Jump to content
Planeta.Ge

FREEDOMHOUSE-ის ყოველწლიური დასკვნები


Recommended Posts

ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შესახებ ფრიდამ ჰაუსის დასკვნებს საქართველოში არსებული დამოკრატიის ხარისხზე და მის დინამიკას.

 

სკალაში უმაღლესი დადებითი შეფასება არის 1, უმდაბლესი 7.

 

ინგლისურის არმცოდნეთატვის ტერმინებსაც გადავთარგმნი:

 

Electoral Process - საარჩევნო პროცესი

Civil Society - სამოქალაქო საზოგადოება

Independent Media - დამოუკიდებელი მედია

Governance* - ხელისუფლება

National Democratic Governance - ცენტრალური ხელისუფლება

Local Democratic Governance - ადგილობრივი ხელისუფლება

Judicial Framework and Independence - სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი

Corruption - კორუფცია

 

http://www.freedomhouse.hu/images/nit2009/georgia-final.pdf

 

 

 

 

* 2005 წლიდან ფრიდამ ჰაუსი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს ცალც-ცალკე აფასებს.

post-4347-071038800 1278163097_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ჩათვალე ეს ცხრილი არის დღიური, სადაც დემოკრატიის სხვადასხვა მიმართულებებში ნიშნებს გვიწერს მსოფლიოში ულაპარაკოდ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია ფრიდამჰაუსი.

ფრიდამჰაუსი ყოველწლიურად ყველა ქვეყანაში აწარმოებს დაკვირვებებს და წლის ბოლოს დასკვნებს დებს თუ როგორია დემოკრატიისა და თავისუფლების დონე და ხარისხი.

ამ დღიურში შეფასების 7 ბალიანი სისტემით იწერება ნიშნები. საუკეთესო ნიშანი არის 1, შემდეგ 2, 3 და ა.შ. ანუ რაც უფრო დაბალია ნიშანი, მით უფრო მაღალია დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხი და პირიქით. კარგად დააკვირდით დინამიკას წლების მიხედვით და ნიშნებს.

 

მოდი სულ დაბლიდან დავიწყოთ, სადაც Democracy Score წერია. ეგ არის ჯამური შეფასება ქვეყანაში არსებული დემოკრატიის. 1999 წლიდან დღემდე საერთო დინამიკა უარყოფითია და თითქმის ერთი პუნქტით გაუარესდა.

ყველაზე კატასტროფული სიტუაცია არის ცენტრალური ხელისუფლების შეფასებაში, რომელსაც პრაქტიკულად უმდაბლესი შეფასება, 6.00 ბალი აქვს. 7.00 მხოლოდ იმ შემთხვევებში იწერება როცა ის საერთოდ ფიზიკურად არ არსებობს. დინამიკასაც დააკვირდით საარჩევნო წლებში განსაკუთრებით გაუარესდა მათი ნიშნები.

მთლად ასეთი უმდაბლესი ნიშნები არ უწერიათ, მაგრამ უფრო უარესი დინამიკა აქვთ საარჩევნო პროცესის შეფასებისას. საუკეთესო ნიშანი 2007-ში უწერიათ, მაშინ როცა არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა აქ. :) ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი არის 2003 და 2009 წლების შეფასება. რის გამოც ვარდების რევოლუცია მოაწყვეს იგივე გააკეთეს თავად ნაცებმა.

სამოქალაქო საზოგადოებას უფრო გაზრდილად მიიჩნევენ ვიდრე იგივე ვარდების რევოლუციის დროს. ასე რომ თავად განსაჯეთ რამდენად აქვს საფუძველი ზოგიერთს რომ საზოგადოებას ცინიკურად "ბრძენი ქართველი ხალხი" უწოდოს, სწორედ ბრჭყალებში ჩასმულის ინტერპრეტაციით და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

ადგილობრივ ხელისუფლებას დადებითი დინამიკა აქვს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან 2006 წლამდე მოგეხსენებათ იურიდიულად პირდაპირ პრეზიდენტი ნიშნავდა დიდი ქალაქების მერებს, ეხლა მართალია ფორმალურად, მაგრამ მაინც საკრებულო ნიშნავს.

სასამართლო ხელისუფლება სამწუხაროდ მხოლოდ ქვევით მიექანება და ბოლო წლებია მიცვალებულის კარდიოგრამასავით სწორი ხაზი აქვთ გავლებული ფსკერზე.

რაც შეეხება კორუფციას, დააკვირდით ამ მხრივ ყველაზე უარესი მაჩვენებლები გვაქვს 2003-2004-2005 წლებში, ანუ ნაცების მმართველობის პირველ წლებში როცა გაკულაკებები მიდიოდა და საფუძველი დაედო საქართველოში ახალი კლანების შექმნას. საერთო შეფასებით აგრერიგად გაპიარებული დამარცხებული კორუფცია სულაც არ გახლავთ დამარცხებული. ამ სკალის მიხედვით აშკარად არ გამოიყურება იმაზე ბევრად უკეთ ვიდრე შევარდნაძის დროს იყო.

 

უცნაურია რომ ამ დასკვნაზე აქამდე თემა არ გქონდათ გახსნილი.

