Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://a.pix.ge/e/uq6wt.jpg

"ლივერპული" დაინტერესებულია საკუთარი გუნდის გაძლიერებით და სურს დაიმატოს ჰავბექი "ვესტ ჰემიდან".კერძოდ კი საქმე ეხება სკოტ პარკერის ტრანსფერს, გვამცნობს Tuttomercatoweb.

 

30 წლის ფეხბურთელი კლუბში ხავიერ მასკერანოს შემცვლელად მივა, რომელმაც შესაძლოა უახლოეს მომავალში დატოვოს კლუბი."ლივერპული" მზადაა პარკერის სანაცვლოდ 9,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/g/g79d4.jpg

იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი,რობერტო დონადონი თვლის,რომ სერია ა–ში "ინტერი" ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი და იგი კვლავ უპრობლემოდ დაეუგლება სკუდეტოს,ინფორმაციას ავრცელებს Tuttomercatoweb.

 

"ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?! ასეთ კითხვას ვფიქრობ არ უნდა სვამდეთ,რაღათქმაუნდა ინტერი", - განაცხადა დონადონიმ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/d/lfc6n.png

"ვესტ ბრომვიჩი" აპირებებს დაცვის ფლანგის გაძლიერებას "ფულჰემის" ფეხბურთელით,კერძოდ კი საქმე ეხება ჯონ პანცილის ტრანსფერს, ტყობინება mercato365.com.

 

29 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 2–3 მილიონ ფუნტს შეადგენს. პანცილი პრემიერლიგაში 2006 წლიდან თამაშობს,იგი "ფულჰემამდე" ასევე პრემიერლიგურ "ვესტ ჰემში" თამაშობდა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/a/97agc.png

გურამ კაშია კვლავ თბილისის "დინამოშია".ეს ინფორმაცია SOCCER DAY-მ ექსკლუზიურად მოიპოვა და არაერთგან გადაამოწმა.იგი გუნდშია და ვარჯიშობს კიდევაც. ამ ინფრომაციას ადასტურებს გურამ კაშიას ძმა და "დინამოს" კიპერი გიორგი ლორია.უახლოეს მომავალში გაირკვევა ყველაფერი კაშიასა და "დინამოს" შესახებ და ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/v/uevs1.jpg

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ვენსან კამპანი სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე შესაძლოა რომელიმე სხვა კლუბში გადავიდეს,იტყობინება mercato365.com.

 

ახალგაზრდა ფეხბურთელი არ არის კმაყოფილი სათამაშო დროით,რომელიც მაქს "სიტიში" აქვს,ამიტომაც მან თავის აგენტს სთხოვა დაეწყო ახალი კლუბის ძებნა. წინასწარი ინფორმაციით 24 წლის ფეხბურთელით უკვე დაინტერესება გამოთქვა "ლივერპულმა" და "ევერტონმა".

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/t/a2m9y.jpg

11 აგვისტოს მოლდოვაში დანიშნული ამხანაგური მატჩისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლაშა სალუქვაძის გარეშე დარჩა. ყაზანის “რუბინის” ქართველი მცველი რუსული პრემიერლიგის მე-15 ტურში დაშავდა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით სამი კვირა იძულებითი დასვენება მოუწევს.

სანკტ-პეტერბურგში “ზენიტთან” გამართულ შეხვედრაში, სალუქვაძე ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, თუმცა, უკვე მე-3 წუთზე მასპინძელ ტომაშ ჰუბოჩათან შეტაკებისას ფეხი გადაუბრუნდა და მინდვრის დატოვება მხოლოდ საკაცის საშუალებით მოახერხა.

“რუბინმა” აღნიშნული მატჩი 0:2 წააგო, რის შემდეგაც ნევისპირელებმა ჩემპიონატში 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს, რუსეთის მოქმედი ჩემპიონი კი 29 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა.

ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი მოსკოვის “ლუჟნიკებზე” შედგა, სადაც მოსკოვურ დერბიში ცსკა-მ ჯანო ანანიძის “სპარტაკი” 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების 17 წლის ტალანტი ტრადიციულად სპარტაკელთა ძირითად თერთმეტეულში გახლდათ და ამჯერად შეუცვლელად გაისარჯა, championat.ru-სგან კი შეფასებად 5.5 ერგო.

