Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- ჰოლანდიელებმა ბრაზილიას სძლიეს


Recommended Posts

ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა რამდენიმე წუთის წინ, სადაც ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა 1/4 ფინალიდან მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ბრაზილია გამოაგდო. შეხვედრა ევროპელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. პირველი ტაიმის ძირითადი ნაწილი ბრაზილიელთა უპირატესობით წარიმართა და რობინიოს მე-10 წუთზე გატანილი გოლის წყალობით პირველი 45 წუთის მოგება შეძლეს. თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარმა რადიკალურად განსხვავებულად ჩაიარა. ჰოლანდიელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და მატჩის 53–ე წუთზე გოლიც გაიტანეს, ეს ყველაფერი კი ფელიპე მელომ მოახერხა, რომელმაც თავით ჩაჭრა საკუთარ კარში ბურთი. ამის შემდეგ "ნარინჯისფერელები" არ მოეშვნენ და 68-ე წუთზე კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს, ამ შეთხვევაში კი ვესლი სნეიდერმა გამოიჩინა თავი 2:1. ბრაზილია გოლის შემდეგ თავის თავს ნამდვილად არ გავდა და გუნდი ფსიქოლოგიურად აშკარად გატყდა, ამას შემდეგ დაემატა მელოს მოედნიდან გაძევებაც, რომელმაც რობენს ფეხში ჩაახარტყა. დარჩენილ დროში კიდევ ჰქონდათ შანსი ჰოლანდიელებს გოლის გატანის მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ჰოლანდია 1/2 ფინალში გავიდა და ის ურუგვაისა და განას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა კი დღეს 22:30 საათზე დაიწყება.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...