Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში "ლივერპული" გაანადგურა.შეხვედრა "სიტის" ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა,რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა.გთავაზობთ შეხვედის ვიდეო მიმოხილვას.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურმანიის

ეროვნულმა საფეხბურთო ჩემპიონატმა სტარტი გასული კვირის პარასკვეს

აიღო.ბუნდესლიგის პირველი შეხვედრა მიუნხენში გაიმართა,სადაც 2010/2011

წლების სეზონის დაწყება დიდი ზარ–ზეიმით აღნიშნეს და გერმანიის სახელმწიფო

ჰიმნიც ააჟღერეს.ვის უნდა გაეხსნა ბუნდესლიგა,თუ არა ქვეყნის ყველაზე

ტიტულოვან და ყველზე პოპულარულ გუნდს ევროპაში – მიუნხენის "ბაიერნმა"

სეზონი გახსნა,გახსნა და თანაც ისე,რომ სამი ქულა შინ დაიტოვა."აიალნს

არენაზე" მართლაც,რომ უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა,შეხვედრამ ინტრიგა, რაოდენ

გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ 55–ე წუთზე <span style="font-size: 13px;" /><span style="font-family: Verdana;" />შეიძინა –

ზუსტად ამ დროს "მგელმა" ჯეკომ ბუტის კარი დალაშქრა და როგორც

იტყვიან,"ვოლფსბურგს" მეორე სუნთქვა გაუხსნა.სწორედ ამ გოლმა დაძაბა

მოედანზე სიტუაცია,ეს იყო შეხვედრა,სადაც <em />"რეკორდმაისტემა" კიდევ

ერთხელ შეახსენა მაყურებელს თავი,რომ ისინი არასდროს არ ნებდებიან,მათი

სათამაშო დისციპლინა და უმაღლესი ბრძოლისუნარიანობა მსოფლიოში

სახელგანთქმული,რომ არის ამაზე აღარ შევჩერდებით.თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა

დასრულებულიყო,თუმცა მოხდა ისე,რომ კლასმა მაინც თაისი

გაიტანა,უკანასკნელი წუთი,მსაჯმა კუთხურის ალმისკენ გაიწოდა

ხელი,ჩაწოდება,არავინ არ იცის სად რა უნდა ქნას და ამ დროს სიტუაციაში

მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი ახეხებს გამორკვევას – ბასტიან

შვაინშტაიგერი საჯარიმოში ერთი ფეხის მოძრაობა და 2–1... მიუნხენში

გამარჯვების ყიჟინა ისმოდა და პირველი სამი ქულით ტკობასაც მიეცნენ ახალ

სეზონში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრემენის "ვერდერის" თავდამსხმელი,კლაუდიო პიზარო,თვლის,რომ მის გუნდს შეუძლია ხელსაყრელი შედეგის ჩვენება "სამპდორიასთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის განმეორებით შეხვედრაში.შეგახსენებთ,რომ პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ერთი კვირის წინ გაიმართა ბრემენში და მასპინძლებმა 3–1 დაამარცხეს იტალიელები.

 

"პაცინის გოლმა ბევრი რამ შეცვალა,ამის არ აღიარება უბრალოდ დანაშაული იქნება.ნამდვილად კარგი იქნებოდა იტალიაში სამ ბურთიანი ფორით ჩავსულიყავით,თუმცა არც 3–1 არ არის ურიგო შედეგი,უპირატესობა ჩვენს მხარესაა და უნდა გამოვიყენოთ."ერდერს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ეს უნდა გავაკეთოთ გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა" – განაცხადა პიზარომ Goal.com–თან

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური "კიევო" მზადაა ფრანგი თავდამსხმელის,კირილ ტერეაუს ტრანსფერის განსახორციელებლად.მოგეხსენებათ,რომ ტერეაუ ბელგიური "შარლერუას" ფეხბურთელია.ფეხბურთელის ნაცვლად "მფრინავი ვირები" მზად არიან საკუთრი გუნდის ფორვრდი,მირკო გაპარეტო დაუთმონ ბელგიელებს,რომელიც ამ მონეტში,ჯერ კიდევ არ დათანხმებია ამ შეთავაზებს.შესაძლოა,რომ ამ საკითზე 31 აგვისტოსთვის მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იქნება ამ ორ კლუბს შორის და ფეხბურთელთა გაცვლაც შედგება,აღნიშნა FootballPress–მა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა გადაიხადოს ჯარიმა,რომლის რაოდენობად 60.000 ფუნტია,იმისთვის,რომ "იუნაიტეის" მთავარი მწვრთნელი,სერ ალექს ფერგიუსონი არღვევს პრემიერლიგის ინტერესებს და უარს ამბობს ВВС–ს ჟურნალისტებთან კონტაქტზე.

 

"მე არ ვფიქრობ,რომ ფერგიუსონი,მათ ახლო მომავალში ოდესმე დაელაპარაკება,ალექსი პრინციპული ადამიანი და მას მყარად და ჯიუტად შეუძლია საკუთარი სიტყვის დაცვა" – განაცხადა ВВС–ს ექსპერტმა,ალან შირერმა Goal.com–თან ინტერვიუში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკულ "მლს"–ში გადასულმა მექსიკელმა რაფაელ მარკესმა პირველი გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.კატალონიურმა "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა "რედ ბულისა" და "ტორონტოს" დაპირისპირებაში შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში.

 

SOCCER DAY გთავაზობთ გოლის ამსახველ ვიდეოს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისური "ბირმინგემი" დაინტერესებულია ჰოლანდიური "პსვ ეინდჰოვენის" მცველით,საქმე ეხება კარლოს სალსიდოს გადაბირების სურვილს.ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი FootballPress.

 

პრემიერლიგის ბინადრები მზად არიან 30 წლის მექსიკელი ფეხბურთელის სანაცვლოს, მის ამჟამინდელ გუნდს, 3 მილიონი ევრო გადაუხადონ.აქვე აღვნიშნავთ იმსაც,რომ სალსიდოს გადაბირებით "ლივერპულიც" არის დაინტერესებული.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფრანგული "ბორდო" აგრძელებს საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების დაკარგვას.ცნობილი გახდა,რომ გუნდი დატოვა გუნდის ერთ-ერთმა საუკეთსო მოთამაშემ - ვენდელმა.28 წლის ბრზილიელი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს.ინფორმაციას ავრცელებს FootballPress.

 

შეგახსენებთ,რომ დღეს გახდა ცნობილი იოან გურკუფის "ლიონში" გადასვლის შესახებ ინფორმაციაც.რამდენიმე ხნის წინ კი ფერნანდო კავენაგის გადაბირების სურვილი ინგლისურმა "სანდერლენდმა" გამოავლინა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური "რომა" მოლაპარაკებებს აწარმოებს "პარმასთან".დედაქალაქელებს სურვილი აქვთ გადაიბირონ "პარმას" მცველი,პაოლო კასტელინი,ინფორმაცია ავრცელებს Sky Sport 24.

 

"პაოლო და მისი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოაებენ "რომასთან".რომაელებმა ისეთი წინადადება შესთავაზეს ფეხბურთელს,რომელზე უარის თქმაც არ შეიძლება". - განაცხადა "პარმას" მფლობელმა,ტომაზო გირარდიმ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადრიდის "რეალი" ვალდებულია კვირის ბოლომდე გამოავლინოს, თუ ვინ დატოვებს გუნდს, რათა პირველი გუნდის შემადგენლობა ცნობილი გახდეს.

 

ევროპის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.სამეფო კლუბს აქვს 7 დღე იმისათვის, რომ გამოავლინოს განაცხადი რამოდენიმე ფეხბურთელისა, ვინ დატოვებს კლუბს რაღაც მიზეზების გამო. როგორც მარკა იტყობინება კლუბის შავ სიაში სამი ფეხბურთელი წერია, ესენია:რაფაელ ვან დერ ვაარტი,მაჰამადუ დიარა და როისტონ დრენტე.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს მადრიდში ჩატარდება სამეფო კლუბის ბოლო წინათსასეზონო მატჩი, რომლითაც დასრულდება გუნდის მომზადება 2010/2011 წლების პრიმერასათვის.

 

მადრიდის "რეალი" დღეს "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე ურუგვაის "პენიაროლის" წინააღმდეგ გამართავს მატჩს.დღევანდელი თამაშისათვის, ჟოზე მოურინიომ გამოაქვეყნა 23 კაციანი მოთამაშეების ჩამონათვალი, რომელშიც ორი კანტერანო მოხვდა - მატეოსი და ხუანფრანი.იკერ კასილასი,სერხიო რამოსი, კრიშტიანო რონალდო და ხაბი ალონსო, რომლებიც წინა მატჩში "ჰერკულესთან" ისვენებდნენ, დგეს აუცილებლად ვიხილავთ მათ მოედანზე.ტრამვის გამო მატჩს გამოტოვებენ:რაულ ალბიოლი, კაკა, მაჰამადუ და პეპე.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების პირველი ეტაპის შეხვედრები,რომლებმაც ყოველგვარი სენსაციებისა და განსაკუთრებული აჟიოტაჟის გარეშე ჩაიარეს.პირველი დღის თამაშები ლოგიკას დაემქვემდებარა,როგორც იტყვიან და შემდეგ ეტაპზე მოსალოდნელი გუნდები განაგრძობენ ასპარეზობას.

რევანდელი შეხვედრები ასე დასრულდა:

“სამგურალი” (წყალტუბო) 0:2 “მერანი” (მარტვილი)

“გორი” 0:0 (პენალტებით 3:4) “ლოკომოტივი” (თბილისი)

“ზოოვეტი” (თბილისი) – "სიონი” (ბოლნისი) 0:2

“ნორჩი დინამოელი” (თბილისი) – “გაგრა” 1:3

“იმერეთი” (ხონი) – “ბაია” (ზუგდიდი) 0:1

“ჭიათურა” – “სამტრედია” 1:6

“მერცხალი” (ოზურგეთი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:4

 

დარჩენილი შეხვედრები:

“ადელი” (ბათუმი) – “კოლხეთი” (ფოთი)

“სქური” (წალენჯიხა) – “გურია” (ლანჩხუთი)

“მეშახტე” (ტყიბული) – “ჩიხურა” (საჩხერე)

“კოლხეთი” (ხობი) – “დინამო” (ბათუმი)

“ივერია” (ხაშური) – “სპარტაკი” (ცხინვალი)

ხვალ გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 16:30–ზე აიღებს

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ჯენოას" წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან მადრიდის "რეალის" ახალი შენაძენის სერხიო კანალესის პროგრესს.

 

19 წლის ნახევარმცველი მადრიდის "რეალში" "რასინგიდან" ერთი თვეა რაც გადავიდა და შენანიშნავ ფორმაშია. მან თავისი კარიერა გოლით დაიწყო "რეალში".

 

"რეალმა" უკვე უარყო "ჯენოას" წინდადება, მაგრამ ოზილის მოსვლით კანალესის კარიერას საფრთხე დაემუქრა.

 

"ჯენოა" ამ სეზონში ტიტულების მოგებას აპირებს და უკვე შეიძინა ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები როგორიცაა : ედუარდო, ლუკა ტონი, მიგელ ველუზო, ფრანკო ზუკულინი და ეხლა სერხიო კანალესისათვის იბრძოლებს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...