ანანიძე და მისი თანაგუნდელები 71-ე წუთზე ვასილი ბერეზუცკის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა, თამაშის ბოლო ათ წუთში საკუთარ კარში 2 გოლი მიიღეს და 20 ქულით მე-7 ადგილამდე დაქვეითდნენ.

მოულოდნელი მარცხი განიცადა კიდევ ერთმა მოსკოვურმა კლუბმა “ლოკომოტივმა”. რკინიგზელები საკუთარ კედლებში “როსტოვთან” შერცხვნენ (0:1), მოულოდნელი კი ის იყო, რომ მასპინძელთა ქართველი მცველი მალხაზ ასათიანი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

გროზნოში ლევან გვაზავს “ტერეკმა” ვლადიკავკაზის “ალანიას” 2:0 სძლია და ოცი ქულით მე-8 საფეხურს უწია. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მოლდოვასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული გახლდათ.

ნალჩიკის “სპარტაკმა” პერმის “ამქარი” 2:1 დაამარცხა და 15 ტურში 28 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძელთა რიგებში გოგიტა გოგუამ შეუცვლელად ითამაშა და championat.ru-სგან შეფასებად 6.0 ერგო, ასევე 90 წუთს მოასპარეზე დავით სირაძემ კი 5.5 დაიმსახურა.

სეზონში მე-7 მარცხი განიცადა მაჰაჭყალის “ანჟიმ”, რომელიც რამენსკოეში “სატურნს” სტუმრობდა. დაღესტნურმა კლუბმა 0:1 წააგო და 16 ქულით მე-12 საფეხურზე დარჩა. “ანჟის” მაისურით დავით კვირკველია (5.5) 90 წუთს გაისარჯა, გიორგი ილურიძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ნუკრი რევიშვილი კი სათადარიგო გახლდათ.

რუსეთის პირველ დივიზიონში მე-10 გოლის გატანა შეძლო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ოთარ მარცვალაძემ. ქართველმა თავდამსხმელმა ვოლგოგრადში “როტორის” კარი უკვე მე-7 წუთზე დალაშქრა, შემდეგ კი საგოლე პასიც განახორციელა და მინდორი 90-ე წუთზე ვალმოხდილმა დატოვა.

მარცვალაძის “ვოლგამ” შეხვედრა 4:1 მოიგო და 20 ტურის თავზე 35 ქულით მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. ნოვგოროდელთა წინ “ყუბანი” (40) და “კრასნოდარი” (36) იმყოფებიან.

ქართველთა გუნდების დაპირისპირება გაიმართა უკრაინის ჩემპიონატში. კრივოი როგში ბექა გოცირიძისა და ალექსანდრე კობახიძის “კრივბასმა” გიორგი გაბედავას “ილიჩევეცს” უმასპინძლა და 1:0 მოუგო. სტუმართა რიგებში გაბედავა მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო იყო, მასპინძელთაგან კი განაცხადში გოცირიძე მოხვდა, რომელიც თამაშში 41-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ მალევე ტრავმა მიიღო და მე-2 ტაიმში მოედანზე აღარ გასულა.

4 ტურის შემდეგ, “კრივბასი” 5 ქულით მე-8 ადგილზეა, “ილიჩევეცს” კი 4 ქულით მე-12 პოზიცია უკავია.

ჩემპიონატის სათავეში კვლავაც “დნიპრო” რჩება, რომელმაც ტურნირის სტარტზე ზედიზედ 4 მატჩის მოგება შეძლო. დნეპროპეტროვსკელებმა “ობოლონი” 3:0 გაანადგურეს, მასპინძელთა ქართველი მცველი უჩა ლობჟანიძე კი შეუცვლელად გაისარჯა.

უეფა-ს ევროპი ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში “ზესტაფონის” მოწინააღმდეგე ლვოვის “კარპატი” ლუგანსკს ესტუმრა და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ ადგილობრივ “ზარიას” 2:0-ს უგებდა, საბოლოოდ, საყაიმო ანგარიშს (2:2) დასჯერდა. “კარპატის” ქართველი ფორვარდი სანდრო გურული დისკვალიფიცირებული გახლდათ და განაცხადში არ ყოფილა, მისი კლუბი კი 5 ქულით მე-7 ადგილზე დამკვიდრდა.