 

P.S. არცერთი ნაცი ამ თემას არ გამოეხმაურება ვიცი და თუ გამოეხმაურება აუცილებლად რამე "აბა, გრეჩიხა ჯობდა?!" პასუხს მოთხრის. ეჰ...სანამ დროა აიღეთ ხელში მართლა თოხები და ფიწლები და დაკეპეთ აი კალოშიანი ყვარყვარეები თორე მაგათ თავისით კი არ მობეზრდებათ ან ნამუსი კი არ შეაწუხებთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, რაღა შორს წავიდეთ, ფორუმ ჯიზე ბენდუქიძის რაღაც ტრაწიანი ნაჯღაბნის გარჩევა

იყო, ხოდა მეც დავაფიქსირე ჩემი აზრი,

 

ნუ ძალიან მოკლედ სამი სიტყვით რუსულად გავაგზავნე ბენდუ იქ სადაც ჯერ არს

ხოდა ზაზაბიჩმა 2013 წლამდე ბანი დამადო :yes:

 

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=34135627&st=0

 

მაშინ როდესაც ამ იუზერისთვის არაფერი არ უქნიათ :(

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე რა მაგარია, ამ სკალის მიხედვით ერთადერთი რაც დემოკრატიის საშუალო სტანდარტებთან მეტ-ნაკლებად ახლოს დგას სწორედ ის ბრძენი ქართველი ხალხია, რომელზეც ამდენს კაიფობენ ზოგიერთები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

1999 წლიდან დღემდე საერთო დინამიკა უარყოფითია და თითქმის ერთი პუნქტით გაუარესდა.

რეალურად ასეა...

ყველაზე კატასტროფული სიტუაცია არის ცენტრალური ხელისუფლების შეფასებაში, რომელსაც პრაქტიკულად უმდაბლესი შეფასება, 6.00 ბალი აქვს. 7.00 მხოლოდ იმ შემთხვევებში იწერება როცა ის საერთოდ ფიზიკურად არ არსებობს.

ეს ვერ გავიგე, ანუ ვცენტრალური ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს? ვერ დავეთანხმები...

სამოქალაქო საზოგადოებას უფრო გაზრდილად მიიჩნევენ ვიდრე იგივე ვარდების რევოლუციის დროს.

სწორი დასკვნაა. პოლიტ ელიტა დარჩა ძველ დროში

სასამართლო ხელისუფლება სამწუხაროდ მხოლოდ ქვევით მიექანება და ბოლო წლებია მიცვალებულის კარდიოგრამასავით სწორი ხაზი აქვთ გავლებული ფსკერზე.

გინდა ქვევით გინდა ზევით, რაც არ არის არ არის)))

უცნაურია რომ ამ დასკვნაზე აქამდე თემა არ გქონდათ გახსნილი.

ასე დაწვრილებით მარტო შენ ახსენი...მადლობა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ძალიან მოკლედ სამი სიტყვით რუსულად გავაგზავნე ბენდუ იქ სადაც ჯერ არს

ხოდა ზაზაბიჩმა 2013 წლამდე ბანი დამადო

 

 

http://forum.ge/?f=2...c=34135627&st=0

 

მაშინ როდესაც ამ იუზერისთვის არაფერი არ უქნიათ

 

მაგას გეუბნებოდით იქით თემაში. :)

 

 

 

P.S. არცერთი ნაცი ამ თემას არ გამოეხმაურება ვიცი და თუ გამოეხმაურება აუცილებლად რამე "აბა, გრეჩიხა ჯობდა?!" პასუხს მოთხრის. ეჰ...სანამ დროა აიღეთ ხელში მართლა თოხები და ფიწლები და დაკეპეთ აი კალოშიანი ყვარყვარეები თორე მაგათ თავისით კი არ მობეზრდებათ ან ნამუსი კი არ შეაწუხებთ...

 

 

თვითონ თბილად არიან,მაგრამ მოვა დრო და აყიყინდებიან.სამსახურის დაკარგვის შემდეგ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

თვითონ თბილად არიან,მაგრამ მოვა დრო და აყიყინდებიან.სამსახურის დაკარგვის შემდეგ.

სკოლებში წმენდა დაიწყო...არადა მასწავლებლების დიდი ნაწილი ნაცაქტივისტობდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

სიტუაციის გაკონტროლება რა შუაშია, ფრიდამჰაუსი დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხს იკვლევს ანუ მიიჩნევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ძალიან ძალიან შორს დგას იმისგან, რასაც დემოკრატიული ხელისუფლება ქვია + საკუტარ სტრუქტურებს მართავენ არა ხალხისთვის, არამედ გარკვეული კლანებისთვის სასარგებლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ტუაციის გაკონტროლება რა შუაშია, ფრიდამჰაუსი დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხს იკვლევს ანუ მიიჩნევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ძალიან ძალიან შორს დგას იმისგან, რასაც დემოკრატიული ხელისუფლება ქვია + საკუტარ სტრუქტურებს მართავენ არა ხალხისთვის, არამედ გარკვეული კლანებისთვის სასარგებლოდ.

ეს მიშისტებს უთხარი...მართლა სექტად ჩამოყალიბდნენ და ერთხმად ხარობენ აყვავებულ საქართველოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სკოლებში წმენდა დაიწყო...არადა მასწავლებლების დიდი ნაწილი ნაცაქტივისტობდა.

 

 

საქართველოში ხალხი ერთი დღით „ცხოვრობს“ და იმას არ ფიქრობენ შვილებს რა ცხოვრებას დაუტოვებენ.ღირსები არიან მეთქი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...