Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

დღეს თბილისის "სვარჩიკმა" მორიგი შეხვედრა ჩაატარა ახალ სეზონში.დივიზიონის პირველი ტურის მატჩი გამართა სტუმრად 667-ის წინააღმდეგ და მეტოქე დამაჯერებეილი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი საქართველოს თასზე გამართავს,სადაც მერორე რაუნდის განთესილ გუნდთა შორის მოხვდა და სტუმრად უფრო სუსტ მეტოქეს."პაცანას" დაუპირისპირდება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

V.84_დივიზიონის ცენტრალური მატჩი ვანის სულორის ოქრონ არენაზე გაიმართა. იმერულ დერბიში SULORI_მ noska_ს უმასპინძლა და პირველი მარცხიც იწვნია საკუთარ მოედანზე.

6336 გულშემატკივარი დაესწრო მატჩს რომელიც უხვ გოლიანი გამოდგა. მასპინძლები 1–3 დამარცხდნენ და პირველი ტურის შემდეგ ცხრილში მე_6 ადგილს დაჯერდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ კონფერენციაზე კომენტარი გააკეთა სულორის მთავარმა მწვრთნელმა:

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს დასრულდა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური.ორი გასამართი შეხვედრიდან,ორივეში მასპინძლება იმარჯვეს ერთნაირი ანგარიშით 2-1.პირველი სამი ქულა ახალ სეზონსი "ვიტ-ჯორჯიას" ანარიშზეა,მათ რუსთავში,ფოლადის სტადიონზე,ზუგდიდის "ბაია" დაამარცხეს 2-1.ჯაბა ლიპარტიასა და ვახტანგ კვარაცხელიას გოლებს,ზუგდიდელმა გიორგი მეგრელაძემ უპასუხა ერთადერთი გოლით.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა,ალესანდრო დელ პიერომ,იმედი გამოთქვა,რომ მისი კლუბი ევროპის ლიგაზე საკმაოდ წარმატებულად გამოვა.

"გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე ძალიან გავიჭირდა ევროპულ ტურნირებზე მოხვედრა,კერძოდ კი ჩვენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოვხვდით და ვგონებ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება "შტურმთან" შეხვედრას უნდა დავუთმოთ.მთელი კონცენტრაცია ამ შხვედრაზე უნდა მოვმართოთ და ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლის საწინდარად უნდა ვაქცთ ეს დაპირისპირება" - განაცხადა 36 წლის ფეხბურთელმა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SOCCER DAY მორიგ ვიდეო მიმოხილვას გთავაზობთ.

პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრის მიმოხილვა.

"ლივერპული" 1-1 "არსენალი"

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესებულია რომის "ლაციოს" ნახევარმცველით,კრისტიანუ ლედესმათი.ინფორმაციის პირველწყაროდ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport გვევლინება.

 

"ბებერი ქალბატონები" კრისტიან პოულსენის შემცვლელად განიხილავენ მის კანდიდატურას,რომელიც ინგლისურ "ლივერპულში" წავიდა ტურინიდან.აქვე აღვნიშნავთ,რომ ლედესმას შეძენით,მილანის "ინტერიც" არის დაინტერესებული.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბერძნული "აეკი" დაინტერესებულია რომის "ლაციოს" მცველით,კერძოდ კი – ემილსონ კრიბარითი.

30 წლის ბრაზილიელი შესაძლოა უახლოეს მომავალში ათენურ კლუბში გადავიდეს სათამაშოდ.აქვე იმასაც აღვნიშნავთ,რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი კრიბარიმ "სიენაში" გაატარა არენდის წესით.ასე,რომ დიდი შანსია რომის "ლაციომ" სარფიანი წინადადების შემთხვევაში,ფეხბურთელი საბერძნეთში სათამაშოდ გაუშვას.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს XXII ჩემპიონატის პირველი ტურის სიმობლური ნაკრების შესადგენად ბევრი ფიქრი და განსჯა გახდა საჭირო.SOCCER DAY წარმოგიდგენთ იმ თერთმეტ საუკეთესოს,რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს სიმბოლურში მოხვედრა..უნდა აღინიშნოს,რომ ყველაზე მეტი ფეხბურთელი სიმბოლურში თბილისის "დინამოდან" (5) მოხვდა.

ჩვენი აზრით სწორედ ეს ფეხბურთელები იყნენ მიმდინარე ტურის საუკეთესოები.თქვენ შეგიძლიათ დაგვეთანხმოთ ან არ დაგვეთანხმოთ და კომენტარის სახით დატოვოთ თქვენივე მოსაზრება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელმა თავდამსხმელმა,დიეგო ფორლანმა,რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა,იმედი გამოთქვა,რომ მისი გუნდი მოახერხებს და მოიგებს უეფას სუპერ თასს.ინფორმაციას ავრცელებს La Repubblica.შეგახსენებთ,რომ ეს შეხვედრა გაიმართება მონაკოში 27 აგვისტოს,ლუი მეორის სახელობის სტადიონზე.