უგოლოდ დასრულდა პოლტავის “ვორსკლასა” და სიმფეროპოლის “ტავრიას” დაპირისპირება, რომელშიც სტუმართა შემტევმა ვასილ გიგიაძემ საწყის 45 წუთს ითამაშა. “ტავრიას” 4 ტურში 4 ქულა მოუგროვდა 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა.

სტარტი აიღო უნგრეთის ჩემპიონატმაც, რომლის სასტარტო შეხვედრაში “დიო ეტო” “უიპეშტს” ესტუმრა და 0:0 ითამაშა. დიორელთა მაისურით რატი ალექსიძემ 90 წუთს ითამაშა.

რუმინეთის ლიგა-1-ში აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთანი” “ტიმიშოარას” დაუზავდა და 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა და 55-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

 

ისრაელში ტოტოს თასის გათამაშება მოგებით დაიწყო ვლადიმერ დვალიშვილის “მაკაბიმ”. A ჯგუფის სასტარტო მატჩში ჰაიფელებმა აკრეს “ჰაპოელი” 4:1 გაანადგურეს, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნა.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/t/igi61.jpg

მოლაპარაკება "იუვენტუსსა" და "ცსკას" შორის სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება მილოშ კრასიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით.

 

როგორც გვამცნობა Corriere dello Sport,"ბებერ ქალბატონს" ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება,ეს სწორედ ის თანხაა,რომელსაც მოსკოველი "არმიელები" მიიღებენ ფეხბურთელის სანაცვლოდ.

 

კრასიჩს არ უთამაშია კვირას გამართულ დერბიში "სპარტაკის" წინააღმდეგ,აქედან გამომდინარე ნებისმიერ წამს უნდა ველოდოთ მის "იუვენტუსში" გამოჩენას.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/k/nuqlw.jpg

ამერიკული ტურნეს ბოლო შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედმა" წააგო. ინგლისელებს გვადალახარაში მექსიკურმა "ჩივასმა" 3:2 აჯობა. პირველი გოლი მანჩესტერელთა კარში მათმა ახალმა შენაძენმა, 22 წლის ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. მან პირველი ტაიმი ყოფილი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა, მეორეში კი "იუნაიტედის" ფორმა ეცვა - ერნანდესისთვის ეს "ჩივასთან" გამოსათხოვარი მატჩი გახლდათ.

 

ერნანდესს გოლის გასატანად სულ რაღაც 8 წუთი დასჭირდა, თუმცა ორი წუთის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და ეს კვლავ "იუნაიტედის" ახალწვეულმა, ოღონდ, ამჯერად, "ფულჰემიდან" ნაყიდმა 20 წლის კრის სმოლინგმა გააკეთა. "ჩივასი" 38 წუთზე დაწინაურდა - გოლი ადოლფო ბაუტისტამ შეაგდო. მე-60 წუთზე მასპინძლებმა მესამეც შეაგდეს, თავი ექტორ რეინოსომ გამოიჩინა, 79-ეზე კი ნანიმ შეამცირა სხვაობა.

 

მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: "ხავიერმა პირველი კლასის ფეხბურთი ითამაშა. მან დიდებული დარტყმით გაგვიტანა და ზოგადადაც, იმას, რაც დღეს აჩვენა შესანიშნავი ფეხბურთი ჰქვია. ბიჭები სულ ერთსა და იმავეს იმავეს იმეორებდნენ, რა საუცხოო ფეხბურთელია და ბოლო დარყმა როგორ ეხერხებაოო. ისინი ხავიერს საუცხოოდ შეხვდნენ და ყოველმხრივ ეხმარებიან ახალ გუნდთან შერწყმაში. სხვათაშორის, ერნანდესს რომ ვუყურებ, ოლე-გუნარ სოლსკიაერი მაგონდება, მგონი მათ შორის ბევრი საერთოა. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი მომავალი ელის".

 

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი სოლსკიაერი 1996 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მიოლდესგან" გროშებად, კერძოდ კი 1,5 მილიონ ფუნტად იყიდა. "ოლდ ტრეფორდზე" ჩასულ თავდამსხმელს არავინ იცნობდა, თუმცა 11 წლის შემდეგ კარიერა "იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებული 366 შეხვედრითა და 126 გოლით დაასრულა. სულ, ინგლისური გუნდის მაისურით მან ჩემპიონის ექვსი ტიტული, ფეხბურთის ასოციაციის ორი თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ხოლო, როგორ მოიგო სოლსკიაერმა ჩემპიონთა ლიგა ცალკე თემაა - ყველას ახსოვს 1999 წელს ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გამართული "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ფინალი, სადაც გერმანელები 1:0-ს ეგებდმენ, მაგრამ თამაშის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთებში მანჩესტერელებმა, კერძოდ კი ტედი შერინგემმა და სოლსკიაერმა ორი გოლი შეაგდეს და ჯილდოს დაეუფლენ.

