Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://a.pix.ge/y/evibe.jpg

იტალიური "ნაპოლის" ურუგვაელი ფორვბარდით, მარსელო ძალაიეტათი დაინტერესებულ გუნდთა რიცხვს ბრაზილიური "პალმეირასი" შეურთდა,იტყობინება footballpress.net.

 

32 წლის ფეხბურთელი კლუბმა ტრანსფერზე დააყენა და არაა გასაკვირი ის ფაქტი,რომ ბრაზილიურ კლუბს მისი შეძენა მოუნდა. შეგახსენებთ,რომ გსული სეზონი ფორვარდმა არენდის წესით "ბოლონიაში" გაატარა, სადაც მან 29 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/n/785k1.jpg

"ვოლფსბურგმა" ფრანგული "მარსელის" კაპიტან,მამადუ ნიანგს დაუმიზნა.იუწყება transfermarkt.de.

 

უკანასკნელ სეზონში ნიანგმა კარგი შედეგი აჩვენა,გაიტანა 18 გოლი და 9–ჯერ საგოლედ უპასა თანაგუნდელებს.30 წლის სენეგალელის ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.'

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/m/1gplc.jpg

გერმანული "შალკეს" ახალწვეულმა,ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა,ვერ დამალა ის ემოციები,რომელიც მას გერმანული კლუბის შემადგენლობა პირველი ოფიციალური მატჩის შემდეგ გაუჩნდა.რაულის ფეხი "შალკესთვის" როგორც ჩანს ბედნიერი აღმოჩნდა,მართალია ესპანელ ფორვარდს გოლი არ გაუტანია,თუმცა მისმა უნდმა მოახერხა და სძლია ანგარიშით 2–1 "ჰამბურგს.

"თუ კი გსურთ,გეტყვით,მე უბრალოდ ბედნიერი ვარ",- ეს ის სიტყვებია,რომელიც მან ესპანურ Marca–სთან ინტერვიუში წარმოსთქვა. – ეს იყო ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე."შალკეს" ქომაგებმა მე ძალიან თბილად მიმიღეს და მინდა ამისთვის მათ დიდი მადლობა მოვახსენო. ულამაზეს არენაზე მომიწევს ამიერიდან თამაში. საერთოდაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ახალ გუნდში.ნაბიჯ–ნაბიჯ ფორმასაც ავკრეფ და გულშემატკივრებს მაქსიმალურად გავახარებ. დიდი ხანია არ მითამაშია და ეს ჩემს სათამაშო ფორმაზეც აისახება,მაგრამ ვიმედოვნებ,რომ უმოკლეს დროში შევას სასურველ ფორმაში".

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/b/d7340.gif

"სამპდორიამ" როგორც იქნა მიაღწია შეთანხმებას "ანკონასთან" ბრაზილიელი მეკარის,ჟუნიორ და კოსტას ტრანსფერთან დაკავშირებით, გვამცნობს footballpress.net.

 

26 წლის მეკარემ უკვე ივარჯიშა გენუელთა შემადგენლობაში, მისი "სამპდორიაში" გადასვლის საკითხი რამდენიმე დღეში ოფიციალურ დოკუმენტებზეც აისახება. გენუაში ბრაზილიელი მეკარე ჯანლუკა კურჩის დუბლიორი იქნება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/v/17ylo.jpg

როგორც მოგეხსენებათ, 2010 წლის 5 აგვისტოს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის 2010-2011 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმასპინძლებს უკრაინულ ”კარპატის”.

 

მატჩზე სპორტულ ჟურნალისტთა აკრედიტაცია იწარმოებს 2010 წლის 4 აგვისტოს 17:00 საათამდე, რედაქციათა ოფიციალური წერილობითი განცხადებების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება პუბლიკაციების გამოქვეყნების ან სიუჟეტების ეთერში გასვლის დრო. განცხადებები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

 

2000, ქ. ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ. № 2, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურს;

 

შესაძლებელია განცხადებების გამოგზავნა ფაქსით - (8-292)-4-00-24 ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე - fczestafoni@rambler.ru

 

იმის გათვალისწინებით, რომ დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის პრეს-ლოჟაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მედია-საშუალებებს უწესდებათ შემდეგი ქვოტები:

 

1. სპორტული გამოცემები - 2 სააკრედიტაციო ბარათი (ფოტოგრაფის ჩათვლით)

 

2. სატელევიზიო არხები - 2 სააკრედიტაციო ბარათი (ოპერატორის ჩათვლით)

 

3. გამოცემები, რომლებიც აშუქებენ ფეხბურთს - 1 სააკრედიტაციო ბარათი

 

4. რადიო არხები - 1 სააკრედიტაციო ბარათი.

