Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

გასწით ამ თემიდან სანამ დამივორნიხართ

 

 

მიდი აბა და „დიპლომატიური“ იმუნიტეტი მიცავს. :givi: სად გამომადგა ბიჯოს? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიდი აბა და „დიპლომატიური“ იმუნიტეტი მიცავს. სად გამომადგა ბიჯოს?

ხვალვე მოვახსენებ ამას ვანო-ალოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არგენტინელი ნახევარმცველი, ფერნანდი გაგო, რომელიც თითქოს და "რეალს" ტრანსფერზე ყავდა დაეყენებული გუნდში რჩება.გავრჩელებული ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი კლუბს ტოვებდა არ შეესაბამება სიმართლეს და იგი მორიგი ჭორი იყო საფეხბურთო სამყაროში.

 

"მე "რეალში" ვითამაშებ უახლოესი სეზონის მანძილზე.ამის შესახებ მე უკვე მქონდა საუბარი კლუბის სპორტულ დირექტორ, ხორხე ვალდანოსთან და გუნდის მთავარ მწვრთნელ, ჟოზე მოურინიოსთან.მათ საერთოდ არაფერი არ უთქვამთ იმის შესახებ, რომ კლუბი ჩემ გაყიდვას აპირებდა ან აპირებს.მართალია,რამდენიმე ფეხბურთელს მოუწია გუნდის დატოვება, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ მე "რეალში" ვრჩები" - განაცხადა გაგომ გამოცემა Оle-სთან.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიშინ გახდა ჩნობილი,რომ "ცსკს" ნახევარმცველი მილოშ კრასიჩი "იუვეში" საბოლოოდ გადადის. დღეს კრასიჩი იტალიაში გაემგზავრა სამედიცინო შემოჭმებაზე,მანამდე კი ის გულშემატკივრებს დაემშვიდობა და გასცა რამოდენიმე კითხვას პასუხი.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საღოლ ვინც ეს დაწერა :

 

 

"კაპიტანი ფორმაშია, გაკვეთილი ქართულია,

ხვალ ბელგიას დააჩოქებს გუნდთან ერთად ფაჩულია,

ჩვენისთანა ქარიშხალი გუნდი არის სადმე კიდე?

ჩვეულ სტილში იფრენს მაღლა ბოინგ ვიქტორ სანიკიძე,

ბრძოლას კვლავაც გააგრძელებს, სამქულიანს არ მოიშლის,

რა ხელი აქვს ვენაცვალე ჩვენს მანუჩარ მარკოიშვილს,

ვაწყებინებთ ხვალ ბელგიას,, გოდებას და მწარე ტირილს,

იმედია ისევ ვნახავთ გაბრწყინებას ცელქი გრინის),

საჯარიმო მისია და ბომბავს როგორც "ეფადინი",

თუ არ გჯერათ დააკვირდით დაგიმტკიცებთ შერმადინი,

მადლობა მის მშობლებს ვუთხრათ ვინც გაზარდა ასე შვილი,

გაგვახარებს ზუსტი სტყორცნით ტანმაღალი ცქიტიშვილი,

ახალ ძალას გვმატებს სულით, ის ქართველი მეგრელია,

ფარს ჩამოხსნის იერიშით ბელგიასთან შენგელია,

თამაში ეს არ იქნება ეს იქნება უფრო ომი,

რომ მოვიგებთ მაშინ მაინც გაიღიმე კოკოშკოვი!:))))

 

 

 

:)) :)) :)) :givi: :givi:

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია ფრანგული "ლიონის" მცველის გადაბირებით,საქმე ეხება მიშელ ბასტოსის ტრანსფერს,იტყობინება ცნობილი გამოცემა L'Equipe.

 

როგორც გამოცემა გვამცნობს "რეალმა" ფრანგებს უკვე შესთავაზა ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო და "სამეფო კლუბის" მოთამაშე,როისტონ დრენტე.

 

რამდენიმე ხნის წინ კი განაცხადა "ლიონმა",რომ ბასტოსი არ იყიდება.არც ისე დიდი ხნის წინ ბასტოსმა ტრავმა მიიღო და არაა გამორიცხული რამდენიმე თვის გამოტოვებაც კი მოუხდეს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი,რაფაელ ვან დერ ვაარტი არაა წინააღმდეგი კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგარძელებაზე.

