Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://a.pix.ge/q/lpsvf.gif

დღეს,როგორც მოგეხენებათ,კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ქართული და ყაზახური ფეხბრთი.ჯახი საკლუბო დონეზე შედგება,ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.SOCCER DAY გაგაცნობთ წარსულს,სადაც სტატისიკურად ქართული გუნდებიდან ყველაზე უკეთესი შედეგი თბილისის "დინამოს" აქვს ნაჩვენები ყაზახების წინააღმდეგ.საინტერესოა შეძლებს თუ არა "დინამოს" სასიამოვნო ტრადიციის გაგრძელებას დღეს რუსთავის "ოლიმპი".

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/9.gif

"აქტობე"-"ოლიმპის" მოახლოებულ მატჩს ყაზახური მედია დიდ ყურადღებას უთმობს. საქმე ისაა, რომ ევროპის ლიგის პირველივე ეტაპიდან სხვა ყაზახური კლუბები უკვე გამოვარდნენ: ყარაღანდის "შახტიორი" პოლონურ ხოჟუვის "რუხთან" დამარცხდა,ტობოლი კი - ბოსნიურ ზრინსკისთან. ყაზახეთში სჯერათ, რომ ფულით ნიჭსა და წარმატებას მოიპოვებენ და ლიგის კვალიფიკაციაზე "აქტობეს" მატჩი მათვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს – არის თუ არა კანონზომიერი ყაზახური კლუბების წლევანდელი წაგებები?

ყაზახურმა ინტერნეტ-გაზეთმა "სპორტსმა" რუსთავის "ოლიმპს" სტატია უძღვნა, სადაც საინტერესო ფრაგმენტებს წავაწყდით:

ქართველი ოლიმპელები მზიური რუსთავიდან"

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/9.gif

"აქტობე"-"ოლიმპის" მოახლოებულ მატჩს ყაზახური მედია დიდ ყურადღებას უთმობს. საქმე ისაა, რომ ევროპის ლიგის პირველივე ეტაპიდან სხვა ყაზახური კლუბები უკვე გამოვარდნენ: ყარაღანდის "შახტიორი" პოლონურ ხოჟუვის "რუხთან" დამარცხდა,ტობოლი კი - ბოსნიურ ზრინსკისთან. ყაზახეთში სჯერათ, რომ ფულით ნიჭსა და წარმატებას მოიპოვებენ და ლიგის კვალიფიკაციაზე "აქტობეს" მატჩი მათვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს – არის თუ არა კანონზომიერი ყაზახური კლუბების წლევანდელი წაგებები?

ყაზახურმა ინტერნეტ-გაზეთმა "სპორტსმა" რუსთავის "ოლიმპს" სტატია უძღვნა, სადაც საინტერესო ფრაგმენტებს წავაწყდით:

ქართველი ოლიმპელები მზიური რუსთავიდან"

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.fc-aktobe.kz/templates/fcaktobe/images/uefa-BIG.jpg

FC Aktobe (kazakhstan) - FC Olimpi Rustavi (georgia) Live / აქტობე – რუსთავის ოლიმპი პირდაპირი

Soccer Day გთავაზობთ ყაზახური "აქტობესა" და რუსთავის "ოლიმპის" შორის გასამართი მატჩის ონლაინ რეპორტაჟს

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279101064_live.gif

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/b/hzaqk.jpg

საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ საბოლოოდ შეაჯერა და შეადგინა კალენდარი.დღეს კი მისი სრული და დამუშავებული ვერსია გახდა ცნობილი.კალენდარი იხილეთ სრულიადში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.fc-aktobe.kz/templates/fcaktobe/images/uefa-BIG.jpg

 

აქტობე 2–0 ოლიმპი

გოლები: 1–0 ს.სმაკოვი (პენ) 40' 2–0 ს.სმაკოვი 53'

 

აქტობე: ანდრეი სიდელნკოვი, ხალიფა ელჰადჯ ბა, ალენ ბონო, პიოტერ ბადლო, მარატ ხაირულინი, სამატ სმაკოვი(კ), კონსტანტინ გოლოვსკოი, ანდრეი კარპოვიჩი, ტიტი ესომბა, ევგენი ავერჩენკო, ივან პერიჩი.

 

ოლიმპი: გრიგოლ ბედიაშვილი(კ), თეიმურაზ ღონღაძე, ალექსანდრე კვახაძე, რეზო ქემოკლიძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ჭედია, ლუკა რაზმაძე, დავით ბოლქვაძე, გიორგი ჭელიძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png

“ვიცით, რომ სწრაფ, სახიფათო და ახალგაზრდა გუნდთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ ჩემი გუნდი წყვილში ფავორიტია”, – ასე ოპტიმისტურად განწყობილი გახლდათ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეხური ოსტრავის “ბანიკის” მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კუბეკი.

