Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

მოსკოვის "ლოკომოტივი" პენატების სერიაში დამარცხდა "ლოზანასთან" და უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლოზანა" ითამაშებს.პირველი შეხვედრა 1–1 დამთავრდა და განმეორებითი მატჩიც იგივე ანგარიშით მორჩა მოსკოვში,თუმცა საბოლოოდ წყვილის ბედი სენსაციურ ლოგიკას დაექვემდებარა

 

 

26 აგვისტო. მოსკოვი. სტადიონი "ლოკომოტივი".

"ლოკომოტივი" - "ლოზანა" - 1:1 (0:1)

გოლები: ალიევი 85' - სილვიო 17'

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესებულია "სენტ–ეტინის" მცველით,იაოან ბელანუანომით.ინფორმაციას ავრცელებს footballpress.net.

 

23 წლის ფეხბურთელის ღირებულება 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.გასულ სეზონში ფეხბურთელმა "სენტ–ეტიენის" რიგებში 29 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნელ–ნელა თუმცა ლოგიკურად გამოიკვეთება ახალი პრიმერადივიზიონის ჩარჩოებიც.ჯერ–ჯერობით გუნდები მთალდ ოპტიმალურ ფორმაშიც არ არიან და არაა გამორიცხული ასე თუ ისე არაპროგნოზირებადი შედეგებიც დაფიქსირდეს. "პრიმერას" პირველ ტურში "ესპანიოლმა" დამაჯერებლად მოუგო "ხეტაფეს".კატალონიურმა "ბარსელონამ" ჩვეულ სტილში დაამარცხა "რასინგი".არგენტინელმა მესიმ და ინიესტამ სწრაფადვე გაიტანეს გოლები მასპინძელი მეტოქის კარში და შეხვედრის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ აღარავის ეპარებოდა ეჭვი,რომ თამაშს "ბარსელონა" მოიგებდა.თუმცა საკმაოდ კარგი მომენტი ჰქონდათ მასპინძლებს.მსაჯმა "რასინგის" ფეხბურთელებს თერმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მისცა.თუმცა 36–ე წუთზე ჩიტემ ვერ გაიტანა,უფრო სწორად,რომ ითქვას მეკარე ვიქტორ ვალდესმა იყოჩაღა და მოახერხა პენალტის განეიტრალება.ეს გოლი,რომ გასულიყო,შეიძლებოდა მასპინძლებს შეხვედრის გადარჩენაზეც ეფიქრათ.კატალონიური გუნდის მაისურით დებიუტი ჰქონდა დავიდ ვილას,რომელმაც სადებიუტო შეხვედრა გოლით "დაასველა" და თავის საგოლე ანგარიში გახსნა ახალ პრიმერაში.

 

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა "მალიორკასა" და "რეალს" შორის.სეზონის სტარტზე ნაქებმა მოურინიოს თერმეტეულმა შეიძლება ითქვას და დაგეგმილი სამი ქულა ვერ მოიპოვა უეფას მიერ დაწუნებულ და ღარიბ გუნდად მონათლულ "მალიორკასთან".ის ვარაუდები,რომ მადრიდელები ახალი მთავარი მწვრთნელით პირველივე პრიმერადივიზონის შეხვედრას მოიგებდნენ წარსულს ჩაბარდა.მოკლედ ამ შეხვედრიდან აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ დასკვნა,რომელიც თანამედროვე ფეხბურთში უკვე არაერთხელ იქნა რეალიზირებული – "შეიძლება გქონდეს მილიონები,თუმცა ვერ თამაშობდე,ანდაც პირიქით იყო ღაიბი და თამაშობდე".

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა მოიგო "მილანმა" რონალდიოს გენიალური პასების წყალობით ორჯერ პატომ გაიტანა,ერთხელ კი ტიაგო სილვამ.შეხვედრის ანგარიში კი საბოლოოდ უბერებელმა და უდიდესმა საფეხბურთო მოვლენამ,ფილიპო ინძაგიმ დააფიქსირა.4–0 და "მილანმა" პირველი სამი ქულა ჩაიწერა "ლეჩესთან" მოგებული შეხვედრით.

