Jump to content
Planeta.Ge

soccerday სიახლეები


Recommended Posts

http://soccerday.ge/templates/Default/logos/9.gif

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის “ოლიმპის” მეტოქემ ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. “აკტობემ” შინ კოკჩეტაუს “ოკჟეტპესი” მიიღო და 4:1 მოუგო. ვლადიმერ მუხანოვის გაწვრთნილთაგან 30 წლის ფორვარდმა მურატ ტლეშევმა თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა, ერთი გოლი კი იური მოკროუსოვის ანგარიზეა. ამ მოგებით, აკტობელებს 19 თამაშში 34 ქულა დაუგროვდათ და პირველ ადგილზე მყოფ “ტობოლს” ქულით ჩამორჩებიან.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/dukla/MARKO.jpg

გთავაზობთ ინტერვიუს ბანსკა-ბისტრიცას "დუკლას" მთავარ მწვრთნელ კაროლ მარკოსთან, რომელიც სლოვაკურმა გამოცემა "დენნიკ შპორტამ" გამოაქვეყნა. ინტერვიუ ჩაწერილია სლოვაკთა ზესტაფონური მარცხისა და საქართველოდან სამშობლოში გუნდის დაბრუნების შემდეგ.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.fcolimpi.ge/img/p_logo.gif

ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს 20 ივლისს ჩარტერული რეისით, 11.45 წუთზე ეწვევა.

 

იმავე დღეს, საღამოს 17.40 სთ რუსთავში ფოლადის სტადიონზე გაიმართება სტუმართა გუნდის პრესკონფერენცია, ხოლო 18.00 სთ ვარჯიში.

 

მატჩზე დადასწრები აკრედიტაციები გაიცემა პრესკონფერენციის დაწყებამდე

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/templates/Default/logos/1.png

ბოლნისის “სიონის” თაობაზე მეტად საინტერესო სიახლის შესახებ უკვე ვწერდით. კომპანია “მადნეულის” მიერ წლიურად გამოყოფილი მილიონი ლარით, უმაღლესი ლიგის გუნდში, თავისი მენეჯმენტით, “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დაფუძნებული სპორტული კლუბი “ოლიმპი” უნდა მივიდეს. წინასწარი მონაცემებით, კლუბის პრეზიდენტის პოსტი მეპატრონისა უნდა

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/x/tmxzh.jpg

საქართველოს ჩემპიონმა რუსთავის “ოლიმპმა” გიორგი ბერიაშვილი გადაიბირა. რა შეხსენებაა საჭირო, ბერიაშვილმა რამდენიმე დღის წინ უკრაინულ შეკრებაზე “კრიმტეპლიცასთან” შუა მატჩისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ვიტ ჯორჯიას” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ გელა გომელაურს. ამის გამო, ვეტერინარებმა ბერიაშვილი ტრანსფერზე დააყენეს.

ისე კი, “მსოფლიო სპორტმა” სამი დღის წინ შემოგთავაზათ გომელაურთან ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, ბერიაშვილს ჯერ კიდევ უკრაინულ შეკრებამდე სურდა “ოლიმპში” გადასვლა და ეს კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძესაც აცნობაო.

ბერიაშვილს ქვემოქართლელთა გუნდში ოთხი ექს-ვიტ-ჯორჯიელი დახვდება – გრიგოლ ბედიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ლუკა რაზმაძე და ალექსანდრე კვახაძე. “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, “ოლიმპი” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თუ გავა, გიორგის თამაში შეეძლება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279536445_splash.png

21 ივლისს,ზუსტად ერთი დღით ადრე,მანამ სანამ,თბილისის "დინამო" ოფიციალურად გაინაღდებს გასვლას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე,სავარაუდო მეტოქე გრაცის "შტურმი" საკუთარ კედლებში ამხანაგურად გაეჯიბრება ლონდონის "არსენალს".

გუნდი სავარაუდოდ ამ შეხვედრაში "დატესტავს" იმ სათამაშო სქემას,რომლითაც სავარაუდოდ "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშებენ.დაველოდოთ 21–ს და 22–ში ყველამ წარმატება ვუსურვოთ თბილისის "დინამოს".

