Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://b.pix.ge/j/n0wd7.jpgლონდონის "არსენალის" ახალწვეულმა,მარუან შამახმა იმედი გამოთქვა,რომ იგი ძალიან მალე იპოვის საერთო ენას თანაგუნდელებთან."მეთოფეთა" ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტ დახმარებას მას ფორვარდი,სამირ ნასრი უწევს.როგორც მოგეხსენებათ,ფეხბურთელს ენობრივი ბარიერი აქვს გადასალახავი.

 

"სამირ ნასრი,რომელიც ჩემი მეგობარია,ძალიან მეხმარება,მან საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ ამიყვანა და გუნდში ადაპტაციაში მეხმარება. მადლობელი ვარ ნასრის ასეთი ქმედებით და ვიმედოვნებ ენობრივი პრობლემა მალე გადაიჭრება", - განუცხადა ფეხბურთელმა The Sun-ს.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/p/0v82v.jpgგერმანული "შტუტგარტი" აგრძელებს გუნდის გაძლიერებას და სურვილი აქვს შეიძინოს ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი ტიაგო.

ინფორმაცია ავრცელებს Goal.Com

 

მთავარი პრეტენდენტი ამ ფეხბურთელზე აქამდე მადრიდის "ატლეტიკო" იყო,რომლის რიგებშიც ფეხბურთელი გასულ სეზონში თამაშობდა არენდის წესით.როგორც ცნობილი გახდა შტუტგარტი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 2,6 მილიონი ევრო გადაიხადოს (ეს იქნება მისიწლიური ხელფასი).შეგახსენებთ,რომ ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/a/0zy6p.jpgSOCCER DAY გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან,ჩვენი სტუმარი "დინამოელთა" 13 ნომერი გიორგი თექთურმანიძეა.გაეცანით მის ინტერვიუს და გაიგეთ დათარსავს თუ არა მისი 13 ავსტრიელებს.

 

 

-გამარჯობა გიორგი

-გამარჯობა

-რა განწყობაა გუნდში?!

-გუნდში საბრძოლო განწყობაა როგორც ყოველთვის,ჩვენ მზად ვართ მეტოქესთან სათამაშოდ და იმის დასამტკიცებლად,რომ ჩვენ "დინამო" ვართ.

-არის თუ არა დანაკლისი ამ თამაშის წინ "დინამოელთა" რიგებში?

-ფირცხალავა დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის გამო და მეტრეველი ტრავმის გამო,სხვა ყველა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით.

-შენი აზრით,არის თუ არა შემდეგ ეტაპზე გასვის რეალური შანსი?

-შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რათქმაუნდა არის,ორი ბუთიანი ჩამორჩენა არაა ისეთი სხვაობა,რომლის საკუთრ კედლებში გაბათილება არ შეიძლება და ვერ მოხერხდება.

-ავსტრიაში გამართული "შტურმისა" და "დინამოს" დაპირისპირების ანგარიში,რამდენად ლოგიკურად მიგაჩნია?

-თუ გავითვალისწინებთ იმას რომ,მთელი თამაშის მანძილზე მასპინძელბს უფრო მეტი მომენტი ჰქონდა ვიდრე ჩვენ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ,რომ ბურთის ფლობის კომპონენტშიც საგრძნობლად აღგვემატებოდა,ვთვლი,რომ ის შედეგი,რომელიც დაფიქსირდა ავსტრიაში ლოგიკასთან ახლოს არის.

-შენი აზრით შეძლებს თუ არა "დინამოს" გრაცის "შტურმის" სასურველი ანგარიშით დამარცხებას?

-წინასწარ ძნელია იმის თქმა,დავამარცხებთ თუ არა მეტოქეს სასურველი ანგარიშით,თუმცა ფაქტია და ორი აზრი არაა,რომ ბიჭები მაქსიმალური შედეგის ჩვენებას შევეცდებით.

-შენი აზრით იქონიბს თუ არა მსაჯის ფაქტორი მატჩის მოვლენების განვითარებაზე?

-მსაჯის როლი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდია,ვიმედოვნებ,რომ ხვალინდელი შეხვედრა მიუკერძოებელი მსაჯობით იქნება გამორჩეული და არსებით მნიშვნელობას არ ითამაშებს მსაჯის ფქტორი.

-და ბოლოს,რას პირდები შენს პირად ქომაგებს?

-ჩემს პირად ქომაგს და "დინამოელ" "გლადიატორებს" ლამაზ საღამოს და გამარჯვებას ვპირდები.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/o/xx6vx.jpgმიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა,ტომას მიულერმა,რომელიც გასული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა,მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან 2015 წლამდე გაახანგრძლივა,ინფორმაცის ავრცელებს სააგენტო Bild.

 

როგორც უკვე ცნობილი გახდა ფეხურთელი წელიწადში მიიღებს 3 მილიონ ევროს გასამრჯელოდ,რაც გასული წელან შედარებით ერთი მილიონით მეტია.

 

გასულ სეზონში ფეხბურთელმა 52-ჯერ ითამაშა "ბაიერნის" შემადგენლობაში და 19 გოლი გაიტანა.