 

"ბარის",რომ უყვარს და შეუძლია ტურინის "იუვენტუსის" დამარცხება ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა კვირას.მასპინძლებმა დონატის უმშვენიერესად გასროლილის შემდეგ "წასაგებად დაიჭრა" ტურინელი "ბებერი ქალბატო",მთელი შეხვედრა "სისხლი სდიოდა" გუნდს და საბოლოოდ შეხვედრის 94 წუთზე მსაჯის სასტვენი იმის მაუწყებელი გახდა,რომ "იუვენტუსის ჭრილობა" საბოლოოდ წამგებიანი აღმოჩნდა.ტურინელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა მოსკოვიდან გადაბარგებულ მილოშ კრასიჩს,რომელმაც აშკარად ვერ იპოვა მოედანზე ადგილი და დაჩქარებული წესით გაიყვანა მწბრთნელმა მოედნიდან.მოკლედ ერთის თქმა შეიძლება – ახალი კადრებითა და ძველი პრობლემებით "იუვენტუსი" კვლავ "იუვენტუსობს"

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისური "ლივერპული" დაინტერესებულია ისლანდიელი თავდამსხმელის,"მონაკოელი" ეიდორ გუდიონსენით.

 

გრანგული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ფუნტს მოითხოვს.შეგახსენებთ,რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი გუდიონსენმა პრემიერლიგურ "ტოტენჰემში" გაატარა.კიდევ უფრო გუდიონსენი "ჩელსის" რიგებში თამაშობდა,რომლის შემადგენლობაშიც 349 შეხვედრა ჩაატარა და 1060 გოლი შეაგდო.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიის სერი ა–ს გუნდის,ვერონას "კიევოს" ფეხბურთელთა სია.სწორეს ეს ფეხბურთელები არიან შეყვანილი იტალიის ჩემპიონატის განაცხადში(არ ითვლება დუბლებისა და მეორე გუნდის შემადგენლობის მოთამაშეები)

ამ ფეხბურთელების ხილვა მოგვიწევს ნებისმიერ მაყურებელს,რომელიც "კიევოს" შეხვედრას ადევნებს თვალს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისური "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა,როი ჯოხსონმა უკმაყოფილება გამოთქვა "ვესტ ბრომვიჩთან" მოგებული შეხვედრის(1–0) შემდეგ.ინფორმაციას ავრცელებს Sky Sports.

 

"უნდა აღინიშნოს,რომ "ვესტ ბრომვიჩმა" ძალიან კარგად ითამაშა,განსაკუთრებულად კი პირველი ტაიმი.ჩემს გუნდს დღეს არ უჩვენებია ის თამაში,რასაც რეალურად მოველოდი.მეორე ნახევარში უპირატესობას ვფლობდით და ტორესის გოლს საერთოდაც არ გავუკვირვებივარ და გავუხარებივარ,ამას ისედაც მოველოდი"~.

 

მას შემდეგ,რაც "ვესტ ბრომვიჩმა" ლონდონის "ჩელსისთან" წააგო,ყველამ აუტსაიდერთა სიაში შეიყვანა ისინი,თუმცა მე ვიტყოფი,დამიჯერეთ,ეს გუნდი ერთ–ერთ საუკეთესო სეზონს ჩაატარებს წელს." განაცხადა ხოჯსონმა

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური "რეჯინას" მცველი,ვინჩენცო კამილიერი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს,ინფორმაციას ავრცელებს Tutto Mercato Web.

 

კვირას გუნდებმა მოლაპარაკება დაასრულეს.შავ–თეთრების რიგებში ფეხბურთელი ერთი სეზონის მანძილზე ითამაშებს,არენდის ვადის გასვლის შემდეგ ტურინელებს აქვთ უფლება გამოისყიდონ ფეხბურთელი.