 

"ჩვენ წარმოდგენილნი ვიქნებით,როგორც უეფას ევროპის ლიგის თსის გამარჯვებულნი,მაგრამ ვფიქრობ,რომ ჩვენ ყველანაირი შანსი გვაქვს წარმატების მიღწევისთვის."ინტერში" შესაშური დონის ფეხბურთელები თამაშობენ,მაგრამ "ატლეტიკოში" მოთამაშე ფეხბურთელების პროფესიონალიზმის მჯერა.ვიმედოვნებ,რომ ჩვენ საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ,იმისათვის,რათა ტიტულოს დავეუფლოთ" – განაცხადა ფორლანმა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბერძენი თავდამსხმელი,ანგელოს ხარისტეასი ამიერიდან ფრანგული პირველი ლიგის გუნდის,"არლს–ავილიონის" მოთამაშე იქნება.ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი გამოცემა L'Equipe.2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელი,უახლოეს დღეები გააფორმებს კონტრაქტს ფრანგულ გუნდთან,რომელიც 3 წლით იქნება განსაზღვრული.

 

მისი გადაბირება ფრანგულ გუნდს 5 ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდება.ხარისტეასი პირველი ფეხბურთელი არ არის "არლ–ავილიონისა",აქამდეკლუბის შემადგენლობას შეურთდა ანგელოს ბასინასი,რომელიც გასულ სეზონში ინგლისურ "პორტსმუთში" გამოდიოდა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

21 წლის "ლივერპულელი" თავდამსხმელი,დავიდ ნგოგი,რომლის გადაბირებაც ინგლისურ "ვესტ ბრომვიჩს" სურს არ არპირებს ამ ეტაპზე,რომელიმე სხვა კლუბში გადასვლას.

 

"მე ბედნიერი ვარ "ლივერპულში",ამის გამო მუდამ ვცდილობ,რომ საკუთარი საქმე მაქსიმალურად გავაკეთო.მე გუნდის თავდამსხმელი ვარ და ჩემგან მხოლოდ და მხოლოდ გოლებს ელიან,ამისათვის კი ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ.რაც შეეხება ჰოჯსონს,მე ვიტყვი,რომ იგი დიდებული მწვრთნელია" – განუცხადა დავიდ ნგოგმა FootballPress.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც გაირკვა,მადრიდის "რეალს" უახლოესი ოთხი თვის მანძილზე ვერ დაეხმარება ტრავმის გამო ბრაზილიელი ლეგიონერი,რიკარდო კაკა.თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს,ჟოზე მოურინიოს მიაჩნია,რომ არ არის ამის გამო ტრაგედიის შექმნა საჭირო.

 

"ის,რომ ჩვენ კაკას გარეშე მოგვიწევს თამაში ფაქტია,ტრავმის გამო ფეხბურთელის გამოკლება ეს ჩვეულებრივი და სამწუხარო მოვლენაა,თუმცა ჩვენ დაწესებულ დრომდე ვერაფრით ვერ ვუშველით მის ტრავმას.იმედი მაქვს,რომ ჩვენი ფეხბურთელები კაკას გარეშეც მოახერხებენ ფონს გასვლას.მე არ ვაპირებ ტირილს და ცრემლების ღვრას იმის გამო,რომ კაკა ვერ დაგვეხმარება,ყველამ კარგად იცით,რომ მას ოპერაცია აქვს გაკეთებული და აქედან გამომდინარე ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს,შესაძლოა ამან ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე უარყოფითადაც კი იმოქმედოს.მოუთმენლად ველი მე თვითონაც მის გამოკეთებას,როგორც კი ის შეძლებს ვარჯიშს და თამაშს ვიტყვი,რომ ჩვენს გუნდს კიდევ ერთი შესანიშნავი შემსრულებელი მოემატა მოედანზე." – განაცხადა მოურინიომ FootballPress–სთან ინტერვიუში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს 13:00 საათზე საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში, გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრა.გუნდები საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია თანაბრად გადანაწილდნენ.უნდა აღინიშნოს,რომ თითოეულ გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი.ყველა შეხვედრა გაიმართება 16:00–ზე და ფორმატის მიხედვით გამარჯვებულისა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ერთ შეხვედრაში გაირკვევა.წარმატებას უსურვებს SOCCER DAY თითოეულ გუნდს.წყვილების სანახავად წაიკითხეთ სტატია სრულად.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტალიური "ფიორენტინა" არ წყვეტს ბრძოლას. "ვოლფსბურგელი" ზვეზდან მისიმოვიჩის გადაბირებას კვლავ თავგამოდებულნი ცდილობენ ფლორენციელები.

 

"იები" მზად არიან ფეხბურთესლის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადონ,თუმცა ბოსნიელიფეხბურთელის დათმობა არ სურთ გერმანელებს.აქვე აღვნიშნავთ,რომ მისიმოვიჩის გადაბირებით დაინერესებულნი არიან გერმანული "შალკე" და რუსული "რუბინი"

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა,ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა გერმანიის თასზე გამართული შეხვედრის შემდეგ,რომელიც მისმა გუნდმა გამარჯვებით, დაასრულა (4–0) "ვინდეკის" წინააღმდეგ.

 

"დღეს "ვუნდეკმა" მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა,უმაღლესი დისციპლინის ხარჯზე მათ არაერთ საფეხბურთო კომპონენტში აჩვენეს თავიანთი კლასი.მე თამამად ვიტყვი,რომ ეს შეხვედრა,რომელიც ჩავატარეთ გერმანიის თასზე,ყველაზე უარესი თამაში იყო მიმდინარე ზაფხულს.ჩვენ უბრალოდ ყველაფერი გავაკეთეთ,რაც მოგვეთხოვებოდა." – განაცხადა ვან გაალმა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...