Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://a.pix.ge/o/2ut56.jpgიტალიური "რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ შეაფასა საკუთარი გუნდის მომზადების დონე.ფეხბურელის თქმით,მთელმა გუნდმა გაიუმჯობესა ფიზიკური კონდიციები ,ნაყოფიერად გამოიყენა "რომამ" სეზონებს შორის პაუზა და მისი აზრით ეს ყოველივე სერია ა–ში აისახება მათი თამაშის დონეზე და შედეგზე,გვამცნობს Corriere dello Sport.

 

"მერწმუნეთ,"რომა" მზადაა აჩვენოს საუკეთესო შედეგი,ჩვენ გვაყს ისეთი დონის ფორვარდი,რომელსაც თამაშის მოგება მარტო შეუძლია,ადრიანო შესანიშნავი მოთამაშე და პიროვნებაა. ყველანი საუკეთესო ფორმაში ვართ და ამ ყველაფერს მოედანზე ნათლად დაინახავთ.გუნდი სერიოზულად მუშაობდა ყველა კომპონენტზე და მეტი აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაუვუთმეთ, - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,სეზონებს შორის შუალედი ნაყოფიერად გამოვიყენეთ", - განაცხადა ტოტიმ.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/h/tsq1x.jpgკატალონიური "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი,რომელიც საკუთარ გუნდთან ერთად კორეაში იმყოფება შეკრებაზე, აპირებს ლეო მესის დასვენებას და მას არ მიაღებინებს მონაწილეობას კორეის ჩემპიონატის ვარსკვლავების წინააღმდეგ,ინფორმაციას ავრცელებს AP.

 

ესპანელი მწვრთნელის აზზრით,სჯობს არგენტინელმა ფეხბურთელმა დაისვენოს და ფორმაში ჩასადგომად ინდივიდუალურად ივარჯიშოს.

 

თუმცა,უნდა ითქვას,რომ მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Story აპროტესტებს ამ ფაქტს და შესაძლოა "კლუბს უჩივლონ კიდევაც,მიზეზი კი ის არის,რომ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ზედმიწევნით არის აღნიშნული,რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა მოედანზე მინიმუმ 30 წუთი უნდა დაჰყოს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/m/stjnx.jpgმადრიდის "რეალი" თავაზობს "მილანს" 20 მილიონ მილიონ ევროს და ნახევარმცველს რაფაელ ვან დერ ვაარტს,მცველში ტიაგო სილვაში,იუწყება Eurosport.ru. შეგახსენებთ მილანი უკვე დაინტერესებულია რეალის ნახევარმცველით.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/h/cekis.gifიტალიური "ბარის" ნახევარმცველი,ანტონიო ლაჯელო შესაძლოა "ბრეშაში" გადავიდესროგორც FootballPress გვამცნობს, 33 წლის ფეხბურთელი შესაძლოა მცველ,დავიდე ძობოლიში გადაიცვალოს.

 

სავრაუდოდ კლუბები მოლაპარაკებას მომდევნო კვირას დაასრულებენ.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/n/4zm2i.gif"ლაციოს" ნახევარმცველი კრისტიან ლედესამათი დაინტერესდდა "მილანი",იუწყება Il Corrierre dello Sport.

 

რომაული კლუბი აპირებს შეიძინოს "სან-პაულოს" ნახევარმცველი ერნანენსი,ამიტომაც არგენტინელი ნახევარმველის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

 

ლედესამას კონტრაქტი მთავრდება "ლაციოში" 1 წელიწადში და კონტრაქტის გაგრძელება კი ვერ ხერხდება.იმედოვნებენ.რომ "მილანი" უახლოეს მომავალში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.ამავდროულად "მილანი" დაინტერესებულია "გალათასარაის" მოთამაშით ელანოთი.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/v/o476c.pngიტალიურმა "კიევომ" ინტერესი გამოამჟღავნა "ატლანტას" მოთამაშისადმი,კერძოდ კი ნიკო ამორუზოსადმი, გვამცნობს FootballPress.

