Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://a.pix.ge/k/9ksk1.jpgლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა,არსენ ვენგერმა აღნიშნა,რომ უკვე დრო არის იმისათვის,რომ იფიქროს,2010/2011 წლების შემდეგომ კონტრაქტზე,კეძოდ გააგრძელოს თუ არა ხელშეკრულება "მეტოფეებთან".

 

"მე ისეთ სტადიაზე ვარ,რომ თუ კი კონტრაქტი გავახანგრძლივე კლუბთან,მაშინ ეს იმის მაუწყებელი იქნება,რომ საბოლოოდ სამწვრთნელო კარიერასაც ამ გუნდში დავასრულებ.მე უნდა ავირჩიო ან "არსენალი",ან რომელიმე სხვა კლუბი,სადაც მე ჩემს ძალებს კიდევ ერთხელ მოვსინჯავდი თითქმის ნოლიდან.სიმართლე,რომ ითქვას,მე პირადად პირველი ვარიანტი მირჩევნია." - განაცხადა ვენგერმა

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/n/d6akq.jpgმიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა,ლუი ვან გაალმა შეაქო საკუთარი გუნდი სუპერ თასზე წარმატებით გამოსვლისა და დადებითი შედეგის ჩვენებისათვის.შეგახსენებთ,რომ მიუნხენელებმა 2-0 სძლიეს "შალკეს" და სეზონის პირველ ტიტულსაც,გერმანიის სუპერ თასს,დაეუფლნენ.

 

"ეს კარგი შედეგია.გუნდმა და მთელმა პერსონალმა კარგად იცის,რომ მე მატGან მხოლოდ დადებით შედეგს მოველოდი და... საბოლოოდ მოლოდინი გამიმართლდა.ამ მომენტში ჩვენ უფრო უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე "პრე-სეზონის" დროს ჩატარებული შეხვედრებიდან ჩანდა", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "eurosport-თან ინტერვიუში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/i/iy1e7.jpgესპანურმა გამოცემამ - AS გამოაქვეყნა ინტერვიუ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კაკასთან,რომელმაც ურთულესი ოპერაცია გაიკეთა ფეხზე და მინიმუმ ოთხი თვე ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს..გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირე მონაკვეთს.

 

- როგორ გრძნობთ თავს?!

 

- ოპერაცია წარმატებით დასრულდა,ეს კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. საერთოდაც ვერ შევეგუები ასეთ მდგომარეობას და ვეცდები სათამაშოდ იმაზე ადრე დავბრუნდე ვიდრე ექიმები მიწინასწარმეტყველებენ ამას.

 

- რა მიზნები გაქვთ უახლოესი ოთხი თვის მანძილზე?

 

-აუცილებლად ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და საკუთარ გუნდს იმაზე მალე შევუერთდე ვარჯიშებზე ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

 

-უშუალოდ როდის შეგაწუხათ ამ ტრავმამ?

 

- ტკივილები დიდი ხნის წინ მაწუხებდა,მაგრამ ე არც მიფიქრია,რომ ეს ასეთი სერიოზული შეიძლებოდა ყოფილიყო.ყველაფერი კი დასკვნით სტადიაში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას შევიდა.მთელი მუნდიალის განმავლობაში დისკომფორტს განვიციდი და საბოლოოდ თქვენც ხედავთ,ოპერაცია გავიკეთე.

 

- თქვენ ელაპარაკეთ ამ დღეებში მოურინიოს?

 

- რათქმაუნდა იგი შემეხმიანა და გამესაუბრა.უმოკლეს დროში გამოჯანმრთელება მისურვა.მითხრა,რომ მას სურს,რაც შეიძლება მალე დავრუნდე გუნდში სათამაშოდ და ვფიქრობ მას იმედებს გავუმართლებ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/g/3ih1w.jpg მეხუთე ლიგაში მოასპარეზე ვანის ,,სულორის" მესაკუთრემ, შაბათს, რიონისპირა ქალაქში პრეზენტაცია ჩაატარა. საზოგადოების წინაშე წარსდგნენ საფეხბურთო გუნდის წევრები, რომლებსაც სათავეში ოლა სოლვიკი უდგას. მასთან ერთად იყვნენ ის ფეხბურთელები, რომელთაც ახალი სეზონიდან იმ მიზნების შესრულებისათვის პაექრობა მოუწევთ, რასაც კლუბის მესვეურები დაუსახავენ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/v/3fdcn.jpg

დღეს გაიმართა ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები.გთავაზობთ "ჰერენვენი" 1–3 "პსვ ეინდჰოვენი" მატჩის მიმოხილვას და გატანილ გოლებს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/t/6b493.jpgბრაზილიური "პალმეირასის" მთავარ მწვრთნელს,ლუის ფელიპე სკოლარის საკუთარი გუნდის ბრაზილიელი რონალდინიოთი გაძლიერება სურს"მილანის" ფეხბურთელს სკოლარი სამშობლოში სათამაშოდ უხმობს.