 

სააკრედიტაციო ბარათების გაცემის დროისა და ადგილის შესახებ გეცნობებათ დამატებით.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/v/3bob4.jpg

ფლორენციული "ფიორენტინას" ნახევარმცველი მასიმო გობი შესაძლოა გერმანულ ბუნდესლიგაში სათამაშოდ გადაბარგდეს,გვამცნობს transfermarkt.de.

 

"იების" ფეხბურთელზე პრეტენზიას გერმანული "შალკე" გამოთქვამს და მზად არიან 29 წლის ფეხბურთელში 3 მილიონი ევრო გადაიხადონ.გობი ფიორენტინაში 2006 წლიდან თამაშობს და მთელი ამ დროის მანძილზე მას 81 შეხვედრა აქვს ნათამაშები სერია ა–ში.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/s/c3osn.png

თბილისის "დინამოს" ამჟამინდელი პოლიტიკა მეტად შემაშფოთებელი და ამაღელვებელია,მეტიც შეიძლება ამ გუნდისთვის ეს ყოველივე ადრე თუ გვიან დამღუპველი აღმოჩნდეს. ხოდა ამის წაკითხვით ის გაიმეორეთ თუნდაც თქვენთვის,რომ "შტურმი" თუ ვერ გავაგდეთ და თბილისშიც თუ წავაგეთ ტრაგედია ნამდვილად არ იქნება,თუმცა ფაქტია,როდესაც ასეთი დიდი ტრადიეციები,რომ ამაბიციების მსხვერპლი ხდება ეს უკვე ტრაგედიაა

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/t/a2m9y.jpg

პოპულარულმა რუსულმა ინტერნერ ვებ–გვერდმა Soccer.Ru–მ ჩაატარა ინტერაქტივი საკუთარ საიტზე და გამოკითხვაში 6532 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.იმ კითხვაზე,თუ რამ განაპირობა "ზენიტის" გამარჯვება "რუბინის" წინააღმდეგ აზრები სხვადასხვანაირად გაიყო.აღსანიშნავია და მისასალმებელია ის ფაქტი,რომ 497 მომხარებლემა "რუბინის" მარცხი სალუქვაძის ტრავმას მიაწერა,როგორც ხედავთ ქართველ ლეგიონერს 500–მდე ქომაგი და დამფასებელი ყავს რუსეთში მინიმუმ და ეს სასიხარულოა.

"ზენიტის" გამარჯვება "რუბინის" წინააღმდეგ,თქვენი აზრით, გამოიწვია...

პეტერბირგელების უკეთესმა შემადგენლობამ (3722) 57%

სპალეტის გადაწყვეტილებებმა (1500) 23%

სალუქვაძის ნაადრევმა ტრავმამ (497) 8%

კერჟაკოვის შესანიშნავმა თამაშმა (813) 12%

სულ ხმები: 6532

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/s/sh4yq.jpg

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, გასული სეზონის ბრინჯაოს პრიზიორის ს/კ “ზესტაფონის” ჯერიც დადგა. ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას გუნდი ივნისის პირველი რიცხვებიდან შეუდგა. მოგეხსენებათ, იმერლებმა XXI ჩემპიონატში ნაჩვენები სპორტული შედეგით, უეფას ევროლიგაზე საწყისი ეტაპიდან ჩართვის უფლება მოიპოვეს. საამისო კენჭისყრა 21 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გაიმართა და ზესტაფონელების პირველი მეტოქე სან მარინოს “ფაეტანო” გახდა.

ვიდრე ევროტურნირში ჩაერთვებოდნენ, გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა 10 ივნისიდან ორკვირიანი ავსტრიული შეკრება გაიარეს. სენტ-ულრიხ ამ პილერსეეში მდებარე სასტუმრო “პილერსეეჰოფში” დაბინავებულებმა შუაგულ ევროპაში 4 ტესტ-მატჩი ჩაატარეს.

12 ივნისს, “ზესტაფონი” პლზენის “ვიქტორიას” (ჩეხეთი) შეხვდა და 1:2 წააგო (გოლი ნიკა გელაშვილის ანგარიშზეა). 15-ში ქართველებს რუსეთის თასის მფლობელი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქეთა არაერთი მცდელობის მიუხედავად უგოლო ფრით დასრულდა - 0:0. ჰოლანდიელი ჰუუბ სტევენსის გაწვრთნილ ავსტრიის ბუნდესლიგის 6-გზის გამარჯვებულ და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ზალცბურგის “რედ ბულს” იმერლები 19 ივნისს შეხვდნენ და 3:2 მოუგეს (გელაშვილი (2), ბაბუნაშვილი). რაც შეეხება შეკრების ბოლო სპარინგს, მასში “ზესტაფონმა” რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მოსკოვის “დინამოს” ჯაბა დვალის ჰეთ-თრიქის წყალობით 3:1 სძლია.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/q/h41dw.jpg

მექსიკელი მცველმა რაფაელ მარკესმა კომანტარი გააკეთა"ბარსელონადან" წასვლის შესახებ,რომლის რიგებშიც 7 წლის მანძილზე გამოდიოდა.მისი ინტერვიუ გაავრცელა პოპულარულმა ვებ–გვერდმა goal.com.