 

თუმცა, დავუბრუნდეთ გვადალახარაში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრას. რა თქმა უნდა "ესტადიო ომნილაიფზე" ყურადღების ცენტრში უპირველეს ყოვლისა სწორედ ერნანდესი იყო და მატჩის დაწყების წინ მისი გვარი რომ გამოაცხადეს, ხალხი ფეხზეც წამოდგა. თავდამსხმელმა ოვაცია ღირსეულად დააფასა - ახალი, 45 500 ადგილიანი (მშენებლობა 126 მილიონი დოლარი დაჯდა) სტადიონის გახსნის დღეს პირველი, ისტორიული გოლი, როგორც გითხარით, სულ რაღაც რვა წუთში გაიტანა. ბაუტისტას მიერ მკერდით დაგდებულ ბურთს მან მარცხენა ფეხი დაარტყა.

 

ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ფერგიუსონმა თავის ფეხბურთელებს სთხოვა ერნანდესისთვის თამაშის საშუალება მიეცათ, თუმცა ჯონ ოშიმ ერთ ეპიზოდში მაინც ვერ შეიკავა თავი და ახალგაზრდა მექსიკელს პრემიერლიგური დაზღერთება გააცნო.

ფერგიუსონი:

 

"ასეთი განლაგება, 4-3-3 ჩვენ ხშირად გვჭირდება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში, სადაც სწრაფ კონტრშეტევას მარდად უნდა გაართვა თავი. ერნანდესს, რასაკვირველია, ერთადერთ თავდამსხმელადაც შესანიშნავად შეუძლია თამაში. მან ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში დაამტკიცა, მაგრამ გარდა ამისა მის წინაშეა უეინ რუნისა და სხვა ფეხბურთელებთან შეთანხმებულად თამაშის დიდი შესაძლებლობები".

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/m/3zz31.jpg

<div style="text-align: justify; font-size: 10pt; font-family: Verdana;" /><div style="text-align: justify;" />SOCCERDAY.GE გთავაზობთ აწ უკვე დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ლამაზმანების ფოტოებს,კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი იმ მანდილოსნებს,რომელიც ასე ალამაზებდნენ მუნდიალს.კომენტარებში დაწერეთ თუ რომელია თქვენი ფავორიტი... ან დადეთ პირდაპირ ფოტო შემცირებული ზომით.<span style="font-size: 13px;" /><span style="font-family: Verdana;" />

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/t/a2m9y.jpg

 

ყაზანის "რუბინში" მოთამაშე ქართველი მცველი,ლაშა სალუქვაძე,რომელმაც გასულ კვირას მატჩშის მსვლელობის მესამე წუთზე მიიღო ტრავმა "ზენიტთან" შეხვედრაში,მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს,იტყოვინება პოპულარული რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი".

 

ყაზანელთა ქართველი ლეგიონერი ექიმების ვარაუდით მთელ აგვისტოს გამოტოვებს და შესაძლოა რეაბილიტაციის კურსმა სექტემბრის თვემდე გასტანოს.სამწუხაროა,რომ სალუქვაძე დაშავდა და არამარტო "რუბინს",არამედ საქართველოს ნაკრებსაც დააკლდება მოახლოებული შეხვედრებში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/p/w72cl.jpg

ფრანგული "ლიონის" და ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი დარწმუნებულია,რომ მის თანამემამულე "ვოლფსფურგელ" ედინ ჯეკოს სურს კლუბის შეცვლა მიმდინარე ზაფხულს,იტყობინება goal.com.

 

მთავარი პრეტენდენტები ფორვარდის შეძენისა ტურინის "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან. "მგლების" ხელმძღვანელობა სავარაუოდ იმ გუნდში გაუშვებს ფეხბურთელს,რომელიც უფრო მეტს გადაიხდის ფორვარდში.

