Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://b.pix.ge/p/9jc1t.jpg

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამომ" შვედურ "გეფლეს" უმასპინძლა და იმავე ანგარიშით დაამარცხა მეტოქე,რითაც შვედეთში სძლია... 2–1 და გამარჯვებას დინამო ზეიმობს...

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png

დღეს უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრა გამართა ქართულმა "ვიტ–ჯორჯიამ" ჩეხეთში სტუმრად,ადგილობრივი "ბანიკის" წინააღმდეგ...

ვეტერინარებმა ამ შეხვედრაში უგოლო ფრეს გამოჰკრეს ხელი და საქართველოს ევროპულ საკლუბო რეიტინგში ხეირიანი შედეგი მოუტანეს... პირველი სამარცხვინო მარცხის შემდეგ ეს შეხვედრა უთუოდ ვიტ–ჯორჯიას აქტივში უნდა ჩაითვალოს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png

ზესტაფონმა სლოვაკეთში "ბანსკა–ბისტრიცას" წინააღმდეგ მატჩის შემდეგსაბოლოოდ გადაწყვიტა მესამე ეტაპზე გასვლელი გუნდის ვინაობა,მართალია იმერლები ბანსკა–ბისტრიცას ფეხბურთელების წინააღმდეგ დამარცხდნენ,თუმცა "კარპატთან" საპაექრო საზური თავად დაიტოვეს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/u/0c09b.png

SOCCER DAY გთავაზობთ თამაშს ჩემი პროგნოზი.

სადაც შეგეძლებათ ეროვნული ჩემპიონატის,თასისა და ქართული გუნდების ევროპულ არენაზე ჩასატარებელი მატჩებზე პროგნოზის გაკეთება.

კომენტარებში ჩაწერეთ ის შედეგი,რომელიც გგონიათ რომ დაფიქსირდება.

მაგ: დინამო თბილისი 1–0 რუსთავის ოლიმპი

ქულები დაჯამდება შემდეგი პრინციპით:

ანგარიშის გამოცნობა: 5 ქულა

შედეგის გამოცნობა: 3 ქულა

არასწორი პროგნოზი: –1 ქულა

 

გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი სეზონის ბოლოს.

მეხუთე ტური:

 

შტურმი – დინამო

კარპატი – ზესტაფონი

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით რომ გადალახა იმერულმა "ზესტაფონმა" ეს არახალია,თუმცა,ჩვენ გვინდა შევეხოთ იმ თემას,რომელიც ძალაუნებურად აქტუალური გახდა საზოგადოებაში.უეფას ეგიდით გამართულ შეხვედრებში სტუმრად "ზესტაფონს" უკვე წელიწადია არ გაუტანია ბურთი მეტოქის კარში.მას შემდეგ,რაც ჰელსინბორგთან გაიტანეს შვედეთში,გოლი ვერც სან–მარინოში შეაგდეს და ვერც სლოვაკეთში "დუკლას" წინააღმდეგ,არადა ეს ფაქტი გაოცებას იწვევ... 5–0 და 3–0 ასეთი საშინაო გამარჯვებების და ანგარიშების შემდეგ გუნდი ვალდებულია სტუმრად მინიმუმ ერთი გოლი გაიტანოს."ზესტაფონს" პირველი შეხვედრა უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე,ლვოვის "კარპატის" წინააღმდეგ ექნება სათამაშო სტუმრად,ვნახოთ დაარღვევენ თუ არა ამ უსიამოვნო ტრადიციას იმერლები და გაიტანენ თუ არა სტუმრად წლისთავზე მაინც...

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279783707_be7ac0dc8f20.jpg

გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები. თბილისის "დინამომ" და ზესტაფონის "ზესტაფონმა" უპრობლემოდ მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზურები. "ვიტ-ჯორჯიამ" კი, სტუმრად საპატიო ფრეს მიაღწია ჩეხურ "ბანიკთან" და ძვირფასი სარეიტინგო ქულები მოუპოვა საქართველოს.

გუშინდელი დღე ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მეტად შესამჩნევი ასოებით ჩაიწერება.დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არასდროს ჰყოლია ორი წარმომადგენელი ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. გარდა ამისა, პირველად მოხდა,რომ ერთდროულად ორმა ქართულა კლუბმა შეძლო ევროტურირებზე ორ-ორი ეტაპის დაძლევა.

SOCCER DAY დიდ იმედებს გამოთქვამს,რომ ქართველი გულშემატკივარი "დინამოს" და "ზესტაფონის" წყალობიტ საევროპო ციებ–ცხელებას გვიან შემოდგომამდე გაიხანგრძლივებს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/shkashia_medium.jpg

თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა კაშიამ, ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა ცხინვალის “სპარტაკთან”. 25 წლის მარჯვენა ნახევარმცველი, რამდენიმე დღის წინ ისრაელის ლიგატ-ალის რამათ განის “ჰაპოელში” იყო გასინჯვაზე, თუმცა იქ დარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კაშიამ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, ვიზის პრობლემამ შეაფერხა და ამიტომაც ვერ დარჩა ისრაელში.