 

"მიუხედავად იმისა,რომ მე მივდივარ ყველამ მინდა იცოდეთ,"ბარსა" სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება. აქ მე ჩემი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო ნაწილი გავატარე. თითქმის ყველაფერი მოვიგე "ბარსას" რიგებში,რისი მოგებაც შეიძლებოდა. მე ამაყი ვარ,რომ "ბარსელონაში" ვთამაშობდი.

 

"მივდივარ იმიტომ,რომ გასულ სეზონში მოედანზე ვერ გავატარე იმდენი დრო რამდენსაც ვისურვებდი მე, ეს კი ჩემთვის სულ–ერთი ნამდვილადაც არ არის. შემეძლო დავრჩენილიყავი,თუმცა იყო რაღაცები,რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ყოველთვის ამბიციური ადამიანი ვიყავი და ძალიან მინდა ახლაც თამაში.", - განაცხადა მარკესმა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/v/u9zzv.jpg

რაულ ტამუდო ამიერიდან "რეალ სოსიედადში" ითამაშებს, რომელიც გასული წლის შემდეგ კვლავ აღზევდა ესპანური ფეხბურთის ელიტაში. 32 წლის ფეხბურთელმა კლუბს საკუთარი ბედი ერთი საფახბურთო სეზონის მანძილზე დაუკავშირა,იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებ0გვერდი.

 

ტამუდო გუნდში "სან–სებასტიანიდან",თავისუფალი აგენტის გადავიდა.გასულ სეზონში მან მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა და ერთიც ესპანეთის თასზე.

 

მის ანგარიშზე სულ 334 ჩატარებული შეხვედრაა "ესპანიოლის" მაისურით,სადაც 1996 წლიდან გამოდიოდა და 129 გოლის გატანაც მოახერხა. ტამუდომ ესპანეთის ნაკრებში 13–ჯერ ითამაშა და ხუთი გოლიც გაიტანა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/f/6gkmj.jpg

გენუის "სამპდორიის" ნახევარმცველმა,ანდრეა პოლიმ შესაძლოა გუნდი დატოვოს, გვაცნობებს footballpress.net.

 

ფეხბურთელის გადავირება "მილანს" და "იუვენტუსს" სურთ. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შესადგენს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 32 შეხვედრა ჩაატარა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/p/hvb6n.jpg

მოსკოვის "დინამოს" ახალწვეულმა,გერმანელმა თავდამსხმელმა,კევინ კურანიმ,პირველი შეხვედრა ჩაატარა რუსულ პრემიერლიგაში - საშინაო შეხვედრაში მოსკოველები "რილია–"სოვეტოვს" შეხვდნენ და ფრედ 1–1 ითამაშეს - შეხვედრის შემდეგ კი რუსულმა "სპორტ ექსპრესმა" კურანის ინტერვიუ ჩამოართვა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/f/7mmg4.jpg

SOCCER DAY ჰოლანდიური და არამარტო ჰოლანდიური ფეხბურთის გულშემატკივრებს გთავაზობთ "ტვენტე" – "აიაქსის" ვიდეო მიმოხილვას

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/j/80z85.jpg

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენძემამ,რომელმაც გასულ სეზონში არაერთი ტრავმა გადაიტანა,გამოთქვა იმედი,რომ წელს უკეთესი სეზონი ექნება "სამეფო კლუბში",ვიდრე ეს გასულ სეზონს იყო.

 

"გასული სეზონი ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მე მზად ვარ აუარებელი სამუშაოს შესასრულებლად და ვიმედოვნებ,მომავალი სეზონი ჩემი იქნება. ერთადერთი სურვილი მაქვს – ვითამაშო იმაზე უკეთესად,ვიდრე ამას გასულ სეზონში ვახერხებდი.მოურინიო განსაკუთრებული მწვრთნელია,იგი ჩემთან ძალიან ბევრჯერ მოდის სასაუბროდ და დარწმუნებული ვარ მისი მხარდაჭერა ჩემდამი გამოიღებს შედეგს." - განაცხადა La Sexta–სთან საუბარში ბენზემამ.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...