 

სატრანსფერო ღირებულება 18 წლის ფეხბურთელისა 100 ათას ევროს შეადგენს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისური "სტოკ სიტი" დაინტერესებულია "ტოტენჰემის" ნახევარმცველით,ჯერმეინ ჯენასით.ინფორმაციას ავრცელებს Daily Mirror.

 

"სტოკის" ხელმძღვანელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.შეგახსენებთ,რომ ჰავბექით დაინტერესებულ გუნდებს შორის ერთ–ერთი ტურინის "იუვენტუსიც" არის.

 

გასულ სეზონში ჯენასმა პრემიერლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისური "სანდერლენდი" ფრანგული "რენის" ფორვარდით,ასამოა გიანით არის დაინტერესებული.ინფორმაციას ავრცელებს Daily Mirror.

 

ფრანგული გუნდის მესვეურების ფეხბურთელის ტრანსფერიდან 15 მილიონიანი ფუნტის ხეირის ნახვა სურთ.მოსალოდნელია,რომ ორშაბათს მხარეები საბოლოოდ მოილაპარაკებენ ტრანსფერთან დაკავშირებით.

 

"რენის" რიგებში გიანმა 2008 წელს დაიწყო ასპაზობა.ამ დროის მანძილზე 47 შეხვედრა ჩაატარა მან და 14 გოლის გატანაც მოახერხა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისური "ტოტენჰემი არ კარგავს ესპანური "სევილიადან" ნახევარმცველის,ლუის ფაბიანოს გადაბირების იმედს.ინფორმაციას ავრცელებს Daily Mirror.

 

"დეზები" მზად არიან ფეხბურთის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტ გადაიხადონ.არ არის გამორიცხული,რომ ფეხბურთელის პრემიერლიგურ კარიერას მისი ამჟამინდელი გუნდიც დათანხმდეს.

 

შეგახსენებთ,რომ ლუის ფაბიანომ უკანასკნელი ხუთი სეზონის განმავლობაში 95 გოლის გატანა მოახერხა ესპანეთში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ჩემი პროგნოზი" – დასრულდა მეეცხრე ტური და ახალი ლიდერიც გვყავს,ასევე გვყავს ყველაზე წარმატებული ადამიანი,რომელმაც მიმდინარე ტურის შეხვედრებში 11 ქულა მოაგროვა.მოკლედ,უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სიახლე სრულად.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრაზილიური "სან–პაულუს" მეკარემ,როჟერიო სენიმ კარიერაში 90!!! გოლი გაიტანა.ბრაზილიის ჩემპიონატის 17 ტურის შეხვედრა მისი გუნდი "ფლუმინენსეს" დაუზავდა(2:2) როჟეირომ კი მორიგო გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში ჯარიმიდან.

 

გთავაზობთ როჟერიო სენის 90–ე გოლის ვიდეოს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანური "ერკულესი" ცდილობს გადაიბიროს ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი,მაურო კამორანეზი.ინფორმაციას ავრცელებს Tuttojuve.com.

 

შეგახსენებთ,რომ 33 წლის ფეხბურთელი წესით დღეს "შტუტგარტის" ფეხბურთელი უნდა გახდეს.საინტერესოა მოახერხებენ თუ ვერა ესპანელები ფეხბურთელის დაყოლიებას და უფრო მსუყე კონტარაქტის შეთავაზებას.

 

უახლოეს სათებში გაირკვევა საბოლოოდ კამორანეზის ბედიც.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური "სამპდორიას" თავდამსხმელზე,გვიდო მარილუნოზე ერთდროულად ორი გუნდი აცხადებს პრეენზიას.ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებული ორივე გუნდი სერია ა–ს ბინადარია.

 

21 წლის ფორვარდის შეძენა "ლეჩეს" და "კიევოს" სურთ.შეგახსენებთ,რომ ეს ფეხბურთელი "ლეჩეში" გასულ სეზონში არენდის წესით თამაშობდა.ფეხბურთელის სატრანსფერო თანახად 2 მილიონი ევრო სახელდება.უახლოეს მომავალსი გადაწყდება ფეხბურთელის ბედი,გვამცნობს Gazzetta dello Sport.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...