planetanews Posted August 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://b.pix.ge/t/w9m2w.jpgიტალიური "მილანის" ქართველმა ლეგიონერმა,კახა კალაძემ ჯერ ვერ გადაწყვიტა თუ სად გააგრძელებს იგი საფეხბურთო კარიერას მას შემდეგ,რაც მას ამოეწურება მოქმედი კონტრაქტი.შეგახსენებთ,რომ ქართველი მცველი გუნდთან 2011 წლამდე არის დაკავშირებული. "დავრჩები იტალიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში გადავბარგდები,ამ ეტაპზე არ ვიცი.თავდაპირველად მე "მილანთან" კონტრაქტი მაქვს შესასრულებელი,აი მერე უკვე სად წავალ ძნელი სათქმელია,თუმცა დარწმუნებული ვარ იქნება არაერთი ვარიანტი", - განაცხადა 32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://a.pix.ge/y/xjoai.pngევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, ლვოვის "კარპატისთან" საპასუხო მატჩი მწარედ დაგვამახსოვრდა. უკრაინელებთან შინაც დავმარცხდით, მაგრამ მხოლოდ შედეგს ვინ ჩივის, შესაძლოა ამ მატჩმა კიდევ უფრო მწარედ დაგვამახსოვროს თავი. საქმე ის არის, რომ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ლვოველებთან მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრის მხრიდან ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა ტრიბუნაზე ემოცია უნდა იყოს, მაგრამ ტრიბუნიდან მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა ძალადობაა. ამას ყოველთვის სანქცია მოჰყვება და ისევ ჩვენი კლუბი დაზარალდება. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე... "კარპატისთან" თამაშის მსვლელობისას, გვერდითი მსაჯის ქმედებით აღშფოთებულმა ულტრაფანების ერთმა ჯგუფმა, ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ბუნებრივია, ყოველვე ეს მატჩის დელეგატს არ გამორჩენია, ოქმშიც დააფიქსირა და უეფაშიც წარადგენს. შესაბამისად, იმერული კლუბი უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ასცდება. სხვათა შორის, გამორიცხული არ არის უარესიც - ანუ სტადიონის დისკვალიფიკაცია და ევროტურნირების ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაც არ არის გამორიცხული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ვაიგულშემატკივრის ვანდალური საქციელის გამო, შესაძლოა ზესტაფონი ევროტურნირების გარეშე დარჩეს. არა და, იმერული კლუბის მესვეურებმა თანხები არ დაიშურეს, სტადიონი ევროსტანდარტამდე აიყვანეს, ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ გუნდს მშობლიურ არენაზე ეთამაშა და ზესტაფონს დიდი ფეხბურთი სწვეოდა. ახლა კი რა ხდება? ამ ვანდალური ფაქტის გამო, სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზესტაფონში ევროტურნირების მატჩები აღარ ჩატარდეს. ამ ვაიქომაგების საქციელი ზესტაფონელმა გულშემატკივრებმაც დაგმეს და ვანდალიზმის წინააღმდეგ მწვავედ გალაშქრება მოითხოვეს. ბუნებრივია, როცა ასეთი საფრთხის წინაშეა ქართული კლუბი, ძალადობასთან ბრძოლის გააქტიურებაა საჭირო და ამ მხრივ "ზესტაფონიც" გაისარჯა. იმერული კლუბის მესვეურებმა საქმეში სამართალდამცავი სტრუქტურები ჩართეს. როგორც გავიგეთ, უკვე დადგენილია ვანდალიზმის მომწყობი ულტრაფანების ვინაობა და მათ მალე დააკავებენ.ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით. "კარპატისთან" მატჩის მსვლელობისას მომხდარი ვანდალური ფაქტის გამო, უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ავცდებით. ამ საკითხს უეფაში განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც გვაცნობებენ. იმედი მაქვს, სტადიონის დისკვალიფიკაციას გადავრჩებით. ამ ფაქტმა შესაძლოა ზესტაფონი უფეხბურთოდ დატოვოს. ბუნებრივია, ამან ჩვენი გულშემატკივარი აღაშფოთა და ძალადობის წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას ვიწყებთ. ვანდალიზმის გამო შესაძლოა ჩვენი ქალაქი დიდი ფეხბურთის გარეშე დარჩეს, ამას კი ვერავინ აიტანს", - გვითხრა სერგო ფუტკარაძემ. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://b.pix.ge/w/hsq1o.pngკიდევ ერთი ლამაზი და სასიამოვნო დღე ჩაიწერა ქართული ჰეთრიკის ისტორიაში. დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ქართველ გულშემატკივართა არმია რიკოთა გაღმა და რიკოთს გამოღმა ქუჩაშია გამოსული, სტვენითა და შეძახილებით აღნიშნავენ იმ ორ გამარჯვებას რომელიც საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულ ნაკრებმა მიაღწიეს. ფეხბურტელების და სამწვრთნელო შტაბის მონდომებამ მთელი ერი გაახარა. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://b.pix.ge/b/i67q9.jpgფრანგული "მარსელი" არ ამბობს უარს,იტალიური "ფიორენტინას" ფორვარდ,ალბერტო ჯილარდინოს გადაბირებაზე.ინფორმაციას ავრცელებს footballpress.net. უახლოეს მომავალში,დიდიე დეშამი და კამპანია,აპირებენ,რომ მორიგი შეთავაზება გაუგზავნონ ჯილარდინოს "მარსელში" გადასვლასთან დაკავშირებით.ამჯერად "მარსელი" მზადაა 12-13 მილიონი ევრო გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ.შესაძლოა ეს წინადადებაც უარყოფილი იქნეს იტალიელთა მხრიდან,რადგანაც "იები" ჯილარდინოს სანავლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://a.pix.ge/r/zeli0.jpgგვიან ღამით გამართულ შეხვედრაში იტალიურმა "მილანმა" პენალტების სერიაში დაამარცხა ბერძნული "პანათინაიკოსი" ამხანაგურ შეხვედრაში,რომელიც ამერიკულ ქალაქ,პონტიაკში გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა"მილანი" (იტალია) — "პანათინაიკოს" (საბერძნეთი) — 0:0 (პენ. 5:3) "მილანი": აბიატი (ამელია 46'), ძამბროტა, ნესტა (სოკრატისი 61'), ტიაგო სილვა (ბონერა46'), ანტონინნ, გატუზო (აბატე 75'), ზეედორფი (შტრასერი 61'), ფლამინი, მერკელი (ნოვინიჩი 78'), ბორიელო (ბერეტა 67'), ოდომანდი (ოდო 78') სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://b.pix.ge/h/2j7co.jpgჰოლანდიის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში "როდამ" მოქმედ ჩემპიონ "ტვენტეს" უმასპინძლა და ქულებიც დააკარგვინა.მატჩი უგოლო ფრით დამთავრდა და საბოლოოდ 0–0 დაფიქსირდა.გთავაზობთ "როდა" 0–0 "ტვენტე" მატჩის ვიდეო მიმოხილვას. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://a.pix.ge/v/nhqw7.gifრუსული "სიბირის" მთავარმა მწვრთნელმა,იგორ კრიუშენკომ გააკეთა კომენტარი ევროპის ლიგის კენჭისყრის შესახებ.მან ინტერვიუ მისცა პოპულარულ რუსულ გამოცემას "სპორტ ექსპრესს".გთავაზობთ ინტერვიუს შემცირებულ ვარიანტს. -პსვ - ჩვენთვის საკმაოდ ნორმალური ვარიანტია. კარგი არ არის,მაგრამ ცუდსაც ვერ დავარქმევდი.ეინდჰოვენთან თამაშში უნდა დავამტკიცოთ ის,რომ ჩვენ ღირსნი ვართ ევროპის ლიგის პლეი–ოფისა.-თქვენთვის რა არის ცნობილი მეტოქის შესახებ?- დეტალური,პროფესიონალური ინფორმაცია ამ მომენტში არ გამაჩნია. შევაგროვებთ და განვიხილავთ ეს არაა პრობლემა. შევეცდებით გადავხედით გასული სეზონის თამაშებს,მაქვს სურვილი დავესწრო მათ ერთ–ერთ შეხვედრას ჩვენთან თამაშამდე და ამის შემდეგ გამოვიტანთ რეალურად დასკვნებს და დავსახავთ მიზნებს.- თქვენი გუნდის შანსებს როგორ შეაფასებდით,შეძლებთ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს?- შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი ჰოლანდიელებს აქვთ და ეს გასაგებიც არის მგონი,ჩვენ ვეცდებით,რომ მეტოქეს პრობლემები შევუქმნატ და თუ იმდენს მივაღწიეთ,რომ საგზური ჩვენ დავიტოვეთ ჯგუფური ეტაპისა,მაშინ ამას არაფერი არ აჯობებს.-პირველი შეხვედრის გამართვა "სიბირს" საკუთარ მოედანზე უწევს.ეს ცუდია თუ კარგი?- ვფიქრობ ცუდი არ არის.პირველ შეხვედრაში ვეცდებით აქცენტი გავაკეთოთ ჩვენი გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე თამაშზე. სტადიონიც არ გვაქვს ისეთი,რომ ქომაგთა მრავალრიცხოვანმა რაოდენობამ ხელი შეუშალოს ჰოლანდიელებს,თუმცა ვფიქრობ პრობლემებს მაინც გადააწყდებიან "ეინდჰოვენის" ფეხბურთელები.ამ მომენტისთვის ჩვენი კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია,ჩვენ მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს რუსულ პრემიერლიგაში მატჩის გადადებისთვის.