 

"რონალდინიო დიდებული ფეხბურთელია.მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას "პალმეირასში",მითუმეტეს,რომ თავად ფეხბურთელმა სურვილი გამოთქვა ამჟამინდელი კლუბის დატოვებისა.მე ვერ ვერკვევი "როსონერის" სატრანსფერო პოლიტიკაში,მაგრამ იმედს ვიტოვებ დაინტერესება იქნება მათი მხრიდანაც,რომ რონალდინიო დაგვითმონ,თუ რაღათქმაუნდა ფეხბურთელიც მოინდომებს ამას" - განაცხადა Football Italia-სთან ინტერვიუში სკოლარიმ.

 

არაა გამორიცხული "პალმეირასმა" რონალდინიო იჯარის წესით გადაიყვანოს ბრაზილიაში სათამაშოდ.შეგახსენებთ,რომ ამ მომენტისთვის ბრაზილელ ფეხბურთელს "მილანთან" კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია და შესაძლოა სულ მოკლე დროში თავისუფალი აგენტიც კი გახდეს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/d/yr3mp.jpgდღეს ცნობილი გახდა,რომ "სვარჩიკ" თბილისის მენეჯერი,ირაკლი ხვედელიანი,მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის არჩვენებში.თბილისის დროით 3:00-ზე დანიშნული პრესკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

 

"მე ნაკრების მწვრთნელობა მსურს,მოგეხსენებათ,რომ ეს ჩემთვის მესამე საარჩევნო კამპანია იქნება.წლიდან-წლამდე ჩვენი საარჩევნო ამბიციები იზრდება და რაც მთავარია უფრო და უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერას ვღებულობთ.მოგეხსენებათ,უკანასკნელი არჩევნები,რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა,წავაგე,თუმცა პოზიტიური მხარის დანახვა შეიძლება,ბოლოს და ბოლოს მე ხომ უშუალო კონკურენტთან დავმაცხდი და მეორე ადგილზე გავედი?! ვიმედოვნებ ქართული "ჰეთთრიქ" საზოგადოება ჩემს კანდიდატურას დაუჭერს მხარს და არჩევანსაც ჩემს სასარგებლოდ გააკეთებენ" - განაცხადა "სვარჩიკის" მენეჯერმა ირაკლი ხვედელიანმა სასტუმრო "დაკეტილიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/f/7mmg4.jpg

SOCCERDAY გთავაზობთ 7 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრების გოლებსა და მიმოხილვას.ჩვენს მიმოხილვაში იხილავთ:

"ბენფიკა" 0-2 "პორტო"

"ბაიერნი" 2-0 "შალკე"

"პსჟ" 3-1 "სტ.ეტიენი"

"ტულუზა" 2-0 "ბრესტი"

"სოშო" 2-1 "არლ ავილიონი"

"რენი" 1-1 "ლილი"

"ლენსი" 1-2 "ნანსი"

"ჰერენვენი" 1-3 "პსვ"

"ლეგია" 5-6 "არსენალი"

"ოსერი" 2-2 "ლორიანი"

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/m/xndif.jpg

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა,ჯოზე მოურინიომ "ოს-ანჯელეს გაქასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებულად შეაქო გონსალო იგუაინი,რომელმაც ორი გოლი გაიტანა ამერიკელთა კარში.

 

"მინა აღვნიშნო,თუ როგორ გადაადგილდება იგუაინი მოედანზე,ყველა მისი თვისება და მოძრაობა იმაზე მიუთითებს,რომ იგი ჭკვიანი თავდამსხმელია.იგი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ დავალებას,რაც გუნდის წინა ხაზს საქმეს უადვილებს.ამ შეხვედრაში ძალიან მომეწონა,რომ ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით,თუმცა არის დარჩენი დეტალები,რომელთა გაუმჯობესებისთვისაც ცოტა წამუშავება არ გვაწყენდა" - განუცხადა Goal.Com-ს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/r/rn02d.jpgინგლისური "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა,ალექსანდრე კოლაროვმა.რომლის ტრანსფერიც გუნდს 19 მილიონი ევრო დაუჯდა,გამოთქვა საკუთარი აზრი გუნდთან დაკავშირებით.

 

"მე გუნდთან ჯერ მხოლოდ ორი ვარჯიში ჩავატარე,თუმცა იმის თქმა თავისუფლად შემიძლია,რომ გუნდში დადებითი აურაა."სიტიში" საქმეს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან.ვფიქრობ,რომ საბოლოო შედეგების მიხედვით ჩვენ უფრო წარმატებული გუნდი ვიქნებით ამ სეზონში.ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი".გუნდს აქვს იმის პოტენციალი,რომ ამ სეზონში რომელიმე ტიტულს დაეუფლოს.მომავალში კი პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციაც გვექნება." = განაცხადა კოლაომა The Telegraph-თან ინტერვიუში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/q/yrbjw.pngდღეს ზუგდიდის "ბაიას" ქალ ფეხბურთელთა გუნდი მორიგ შეხვედრას გამართავს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში.მოგეხსენებათ,ჩვენი გოგონები მეხუთე ჯგუფში მონაწილეობენ,სადაც მათ პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარეს იტალიურ "ბარდოლინოსთან" და ანგარიშით 0-3 დამარცხდნენ.

ამ მომენტისთვის ჯგუფს სწორედ იტალიელები ლიდერობენ 6 ქულითა და 10 გატანილი ბურთით.

 

5 ჯგუფი (მასპინძელი

ქვეყანა:სლოვენია )

გუნდითმ

http://b.pix.ge/d/tflxj.pngბარდოლინო

2

20010-06

http://b.pix.ge/n/h2i8f.pngკრკა

1

1

004-03

http://b.pix.ge/k/zssh2.pngბაია1

001

0-30http://a.pix.ge/v/vu4aa.pngსუონსი2

0

0

2

0-11

0

 

 

დღეს "ბაიას" გოგონები,მორიგ შეხვედრას გამართავენ მასპინძელ "კრკა"-სთან.მიუხედავად იმისა,რომ მეგრელი ფეხბურთელები პირველ შეხვედრაში დამარცხდნენ,თეორიულ და პრაქტიკულ შანსს ამ მომენტამდე ინარჩუნებენ შემდეგ ეტაპზე გასვლისას.იმედი დავიტოვოთ,რომ "ბაია-გოგოები" მოახერხებენ დღეს მინიმუმ ფრედ შეხვედრის დასრულებას.

"კრკა" - "ბაია" ჩვენი დროით 22 საათზე და 45 წუთზე გაიმართება.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/o/sgnzf.jpgმიუნხენის "ბაიერნი" ჰოლანდილეი ნახევარმცველი,არიენ რობენი,გერმანელი ჟურნალისტების ვერსიით,გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბერთელად დასახელდა.ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა გამოცემა Kicker-მა.

 

გამოკითხვაში,ჟურნალისტთა 445 ხმა დაიმსახურა არიენ რობენმა,მეორე და მესამ ადგილზე ასევე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბერთელები,ბასტიან შვაინშტაიგერი (180 ხმა) და ტომას მიულერი (118 ხმა) გავიდნენ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/j/sq1zq.jpgბრაზილიელმა თავდამსხმელმა ამაურიმ,რომელმაც სულ რამდენიმე ხნის წინ მიიღო იტალიის მოქალაქეობა,ჩეზარე პრანდელიმ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ გამოიძახა.ამაური გამოძახებულია იტალიისა და კოტ დ'იუარის ამხანაგური შეხვედრისთვის.ფეხბურთელმა, სურვილი გამოთქვა, რომ მას სურს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "სკუადრა აძურას" ღირსების დაცვა,თუმცა მან იქვე დაამატა,რომ იგი იტალიის სახელმწიფო ჰიმნს არ იმღერებს.

 

"მე ვიცი ზესპირად იტალიის ჰიმნი,მაგრამ ამ მომენტსი მე გადაწყვეტილი მაქვს,რომ არ ვიმღერეო იგი.მიუხედავად ამისა,ჩემი მიზანი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა.სურვილი მაქვს,რომ მუნდიალზე ბრაზილიას გავიუტანო და უპრობლემოდ ვიზეიმო მათ კარში გატანილი გოლი." - განაცხადა ამაურიმ

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/k/6qb66.jpgმილანის "ინტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი,ჟოზე მოურინიო,დარწმუნებულია,რომ ამჟამინდელი მწვრთნელი ვერ გაიმეორებს იმ შედეგებსა და მიღწევებს გუნდისას,რომელიც "ინტერს" მისი თავკაცობით აქვს მოპოვებული.

 

გასულ სეზონში "ინტერმა" სამი ტიტული მოიგო,გახდა იტალიის ჩემპიონი,მოიპოვა იტალიის თასი და დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულს.

 

"ბენიტესი ვერ შეძლებს იგივეს გამეორებას.ამაში მე დარწმუნებული ვარ.მას არანაირი შანსი არ აქვს იგივეს განმეორებისა,თუმცა მას წარმატებებს ვუსურვებ "ინტერთან" ერთად." - განაცხადა ჟოზე მოურინიომ Sunday Times-ისთან ინტერვიუში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/r/cha99.jpg8 აგვისტო. ლონდონი. სტადიონი: "უემბლი".

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1:3 (0:0)

გოლები: კალუ 83' - ვალენსია 41', ჩიჩარიტო 76', ბერბატოვი 90+2'

 

ჩელსი: ილარიო, კოული (ჟირკოვი 79'), ივანოვიჩი, ტერი, ფერეირა (ბრუმა 79'), მალუდა (ბენაიონი 73'), მიკელი (დროგბა 60'), ლამპარდი, ესიენი, კალუ, ანელკა (სტარიჯი 61').

 

მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ საარი, ვიდიჩი,ევანსი,ფაბიო (სმოლინგი 72'), ოში, ჟი სუნი (ნანი 46'), კერიკი (გიგზი 80'), სქოულზი (ფლეტჩერი 80'), ვალენსია, რუნი (ბერბატოვი 46'), ოუენი (ჩიჩარიტო 46').

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...