Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ესპანეთი V პარაგვაი – პრევიუ


Recommended Posts

http://i070.radikal.ru/1007/43/512c062c27b8.jpg

 

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურისთვის სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ წამყვან გუნდად მიჩნეულ პარაგვაის შეერკინება. მომავალ მატჩს დღეს თბილისის დროით 22:30 საათიდან იოჰანესბურგის “ელის პარკ სთედიუმი” უმასპინძლებს, მთავარი არბიტრი კი ფიფა-ს მორიგი “აღმოჩენა” გვატემალელი კარლოს ბატრესი იქნება.

 

გასულ ეტაპზე ესპანელებმა პორტუგალიას 1:0 სძლიეს, პარაგვაელებმა კი იაპონელებს პენალტების სერიაში აჯობეს. შესაბამისად, გუნდების მწვრთნელები ისე კმაყოფილნი დარჩნენ, რომ სასტარტო შემადგენლობებში ცვლილებების შეტანას არ აპირებენ.

 

ვისენტე დელ ბოსკეს კრებულში ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა, რაულ ალბიოლი “ფურია როხას” წამყვან მოთამაშედ მაინც არ მიიჩნეოდა, ამდენად, ევროპელებს სადარდებელი არაფერი უნდა ჰქონდეთ. კიდევ უფრო უკეთ გახლავთ საქმე დისკვალიფიკაციების მხრიც. ანდა, რომელ სასჯელზეა საუბარი, როდესაც მთელი ტურნირის განმავლობაში, ესპანელებს ერთადერთი (!) ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული.

 

პორტუგალიასთან მერვედფინალში გაფრთხილებას ხაბი ალონსო გამორჩა და ცხადია, თუკი ამგვარად დღევანდელ მატჩშიც დაისჯება, ნაკრების მომავალი თამაშის გამოტოვება მოუწევს. პარაგვაელთა მხრიდან ანალოგიური საფრთხის წინაშე ენრიკე ვერა, კრისტიან რივეროსი და როკე სანტა კრუსი დგანან.

ცნობისთვის, ესპანეთსა და პარაგვაის ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ სამჯერ უთამაშიათ. აქედან ორი მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა, 2002 წელს კი პირენელებმა 2:0 იმარჯვეს.

 

“მომავალ შეხვედრაში გამარჯვებას ის გუნდი შეძლებს, რომელსაც ნახევარდაცვის ხაზში უპირატესობას მოიპოვებს. ყველამ იცის, რომ ესპანელებს ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვთ, ამდენად, მძიმე წუთების გადატანა მოგვიწევს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ დავიდ ვილიასაც, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს ჩინებულ ფორმაში შეხვდა. იმედია, მისი წარმატებული სვლა სწორედ ჩვენთან მატჩში შეწყდება”, – აღნიშნა პარაგვაელთა თავკაცმა ხერარდო მარტინმა, რომლის ნაკრებმაც მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა პირველად შეძლო, აქამდე კი მერვედფინალებში მუდმივად ევროპელებთან მარცხდებოდა.

 

საკუთარი აზრი გამოთქვა ვისენტე დელ ბოსკემაც. “პარაგვაელთა შეუფასებლობა არ ღირს. ამ გუნდს არა მარტო კარგი დაცვა, არამედ ჩინებული შეტევის ხაზიც ჰყავს. გამარჯვებას მხოლოდ სრული კონცენტრაცია მოგვიტანს და ეს, ყველა ჩვენთაგანს კარგად აქვს გათავისებული”.

 

 

3 ივლისი. 22:30. იოჰანესბურგი. “ელის პარკ სთედიუმი”.

პარაგვაი – ესპანეთი

 

სავარაუდო შემადგენლობები

პარაგვაი: ვილარი (“ვალიადოლიდი”, ესპანეთი), კანისა (“ლეონი”, მექსიკა), ალკარასი (“ბრიუგე”, ბელგია), და სილვა (“სანდერლენდი”, ინგლისი), მორელი (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), რივეროსი (“სანდერლენდი”, ინგლისი), ბონეტი (“ოლიმპია”), ვერა (“კიტო”, ეკვადორი), სანტა კრუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ბარიოსი (“დორტმუნდი”, გერმანია), ვალდესი (“დორტმუნდი”, გერმანია),

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

 

ესპანეთი: კასილიასი (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), პიკე (“ბარსელონა”), პუიოლი (“ბარსელონა”), კაპდევილა (“ვილიარეალი”), ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ხავი (“ბარსელონა”), ხაბი ალონსო (“რეალი”), ინიესტა (“ბარსელონა”), დავდ ვილია (“ბარსელონა”), ტორესი (“ლივერპული”, ინგლისი).

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...