 

"ესპანეთში,მე მხოლოდ "რეალის" მაისურით შემიძლია თამაში.თუ კი "რეალიდან" წასვლა მომიხდა,მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავალ.თუ კი ისინი ჩემი პერსონით დაინტერესდებიან,მე მზად ვარ მოლაპარაკებების დასაწყებად.თუ კი ისინი შემომთავაზებენ კარგ პირობებს და გარანტირებულ ადგილს ძირითად შემადგენლობაში,უარს ანმდვილად არ ვიტყვი.ჟოზე მოურინიო თუ იშვიათად შემიშვებს მოედანზე სათამაშოდ,მიტუმეტეს ვიფიქრებ ინგლისში გადასვლაზე" - განაცხადა ვან დერ ვაარტმა Daily Express-თან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ,რომ "რეალმა" სწორედ ჰოლანდიელი ფეხბურთელის ადგილზე მოთამაშე მესიუთ იოზილი შეიძინა,რამდენიმე დღის წინ და ასეთ ფონზე უფრო რეალურია რაფაელის გუნდიდან წასვლა დაჩქარდეს.მითუმეტეს,რომ ამ პოზიციაზე "სამეფო კლუბს" კაკა და კანალესიც ჰყავთ.

 

გასულ წელს ფეხბურთელის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნს" სურდა,თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.ახლა კი ძნელად წარმოსადგენია,"რეალმა" ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი შეაფერხოს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ოცდამეორე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 3-ე ტურის თამაშებს მოემსახურება შემდეგი მსაჯთა ბრიგადები:

ბაია-ტორპედო არბიტრი ლ.სილაგავა, ასისტენტები:ი.უკლება, ს.სპიცინი, დამხმარე ხ.გაგნიძე, დამკვირვებელი ი.ლორთქიფანიძე

სამტრედია-სიონი არბიტრი ლ.კვარაცხელია, ასისტენტები:ზვ.ერქვანია, ზ.ბერულავა, დამხმარე დ.ხარიტონაშვილი, დამკვირვებელი ტ.ნიშნიანიძე

ზესტაფონი-სპარტაკი არბიტრი ჯ.ხორავა, ასისტენტები:ა.კოკაია, კ.ტეფნაძე, დამხმარე ა.კრიჭაშვილი, დამკვირვებელი ე.სილაგავა

კოლხეთი (ფთ)-ვიტ-ჯორჯია არბიტრი გ.ვადაჭკორია, ასისტენტები:გ.ჩიგოგიძე, ო.მოლოდინაშვილი, დამხმარე გ.დოგრაშვილი, დამკვირვებელი მ.ჭელიძე

ოლიმპი-დინამო (თბ) არბიტრი თ.გვანცელაძე, ასისტენტები:ლ.მიქელაძე, მ.ელიკაშვილი, დამხმარე მ.ბეუქლიშვილი, დამკვირვებელი ლ,ფანიაშვილი

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

32 წლის ფრანგი მცველი,ჯონათან ძებინა სურვის გამოთქვმას ტურინიდან წასვლაზე,ინფორმაციას ავრცელებს France Football.

 

"მსურს "იუვენტუსიდან" წასვლა,მე ახალი სტიმული და ახალი სირთულეებით ვარ დაინტერესებული.შემიძლია ინგლისში წასვლაც და ასევე სამშობლოშიც დაბრუნება.ამ მომენტში "არლ-ავილიონის" წინადადებას განვიხილავ.მათთან უკვე ვისაუბრე და სერიოზული შეხვედრაც მქონდა კლუბის პრეზიდენტთან.ასევე ვიტყვი იმსაც,რომ ჩემი გადაბირება "კრისტალ პალასსაც" სურს და კიდევ ერთ გუნდს პრემიერლიგისას,რომლის დასახელებისგანაც ახლა თავს შევიკავებ.მე ყველაზე მცირედ ანაზღაურებაზეც კი თანახმა ვარ." - განაცხადა ძებინამ France Football-თან.

 

ძებინა "იუვენტუსში 2004 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისური 145 შეხვედრა აქვს ჩატარებული,ტურინელთა მეტოქეთა კარი კი სამჯერ აქვს დალაშქრული გოლით.აქამდე ფეხბურთელი თამაშობდა "კანის", "კალიარის", და "რომას" შემადგენლობაში.საფრანგეთის ნაკრებში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში მყოფები არ დავინახო სტრიმზე, ტელევიზორებში უყურეთ.

 

ისედაც ქულა-ქულა თამაში იქნება და ეს პირველის სტრიმი სულ დამიბუგავს ნერვებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...