 

მართლია,რომ ბერგამოელთა გუნდის ხელმძღვანელები ფეხბურთელი გაყიდვას არ აპირებენ. თუმცა თუ კი "კიევო" "ატლანტაში" მარკო მალაგოს და მირკო გილერმოს გაუშვებენ მაშინ ამორუზოს ტრანსფერზეც დათანხმდებიან ვერონელებს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/t/p1qko.jpg"ესტუდიანტესის" ნახევარმცველი ვერონი აცხადებს,რომ მომავალი სეზონშიც დარჩება კლუბში.არგენტინელმა გააფორმა კონტრაქტი 1 წლიანი ვადით.

 

შეგახსენებთ,რომ არგენტინელი არის ერთ-ერთი აქციონერი კლუბისა.ვერონე მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოდიოდა და მისი გუნდი მეოთხეთ ფინალიდან გამოვარდა გერმანიასტან წაგების შემდეგ (4-0).

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/u/0c09b.pngროგორც მოგეხსენებათ,ჩვენს საიტზე მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში გამოკითხვა,სადაც მთავარი კითხვა ქართული გუნდების ევრპის ლიგაზე გამოსვლას ეხებოდა.

კითხვაზე – გავლენ თუ არა შემდეგეტაპზე "დინამო" და "ზესტაფონი" 562 ადამიანმა უპასუხა,გამოკითხულთა უმრავლესობამ (35,15%) აღნიშნა,რომ ორივე ქართული უნდი მოახერხებს და გადალახავს მესამე ეტაპსაც.

გთავაზობთ გამოკითხვის სრულ შედეგებს...

 

გავლენ თუ არა შემდეგეტაპზე "დინამო" და "ზესტაფონი"

1.კი - 158 (35,15%)

2.ვერა - 145 (27,27%)

3.მხოლოდ დინამო გავა - 111 (6,67%)

4.მხოლოდ ზესტაფონი გავა - 148 (29,09%)

სულ: 562

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/y/6tqvb.jpgშოტლანდიური "გლაზგო რეინჯერსი" დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედთან" ორი ფეხბურთელის არენდის თემატიკით.გლაზგოელთა ინტერესების სფეროში მოექცნენ 21 წლის ნახევარმცველი როდრიგო პოსობენი და თავდამსხმელი ჯოშ კინგი.

როგორც FootballPress გვამცნობს,არაა გამორიცხული მანჩესტერელებმა მართლაც გაუშვან ეს ორი ფეხბურთელი არენდის წესით შოტლანდიაში სათამაშოდ.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/g/w5vap.jpg

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის "ბაიას" ქალთა გუნდი UEFA–ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.ქართველი გოგონები გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებენ.ისინი მეხუთე ჯგუფში არიან მოხვედრილნი,ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩებს კი სლოვენია უმასპინძლებს.თუ კი ქართველი ფეხბურთელები დაძლევენ ამ ბარიერს ისინი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავლენ.

"ბაიას" გოგონები პირველ შეხვედრას 5 აგვისტოს,მასინძელი "კრკას" წნააღმდეგ გამართავენ.

აქვე გაგაცნობთ მატჩების განრიგს,რომელსაც "ბაია" გამართავს.

5 აგვისტო. "კრკა" – "ბაია"

7 აგვისტო. "ბორდოლინო" – "ბაია"

10 აგვისტო. "ბაია" – "სუონსი"

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/p/ddw2x.jpgმიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშე,არიენ რობენი ტრავმირებულია. ჰოლანდიელი ფეხბურთელი მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს ტრავმის სირთულის გამო,გვამცნობს AP.

 

როგორც მიუნხენელი მედიკოსებ გვამცნობენ ფეხბურთელს კუნთებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა.გუშინ რობენი გუნდს დაურუნდა შვებულებიდან,დღეს კი იგი უკვე მკურნალობის რეჟიმს გადის კლინიკაში.აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ რობენმა ტრავმის ასევე გამო ვერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრები ჰოლანდიის ნაკრების რიგებში.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/i/xoq8e.jpgპორტუგალიური "ბენფიკას" თავდამსხმელმა,ნუნო გომეშმა,შესაძლოა კარიერა ამერიკულ "ნიუ–ინგლენდ რევოლუშენში" განაგრძოს, გვამცნობს IMScouting.34 წლის ფეხბურთელმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ამერიკელებთან. ამ ტრანსფერის წარმატებით დასრულებაზე ბოსტონის პორტუგალიური დიასპორაც მუშაობს.