 

"ჯეკოს ძალიან სურს ინგლისში გადაბარგევბა.იგი ტოპ კლასის ფორვარდია და შესაბამისად პრემიერლიგის ტოპ გუნდში უნდა გადავიდეს.მას უდიდესი პოტენციალი აქვს და ამას კიდევ და კიდევ უფრო გამოავლენს", - განაცხადა პიანიჩმა.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/o/5qot7.jpgლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი მკურნალობის კურსს აგრძელებს,იტყობინება The Daily Mail.

 

19 წლის ფეხბურთელი თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა მოედანზე,როდესაც მან ფეხი დაიზიანა "სტოკ სიტისთან" შეხვედრაში.სავარაუდოდ ახალგაზრდა ფეხბურთელი სათამაშო ფორმას ნოემბრის ბოლოსკენ დაიბრუნებს.

 

აღსანიშნავია ისიც,რომ ივნისის თვეში კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა და ეს ფეხბურთელისთვის დამატებით სტიმულად იქცა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/d/2to73.jpgგუშინ "ჟემჩუჟინა–სოჭს" მთავარი მწვრთნელი გამოემშვიდობა,გუნდის ხელმძღვანელობამ აღარ დააყოვნა და გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელიც მოუძებნა.

 

ახალი მთავარი მწვრთნელი კი ზურაბ სანაია იქნება,რომელიც აქამდე სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა გუნდში.ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია სოჭის გუნდის ვიცეპრეზიდენტა გააკეთა კომენტარი,რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/y/1vtl7.gif"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა,მასიმილიანო ალეგრიმ შეფასება გაუკეთა გუნდის გამოსვლას Emirates Cup–ზე, ინფორმაციას ავრცელებს Football Italia.

 

"კმაყოფილი ვარ გუნდის მუშაობით მთელი ტურნირის განმავლობაში და საერთოდაც 10 ბალიანი შეფასებიდან 6,5 ქულას დავუწერდი ბიჭებს. ყველაზე მეტად ამ ტურნირზე ჩვენი გუნდის დაცვის რგოლი მომეწონა,ჩვენ თითქმის უშეცდომოები ვიყავით დაცვაში.ასევე სხვა თემა ის,რომ მე კმაყოფილი ვარ ფეხბუთელების ფსიქოლოგიური გაწონასწორებულობითა და სიძლიერით. ", - განაცხადა ალეგრიმ.

უნდა ვივარაუდოთ,რომ ამ სიტყვების შემდეგ "მილანის" ქართველ მცველს,კახი კალაძეს კიდევ უფრო ნაკლები შანსი რჩება გუნდის სატარტო შემადგენლობაში თამაშისა,მითუმეტეს,რომ მთავარი მწვრთნელი მას არ წყალობს.

 

შეგახსენებთ,რომ "მილანმა" Emirates Cup–ზე ორი შეხვედრა ჩაატრა "არსენალისა" და "ლიონის" წინააღმდეგ და ორივე ჯერზე ფრედ 1–1 დაასრულა შეხვედრები.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/o/qhwn1.jpg

ლონდონის "ჩელსი", აგრძელებეს მზადებას ახალი სეზონისათვის, მოსამზადებელ ტესტ შეხვედრაში კი "არისტოკრატები" გარმუნულ "აინტრახტთან დამარცხდნენ.

 

4 აგვისტოს კი კარლო ანჩელოტის გუნდი კიდევ ერთ გერმანულ გუნდთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრას,მათი მეტოქე "ჰამბურგი" იქნება.

 

ამხანაგური შეხვედრა

"აინტრახტი" (გერმანია) – "ჩელსი" (ინგლისი) – 2:1 (1:0)

გოლები: ოჰსი 25', ჰ.ალტინტოპ 83' (პენ,) - ლამპარდი 65'

 

"ჩელსი" (სასტარტო შემადგენლობა): ჰილარიო, ბრუმა, ტერი, ფერეირა, ეშლი კოული, ობე მიკელი, ბენაიონი, მალუდა, ჟირკოვი, ანელკა, კალუ

 

შეცვლაზე შემოვიდნენ: მატიჩი, ესიენი, ბორინი, მანსიენი, ლამპარდი, მაკიჰრენი, ივანოვიჩი, სინკლერი.

 

აქვე გთავაზობთ შეხვედრის მიმოხილვასა და გატანილ გოლებს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...