“ამ ახალი უწყების ახალ ხელმძღვანელს ყველა იცნობს, ვინაიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი ლადო ვარძელაშვილის ჩამოყალიბებულია და მას ამ დეპარტამენტში ბევრი რამ გაუკეთებია. მან იცის იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დეპარტამენტში არსებობს და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლადო ვარძელაშვილს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან შიდა ქართლის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტზე გაწია.თავად ლადო ვარძელაშვილმა კი განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში ბევრი ღვაწლმოსილი და გამოცდილი თანამშრომელია.

 

“ბევრი გაკეთებული საქმე სწორედ თქვენი დამსახურებაა. არ ვაპირებ არანაირ საკადრო ცვლილებას. მთავარია, რომ შევქმნათ მძლავრი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს ამ მიმართულებით პოლიტიკას. ცალკე სამინისტროს შექმნა მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან დიდი ნდობაა” – განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...