“გადაწყდა, რომ ზამთრამდე ცხინვალის ‘სპარტაკში” დავრჩები. კონტრაქტს ხელი მოვაწერე. თბილისის “დინამოში” დარჩენა? იყო მიზეზები, რის გამოც, “დინამოში” აღარ მივბრუნდი. ამაზე საუბარი აღარ მსურს”, – გვითხრა უფროსმა კაშიამ, რომელიც “დინამოს” აღზრდილია და სხვა კლუბში არც უთამაშია.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/a/czu6y.jpg

სასიხარულოა, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" წარმატებით ასპარეზობს ევროსარბიელზე. მიმდინარე სეზონში კლუბმა ევროპის ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე განვლო და მესამე ეტაპზე ლვოვის "კარპატს" დაუპირისპირდება. ფეხბურთის ქართველი, და განსაკუთრებით, ზესტაფონელი გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მოწადინებით და სფფ-ის აქტიური შუამდგომლობით, უეფამ დართო ნება "ზესტაფონს" საკუთარ არენაზე უმასპინძლოს უკრაინელებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო უკრაინული კლუბის თანხმობამ და სურვილმა, ითამაშოს ზესტაფონში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg

როგორც გავიგეთ, ბოლნისის "სიონში" ცვლილებების მორიგი ეტაპია მოსალოდნელი. როგორც ცნობილია, ისევე როგორც "სიონი", ასევე ყველა კლუბი კერძო კომპანიების მფლობელობაში უნდა გადავიდეს. შესაბამისად, სააქციო საზოგადოება "მადნეულის" მფლობელობაში ბოლნისის "სიონის" გადასვლას ბოლნისელი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელის. სპონსორის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი. ხვიჩა ქასრაშვილმა გუნდი უკვე დატოვა და როგორც კლუბის ხელმძღვანელობაში გვითხრეს ახალ თავკაცად 4 ვარიანტი განიხილება და ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/dolidze1_medium.jpg

"ბაია" მომავალი სეზონისთვის მთლიანად საკუთარ ბაზაზე ემზადება, მაგრამ ზუგდიდურმა გუნდმა გუშინ ქალაქი რამდენიმე საათით დატოვა. "ბაია" ურეკში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანულ "განჯას" გაეჯიბრა. მატჩი საქართველოში შეკრებაზე მყოფმა აზერბაიჯანელებმა მინიმალურად, 1:0 მოიგეს. გამარჯვების გოლი მათ პირველი ტაიმის შუაწელში გაიტანეს.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/fckolkheti1913poti1_medium.gif

გასულ უქმეებზე ფოთის "კოლხეთმა" ამჯერდ უკვე საერთაშორისო საკონტროლო შეხვედრაში იმარჯვა. ბესიკ შეროზიას გუნდმა აზერბაიჯანული "განჯა" 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი ბურთი "კოლხების" მეგოლე დავით ციცხვაიამ გაიტანა. 31-ე წუთზე ვალტერ გუჩუას მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ციცხვაიას ზურგში მოხვდა მიმართულება შეიცვალა და სტუმართა კარის ბადეში აღმონდა. "განჯას" რიგებშიც იყო ერთი ჩვენებური - თავდამსხმელ ლევან მელქაძე, მაგრამ მან უგოლოდ დატოვა მოედნი

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/9.gif

რუსთავის ~ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე ინტერვიუზე დაგვთანხმდა. სალაპარაკო კი ბევრი დაგროვდა – ~ოლიმპის" გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რამ გამოიწვია უკვე ტრადიციადქცეული რადიკალური საკადრო რევლუცია, რამდენია კლუბის ბიუჯეტი, რამდენი სჭირდება და ა.შ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/f/7lus0.jpg

დღეს ღამით დინამოელები კიევის გავლით ვენაში გაფრინდებიან. გუნდი გრაცში სასტუმრო სან-მარკოში დაბინავდება. უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ავცტრიაში ადგილობრივი დროით 21 საათსა და 30 წუთზე /თბილისის დროით 22.30/ დაიწყება. კახი კაჭარავს განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იქნება: ლორია, შეყრილაძე, თომაშვილი, კაკუბავა, მამუჩაშვილი, კოშკაძე, თექთურმანიძე, ედნილსონი, ჯუისი, რობერტინიო, ხმალაძე, კახელიშვილი, ლექვთაძე, მეტრეველი, გველესიანი, ფირცხალავა, სიხარულიძე, ჩადუნელი.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/6.png

იმერული "ზესტაფონი" ლვოვის "კარპატის" წინააღმდეგ სათამაშოდ უკვე ჩავიდა უკრაინაში.როგორც ცნობილი გახდა ლვოვში ვარჯიშზე დაშავდა ალექსი ბენაშვილი,რომელიც ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს პირველ შეხვედრაში.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/1.png

პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ბოლნისის “სიონი”, დამდეგ საფეხბურთო სეზონს უმაღლეს ლიგაში ჩაატარებს. შესაძლოა, ეს გარემოება ასე ხაზგასასმელი არ ყოფილიყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ჩემპიონატი ექვს აგვისტოს იწყება და გუნდს შეკრება კი არა, სრული შემადგენლობით სრულფასოვანი ვარჯიში არ აქვს ჩატარებული, მგონი, არცთუ უმნიშვნელო ამბავი უნდა იყოს. ასეთი ოპტიმიზმის საბაბს კი, ორშაბათს ბოლნისურ სტადიონზე კლუბის ახალი მეპატრონის - კომპანია “მადნეულის” წარმომადგენელთა მისვლა და გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბარი იძლევა

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...