ვფიქრობ უკეთესია ჰოლანდიელებთან შეხვედრას დასვენებულნი და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულნი შეხვდნენ ფეხბურთელები. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://a.pix.ge/w/hzhek.jpgმოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა,მალხაზ ასათიანმა აღნიშნა,რომ იგი "ლოზანასთან" შეხვედრას სრული სერიოზულობით უდგება.პოპულარული რუსული გამოცემა "სპორტ ექპრესი" გაესაუბრა ქართველ ლეგიონერს და გთავაზობტ მცირედ მონაკვეთს ინტერვიუდან. "ამ მომენტში არაფერი არ ვიცი "ლოზანას" შესახებ.მხოლოდ ის ვიცი,რომ შვეიცარიული გუნდია.ვფიქრობ მეტოქის შესწავლას მას შემდეგ დავიწყებთ,როდესაც მე ეროვნული ნაკრებიდან სათამაშოდ დავბრუნდები "ლოკომოტივში" "მეორე დივიზიონის გუნდია?! ეს არაფერს წყვეტს,მაინც ვფიქრობ,რომ გაგვიჭირდება.ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი შეხვედრები.გახსოვთ "ვარეგემი"?! მეტოქე არ შევაფასეტ და რა მივიღეთ საბოლოოდ?! დავემშვიდობეთ კიდევაც გათამაშებას.არც თუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთის თასზე ვერ მოვუგეთ ნაკლებად ამბიციურ "გორიაკს". ამით იმის თქმა მსურს,რომ არცერთ გუნდთან არ შეიძლება მოდუნება და ყურადღების კონცენტრირებაა საჭირო. რახან "ლოზანა" ევროპის ლიგაზე თამაშობს ესეიგი კარგი გუნდია, - განაცხადა ასათიანმა. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://b.pix.ge/d/4t961.jpgპორტუგალიის ჩემპიონმა,ლისაბონის "ბენფიკამ" ახალი ტრანსფერი განახორციელა.პორტუგალიურმა კლუბმა მადრიდის "რეალის" და ესპანეთის 19 წლამდე ნაკრების თავდამსხმელი,როდრიგო იყიდა და 5 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. როდრიგო ლისაბონში კვირის დასაწყისში ჩავიდა,პარასკევს კი უკვე "ბენფიკას" ოფიციალური ფეხბურთელი იყო."რეალისთვის" გადახდილი საკომპენსაციო თანხის რაოდენობა არ ხმაურდება.ხალგაზრდა როდრიგოს "სამეფო კლუბის" მთავარ გუნდში არცერთი შეხვედრა არ უთამაშია.ერთი კვირის წინ ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრების მაისურით გოლიც გაიტანა ევროპის ჩემპიონატის ფინალში,სადაც მისი გუნდი თანატოლ ფრანგებთან 2-1 დამარცხდა. "სასიამოვნოა ასეთი ცნობილი გუნდის ფეხბურთელი,რომ ხდები,როგორიც "ბენფიკაა".მე მოხარული ვარ,რომ სწორედ "ბენფიკაში" მომიწევს თამაში". აქ მე ძალიან დიდი იმედით მიყურებენ და ვეცდები მათ მიერი გაცემული ავანსები გავამართლო. იმედის ვიტოვებ,რომ მოედანზე დავამტკიცებ ჩემს ამბიციებს და ყველას დავანახებ,რომ მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო". სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://a.pix.ge/u/dkeqk.jpgტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა,ლუიჯი დელ ნერიმ გააკეთა კომენტარი ევროპის ლიგის პლე-ოფის კენჭისყრასთან დაკავშირებით.როგორც მოგეხსენებათ,იტალიელები თბილისის "დინამოს" მძლეველ,გრაცის "შტურმს" დაუპირისპირდებიან.ლუიჯი დელ ნერიმ UEFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდთან ინტერვიუსი აღნიშნა,რომ მათ ძალიან რთული შეხვედრები ელით ავსტრიელებთან. "კენწისყრის შედეგებით ვერ ვიტყვი,რომ მაინც და მაინც კმაყოფილი ვარ.ვფიქრობ,რომ შესაძლო ვარიანტებიდან,ყველაზე რთული გუნდი შეგვხვდა."შტურმი" ჩემპიონატში მეორე ადგილზეა,შარშან მატ მეოთხე საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი,ეს კი იმას ნიშნავს,რომ "შტურმი" გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით ძლიერი გუნდია.ჩვენ ისეთი მეტოქე შეგვხვდა,რომელთანაც წინასწარ ვერავინ ვერ დაგეგმავს მოგებას.არ ვიცი რამდენად შორს გავა "იუვენტუსი" ევროპის ლიგაზე,თუმცა ჯგუფში გასვლას მაქსიმალურად შევეცდებით", - განაცხადა დელ ნერიმ. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://b.pix.ge/z/i641f.jpgკიევის "დინამოს" მცველი,გორან პოპოვი,რომელიც გასულ სეზონში ჰოლანდიურ ერედივიზიონში "ჰერენვენის" ღირსებას იცავდა,კარგად იცნობს ნიდერლანდური ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს,ამსტერდამის "აიაქსს".