Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://b.pix.ge/s/sh4yq.jpgლვოვის “კარპატის” პრეს-ატაშე დანილ ნიკულენკო ამბობს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ამასწინდელი მატჩის (“კარპატი” –“ზესტაფონი”) შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა რუსულ ენაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვესო.

“ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ მათ პოზიციას. ვიცით, როგორი პოლიტიკური სიტუაციაა საქართველოში. ამასთან, ევროტურნირების მატჩისას მთავარი ენა ინგლისურია, თუმცა “ზესტაფონის” მოთამაშეებმა ინგლისური არ იცოდნენ. “რუსულისადმი ბოიკოტი” მხოლოდ ფეხბურთელებისგან ვიგრძენით, მწვრთნელები და მენეჯერები კი რუსულად აკეთებდნენ კომენტარს” – უთხრა ნიკულენკომ უკრაინულ profootball-ს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/o/8wab6.jpg"ბებერი ქალბატონები" დაინტერესდნენ "ფენერბახჩეს" მცველით,დიეგო ლუგანო,"ბებერი ქალბატონები" მზად არიან ამ ტრანსფერში გადაიხადონ 6 მილიომი ევრო,გვამცნობს "FootballPress".

 

შეგახსსენებთ,რომ თურქულ გუნდში დიეგო ირიცხება 2006 წლიდან და ნათამაშები აქვს 97 თამაში,ხოლო გატანილი 14 გოლი.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/v/fvz5j.jpgკატალონიურმა "ბარსელონამ" ვადაზე ადრე გაწყვიტა კონტრაქტი მექსიკელ მცველ,რაფა მარკეშთან.ფეხბურთელს კონტრაქტის მიხედვით გუნდში 2012 წლამდე უნდა ეთამაშა,თუმცა რაფა დღეიდან თავისუფალი აგენტია,იტყობინება AP.

 

"ბარსელონაში" ყოფნისას განმავლობაში,ფეხბურთელმა 242 შეხვედრა ჩაატარა, დღეიდან ფეხბურთელს ნებისმიერ გუნდში შეუძლია კარიერის გაგრძელება,მასში ფულის გადახდა არ მოუწევს მსურველ გუნდს,იგი თავისუფალი აგენტია. მარკეშმა "ბარსელონას" შემდგენლობაში ორჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ დაეუფლა პრიმერადივიზიონის გმარჯვებულის ტიტულს, ასევე თითოჯერ აქვს მოგებული ესპანეთის თასი და ევროპის სუპერ თასი. მარკეში სავარაუდოდ კარიერას "ნიუ იორკ რედ ბულსში" განაგრძობს.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/h/w481a.jpgვინც უშუალოდ სტადიონზე ნახა "კარპატისა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შეხვედრა, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო დრამატული მატჩი, რომელიც ჩვენთვის მაინცდამაინც სასურველი შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ დაგვიტოვა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ბრძოლის უზომო წყურვილი. ახლა უკრაინულ შთაბეჭდილებებზე თანმიმდევრობით მოგითხრობთ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/h/6jtp3.jpg

უნდა აღინიშნოს,რომ კასანო და ბალოტელი გამოძახებულნი არიან კოტ დ'იუართათ გასამართი შეხვედრისთვის იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

 

მეკარეები: სირიგუ, ვივიანო, სტორარი, მირანტე.

 

მცველები: ბონუჩი, კიელინი, ანტონინი, ძაკარდო, კასანი, გამბერინი, ბოკეტი, მაჯიო.

 

ნახევარმცველები: ტიგო მოტა, ლედესმა, გალოპა, პირლო, დე როსი, მონტოლივო, მარკიზიო, პეპე, პალომბო.

 

თავდამსხმელები: ჯილარდინო, ბიროელი, პაცინი, კასანო, ბალოტელი, როსი, კვალიარელა, მარკიონი, პალადინო.

 

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე 8 ფეხბურთელი დაემშვიდობება ამ გაფართოებული შემადგენლობიდან იტალიის ნაკრებს Soccernews.ru.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/l/4gdxj.jpg"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ლეგიონერმა რობინიომ შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს,იტყობინება Fotball Italia.

 

ფეხბურთელი ინგლისლებემა შესაძლოა "ინტერს" მარიო ბალოტელიში გაუცვალონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ გუშინ რობინიოს აგენტი მილანში იყო ჩასული ამ საკითხთან დაკავშირებით,თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც,რომ ფეხბურთელს,როგორც რამდენიმე დღის წინ განაცხადა,არ სურს ევროპაში დაბრუნება.