შეხსენებისთვის, დღეს ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩია ეროვნულ სტადიონზე და საქართველოს თასის მფლობელ “ვიტ ჯორჯიას” საკმაოდ ძლიერი (ამ ეტაპის კვალობაზე) მეტოქე ჰყავს –“ბანიკი” ქვეყნის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა. გუშინ 18 საათზე “ბანიკმა” “ეროვნულზე” ივარჯიშა, 15 წუთი ღია იყო, მერე კი, ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები გარეთ გამოგვიშვეს, ვარჯიში იხურებაო.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/presko_medium.jpg

ეროვნულ სტადიონზე გუშინდელი საღამო "ბანიკის" მთავარი მწვრთნელის, მიროსლავ კუბეკის პრესკონფერენციით დაიწყო. ამის შემდეგ ჯერ "ბანიკმა" ივარჯიშა, შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიას".

 

რაკი ვარჯიშებზე დიდად საინტერესო და დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა, მათ შესახებ უცებ გეტყვით და პრესკონფერენციაზე გადავინაცვლებთ.

 

ჩეხებმა ერთი საათით ივარჯიშეს, მაგრამ ღია მხოლოდ წვრთნის საწყისი 15 წუთი იყო, რის შემდეგაც ტრიბუნები დაცარიელდა. როგორც შევიტყვეთ, "ბანიკი" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობითა ჩამოვიდა. სტუმრები დღეს სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დანეკი – რეჟნიკი, ნოივირტი, ბოლფი, ნევეში – ლუკეში, მარეკი, ჰუშბაუერი – შენკერიკი, ვარადი, პილიკი.

 

საღამოს 7 საათზე კი მოედანზე "ვიტ ჯორჯია" გავიდა, მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით, არასრული შემადგენლობით. გიორგი ბერიაშვილის ტრანსფერზე დაყენების ამბავი უკვე ცნობილია, კიდევ ერთი დანაკლისი კი ახალგაზრდა მცველი დავით ხურცილავა, რომელმაც ხელი მოიტეხა. გუნდიდან ალექსანდრე კვახაძისა და ლაშა ჯაფარიძის წასვლის შემდეგ, ხურცილავას არყოფნა ვეტერინართა უკანა ხაზს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ვიტ ჯორჯიას" ვარჯიშს "ბანიკის" სამმა წარმომადგენელმა მიადევნა თვალი.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/tetrsharvliani_medium.jpg

"ბანიკთან" ერთად თბილისში ვერნერ ლიჩკა ჩამოვიდა, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში პირველად არაა. მან თბილისში 29 წლის წინ ჩატარებული მატჩი გაიხსენა და აბსოლუტურად უშეცდომოდ დაასახელა ოთხი ქართველი ფეხბურთელის გვარი.

 

"1981 წელს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა სსრკ-ისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის. ის შეხვედრა საბჭოთა კავშირმა 2:1 გაიმარჯვა და დუბლი შენგელიამ შეასრულა. მის გარდა, მატჩში მონაწილეობა კიდევ სამმა შესანიშნავმა ქართველმა, ჩივაძემ, სულაქველიძემ და დარასელიამ მიიღო. მაშინ სსრკ-ს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

მოხარული ვარ, რომ თბილისში ხელმეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ძველ მოგონებებში გადავეშვი და სასიამოვნო განწყობაზე დავდექი. "ვიტ ჯორჯიასთან" საინტერესო თამაშს ველი და ვიმედოვნებ, რომ საქართველოდან ახლა მაინც წავალ გამარჯვებული", - გვითხრა ლიჩკამ.

 

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ ჩამოჰყვა იგი ბანიკს – ლიჩკა ოსტრავული კლუბის გენერალური მენეჯერია. იმასაც გეტყვით, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი წლების განმავლობაში იყო ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

 

 

ვერნერ ლიჩკა (ფოტოზე მარცხნივ)

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/gomelauri_medium.jpg

"ვიტ ჯორჯიას" გუშინდელ ვარჯიშზე გიორგი ბერიაშვილთან დაკავშირებულ კონფლიქტზე საუბარს ვერ ავცდებოდით, მით უფრო, რომ ფეხბურთელისგან განსხვავებით, მწვრთნელმა ინცინდენტზე საუბარი ისურვა. გელა გომელაურს უკრაინაში მომხდარის გარდა, ცხადია, "ბანიკთან" მატჩზეც ველაპარაკეთ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/n/orss6.jpg

ზუგდიდის “ბაიას” მიერ სამშაბათს პირველლიგელ ხობის “კოლხეთთან” გამართულ საკონტროლო შეხვედრაში (6:0), მასპინძლელთა შორის ბოლო ხანს უზბეკეთში მოთამაშე გიორგი მეგრელაძეც გამოჩნდა. ფორვარდი მწვრთნელებმა მე-2 ტაიმში ჩართეს თამაშში და მან მეტოქეს გოლი გაუტანა. დარჩენილი გოლები ჭელიძემ, კვეკვესკირმა (2), სიხარულიამ და ჩანგელიამ მიითვალეს.

როგორც “მსოფლიო სპორტს” ზუგდიდელთა კონსულტანტმა ოთარ გაბელიამ უთხრა, მეგრელაძის გუნდში დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ეს ტრანსფერი ისეთივე ბეჭედდასმულია, როგორც გუნდიდან გურამ სამადაშვილის, ამირან ყველაშვილის, ზაზა სახოკიასა და გიორგი ქირიას გაშვება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279183316_27778_100807149968029_100001162324491_4448_5027679_n.jpg

SOCCER DAY თბილისის "დინამოს" ყველაზე გამორჩეულ ფორვარდს,მათე ვაწაძეს გაესაუბრა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე,გთავაზობთ მასთან მცირედ ინტერვიუს

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/gefle_medium.jpg

ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის `დინამო~ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს. `დინამოს~ მეტოქე არაფრით გამორჩეული შვედური `გეფლეა~, 128 (!) წლიანი ისტორიის მიუხედავად, `ადგილობრივი მასშტაბის~ ტიტულებითაც რომ ვერ მოიწონებს თავს. თავად განსაჯეთ: შვედეთის უმაღლეს ლიგაში (`ალსვენსკა დივიზიონი~) `გეფლე~ მხოლოდ მეათე სეზონია ასპარეზობს. თანაც, თავდაპირველად 1933-34 წლებში მონაწილეობდა, მერე _ 1983-84 წლებში, 2005 წლიდან კი სტაბილურად `ახერხებს~ და შვედეთის უძლიერეს ლიგაში ადგილს ინარჩუნებს. საუკეთესო შედეგი კი... ჩემპიონატში დაკავებული მეცხრე ადგილი და შვედეთის თასის ფინალში გასვლაა, _ `გეფლემ~ ორივე ამ მიღწევას 2006 წელს მიაღწია. `დინამოს~ დღევანდელი მეტოქე შვედეთის ჩემპიონატში ამჟამად მეათე-მეთორმეტე ადგილებს იყოფს `დიურგარდენთან~ და `ჰეკენთან~ ერთად _ გუნდს 16 ქულა აქვს (ბურთების სხვაობა: 13-16). `გეფლეს~ შვედეთში არაფრისთვის მიუღწევია და საერთაშორისო ასპარეზზე რაღა წარმატება უნდა ჰქონდეს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღევანდელი მატჩი `გეფლესთვის~ ევროტურნირებზე მხოლოდ მეხუთე იქნება! პატარა ქალაქ ევლეს გუნდმა ევროტურნირებზე სადებიუტო სეზონი პირწმინდად ჩააგდო _ უელსის `ლანელის~ ვერ აჯობა. სამაგიეროდ, 2010-11 წლების ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების `რუნავიკს~ ორი შეხვედრა მოუგო (2:0, 2:1); ჰოდა, ასეთი გუნდის... `დინამოსთან~ შედარება, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულიც არის.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/trucha_medium.jpg

თასის მლობელი "ვიტ ჯორჯია" ევროპის ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ვეტერინართა მეტოქე ჩეხური "ბანიკია" ოსტრაველები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ, გუნდამდე კი მეტოქე კლუბის დირექტორი ტომაშ ტრუხა გვეწვია. ვეტერინართა კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, ტრუხამ გუშინწინ მოინახულა ეროვნული სტადიონი, მერე კი გუნდისთვის სასტუმრო "რედისონ ივერიაში" ნომრები დაჯავშნა და "ლელოსთან" საუბარზე თავაზიანად გვითხრა თანხმობა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/7.png

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის "კოლხეთი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ბესიკ შეროზიას გუნდმა მორიგი საკონტოლო მატჩი გამართა. ზღვისპირულ დერბიში "კოლხები" "ბათუმს" გაეჯიბრნენ და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...