სწორედ მის გუნდს მოუწევს "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის გათამაშება.უკრაინული კლუბის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინტერვიუ გორან პოპოვთან და გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირე მონაკვეთს. - ვთვლი, ამსტერდამის "აიაქსი" ყველაზე სასურველი მეტოქე იყო იმ გუნდებიდან,რომელიც შეიძლებოდა,რომ შეგვხვედროდა. ჩემპიონატი მათთან ამ კვირას იწყება, აქედან გამომდინარე ამ გუნდზე ინფორმაცია ნაკლებად მაქვს.გასულ სეზონში "აიაქსი" ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოდა და საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით წააგო ჩემპიონატი და მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. ჩემი ყოფილი გუნდი "ჰერენვენი" ორჯერ შეხვდა "აიაქსს" და ორივეჯერ დამარცხდა,0-2 და 1-5. ზუსტად ეს გოლი,რომლის შემდეგაც დამთავრდა 1-5 ჩემს ანგარიშზეა- რომელ კომპონენტში არის "აიაქსის" ძლიერი?- ვთვლი,რომ თავდასხმაში,მათ მსოფლიო დონის ფორვარდი ყავთ - ლუის სუარესი და ამით ყველაფერი ნათქვამია. გასულ სეზონში მის ანგარიშზე თითო შეხვედრაში თითო გოლზე მეტი იყო სტატისტიკურად.ასევე არიან ფეხბურთელები ამსტერდამულ კლუბში,რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს... ვფიქრობ საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის,რომ შევისწავლოთ "აიაქსის" დადებითი და უარყოფითი მხარეები და მჯერა წარმატებას საბოლოოდ ჩვენ მივაღწევთ. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://a.pix.ge/u/vlwrw.jpgლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა,არსენ ვენგერმა არ ისურვა დაემალა ის ემოციები და განცდები,რომელიც მას "მეთოფეთა" კაპიტნის გუნდში დარჩენის შემდეგ გაუჩნდა.ვენგერის თქმით ესპანელმა ფეხბურთელმა ყველას დაანახა,რომ მას საკუთარი გუნდი უყვარს.ინფორმაცია პოპულარულმა გამოცემა goal.com-მა გაავრცელა. "სესკი ჩვენი ლიდერია,ჩვენი კაპიტანია. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ ის,თუ როგორ უყვარს მას საკუთარი გუნდი.როდესაც მე მსოლიო ჩემპიონატზე ვიყავი სამხერთ აფრიკაში ჩასული,ყველა გვირჩევდა იმას,რომ სესკი არ უნდა გაგვეშვა და როგორც ხედავთ ფაბრეგასი კვლავ "არსენალის" ნახევარდაცვაში ითამაშებს ", -განაცხადა ვენგერმა. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://b.pix.ge/e/0yg28.jpgიტალიური "კიევო" დაინტერესებულია მილანის "ინტერის" მცველით,კერძოდ კი - ნვანკო ობიორათი.ინფორმაციას ავრცელებს FootballPress. 19 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი,შესაძლოა ვერონულ კლუბში არენდის წესით გაუშვას "ინტერმა" ერთი წლით.ობიორა ინტერში 2010 წელს გადავიდა მშობლიური "ეკოდან". სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://b.pix.ge/g/yiuc6.jpgსაფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, "მარსელი" დაინტერესებულია კატალონიური "ბარსელონას" ნახევამრცველი გლებით,ინფორმაციას ავრცელებს FootballPress. ფრანგები მზად არიან ბელარუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს 4 მილიონი ევრო გადაუხადონ.აქამდე გავრცელებული ხმების საფუძველეზე ლები "სევილიის" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო,თუმცა ამ ეტაპზე,სად მოისურვებს ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას,უცნობია სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://b.pix.ge/a/h7bnf.jpgთურქული "ფენერბაჰჩე" დაინტერესებულია ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველით,ვილიამ გალასით.გვამცნობს Radio Montecarlo. ფრანგი შესაძლობა გადავიდეს სტამულში სათამაშოდ,როგორც თავისუფალი აგენტი.ადრევე გატყობინებდით,რომ 32 წლის ფეხბურთელი ვერა და ვერ პოულობდა კლუბს სასურველი პირობებით და ახლა შესანიშნავი შანსი გამოუნჩნდა გალასს "ფენერბაჰჩეს" სახით. სრულად იხილეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts