Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კლინტონის ვიზიტი თავისუფლებებს წინა პლანზე წამოსწევს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif

 

დენიელ დომბი

 

სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პარასკევს დაწყებული ვიზიტი უკრაინაში, კიევისა და აშშ-ს ურთიერთობათა გაღრმავებას ისახავს მიზნად იმ დროს, როდესაც არც უკრაინის პრო-დასავლური ლტოლვა და არც უკრაინის მთავრობისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერაა ისე ძლიერი და ცხადი, როგორც ეს ”ნარინჯისფერი რევოლუციის” მერე იყო

 

რევოლუციიდან რამდენიმე წლის მანძილზე აშშ-ს პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იყო ფოკუსირებული – ახლა ეს გეგმა დღის წესრიგიდან ძირითადად მოხსნილია.

 

მაგრამ ვაშინგტონს ძალიან სურს იანუკოვიჩთან მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ ის ინსტიქტურად პრო-დასავლელი პოლიტიკოსი არ არის.

 

ობამას ადმინისტრაცია განსაკუთრებით უმადლოდა უკრაინის პრეზიდენტს აპრილის ბირთვულ სამიტზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც უკრაინა 2012 წლისთვის გათავისუფლდება ურანის შეიარაღებისგან – ეს ერთ-ერთი ის კონკრეტული მიღწევაა, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის პრესტიჟს უკავშირებდა.

 

აშშ ასევე მიესალმა პრეზიდენტის რანგში იანუკოვიჩის პირველი ვიზიტის სიმბოლურ შინაარსს – ის მოსკოვში კი არ ჩავიდა, არამეს ბრიუსელში, ევროპის კავშირის დედაქალაქში.

 

”უკრაინას სრული უფლება აქვს სურდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამავე დროს ევროპასა და აშშ-სთანაც კარგი ურთიერთობების დამყარებს ცდილობდეს” – კლინტონის ვიზიტის წინ ბრიფინგზე განაცხადა ფილიპ გორდონმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ევროპის საკითხებში – ”და ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვსურს რომ მოხდეს”.

როდესაც კითხვა დაუსვეს იანუკოვიჩის მთავრობის მიერ მედიის დაშინებაზე, მან დასძინა – ”უკრაინა ის ქვეყანაა, რომელსაც ახლო წარსულში კონკურენტული არჩევნები ჰქონდა და არსებობდა ზოგიერთი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი სწორ გზას ადგანან, ამ სივრცეებში დემოკრატიული ღიაობა, მედიის თავისუფლება არ არის იდეალურ მდგომარეობაში და ეს გარდაუვალია”.

 

საპირისპიროდ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ წელს უკრაინას ეწვია, მან კიევში იმჟამინდელ მთავრობას ბევრად უფრო მკაცრი მესიჯი ჩაუტანა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვაშინგტონი ფრუსტრირებული იყო ”ნარინჯისფერი რევოლუციის” პრო-დასავლელ ლიდერებს შორის მიმდინარე ბრძოლით. ”კომუნიკაცია ლიდერებს შორის ისეა დარღვეული, რომ პოლიტიკური პოზიორობა, როგორც სჩანს პროგრესს შეუძლებელს ხდის” – განაცხადა მან მოგვიანებით – ”მეგობრობა პატიოსნებას მოითხოვს… 2004 წლის დანაპირები ჯერ კიდევ ბოლომდეა გასაცნობიერებელი”. მან მოითხოვა ”თავისუფალი პრესა, ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ეფექტური საკანონმდებლო სისტემა”.

 

ახლა, როდესაც ვაშინგტონი ნაკლებადაა დარწმუნებული იანუკოვიჩის მთავრობის ფუნდამენტურ სიმპათიებში, კლინტონი ალბათ უფრო ფრთხილად იმოძრავებს.

 

მაგრამ მოგზაურობის ბოლოს ის სულ ცოტა ერთ მნიშვნელოვან შეშფოთებულ მესიჯს მაინც გააგზავნის. საქართველოში თავისი ვიზიტისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც აცხადებენ რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო ავტორიტარული ხდება.

 

საქართველოსადმი სოლიდარობის ნიშნად აშშ რუსეთისგან იმის დასრულებას მოითხოვს, რასაც ვაშინგტონი და სხვა ქვეყნები მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციას უწოდებს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილის სიჯიუტესთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე გორდონმა დასძინა – ”სამხედრო გზით პრობლემა ვერ გადაწყდება. საქართველო უნდა გახდეს მტკიცე დემოკრატია, უფრო წარმატებული ქვეყანა ისე, რომ სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა დაეთანხმოს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას”.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...