planetanews Posted July 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/eka1-300x272.jpgმათ ბევრი რამ აერთიანებთ: სახელი, მშობლიური ქალაქი, პროფესია. . . ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე ვაშინგტონში. ამის მიუხედავად, დღემდე ქუთაისური აქცენტით საუბრობენ. ეკა ფირცხალავა ლაგოდეხში, “რადიო ჰერეთში” გავიცანი. თავიდან მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა რთული იქნებოდა. ქვეყანა შემოვიარე და მისი მადლიერი გელა მთივლიშვილის გარდა, ჟურნალისტურ წრეებში ვერავინ ვნახე. ეს ისე წინასიტყვაობისთვის, თორემ ფირცხალავა რაშუაშია? ეს პოსტი სულ სხვა ეკას ეკუთვნის! ******* ვაშინგტონიდან სპეციალურად ჩვენთვის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტებთან, ტელევიზიის კურსის სასწავლებლად ჩამოვიდა. რომ გავიგე ეკა ერქვა და ქუთაისელი იყო, თავიდან ცუდათ გავხდი, მაგრამ, მოგვიანებით გავარკვიე, რომ მატმხოლოდ სახელები და ქალაქი ჰქონდათ საერთო. ეკა გურგენიძემ პირვველ ლექციაზე ცოტა “ისწერვა”, მეორეზე მისაყვედურა, მესამეზე კი რამის ანათემას გადამცა. მიზეზი მეორეს და მესამე შემთხვევაში ჩემი 10 წუთიანი, პირველზე კი, თავისი ორ საათიანი დაგვიანება იყო. თავიდანვე ვფიცოდი, რომ რადგან ქუთაისელი იყო და ეკა ერქვა, არ მომეწონებოდა. მაგრამ სამუშაო პროცესი იმდენად მიმზიდველი და საინტერსო აღმოჩნდა, რომ გურგენიძის გამო, ტელევიზიის კურისის გავლა რამის მეორე წლისთვის რომ გადავდე, სულ დამავიწყდა. ავად თუ კარდაგ, (ეს ნიშნის დაწერის დროს გამოჩნდება) ჩემს საქმეს ვაკეთებდი. კურსის განმავლობაში, ერთი ე.წ ლაივ სინქრნი და ორი სიუჟეტი გადავიღე. პირველი მერიასთან, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებზე, მეორე კი ბათუმში – საკურორტო სეზონის გახსნაზე. ბათუმიდან ბედნიერი ჩამოვედი, რადგან ოპერატორიც ვიყავი და იმდენი მოვახერხე, რომ “სთენდაფიც” ჩავწერე, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: ”მაგ სთენდაფი არაფრად ვარგა ქევხიშვილი, გეიგე შენ”, – ღიმილით მითხრა ეკამ. სიუჟეტი “სთენდაფის” გარეშე დავამონტაჟე, რომელიც GIPANEWS -ის საინფორმაციო გამოშვებაში ჩაჯდა. ******* თითქმის სამი კვირა სრულდება, რაც ტელევიზიის კურსს გავდივართ. ამ ხნის განმავლობაში ეკა გურგენიძის კარგად გაცნობა მოვასწარი. სამშაბათს დასრულდება ჩვენი კურსი. ის ვაშინგტონში გამეგზავრება, მე კი გურგენა და და მასთან ერთად GIPA-ში გატარებულლი სამი კვირა ძალიან მომენატრება! რომან ქევხიშვილი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts