Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

ცემა,ეს არის ერთ–ერთი ხერხი ადამიანის დასჯისა.მაშინ,როდესაც ბავშვი რამეს აშავებს,ზოგჯერ მშობის "მკაცრი ხელი" დასჯის მიზნით ერთი–ორს ლამაზად უთავაზებს... მაშინ,როდესაც ვიღაც შეურაცწყოფას აყენებს ვიღაცას,ჩხუბი გარდაუვალია... ჩხუბში კი ის გამოდის გამარჯვებული ვინც უფრო ძლიერია,დამარცხებული კი ნაცემი რჩება.საფეხბურთო მოედანზე ანგარიშწორება ეს რაღაც ახალ სპორტს წააგავს თორე ზოგადად არენაზე ჩხუბი ხომ არახალია და სულაც არ არის გასაკვირი.მაგრამ ეს ხომ "დედა" საქართველოა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png

უკრაინაში, კერძოდ კი, ყირიმში საწვრთნელ შეკრებაზე თბილისის “ვიტ ჯორჯიას” მიერ გამართული ბოლო საკონტროლო მატჩის მიმდინარეობისას, ინცინდენტი მოხდა. როგორც უკრაინული კლუბის “კრიმტეპლიცას” ოფიციალურ საიტზე წერია, მე-2 ტაიმის შუაში სტუმართა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის გაუგებრობა მოხდა და შეხვედრა ცოტა ხნით შეჩერდა. ტექსტურ ინფორმაციაზე თანდართულ ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ “ვიტ ჯორჯიას” მწვრთნელ გელა გომელაურსა და ფორვარდ გიორგი ბერიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/3.png

თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. მომდევნო სტადიაზე ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის მეტოქე შვედური "გეფლე" იქნება. მეტოქე არც ისე ძლიერია, მისი დამარცხება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ სხვა საკითხია, შეუძლია თუ არა დღევანდელ "დინამოს" ამ ბარიერის გადალახვა?

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/y/dia91.jpg

ბაკურიანიდან დაბრუნებულ ზუგდიდის “ბაიაში” რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. როგორც “მსოფლიო სპორტს” გუნდის ახალმა მწვრთნელ-კონსულტანტმა, ამავდროულად კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოთარ გაბელიამ უთხრა, კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან ერთად დავით ჭიჭვეიშვილი და ალექსანდრე გოგობერიშვილი ვარჯიშობენ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-06/1277633995_soccerday.png

გადის წლები და მას შემდეგ რაც 1990 წლის მოვლენებმა აჩუქა ქართულ საფეხბურთო საზოგაოებას,ნელ-ნელა ჟამთა სვლამ და უსახსრობამ წაართვა.არაერთი ქართველი ფეხბურთელი გახადა იძულებული,რომ საქართველო დაეტოვებინა,მშობლიურ ქალაქზე და კლუბზე უარი ეთქვა და ვიღაცის მიგდებულ კაპიკებზე ეთამაშა.განა ბევრი ქვეყნის შვილს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა,სკუდეტო,კოპა იტალია,ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული,ნუ რუსეთის და ყაზახეთის საფეხბურთო ტიტულებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას...

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/4.gif

"ბაიას" შემადგენლობა თვალსა და ხელს შუა ძლიერდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა აქტიურად იმუშავა და მომავალ სეზონს "ბაია" არაერთი ახალი ცნობილი ფეხბურთელით დაიწყებს. მართალია, ჯერ არც ერთ მათგანს "ბაიასთან" კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ ამას წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.fcdinamo.ge/img/players/22.jpg

ნიკოლოზ ფირცხალავამ გადაწყვიტა,რომ ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა.თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელად მიიღო და რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.მას შემდეგ რაც ცხადი გახდა ის ფაქტი,რომ "დინამოს" "ფირცხელა" ტოვებდა ქომაგებმა უმალ გაამზადეს ღია წერილი,რომელიც ინტერნეტ სამყაროში სწრაფადვე გავრცელდა და როგორც ჩანს ფეხბურთელამდეც მიაღწია ამ გზავნილმა... საბოლოოდ "გლადიატორების" მიმართვამ ფეხბურთელისადმი შედეგი გამოიღო და იგი კარიერას სწორედაც რომ "დინამოში" გააგრძელებს და შვედური "გეფლეს" წინააღმდეგ სათამაშოდაც მიყჰვება საკუთარ გუნდს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/k/8uyh2.jpg

ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა, რომელშიც მისი მეტოქე პირველ ლიგაში დაქვეითებული ს/კ “გაგრა იყო. რიონისპირელთა უპირატესობა აშკარა იყო, რაც მატჩის შედეგშიც აისახა - 3:0.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/3.png

დინამოელები 15 ივლისს შვედეთის გეფლესთან უეფას ევროლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავენ. მატჩი სტოკჰოლმის რასუნდას სტადიონზე თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

დინამოელები შვედეთში დღეს ღამით თბილისი-რიგა-სტოკჰოლმის ავიარეისით გამეგზავრებიან და შვედეთის დედაქალაქში სასტუმრო ამანიში დაბინავდებიან. ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: გიორგი ლორია, ბექა შეყრილაძე, გიორგი კახელიშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე, გიორგი გველესიანი, ედნილსონი, დონალდ ჯუისი, ნიკოლოზ ფირცხალავა, რობერტინიო, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი თექთურმანიძე, მათე ვაწაძე, ზვიად მეტრეველი, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი მამუჩაშვილი.

 

ჩვენმა მეტოქემ, რომელიც ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ, 16 ქულით მე-11 პოზიციაზეა, კვირას თასის მეოთხედფინალში დამატებით დროში 1-3 წააგო სტუმრად კალმართან.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png

რგორც მოგეხსენებათ,ხუთშაბათს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შინ,"დუკლას" წინააღმდეგ გამართავს.ზესტაფონელება უკვე დაბეჭდეს ბილეთები,რომელთა ფასიც 5,7 და 10 ლარი იქნება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/u/fae3j.png

ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, რომელსაც “ვიტ ჯორჯია” თბილისში, ოსტრავის “ბანიკთან” გამართავს, მასპინძლებს მარჯვენა მცველი გიორგი ხურცილავა დააკლდება.

ყირიმში შეკრებაზე ადგილობრივ “კრიმტეპლიცასთან” გამართულ შეხვედრაში (1:3) “ვეტერინართა” უკანახაზელმა ხელი მოიტეხა და ამიტომ, ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, მას გიგა ბეჭვაია შეცვლის. ასევე, თბილისელებს დააკლდებათ ფორვარდი გიორგი ბერიაშვილი, რომელიც ზემოთ ნახსენები შეხვედრის დროს, გელა გომელაურთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, ტრანსფერზე დააყენეს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/n/6f78k.png

რუსთავის “ოლიმპი”, რომელსაც არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ასპარეზობა მეორედ უწევს, “აკტობესთან” მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის ჩასატარებლად, ჩარტერული რეისით ყაზახეთში დღეს დილით გაემგზავრა.

მომავალი მატჩის წინ, რომელიც ქალაქ აკტობეს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის, თემურ მახარაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები - გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი;

მცველები - თეიმურაზ ღონღაძე, ალექსანდრე კვახაძე, დავით გიგაური, რევაზ ქემოკლიძე, გიორგი რეხვიაშვილი;

ნახევარმცველები - დენის დობროვოლსკი, გიორგი ჭედია, დავით ბოლქვაძე, ლუკა რაზმაძე, გიორგი ხიდეშელი, რევაზ გეწაძე, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, გრიგოლ დოლიძე;

თავდამსხმელი - ირაკლი მოდებაძე.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/4.gif

"ბაიამ", რომელმაც მომავალი სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ზუგდიდელთა მეტოქე ხობის "კოლხეთი" იყო. მოლოდინისამებრ, უმაღლესლიგელებს პირველლიგელის დაჯაბნა არ გასჭირვებიათ. ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე სოლიდურად, 6:0 გაიმარჯვა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/banik-team_medium.jpg

ხვალ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყება. ერთი შეხედვით, ქართული კლუბებიდან ყველაზე რთული მეტოქე "ვიტ ჯორჯიას" შეხვდა. შვედურ "გეფლესა" და სლოვაკურ "დუკლასთან" შედარებით, ჩეხური "ბანიკი" გაცილებით მდიდარი წარსულის მქონე კლუბია და გარკვეულ წარმატებებს ბოლო პერიოდშიც მიაღწია.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-06/1277633995_soccerday.png

ფეხბურთელი კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს .

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს 50-მდე ადამიანი, ძირითადად სპორტული სამყაროდან.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, მზად არის, ოჯახთან ერთად, დემეტრაძეს თავდებად დაუდგეს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...