 

აღსანიშნავია,რომ ამ ფეხბურთელისადმი დაინტერესბულ გუნდთა რიცხვი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა,თუმცა ფეხბურთელმა კონტრაქტი ამჟამინდელ გუნდთან გაახნგრძლივა და სხვა გუნდში წასვლის პერსპექტივა სამომავლოდ გადადო.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/l/36m82.jpgSOCCER DAY გაესაუბრა თბილისის "დინამოს" გოლკიპერს,გიორგი ლორიას,რომელმაც მოახლოებული მატჩის შესახებ გააკეთა კომენტარი.ისაუბრა საკუთარი გუნდის შანსებზე და ქომაგებს დაპირებაც მისცა.

 

 

"საბრძოლო განწყობაა "დინამოში".დანაკლისი ნიკა ფირცხალავაა,რომელსაც ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ამის გამო ტოვებს ხვალინდელ შეხვედრას.ბუნებრივია იქ წაგებული თამაშის შემდეგ ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შემცირდა,თუმცა ვთვლი,რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეიძლება.ვფიქრობ გრაცში 2-0 არ უნდა წაგვეგო.მსაჯობას რაც შეეხება თუ კი ისეთივე იქნება ეს კომპონენტი მატჩისა,როგორიც ავსტრიაში იყო ვიტყვი,რომ გაგვიჭირდება.ვფიქრობ უნდა შევძლოთ შტურმის დამარცხება,მაქსიმუმს ვეცდებით და მაქსიმუმსვე ვპირდებით ქომაგს." - განაცხადა გიორგი ლორიამ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/b/882z5.jpgიტალიური "რომა" ინტერესს იჩენს ინგლისური "ევესტ ჰემის" ფეხბურთელთან მიმართებაში,კერძოდ კი საქმე ეხება ვალონ ბეჰრამის,გვამცნობს FootballPress.

 

ინგლისელები მზად არიან 25 წლის ფეხბურთელი 5 მილიონად გაყიდონ. აღვნიშნავთ,რომ ბეჰრამის "ვესტ ჰემთან" მოქმედი კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული .

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/p/8owdm.pngდღეს თბილისში.ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო მატჩის ბოლოს წინა ვარჯიში ჩაატარეს ავსტრიულმა "შტურმმა" და თბილისის "დინამომ".

18:00-ზე ავსტრიელებმა პრესკონფერენცია გამართეს სადაც "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა,ფრანკო ფოდამ შემდეგი კომენტარი გააკეთა - "ჩვენ კარგად ვიცით,რომ სახლში ყველა გუნდს შეუძლია მინიმუმ ერთი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება,ასე რომ აქცენტ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვერ გავაკეთებთ."დინამო" შეტევაზე იქნება აქცენტირებული და ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ,თბილისელთა რიგებში არსებული სივრცეები უნდა გამოვიყენოთ და მწვავე კონტრშეტევები უნდა განვახორციელოთ,ვიმედოვნებ სასიამოვნო თამაში იქნება და რაც მთავარია,შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ".

 

19:00-ზე "შტურმმა" ეროვნულზე ივარჯიშა,15 წუთი ნებისმიერ მსურველს შეეძლო ვარჯიშზე დასრება,15 წუთის შემდეგ კი ავსტიელებმა ვარჯიში დახურეს და ისე განაგრძეს ხვალინდელი დღისთვის მზადება.

 

ზუსტად ერთ საათში თბილისელთა საამაყო გუნდი,"დინამო" მოვიდა ეროვნულზეფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა იმედეი გამოთქვეს,რომ ხვალ სასურველი შედეგით დაასრულებენ თამაშს და შემდეგ ეტაპზე გასვლის სიხარულს მოჰგვრიან ქართველ გულშემატკივარს.

ვარჯიში მსუბუქი ხასიათის იყო,შემდეგ კაჭარავამ შემადგენლობა A და B შემადგენლობად დაყო და ერთმანეთში ათამაშა,აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ "დინამოს" ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ნუკრი მანჩხავად და გურამ კაშიამ.ვარჯიშის მიწურულს მცირედ დაშავდა დონალდ ჯუისი,თუმცა იმედს ვიტოვებთ,რომ იგი ხვალინდელ შეხვედრაში დაეხმარება საკუთარ გუნდს წარმატებაში.

 

შეხვედრა ხვალ,თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება.ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ბილეთსი ფასი 2 - 5 ლარი იქნება.თბილესელებს SOCCER DAY მატჩზე დასწრებისკენ მოგიწოდებთ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/v/yblzr.jpgგერმანულმა "შალკემ" დაადასტურმა რაფინიას იტალიურ "ჯენოაში ტრანსფერი,ინფორმაცია პოპულარულმა transfermarkt.de-მ გაავრცელა.

 

24 წლის ფეხბურთელი "შალკეს" ღირსებას ხუთი სეზონის მანზილზე იცავდა და ბუნდესლიგაში 153 მატჩი გაიტანა და 7 გოლი გაიტანა.არაოფიციალური ინფორმაციით "ჯენოას" რაფინიას ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/y/rwwua.jpg31 წლის გერმანელი გოლკიპერი ტიმო ჰილდერბრანდი შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს.იგი კარიერას სწორეს პრემიერ ლიგურ გუნდში განაგრძობს,გვამცნობს transfermarkt.de.

