planetanews Posted July 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/hillary-clinton-food-security-300x200.jpgაშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ქალ ლიდერებს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. პოლიტიკური პარტიებიდან შეხვედრას დაესწრებიან: ~საქართველოს გზის~ ერთ-ერთი ლიდერი ნათელა მაჭავარიანი, ~ახალი მემარჯვენეების~ წევრები ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებია, ~რეპუბლიკელი~ თინა ხიდაშელი, ~თავისუფალი დემოკრატებიდან” მაკა გვარამია, თამარ ჭითანავა და ნინელი ფუტკარაძე, მორაობა ~სოლიდარობა უკანონო პატიმრებს~ თავმჯდომარე ეკა ბესელია, ~ლეიბორისტული~ პარტიის წევრი ნესტან კირთაძე. არსებული ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე მიწვეულია ~დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას ~ახალგაზრდა იურისტების~, ~სამართლიანი არჩევნების~, ~პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების~ და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი ქალბატონები დაესწრებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში 5 ივლისს ჩამოვა. ჰილარი კლინტონი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჰილარი კლინტონი ოპოზიციის ლიდერთაგან პირისპირ მხოლოდ ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდება. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts