planetanews Posted July 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 3, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/qobalia-300x200.jpgპრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, ვერა ქობალია წარუდგინა. წარდგენისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სამინისტროში ბევრი მინისტრი გამოიცვალა, თუმცა გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვერა ქობალია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად უხელმძღვანელებს ამ უწყებას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ეკონომიკური განვითარების მხრივ ჩვენ ორი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს. ეს არის კერძო ინვესტიციების მოზიდვა და პრივატიზაცია. ეს ორი მიმართულება ეკონომიკის სამინისტროს უშუალოდ განკარგულებაშია და სწორედ ამ პრობლემების მოგვარება იქნება ახალი მინისტრის და ასევე თანამშრომლების მთავარი ამოცანა”, – აღნიშნა ნიკა გილაურმა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> მისივე თქმით, ვერა ქობალია სწორედ კერძო სექტორიდან მოდის, უცხოეთში მას ჰქონდა წარმატებული ბიზნესი; იცის, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ინვესტორებთან. ამდენად, პრემიერი იმედოვნებს, რომ ახალი მინისტრი ინვესტიციების მოზიდვისა და პრივატიზაციის ტემპის მხრივ წარმატებებს მიაღწევს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გაწია.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> თავად ვერა ქობალიამ კი განაცხადა, რომ ძალიან ცოტა დრო დ ძალიან ბევრი საქმეა. ”თუ ჩვენ არ გვინდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ვიყოთ ტურისტები, დავისვენოთ შაბათ-კვირას და მივცეთ ოკუპანტებს საშუალება, მართონ ქვეყანა; ხოლო თუ გვინდა, რომ ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიმუშაოთ შეუსვენებლად”, – განაცხადა ვერა ქობალიამ. მან წარდგენის შემდეგ მოკლე ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის და ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებზე მუშაობასაც გეგმავს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “უმთავრესი პრიორიტეტი არის დასაქმება და ამას უნდა მივაღწიოთ უპირველესად სოფლის მეურნეობის განვითარებით, ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის 25 პროცენტი სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული”, – განაცხადა ვერა ქობალიამ. მისივე თქმით, აპირებს, განსაკუთრებით გაძლიერებულად იმუშაოს ინვესტიციების მოზიდვაზე, პრივატიზაციასა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზე. ახალი მინისტრის წარდგენას მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts