Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები.სადაც სენსაციური მარცხი იწვნია ინგლისურმა "ტოტენჰემმა" შვეიცარიაში."იანგ ბოიზმა" საკმაოდ შემტევი და აგრესიული ფდეხბურთის წყალობით მოახერხა და ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოუგვარა ერთი შეხვედვით საქმე ინგლისელებს და 3-1 დაამარცხა.მეორე ტაიმში კი ინგლისელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და კვლავ წყვილის ფავორიტებად დარჩნენ,თუმცა ძნელი წარმოსადგენია მსგავსი ფეხბურთით,რომელიც მათ დღეს აჩვენეს,გააგდონ მეტოქე.

ჩეხური "სპარტა" საკუთარ კედლებში დამარცხდა "ჯილინას" წინააღმდეგ ანგარიშით 0-2 და შეიძლება წინასწარ იმის თქმაც,რომ პრაღელი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობებიან ერთ კვირაში,თუ კი მათ სასწაული არ მოახდინეს.

სკანდინავიურ დერბიში ნორვეგიულმა "რუსენბორგმა" სძლია დანიურ "კოპენჰაგენს" 2-1 და პირველი შეხვედრის შემდეგ ნორვეგიელი ფეხბურთელები უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან,მათ უფრო მეტი აქვთ შანსი მომდევნო ეტაპზე გასვლისა ვიდრე დანიელებს.

საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა კიევშიც,სადაც ადგილობრივმა "დინამომ" სტუმრად ჩასული "აიაქსის" წინაარმდეგ ფრედ ითამაშა.ანდრეი შევჩენკოს თანაგუნდელებმა 1-1 ითამაშეს ამსტერდამელებთან და განმეორებითი შეხვედრის წინ მცირედ უპირატესობას ამსტერდამელები დაეუფლნენ.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" საკუთარი ჰიმნი აქვს.სიმღერა სპეციალურად გუნდისთვის დაიწერა ჯგუფ "ფრანის" მიერ და პირველად პუბლიკის წინაშე 14 აგვისტოს "ტორპედო" - "ოლიმპის" შეხვედრაზე აჟღერდა.

სიმღერის ტექსტი ასეთია:

 

 

არ ვნებდებით ფრეს,არ ვნებდით ნოლს,

ქუთათურ მზეს ვფიცავთ, გავიტანთ გოლს!

გავიტანთ გოლს არ დავწყვეთ გულს

ერთ მუშტად შეკრულ ქუთათურ გუნდს

ქუთათურს ხალხს,ქუთათურ მზეს

მხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს

არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველ ერს

მოგებას გპირდებით ქუთათურებს!

ამოდის ახალი მზე იწყება ახალი დილა

და დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეტყვით ღმერთს

დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეტყვით.....

ქუთათურ ხალხს ქუთათურ მზეს

მხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს

არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველ ერს

მოგებას გპირდებით ქუთათურებს!

არ ვნებდებით ფრეს,არ ვნებდით ნოლს,

ქუთათურ მზეს ვფიცავთ, გავიტანთ გოლს!

 

 

 

სიმღერის გადმოსაწერად დააჭირეთ >>>აქ <<<

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი,ფრანკ ფარენჰორსტი ამიერიდან "შალკეში" ითამაშებს, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა "აუფ შალკე არენას" ბინადრებს.ინფორმაციას ავრცელებს de.eurosport.yahoo.com.

 

32 წლის მცველის აქტივში 2 ჩატარებული შეხვედრაა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.აქამდე ფარენჰორსტი მეორე ბუნდესლიგის გუნდის,დუისბურგის ღირსებას იცავდა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური "რომას" ახალწვეული,ბრაზილიელი ფორვარდი,ადრიანოს თამაში იტალიის სუპერ თასის შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში საეჭვოა,ფეხბურთელს ნაკლები შანსი აქვს,რომ მოედანზე ყოფილ გუნდს დაუპირისპირდეს.ეს ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport.

 

ფორვარდი "მგლებს" მიმდინარე ზაფხულს შეურთდა,მას შემდეგ,რაც მან ბრაზილიური "ფლამენგო" დატოვა.რომაელთა სამწვრთნელო შტაბში მომუშავე პერსონალმა,მოახერხა და ადრიანო სასურველ კონდიციებს დაუბრუნა,თუმცა მაინც საეჭვოა მისი თამაში.როგორც მოგეხსენებათ,მას ჭარბწონიანობის დაძლევა მოუხდა იტალიაში გადაბარგებისას.

 

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა,კლაუდიო რანიერიმ განაცხადა,რომ შესაძლოა ახალწვეულს კონდიციებთან ერთად მოედანზე სათამაშოდ ნაკლებმა კონცენტრაციამ შეუშალოს ხელი და ამიტომაც არ ღირს გარისკვა და მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება.იგი სასტარტო შემადგენლობის შემტევ ხაზში ფრანჩესკო ტოტის,მირკო ვუჩინიჩს და ჟერემი მენეზას მოიაზრებს

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

20 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე უარყოფითი ჯგუფის სისხლი, გოგონა ლეიკემიით არის დაავადებული. SOCCER DAY მოგმართავთ თხოვნით,რომ დახმარება გაუწიოთ გოგონმას.

დარეკეთ ნომერზე: 899 67 55 63 (დედამისის ნომერია,სამწუხაროდ სახელის დადგენა გავიჭირდა)

გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია რამდენადაც შეგეძლებათ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საყურებელი ლინკი #1 ვერდერი - სამპდორია http://soccerday.ge/live.htmlhttp://soccerday.ge/live.html

საყურებელი ლინკი #2 ვერდერი - სამპდორია http://livematches.ucoz.com/index/werder_b...doria_live/0-49http://livematches.ucoz.com/index/werder_bremen_sampdoria_live/0-49

 

კომენტატორი იქნება თქვენი მონა-მორჩილი SPIRIT CRUSHER

 

შემადგენლობები უკვე ცნობილია და სულ მალე დაიწყება შეხვედრა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს გაიმართა მორიგი პლეი–ოფის მატჩები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.შეხვედრები საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.გერმანიაში "ვერდერმა" იტალიური "სამპდორია" 3–1 დაამარცხა და შესანიშნავი შანსი აქვს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისა.

შვეიცარიაში "ბაზელმა" მოლდოვური "შერიფი" დაამარცხა ანგარიშით 1–0 და განმეორებითი შეხვედრის წინ უკეთეს მდგომარეობაში სწორედაც,რომ "ბაზელის მოთამაშეები იქნებიან.

საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა "პარტიზანისა" და "ანდერლეხტის" დაპირისპირება,სტუმრებმა მოახერხეს და ფრედ დაასრულეს შეხვედრა 2–2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმაოდ კარგი განაცხადი გააკეთეს,მათ სტუმრად 2 ბურთიან ფრეს გამჰკრეს ხელი და განმეორებით შეხვედრაში უპირატესობა მათ მხარეს იქნება.

"ზალცბურგი" კი საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ჰაპოელთან" ანგარიშით 2–3.

SOCCER DAY გთავაზობთ დღევანდელი მატჩების მიმოხილვას და გატანილი გოლების ამსახველ ვიდეო მასალას.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მილანის "ინტერის" მცველმა,ვალტერ სამუელმა,კომენტარი გააკეთა იტალიის სუპერ თასის მატჩის წინ,რომელიც შაბათს გაიმართება,რომელშიც მისი გუნდი დედაქალაქურ "რომას" დაუპირისპირდება.

 

"ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ვარჯიშებზე.ჩვენი მიზანია სათამაშო ფორმის აკრეფა,რომელიც ჩვენ გვჭირდება წარმატების მისაღწევათ,როგორც იტალიაში,ასევე ევროპაში.რათქმაუნდა გვსურს გასული სეზონისმიღწევის განმეორება და ჩემპიონთა ლიგისა და სკუდეტოს კვლავ მოგება.წარმატებისკენ სვლა კი შაბათს უნდა დავიწყოთ" - განუცხადა სამუელმა Football Italia-ს.

 

"უნდა აღინიშნოს,რომ "რომა" სერიოზულად გაძლიერდა ზაფხულის სატრანფერო პერიოდში.ჩვენ კარგად ვიცნოთ მათ ახალწვეულ ადრიანოს,იგი შესანიშნავი ფეხბურთელია.შაბათის შეხვედრა უბრალოდ დაპირისპირება ნამდვილად არ იქნება" - ირწმუნება სამუელი.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მესუტ იოზილი ოფიციალურად გახდა მადრიდის “რეალის” მოთამაშე.

ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა მადრიდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც ესპანური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, იოზილის წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება, მისი აწ უკვე ყოფილი კლუბი, ბრემენის “ვერდერი” კი ამ ტრანსფერით 15 მილიონ ევროს მიიღებს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუსტად ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც თბილისის "დინამო" უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაემშვიდობა ასპარეზობას.ასე თუ ისე გადაიარა იმ ვნებათაღელვამ,რომელიც "დინამო" – "შტურმის" დაპირისპირებამ გამოიწვია საზოგადოებაში.

დინამოელთა გამოსვლა 5 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე დიდ გმირობად მოინათლა არაერთი გამოცემის მიერ,ბოლოს და ბოლოს ხუმრობა ხომ არაა 9 კაცმა ისე ითამაშო მოედანზე თითქოს ორი ფეხბურთელიო სულაც არ გაკლდესო...

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური "რომას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა,ჟულიო ბაპტიშტამ,უარი განაცხადა თურქების წინადადებაზე,გადასულიყო სტამბულის "გალათასარაიში".ტრანსფერის წარმატებით დასრულებაზე თვით "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელიც,ფრენკ რაიკაარდიც კი მუშაობდა.

 

თურქულმა კლუბმა ბაპტიშტას 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა,კონტრაქტის პირობების თანახმად წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებდა და პლიუს ამას 500 ათას ევროს ბონუსის სახით ყოველი წარმატებული სეზონის ბოლოს.ეს ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომი გახადა გამოცემამ SportItalia.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისური "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა,რომან პავლიუჩენკომ რუსულ "სპორტ-ექსპრესსთან" ისაუბრა "იანგ ბოიზთან" გამართული შეხვედრის შესახებ,რომელშიც მისი გუნდი (2-3) დამარცხდა და საკუთარი შეფასებებიც გააკეთა.

 

 

- რატომ დაიწყო "ტოტენჰემმა" შეხვედრა ასე კატასტროფულად? ნუთუ არ შეაფასეთ სათანადოდ "იანგ ბოიზი"?

- შესაძლოა ასეცაა. ბასონგის გოლამდე ჩვენ საერთოდ არაფერი არ გამოგვდიოდა: უამრავ შეცდომას ვუშვებდით,უაზროდ ვკარგავდით ბურთს ცენტრში, შვეიცარიელების წამოწყებული ყველა გააზრებული და დამუშავებული შეტევა გოლით დასრულდა ჩვენს კარში. "იანგ ბოიზი" იმაზე უფრო უკეთეს გუნდად წარმოჩნდა ამ შეხვედრის შემდეგ,ვიდრე ამას ვინმე მოელოდა.

 

- რა განიცადეთ,როდესაც ანგარიში ტაბლოზე დაფიქსირდა - 0:3?

- არაფერი კარგი.გამიელვა მხოლოდ ერთმა აზრმა: ჩემპიონთა ლიგა დამთავრდა,ისევე,როგორც დაიწყო. მადლობა ღმერთს,რომ ბასონგმა ჯერ კიდევ შესვენებამდე მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა: მან გაგიხსნა გზები საკუთარი ფეხბურთისაკენ და უკეთესი თამაშის ხალისი დაგვიბრუნა. 42-ე წუთამდე ჩვენ ყველაზე უსუსურები და უიღბლოები ვიყავით მიმდინარე საღამოს,თუმცა მოხდა ისე,რომ გაგვიმართლა და შანსები გაგვიჩნდა განმეორებითი შეხვედრის წინ და იმედია ამ შანსებს საჩვენოდ გამოვიყენებთ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გენუის "სამპდორიას" თავდამხმელი,ჯანპაოლო პაცინი გაოცებული და გაკვირვებული აკეთებდა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარებს.შეგახსენებთ,რომ მისი გუნდუ სტუმრად ბრემენში ადგილობრივი "ვერდერის" წინააღმდეგ დამარცხა ანგარიშით 1–3.

 

"ორი აზრი არაა,1–3 უკეთესია,ვიდრე 0–3 – განუცხადა Football Italia–ს, – თუმცა მე ახლაც კი გაკვირვებული ვარ,თუ როგორ გავუშვით სამი გოლი საკუთარ კარში.ჩვენ გვქონდა არაერთი საგოლე მომენტი,სამწუხაროა,რომ ჩვენ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.ახლა უკვე მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოტ განმეორებით შეხვედრაზე,რომელიც ჩვენს სტადიონზე გაიმართება და წარმატებაზე უნდა ვიფიქროთ".

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ოცდამეორე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 3-ე ტურის თამაშები:

უმაღლესი ლიგა.

3 ტური-20 აგვისტო, პარასკევი

1.ბაია-ტორპედო

2, სამტრედია-სიონი

21 აგვისტო, შაბათი

3, ზესტაფონი-სპარტაკი

4, კოლხეთი ფ.-ვიტ ჯორჯია

22 აგვისტო, კვირა

5, ოლიმპი-დინამო თბ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბულგარული "ლიეტექსის" თავდამსხმელი,იველინ პოპოვი უახლოეს მომავალში ინგლისური "ბლექბერნის" მოთამაშე გახდება.ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters.

 

22 წლის ფეხბურთელი უკვე შეთანხმდა მომავალ კლუბთან სატრანსფერო დეტალებზე და პირად კონტრაქტზე ინგლისურ კლუბთან.ახლა მას მხოლოდ და მხოლოდ ინგლისში საფეხბურთო სამუშაოს შესასრულებელი თანხმობაღა სჭირდება.ფეხბურთელის სანაცვლოდ პრემიერლიგური კლუბი 3 მილიონ ევროს იხდის.პოპოვმა 32 გოლის გატანა მოახერხა 101 შეხვედრაში,რომელიც მან საკუთარი კლუბის მაისურით ჩაატარა.მას მოგებული აქვს ბულგარეთის ჩემპიონატი და ბულგარეთის თასი ორჯერ,მას ასევე 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში და სამჯერ მოახერხა გოლის გატანა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...