planetanews Posted July 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 3, 2010 გუშინ, გვიან ღამით, მეორე 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა ურუგვაისა და განის ეროვნულ გუნდებს შორის, სადაც პენალტების სერიის წყალობით ურუგვაელები ნახევარფინალში გავიდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმი აფრიკელებმა მოიგეს - თავი მუნტარიმ გამოიჩინა. შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის 55-ე წუთზე დიეგო ფორლანმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. მატჩის დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და შესაბამისად დამატებითი დროც დაინიშნა. თუმცა განვლილ 30 წუთში გოლი არ გასულა, რის შემდეგად თერთმეტმეტრიანების სერია გაიმართა, სადაც სამხრეთ ამერიკელებმა 4:2 გაიმარჯვეს. ურუგვაის ნაკრები 1/2-ფინალში ჰოლანდიას დაუპირისპირდება. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts