Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://b.pix.ge/a/h7bnf.jpgთურქული "ფენერბაჰჩე" დაინტერესებულია ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველით,ვილიამ გალასით.გვამცნობს Radio Montecarlo.

 

ფრანგი შესაძლობა გადავიდეს სტამულში სათამაშოდ,როგორც თავისუფალი აგენტი.ადრევე გატყობინებდით,რომ 32 წლის ფეხბურთელი ვერა და ვერ პოულობდა კლუბს სასურველი პირობებით და ახლა შესანიშნავი შანსი გამოუნჩნდა გალასს "ფენერბაჰჩეს" სახით.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/f/qttee.jpgიტალიური "ბოლონია" დაინტერესებულია "კრუზეიროს" ბრაზილიელი მცველით,ჯონათან სისეროთი.ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო FootballPress.

 

24 წლის ფეხბურთელი საკუთარი უნდის რიგების დაცვას 2005 წლიდან იცავს.ამ პერიოდის მანზილზე მან ას მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ შეხვედრაში.აქვე აღვნიშნავთ იმასაც,რომ სისეროს გადაბირებით მილანური "ინტერიც" არის დაინტერესებული.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/o/27wm7.pngდღეს ქუთაისში გაიმართა ადგილობრივი გუნდის "ტორპედოს" პრეზენტაცია.რომელიც უმაღლეს ლიგაში აღზევდა და ახლ სეზონს სწორედ ქართულ საფეხბურთო ელიტაში დაიწყებს.

გუნდს მომავალ სეზონში კომპანია Saller შემოსავს,გუნდის სათამაშო მაისურზე ფისფორისფერი და ყვითელ-შავი ფერები იქნება დომინანტი.თანამედროვე ფეხბურთში დამკვიდრებული "ტრადიციის" თანახმად გუნდის ფორმაზე გამოსახული იქნება წარწერა WISSOL,რაც იმას შეახსენებს ყველას,რომ არ გუნდს სწორედ ეს კომპანია აფინანსებს.ქართულ საკლუბო მაისურებთან დაკავშირებით არსებული ყბადაღებული პრობლემა "ტორპედომ" გაითვალისწინა და კლუბის სათამაშო ლოგოც დაურთო მარცხენა მხარეს მაისურზე.

 

დღეს გახდა ასევე ცნობილი ის ფაქტი,რომ "ტორპედოს" დაუბრუნდა სამართალმემკვიდრე გუნდის სტატუსი და უმაღლეს ლიგაში ითამაშებს სწორედ ის ქუთაისის "ტორპედო",რომელსაც 3-ჯერ აქვს ნაზეიმები საქართველოს ჩემპიონობა და 2-ჯერ საქართველოს თასის ჩემპიონობა.

 

პრესკონფერენციაზე ასევე გახდა ცნობილი,რომ უახლოეს დღეებში გუნდს ექნება საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდი ww.fctorpedo.ge,პროექტზე მუშაობა დაწყებულია და უკვე დასრულების სტადიაშია.ერთგულ ქომაგს დღეს "ტორპედოს" მაისურები გადასცა.

 

ცნობილი გახდა ის ფაქტიც,რომ 14 აგვისტოს გასამართ "ტორპედო" - "ოლიმპი" შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს პირდაპირ ეთერში.შეხვედრას კი სხვა დანარჩენ ქომაგებთან ერთად, ზვიად სიჭინავა,რევაზ არველაზე გია ფირცხალავა დაესწრებიან.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/q/ag01r.jpgმადრიდის "რეალის" ახალწვეულმა შესაძლოა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატაროს უახლოეს მომავალში.გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ამხანაგურ შეხვედრაში,რომელშის მადრიდის "რეალი" ამერიკულ - "ლოს-ანჯელეს გალაქსს" დაუპირისპირდება.

 

მიუხედავად იმისა,რომ Marca-ს ცნობით ფეხბურთელს მცირდეი ტრავმა აქვს ეს არ შეუშლის ხედირას ხელს და შეძლებს საკუთარი გუნდის დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.შეგახსენებთ,რომ ამერიკული გუნდის ღირსებას მადირიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი,დევიდ ბექჰემი იცავს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/q/yrbjw.pngდღეს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზუგდიდის "ბაიამ",თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა იტალიურ "ბარდოლინოსთან".მატჩი იტალიელმა გოგონებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის ოთხ წუთსი ორი რეალური მომენტი გააიავეს,ჯერ იყო დაპირველივე წუთზე ვერ შეძლო დე სტეფანომ გოლის გატანა,შემეგ კი მეოთხე წუთზე ვერ გაიტანა კრესპიმ.ამის შემდეგ თითქოს სიტუცია დაამშვიდეს იტალიელებმა,მაგრამ... როგორც ჩანდა იტალიელი გოგოები აქცენტს სწრაფ გოლზე აკეთებდნენ და მატჩის მეერვე წუთზე დი კრიშომ უძლიერესად დაატყა კარისკენ... მისი დარტყმული კი მეკარემ გაანეიტრალა.

იტალიელები მეგრელ მანდილოსნებს არ აძლევდნენ ამოსუნთქვის საშუალებას და "ბაიას" კართან მომენტს-მომენტზე ქმნიდნენ.ზუგდიდელი ფეხბურთელები კი საკუთარი კარის უსაფრთხოდ შენახვაზე აკეთებდნენ აქცენტს.მატჩის დაწყებიდან 20 წუთი იყო გასული,როდესაც "ბაიას" მეკარემ,თამარ ნადირაშვილმა შესანიშნად მოიგერია ბურთი და "ბარდოლინოს" ას პროცენტიანი საგოლე მომენტი მომენტადვე დატოვა.23-ე წუთზე მალიძემ იუხეშა მეტოქის წინაარმდეგ და მსჯას ყვითელი ბარათიც გამოსტყუა ხელიდან.ზუსტად ოთხ წუთში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა,ესტერ აცოპარდიმ ,ზუგდიდელებს მორიგი ყვითელი ბარათი უჩვენა... ამჯერად გაფრთხილება თეონა ტოდაძემ დაიმსახურა არასპორტული საქციელისათვის.პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან "ბაიას" ფეხბურთელლებიც გააქტიურდნენ და "ბარდოლინოს" შეტევებით თითოქს და თავბრუ დაახვიეს.29-ე წუთზე შეხვედრაში პირველი კუთხურის მოწოდება მოუხდათ ფეხბურთელებს და ეს "ბაიას" ფეხბურთელმა,თეონა თოდაძემ გააკეთა.მთლად ხეირიანი ვერ აღმოჩნდა თეონას ჩამოწოდებული კუთხური,იტალიელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და 30 და 31 წუთებზე თამარ ნადირაშვილს ორი სერიოზული დარტყმული ბურთის მოგერიება მოუწია და უკანასკნელი მოგერიებული ბურთი კუთხურზე გადააგდო."ბარდოლინოს" ფეხბურთელებმა კუთხური ტითქოსდა კარგად გამოიყენეს... ტუმცა ბურთი კვლავ ქართველმა მეკარემ მოიგერია 34-ე წუთზე.

35-ე წუთზე დანიშნული ჯარიმა იტალიელმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად გამოიყენეს და ჯირელიმ ანგარიშიც გახსნა 1-0 და წინ "ბარდოლინო" გავიდა.გატანილი გოლის შემდეგ "ბარდოლინოს" ფეხბურთელები უფრ და უფრო გააქტიურდნენ და ნადირაშვილს კიდევ ერთხელ მოუწია საქმეში თავის გამოჩენა და ბურთის მოგერიება.არც "ბაიას" გოგონები ეპუებოდნენ მეტოქეს და მომენტებს მეგრელებიც ქმნიდნენ.სწორედ ერთ-ერთი მსგავსი შეტევისას,იტალიელი დი კრიშო,ნათია სხირტლაძის წინაარმდეგ დაჯარიმდა და საკმაოდ სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოუპოვა საკუთარ გუნდს 42-ე წუთზე.თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს შანსი და მორიგი სტანდარტი გააცუდეს.პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთებზე მოედანზე იტალიელები დომინირებდნენ მათ არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა და ანგარიშის გაზრდა თუმცა "ბაიას" მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ იგი საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა მთელი ტაიმის განმავლობაში.პირველი ტაიმი ზუგდიდელებმა 1-0 წააგეს და იქიდან გამომდინარე,რომ "ბაია" სადებიუტო შეხვედრას ატარებს ჯგუფის ლიდერ "ბარდოლინოსთან" 1-0 მარცხი ვგონებ "ბაიას" აქტივში უფრო უნდა ჩაიწეროს ამ ეტაპზე.

 

 

 

იალიელბმა მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად შეტევებით დაიწყეს.პირველი ტაიმისგან გაანსხვავებით "ბარდოლინომ" გოლი ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში გაიტანა და გაბიადინმა საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა.იტალიელებმა 57-ე წუთზე ცვლილება განახორციელეს,დე სტეფანოს ნაცვლად მოედანზე საბინა გონდინი გამოვიდა სათამაშოდ.ეს უკანასკნელი აქტიურად ჩაერთო შეტევებში და 58-ე წუთზე საკმაოდ რეალური საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან.მატჩის დაწყებიდან 61 წუთი იყო გასული,როდესაც ზუგდიდელებმა პირველი ცვლილება გამოიყენეს.მარინა მესხიძეს ნაცვლად მოედანზე ეკატერინე ქადარია გამოვიდა სათამაშოდ.შეხვედრის დასრულებმადე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა... თამარ ნადირა ნადირაშვილს კი საქმე არ აკლდებოდა და საკუთარი გუნდის პრესტიჟის დაცვა უწევდა.თუ კი პირველ ტაიმში "ბაია" მეტ-ნაკლებად თანაბრად ეთამაშებოდა მეტოქეს,მეორე ტაიმში ამას ძნელად თუ იტყოდა ვინმე.არცერთი სახიფატო მომენტი არ შეუქმნიათ მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან მოყოლებული "ბაიას" გოგონებს.74-ე წუთზე იტალიელთა გუნდის მთავრმა მწვრთნელმა,რენატო ლოჯეგამ თავის გამოჩენის საშუალება ვერონიკა ბელფანტს და იგი მოედანზე კრისტიანა ჯირელის ნაცვლად გამოუშვა სათამაშოდ.ჯირელი გატანილი გოლისთვის აპლოდისმენტებითა და ოვაციებით გააცილეს მინდვრიდან.

იმ იმედით,რომ "ბაიას" თამაში გამოცოცხლდებოდა,გერონტი ნაჭყებიამ მოეადანზე ნინო ქობალია გამოუშვა სათამაშოდ შეხვედრის 78 წუთზე ნაზი ბერაიას ნაცვლად.

თამარნადირაშვილს არაერთი სახიფათო დარტყმული ბურთის მოგერიება მოუწია კვლავ და უკანასკნელ წუთებში არ აძლევდა "ბარდოლინოს" ანგარიშის გაზრდის საშუალებას.თუმცა მეკარის გაჯა თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ დააფასეს... ნინო სუთიძემ უხეშად,რომ ვთქვათ პენალტი "აიკიდა" და 83-ე წუთზე ვერონიკა კანტორომ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა.

იტალიელებმა მორიგი ცვლილება გამოიყენეს მატჩის 86-ე წუთზე და მოედანზე კიარა ფერო შემოვიდა მელანია გაბიადინის ნაცვლად.

უკანასკნელ წუთებში სრულ უპირატესობას ფლობდა "ბარდოლინო" და შანსს არ უტოვებდა ზუგდიდის "ბაიას" ანგარიშის ემცირებისთვის.89-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ქადარია შეცვალა ყურაშვილმა ტრავმის გამო.ტრავმის სირთულეზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმედია მალე გახდება ცნობილი თუ რა სიმძიმის არის ფეხბურთელის ტრავმა.

 

საბოლოოდ იტალიელებმა მორიგი მატჩის მოგება მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრაში მათ 10 გატანილი გოლი და 6 ქულა აქვთ.

 

იმედი დავიტოვოთ,რომ "ბაია-გოგოები" შეძლებენ და მომდევნო შეხვედრაში მიაღწევენ სასურველ შედეგს.

 

 

"ბარდოლინო" 3-0 "ბაია"

გოლები: 1-0 ჯირელი 36' 2-0 გობიადინი 49' კანტორო (პენ.) 83'

 

ბარდოლინო: მოჰამედი,ლედრი,ფილიპოცი,ტუტინო,დე სტეფანო,გაბიადინი (კაპ.),კრესლი,ჯირელი,კასანელი,კანტორო,დი კრიშო.

ბაია: ნადირაშვილი,სუთიძე,ყველიძე (კაპ.),თათუაშვილი,სხირტლაძე,თოდაძე,მალიძე,სურმანიძე,ჭიჭინაძე,მესხიძე,ბერაია.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/e/94eaj.jpgკატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველმა,სეიდუ კეიტამ მიიღო გადაწყვეტილება და არ ითამაშებს ეროვნული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში.საქმე ეხება მალისა და გვინეის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას,რომელიც 11 აგვისტოს არის დანიშნული.მან უარი თქვა 11-ში ნაკრების მაისურით თამაშზე,რადგანაც 14 აგვისტოს "ბარსელონა",ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრას მართავს "სევილიას" წინააღმდეგ.

 

 

"მე ველაპარაკე მთავარ მწვრთნელს და ვუთხარი,რომ მე კლუბში ვრჩები.საქმე იმაშია,რომ ჩინეთში თუ წავალ,მარსელში თამაში ძალიან გამიჭირდება,ესაა და ეს.", - განაცხადა კეიტამ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/f/7flcz.jpg1981 წელს თბილისის "დინამომ" მონაწილეობა მიიღო მადრიდის ოთხთა ტურნირში.ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ თბილისელთა ვიზიტს მადრიდში ყველანო მოუთმენლად და დიდი ინტერესით ელოდნენ.თბილისის "დინამოს" გარდა ტურნირში მონაწილეობას იღებდა მასპინძელი "რეალი",ჰოლანდიური "ალკმაარი" და მიუნხენის "ბაიერნი".ჩვენ გთავაზობთ იმ ვიდეო მასალას,რომელიც ასე მარტივარ მოსაპოვებელი არ არის დაინტერესებული პირთათვის.

გაიხსენეთ ძველი და მრისხანე "დინამო",რომელმაც შესძლო და გერმანელები გატეხა და დაქსაქსა.

 

ვიდეოს გადმოსაწერად დააჭირეთ აქ >>> გადმოწერა <<<

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/s/suy40.jpgმიუხენის "ბაიერნმა" გერმანიის სუპერ თასი მოიგო.პრინციპულ შეხვედრაში მიუნხენელებმა "შალკე" ანგარიშით 2–0 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში პირველ ტიტულსაც დაეუფლნენ.

 

7 აგვისტო. აუგსბურგი.

"ბაიერნი" - "შალკე" - 2:0 (0:0)

გოლები: მიულერი 74', კლოზე 81'.

 

ბაიერნი: კრაფტე, დემიკელისი (სოსა 69'), ბადშტუბერი, კონტენტო, ლამი, პრანიჩი, შვაინშტაიგერი (ოტლი 59''), მიულერი, ოლიჩი, ალტინტოპი (ტიმოშჩუკი 68), კლოზე.

 

შალკე: ნოიერი, მეტცელდერი, ჰევედესი, უჩიდა, შმიცი (მორიცი 46'), მატიპი, კლუგე (ესკუდერო 46'), რაკიტიჩი, ფარფანი, ედუ, რაული.

 

გაფრთხილება: ოტლი 76' - მორიცი 85'.

 

მსაჯი: მანუელ ჰრეფე (გერმანია).

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/p/l9kjo.jpgგერმანული "შალკე" დაინტერესებულია ნორვეგიული "რუსენბორგის" ჰავბექით,კერძოდ კი - პერ-სილიანომ შელიბრედოთი.ინფორმაციას ავრცელებს პოპულარული transfermarkt.de.

 

23 წლის უნივერსალური ნახევარმცველი 2.2 მილიონ ევროდ არის შეფასებული.ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში (გასული სეზონი) 20 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/r/jkpwm.jpgმადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა,ჟოზე მოურინიომ განაცხადა,თუ კი მისი გუნდი მოახლოებულ სეზონში ვერცერთ ტიტულს ვერ მოიგებს,მაშინ ეს სეზონი ჩავარდნილად შეფასდება.ინფორმაციას ავრცელებს Goal.com.

 

"თუ კი ჩვენ ვერ მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას და ესპანეთის ჩემპიონატს,ჩავთვლი,რომ სეზონი ჩავაგდეთ."ბარსელონა" - შესანიშნავი გუნდია,შესანიშნავივე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული,ჩვენი მთავარი კონკურენტი სწორედ ეს გუნდი იქნება ამ სეზონში.მათ აქვთ პლიუსი,ის რომ მათი მწვრთნელი გუნდში უკვე მესამე წელია მუშაობს და ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს სეზონის მიმდინარეობისასჩემპიონთა ლიგაზე კონკურენტად "მანჩესტერ იუნაიტედისაც" განვიხილავ,ასევე ჩვენს უშუალო კონკურენტებად "ინტერი" და "ჩელსი" მიმაჩნია.. ჩვენ დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს,მაგრამ ვიმეორებ,უტიტულოდ დასრულებული სეზონი სრული ფიასკო იქნება "რეალისთვის", - განაცხადა მოურინიომ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/s/v3ca3.jpgლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელი ნახევარმცველი "ფლუმინენსეში" გადავიდა.ამის შესახებ გვამცნო ბრაზილიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა,სადაც დეკუს პირადი აგენტის,ალსიდეშ ანტუნეშის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

 

ბრაზილუირი "ფლუმინენსეს" ახალი ფეხბურთელების ოფიციალური წარდგენა 9 აგვისტოს მოხდება.შეგახსენებთ,რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს მომავალ ზაფხულამდე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული "არისტოკრატებთან",თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ლონდონელებს დეკუს ტრანსფერისთვის ხელი არ შეუშლიათ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/a/t8gfa.jpgინგილისური "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა,მაიკლ კერიკმა კვლავ გამოტოვა გუნდის ვარჯიში,გვამცნობს Goal.com.

 

ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო რამდენიმე დღის წინ,როდესაც მისი გუნდი შეკრებაზე იმყოფებოდა ირლანდიაში,ტრავმამ შესაძლოა ფეხბურთელს კიდევ 2 კვირა გამოატოვებინოს ფეხბურთელს.მიუხედავად იმისა,რომ თეორიული შანსი არის იმისა,რომ ფეხბურთელმა ხვალ,"ჩელსის" წინაარმდეგ ითამაშოს სუპერ თასის შეხვედრა,მაინც საეჭვოს ქმნის გარემოებას მისი ზიანი.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/r/ysobr.jpgთურქულმა "გალათსარაიმ" მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივა ცნობილ ჩეხ ფეხბურთელს,მილან ბაროშს,ინფორმაცია გაავრცელა კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა

 

ამიერიდან,ახალი კონტრაქტის მიხედვით 28 წლის ფეხბურთელი "გალათასარაის" ღირსებას 2013 წლამდე დაიცავს.ბაროში თურქულ გუნდში 2008/2009 წლების სეზონიდან თამაშობს.ორ წელიწადში მანც 48 შეხვედრის ჩატარება და 31 გოლის გატანა მოახერხა თურქეთის ჩემპიონატში.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/w/0pc6i.jpgფრანგული "მარსელის" ნახევარმცველი,ჰატემ ბენ არფა კარიერას ინგლისურს "ნიუკასლში" განაგრძობს.23 წლის ფეხბურთელს შემოთავაზებები ჰქონდა ასევე "ჰოფენჰაიმისგან","გალათასარაისგან" და "ბენფიკასგან",მაგრამ მაინც კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში არჩია.

 

მომავალ სეზონში ბენ არფა "ნიუკასლის" ღირსებას არენდის წესით დაიცავს და თუ კი "ნიუკასსლს" ექნება სურვილი ფეხბურთელის საბოლოოდ გამოსყიდვისა,"მარსელი" არ შეუშლის ამ ტრანსფერს ხელს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/b/29a8o.jpgფრანგული "პსჟ"-ს ახალწვეული,მეტიუ ბოდმერი,რომელიც ამ ზაფხულს გადავიდა პარიზულ კლუბში "ლიონიდან" გადავიდა ტრავმირებულია.მან ვერ მოახერხა ბოლომდე დაემთავრებინა შეხვედრა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში,სადაც მისმა გუნდმა "სენტ-ეტიენი" დაამარცხა ანგარიშით 3-1.

 

27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო და შესვენების შემდეგ იგი მოედანზე სათამაშოდ აღარ გამოსულა.რამდენად სერიოზულია ტრავმა ბოდმერისა,ამას კვირას გაარკვევენ,როდესაც ფეხბურთელი სრულ სამედიცინო დათვალიერებას გაივლის.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...