ამაზე ჩვენ ვწერდით – რობინიოს ევროპაში დაბრუნება არ სურს,საინრტესოა თუ როგორ დამთავრდება ეს მითქმა–მოთქმა რობინიოს შესახებ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/t/2ooz3.jpgესპანური "ვილიარელის" ფორვარდამ ჯუზეპე როსიმ გამოთქვა სურვილი კარიერის მილანის "ინტერში" გაგრძელებასთან დაკავშირებით,იუწყება Soccernews.ru.

 

"მე არასდროს არ ვიქნები წინააღმდეგი,ჩემი ტელეფონი მუდამ ჩართულია.მე ბედნიერი ვარ ესპანეთში და თავსაც კარგად ვგრძნობ "ვილიარეალში",თუმცა ისიც უნდა აღვნიშნიო,რომ თუ კი ისეტი გუნდიდან მივიღებ მიწვევას,როგორიც მილანის "ინტერია" ვთვლი არ მაქვს "არას" თქმის უფლება", - განაცხადა ფეხბურთელმა Fotball Italia–სთან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ,რომ ყოფილი თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედისა"ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის მიხედვით 2013 წლამდე არის დაკავშირებული.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/t/a2m9y.jpg

რუსეთის პრემიერლიგის 15 ტურში,სადაც ერთმანეთს პეტერბურგის "ზენიტი" და ყაზანის "რუბინი" უპირისპირდებიან ამ წუთებში ანგარიში ფიქსირდება 1–0 მასპინძელთა სასარგებოდ.რომ არა ლაშა სალუქვაძე და მისი 3 წუთზე ტრავმა მათცის მიმდინარეობისას ამ შეხვედრაზე არ გავაკეთებდით აქცენტს.ლაშა სალუქვაძე თამაშის დაწყებიდან სამ წუთში დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე ევგენი ბალაიკინი შემოვიდა.საინტერესოა რამდენად სერიოზული იქნება მისი ტრავმა და შეძლებს თუ არა 11 აგვისტოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს მოლდოველების წინააღმდეგ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/f/7mmg4.jpg SOCCER DAY ფეხბურთის ქომაგებს გთავაზობთ "გვადალახარა" 3–2 "მანჩესტერ იუნაიტედი" შხვედრის მიმოხილვას.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

 

<!--dle_image_begin:http://a.pix.ge/s/v63lf.jpg|left-->http://a.pix.ge/s/v63lf.jpg

 

დანიაში 2011 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი

ტურნირის მორიგ მატჩს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 11 აგვისტოს,

სომხეთში, იქაურ თანატოლებთან გამართავს. ნაკრების თავკაცმა ოთარ გაბელიამ,

პარასკევს დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ერევანში დაგეგმილი მატჩის

განაცხადში იქნებიან.

მეკარეები: ნიკა კვასხვაძე ("ზესტაფონი”), გიორგი

ბახტაძე ("დიორი”, უნგრეთი);

მცველები: ნიკა კვეკვესკირი ("ბაია”), გულვერდ თომაშვილი

("დინამო”), ლევან კაკუბავა ("დინამო”), გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი”),

ლაშა თოთაძე (‘დიორი”, უნგრეთი), გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი”);

ნახევარმცველები: ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია”),

ჯანო ანანიძე ("სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი), გიორგი განუგრავა ("დიორი”,

უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი”, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა,

რუსეთი), გიორგი თექთურმანიძე ("დინამო”);

თავდამსხმელები: გიორგი ჭედია ("ოლიმპი”), გიორგი

ივანიშვილი ("შაფჰაუზენი”, შვეიცარია), გიორგი ილურიძე ("ანჟი”, რუსეთი),

მათე ვაწაძე ("დინამო”).

ქართველი ახალგაზრდები 7 აგვისტოს თბილისში შეიკრიბებიან და 9-ში დილით,

ერევანში გადაფრინდებიან. სწორედ სომხეთის დედაქალაქში შეუერთდებიან

ნაკრებს გაბელიას რჩეულთაგან სამნი - ანანიძე, ძალამიძე, ივანიშვილი. მათ,

მომავალ უქმეებზე, კლუბებში რუსეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატების მორიგი

ტურის მატჩები აქვთ გასამართი.

შესარჩევი ციკლის რეგლამენტით, ფინალურ ეტაპზე (2011 წლის 11-25 ივნისი)

მოსახვედრი ფლეი ოფი მიმდინარე წლის 9 და 13 ოქტომბერს ჩატარდება.

საფლეიოფე წყვილები კი, 10 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულით და 4 საუკეთესო

მეორეადგილოსნით დაკომპლექტდება (მასპინძელი ქვეყანა ფინალში ავტომატურადაა

დაშვებული). ეს უკანასკნელები გამოვლინდებიან თავიანთ ჯგუფებში პირველ,

მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულების

მიხედვით.

ცნობილია, რომ ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ

სტადიონზე, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების მატჩს მაკედონიელი არბიტრი

დიმიტარ მეცკაროვსკი განსჯის. შეხვედრის დასაწყისი თბილისის დროით 18:00

საათზეა დაგეგმილი.

 

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩები

 

11.08. სომხეთი - საქართველო

 

04.09. თურქეთი - საქართველო

 

07.09. საქართველო - სომხეთი

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/c/ogho9.jpgტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი ამაური, გამოეხმაურა იმ ხმებს,რომელიც იუწყებოდა,თითქოს ფეხბურთელი ტურინული გუნდიდან მიდიოდა.ფეხბურთელმა აღნიშნა,რომ ეს ხმები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და არ აპირებს იგი კლუბის დატოვებას.

 

"ჩემთვის ცნობილია ყველა ის ჭორი რაც ჩემს შესახებ იყო გავრცელებული ამ ბოლო დროს, ამ ჭორების საფუძველზე მე თითქოს "რეალში" უნდა აღმოვჩენილიყავი უახლოეს მომავალში. მე შემიძლია მოგახსენოთ,რომ არსად არ მივდივარ ტურინიდან. მინდა ვითამაშო "იუვენტუსის" მაისურით და ვიმედოვნებ გუნდის წარმატებაში დიდ წვლილს შევიტან მოახლოებულ სეონში,დიდი იმედი მაქვს რომ წელს უკეთესი შედეგი გვექნება", - განაცხადა ამაურიმ Corriere dello Sport–სთან ინტერვიუში.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/v/9km3j.jpgლეგენდარული ფეხბურთელი ალბერტო დი სტეფანო საავადმყოფოდან გამოწერეს.84 წლის ექს–ფორვარდი თავს შეუძლოდ გრძნობდა 27 ივლისიდან მოყოლებული,მთელი ამ დღეები განმავლობაში ექიმები მკურნალობდნენ გულზე,ევროპის თასის ხუთგზის მფლობელისთვის მსგავსი მკურნალობის კურსი პირველი არ ყოფილა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/o/s9wqx.jpgბრაზილიელი მცველი ჟულიო სეზარი,რომელიც კარიერის მანზილზე თამაშობდა ისეთ კლუბებში,როგორებიცაა "რეალი" და "მილანი" კარიერას აზრბაიჯანში გააგრძელებს,იტყობინება azerisport.com, 32 წლის ფეხბურთელმა თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა კონტრაქტისა საფეხბურთო კლუბ "ბაქოსთან".საბოლოოდ ტრანსფერი ორშაბათს გაფორმდება,როგორც კი ფეხბურთელი ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქში.გასულ სეზონში ჟულიო სეზარი ტურქულ "გაზიანთესპორში" გამოდიოდა.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/m/1gj7i.jpgლონდონის "არსენალი" გამოთქვამს სურვილს დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელით, სუბიტიჩით გაძლიერების შესახებ, იტყობინება caughtoffside.com.

 

21 წლის ფეხბურთელში ლონდონელები მზად არიან 18 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. სუბოტიჩი "ბორუსიის" დაცვის ლიდერად ითვლება,გასულ სეზონში მან ყველა შეხვედრა (34) ჩაატარა სრულად და 3 გოლის გატანაც მოახერხა,ასევე მან მიიღო მონაწილეობა სერბეთის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/d/c7etq.jpgიტალიური "რომას" მთავარი მწვრთნელი,კლაუდიო რანიერი,კმაყოფილია საკუთარი გუნდის თამაშით,სადაც "რომა" ფრანგულ "ბორდოს" დაუზავდა ანგარიშით 1–1.ინფორმაციას ავრცელებს Tuttomercatoweb.

 

"მე კმატოფილი ვარ ჩვენი თამაშით. ფეხბურთელები ძალიან კარგად მოძრაობდნენ მოედანზე და თავიანთი საუკეთესო თვისებებიჩ გამოაჩინეს, რომელიც გასულ სეზონში არ გამოუვლენიათ.ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ", - განაცხადა რანიერიმ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...