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/shkashia_medium.jpg

თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი შოთა კაშია ისრაელშია და რამათ განის "ჰაპოელში" გადის ტესტირებას. ჩვენებური პირველივე საკონტროლო თამაშში გამოსცადეს. რამათგანელები რაანინას "ჰაპოელს" ამხანაგურ მატჩში სტუმრად გაეჯიბრნენ და როგორც მათი ვებგვერდი იტყობინება, 2:1 მოიგეს. კაშიამ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა მარჯვენა ფრთაზე და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://invinciblebastion.files.wordpress.com/2010/05/uefa_logo.jpg

როგორც მოგეხსენებათ,საქართველო ევროპულ საკლუბო ტურნირებში 4 გუნდით გამოდიოდა მიმდინარე სეზონში - რუსთავის "ოლიმპი",თბილისის "დინამო", "ვიტ-ჯორჯია" და "ზესტაფონი" ქართული საკლუბო ფეხბურთოს პრესტიჟს იცავენ... ნუ ვინ როგორ იცავს ეს უკვე სხვა თემაა...

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279536445_splash.png

დღეს თბილისის დროით 21:00–ზე თბილისის "დინამოს" სავარაუდოდ მომავალი მეტოქე გრაცის "შტურმი" ამხანაგრუ მატჩს გამართავს ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ.შეხვედრის პირდაპირ ეთერში საყურებლად ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებლებს ვთავაზობთ იმ ბმულ(ებ)ს სადაც იქნება ნაჩვენები ეს დაპირისპირება.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://b.pix.ge/w/5z0on.gif

დღეს რუსთავში "ფოლადზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს რუსთავის "ოლიმპი" და ყაზახური "აქტობე" დაუპირისპირდნენ.შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა,მატჩი უკანასკნელ წუამდე ინარჩუნებდა ინტრიგას... საბოლოოდ ეს ინტრიგა ტლაშევმა მოკლა...

 

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279536445_splash.png

თბილისის "დინამოს" სავარაუდოდ მომავალი მეტოქე გრაცის შტურმი" ლონდონის "არსენალს" ამხანაგურად გაეჯიბრა და მშრალად 0–3 წააგო."შტურმის" ქებულმა თავდამსხმელებმა ვერა და ვერ შესძლეს "მეთოფეთა" კარის აღება;ხვალ თბილისის "დინამო" 20:45–ზე გამართავს შვედურ "გეფლესთან" შეხვედრას სადაც შეეცდება "შტურმთან" საპაექრო საგზურის განაღდებას.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/gefleif000_medium.jpg

შინ "დინამოსთან" 1:2 წაგების შემდეგ, შვედური "გეფლე" გუშინ გვეწვია. სასტუმრო "რადისონში" დაბინავებულმა ჩრდილოელებმა, გუშინ ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. "გეფლეს" თავკაცმა პერ ოლსონმა საქართველოში 18 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. შვედებს არც თუ მცირე დანაკლისი აქვთ: გუნდის მთავარი მეგოლე ალექსანდრ გერნდტი "ჰელსინგბორგში" გაასხვისეს. ომარ ჯავო და "დინამოს" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ჰანს ბერგრენი ტრავმირებულები არიან.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/dukla/DSC05609.JPG

 

ბანსკა-ბისტრიცას “სტიავნიჩკიზე” მატჩისწინა ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” რამდენიმე წევრს გაესაუბრა.

 

 

შოთა ბაბუნაშვილი: “საომარი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გასვლასაც გააჩნია, ჩვენი დიდი სურვილია, მოგებით გავიდეთ, რადგან გუნდის რეიტინგსაც ავწევთ და ქვეყნისასაც”.

 

 

სლოვაკი კოლეგები, ვისაც საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ ჰქონია, ზესტაფონელთა ვარჯიშის ყურებისას, ჯაბა დვალი რომელიაო, იმას კითხულობდნენ. დიდტირაჟიანი და უხვგვერდიანი “სპორტის” რეპორტიორმა – ეს უფრო დიდი და მასიური წარმომედგინა, ისეთ დღეში ჩაუგდია “დუკლას” დაცვაო. რომ იტყვიან, რაცაა ესაა. იმერლების ფორვარდმა მარტო სლოვაკების ყურადღება არ მიიქცია - იგი სამ მატჩში გატანილი 4 გოლით ევროლიგის ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა და გამორიცხული არაა, ხუთშაბათს დაწინაურდეს კიდეც.

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279783707_be7ac0dc8f20.jpg

SOCCER DAY ითვალისწინებს იმ ადამიანების თხოვნას,რომლებმაც მოგვწერეს და მოითხოვეს დღევანდელ დღეს სამივე ქართული გუნდის პირდაპირ თერში ჩვენება... ან საყურებელი ბმულების დადება... მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო "ძესტაფონელ" ქომაგს,რადგანაც მათი თამაში ვერ იქნება ნაჩვენები... (სამწუხაროდ ვერ ვიშოვეთ საჩვენებელი ბმული) როგორც,კი შეგვეძლება იმელთა შეხვედრის ჩვენების ბმულის დამატება პირობას გაძლევთ,რომ აუცილებლა დაემატება...

 

სრულად იხილეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...