 

შეგახსენებთ,რომ გომეში 1997 წლიდან თამაშობს "ბენფიკაში". 2000–2002 წლების სეზონი კი "ფიორენტინაში" გაატარა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/v/z7ued.jpgმადრიდის "რეალის" პრტუგალიელმა ფეხბურთელმა,კრიშტიანუ რონალდომ,რომელიც 9 ნორმიანი მაისურით თამაშობდა,მომავალი სეზონიდან 7 ნომერიან მაისურს ჩაიცვამს,ფეხბურთელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ რაულ გონსალეს ბლანკოს წასვლის შემდეგ დაუფიქრებლად აუსრულა პორტუგალიელს საწადელი და საყვარელი 7 ნომრიანი მაისურიც გადასცა.

 

"შვიდიანი" მას შემდეგ გახდა თავისუფალი,რაც რაულმა გუნდი დატოვა და "შალკეში" გადავიდა,ახალი სეზონიდან მადრიდულ გუნდში კრიშტიანო რონალდუ კვლავ "შვიდიანი" იქნება და მისი "შვიდიანობა" გაგრძელდება აღნიშნა პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ – AS.

 

სათამაშო ნომერების მხრივ არის კიდევ ერთი ცვლილება მადრიდულ გუნდში,მას შემდეგ რაც გუნდი დატოვა ხოსე მარია გუტიმ 14 ნომრიანი მაისური თავისუფალი გახდა და მომავალ სეზონში 14 ნომერი ალონსო იქნება,იგი ამ ნომრით თამაშობდა "ლივერპულშიც" და ეროვნულ ნაკრებშიც.

 

ფრანგი კარიმ ბენზემა კი 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს,აქამდე ამ მაისურით მადრიდული კლუბის ლეგენდები ალფრედო დი სტეფანო,უგო სანჩესი,ბრაზილიელი რონალდო და კრიშტიანუ რონალდო თამაშობდნენ. ანხელ დი მარია კი 11 ნომერი იქნება.

გერმანელმა სამი ხედირამ 16 თავად აირჩია.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/q/yin4d.jpgმიუნხენის "ბაიერნის" მედიკოსთა შტაბმა აღშფოთება გამოთქვა და წყენა ვერ დამა ჰოლანდიის ნაკრების ექიმებისადმი,მათი აზრით,არიენ რობენის თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე არ შეიძლებოდა და დღეს ეს აზრი გამართლა,რობენი კვლავ ტრავმირებულია.

 

რობენის ტრავმის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით –

რობენი კვლავ ტრავმირებულია

 

"ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა.მე გაკვირვებული ვარ როგორ მისცეს ექიმებმა რობენს მოედანზე გასვლის უფლება", - ეს განცხადება მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ ექიმს ჰანს–ვილჰემ მიულერ–ვოლფარტს ეკუთვნის.

 

"რა გასაკვირია,რომ "ბაიერნი' აღშფოთებულია?! ჩვენ მოგვიწევს კლვავ ვაზღვიოთ იმის გამო,რომ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში დაშავდა", - განაცხადა გერმანელთა პრეზიდენტმა,კარლ ჰაინც რუმენინგემ

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/h/x001a.jpgხუთშაბათს, 5 აგვისტოს, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დინამოელები ავსტრიის შტურმს მიიღებენ. მატჩი ბორის პაიჯაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ბილეთის ფასი 2 ლარი /ლოჟა 5 ლარი/ იქნება. ბილეთების რეალიზაცია სტადიონის სალაროებში ოთხშაბათს 14 საათიდან დაიწყება. ავსტრიელები საქართველოში 4 აგვისტოს 14 საათზე, ვენიდან ჩარტერული რეისით ჩამოვლენ და სასტუმრო რედისონში დაბინავდებიან. დელეგაციაში ოფიციალურ პირთა გარდა, სავარაუდოდ 100-მდე გულშემატკივარიც იქნება. იმავე დღეს 19 საათზე შტურმი ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს. სტუმართა მოთხოვნით ღია, ვარჯიშის მხოლოდ პირველი 15 წუთი იქნება. დინამოელები კი იქვე 20 საათსა და 30 წუთზე ივარჯიშებენ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...