 

გერმანელი მეკარით დაინტერესებული არის "ფულჰემი" და "უიგანი".ჰილდერბრანდი თავისუფალი აგენტი გახდა მას შემდეგ,რაც მას ივნისში კონტრაქტი დაუმთავრდა "ჰოფენჰაიმთან".თავად ფეხბურთელმა განაცხადა,რომ დიდი სიამოვნებით მოსინჯავდა საკუთარ ძალებს ინგლისურ პრემიერლიგაში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/v/x0cn2.jpgმიუნხენის "ბაიერნის" ექს–მცველი,ანდრეას გიორლიცი "ინგოლშტადტ–04–ში" გადავიდა.რომელიც ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში გამოდის.

 

ივნისის დასასრულუს გიორლიცმა "ბაიერნი" დატოვა.28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა "რეკორდმაისტერს".შესაძლო იყო გიორლიცს კარიერა "მაინცში" ან ავსრიულ "ზალცბურგში" გაეგრძელებინა,თუმცა ფაქტია იგი "ინგოლშტადტში" ითამაშებს.საკუთარ ახალ გუნდთან ფეხბურთელმა 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/u/fk1td.jpgხორვატიელმა ფეხბურთელმა,ივან კლასნიჩმა,თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა პრემირლიგაში სათამაშოდ.მან კონტრაქტი "ბოლტონან" გააფორმა,გვამცნობს transfermarkt.de.

 

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელი გუნდსი 2012 წლამდე ითამაშებს.გასულ სეზონში კლასნიჩი "ბოლტონის" ღირსებას არენდის წესით იცავდა.შეგახსენებთ,რომ ივლისის დასასრულს ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა ფრანგულ "ნანტთან".

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/r/pwqmn.jpgფრანგული "პსჟ" დაინტერესებულია "ჰანოვერის" მცველით,კერძოდ კი კარიმ ჰაგუითი.ინფორმაციას ავრცელებს transfermarkt.de.

 

26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პარიზელები მზად არიან 4 მილიონი ევრო გადაიხადონ.გასულ სეზონში ფეხბურთელმა "ჰანოვერის" რიგებში 30 მატჩი ჩატარა ბუნდესლიგაში,აქედან კი 2 გოლის გატანა მოახერხა და ზუსტად ამდენჯერვე გაიტანა საკუთარ კარში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/k/glbyu.jpgმიუნხენის "ბაიერნის" ჩინოსანმა კარლ–ჰაინც რუმენინგემ იმედი გამოთქვა,რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი დათანახმდება კლუბის შეთავაზებას კონრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კიდევ 6 წლით.მოგეხსენებათ,რომ მოქმედი კონტრაქტი ვან გაალს 2011 წელს ეწურება მიუნხენურ "ტიტანთან".

 

"ჩვენ ყველანი კმაყოფილნი ვართ მისი მუშაობით.ვან გაალის მეუღლემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა,რომ ლუი ძალიან ბედნიერია კლუბში მუშაობით და სურს კიდევ რამდენიმე წელი გაატაროს ჩვენთან ერთად.თუ კი მას ეს მართლაც სურს ჩვენ მზად ვართ ახალი მოლაპარაკებისთვის და კონტრაქტის ვადების გახანგრძლივებისთვის.", - განაცხადა რუმენინგემ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/l/cwyyo.jpgამ ვიდეოში ნახავთ,თუ როგორ უნდა გაუნადგუროს ერთმა ფანმა მეორე ფანს ფანური ამბიცია ერთი ხელის მოსმით.სწორედაც ზუსტადაც,რომ ერთი ხელის მოსმით! http://soccerday.ge/engine/data/emoticons/smile-06.gif მე პირადად დიდებული აამიანი გამახსენდა ამ ვიდეოს ყურებისას http://soccerday.ge/engine/data/emoticons/smile-33.gif

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/o/xevz8.jpg4 აგვისტოს გაიმართა საქართველოს თასის პირველი ეტაპის კენჭისყრა ქალაქ ფოთში.სადაც თბილისის "სვარჩიკის" მეტოქის ვინაობა გახდა ცნობილი.პირველ ეტაპზე "სვარჩიკი" ბოტ "აფხაზეთის ავტომობილისტს" შეხვდება.თბილისური გუნდი განთესილი იქნება და შეხვედრის ჩატარება სტუმრად მოუწევთ.

ხორხე გაეტანომ გააკეთა უკვე ოფიციალური კომენტარი კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით – "საკმაოდ იოლი მეტოქე შეხვდათ,უფრო ძლიერიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა,მაგრამ ამ ეტაპზე სასიამოვნოა ასეთი დონის მეტოქე.მოგეხსენებათ ჩვენმა გუნდმა აქცენტი ახლაგაზრდებზე გააკეთა და მათთვის დიდებული შანსი იქნება წარმოაჩინონ თავიანთი რეალური ძალა" – განაცხადა ხორხე გაეტანომ

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...