Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჰოლანდიის მეტოქე გაირკვა


Recommended Posts

http://img.skysports.com/10/07/800x600/Uruguay-v-Ghana-Luis-Suarez-shoulders_2473481.jpg

 

გუშინ ღამე მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰოლანდიელების ნახევარფინალის მეტოქე გაირკვა.

 

პირველი30წუთი უპირატესობას ურუგვაელები ფლობდნენ და რამოდენიმე შანსი ჰქონდათ ანგარიში გაეხსნათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთებში განელებმა უპირატესობა მოიპოვეს,45წუთზე კი მუნტარის შორეული დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. მეორე ტაიმში ურუგვაის ფეხბურთეკები ცდილობდნენ ანგარიში გაეთანაბრებინათ თუმცა განელები ამის მცირე შანსსაც არ აძლევდნენ, დიეგო ფორლანმა კი 55 წუთზე თავისი ოსტატობა გამოიყენა და საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 76 წუთზე კავანის მაგივრად აბრეუ გამოვიდა რამაც ურუგვაელთა შემტევითი პოტენციალი გააძლიერა და ბოლო 15 წუთი სამხრეთ ამერიკელებმა შეტევაში მკვეთრი უპირატესობა მოიპოვეს. დამატებით დროში ორივე გუნდი დაღლილი იყო, მაგრამ ბოლო წუთებში უპირატესობა მაინც აფრიკელებმა იგდეს და 122 წუთზე სუარესი იძულებული გახდა საგოლე ბურთი ხელით გაეჩერებინა პენალტის ნიშნულთან ასამოა გიანი მივიდა რომელიც პენლების სიზუსტით გამოირჩევა, მაგრამ იღბალი როგორც ჩანს ურუგვაელთა მხარეს იდგა, მატჩში საუკეთესო ასამოა გიანმა ბურთი ზედა ძელს მოარტყა და განელებს ნახევარფინალში თამაშის შანსი დააკარგვინა, სუარესმა კი გუნდი გადაარჩინა თუმცა ეს მას ნახევარფინალის გამოტოვების ფასად დაუჯდა. თერთმეტრიანებში ურუგვაელთა მეკარემ ორი პენალტის აღება მოახერხა რამაც ურუგვაელებს ნახევარ ფინალში თამაშის უფლება მოაპოვებინა. ურუგვაელები ჰოლანდიელებს 6 ივლისს 22:30 გაიმართება.

 

 

ურუგვაი 1:1 განა (პენ 4:2)

გოლები: ფორლანი 55′ – მუნტარი 45+2′.

ურუგვაი: მუსლერა – მ. პერეირა, ლუგანო (სკოტი), ვიქტორინო, ფუსილე – პერესი, რიოსი, ა.ფერნანდესი (ლოდეირო) – კავანი (აბრეუ), სუარესი, ფორლანი.

განა: კინგსონი – სარპეი, მენსა, ვორსა, პეინტსილი – ანანი, ინკუმი (აპია), მუნტარი (ადია), კ.ასამოა, ბოატენგი – გიანი.

გაფრთხილება: ფუსილე, რიოსი, პერესი – პეინტსილი, სარპეი, მენსა.

გაძევება: სუარესი 120+1′.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...